Friday, May 2, 2008

ლახტი



1983-85 წლებში ჩემს სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე ლახტის თამაში შემოიღეს. თავიდან გვეუცხოვა, შეჩვეული ფეხბურთი და კალათბურთი გვერჩივნა. ლახტმა აღიარება ჩვენში მოგბიანებით მიიღო. საკმაოდ აზარტული აღმოჩნდა.
სკოლის ეზოს ასფალტზე თეთრი საღებავით დახატეს ლახტის წრეები. ქამრები ჩვენ მოგვატანინეს და დაიწყო ლახტი.

ეს არის ჯგუფური თამაში რომელსაც დიდი სტრატეგობა არ სჭირდება, მაგრამ მოიგებ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ

გექნა სათანადო სიმარდე.

გექნა სათანადო რისკიანობა
გექნა ტკივილის მოთმენის უნარი
გექნა ტკივილზე შეგნებულად წასვლის უნარი.
გექნა გუნდური თამაშის განცდა.
ახლა ეს ყველაფერი შევადაროთ რაგბს იმ პირობით თუ რაგბი ამ კრიტერიუმებს 10 ქულით აკმაყოფილებს.
მაშ ასე, თუ რაგბი 10 ია, ლახტი იქნება.
ინდივიდუალური ტაქტიკა-5.
ჯგუფური ტაქტიკა - 4.
სიმარდე -7.
რისკიანობა- 5.
ტკივილის მოთმენის უნარი -5.
ტკივილზე შეგნებულად წასვლის უნარი.
გუნდური თამაშის განცდა- 3.
ანუ ლახტს რაგბამდე ბევრი უკლია.

მაგრამ იგივე არითმეტიკით ლახტის სამჯერ თამაში თუ მოზარდს ან ახალგაზრდას იგივე ვაჟკაცობას, ამტანობასა და სიყოჩაღეს მისცემს, რასაც რაგბის ერთი თამაში მისცემდა, გამოდის რომ ეს თამაში საჩუქარია ბიჭებისა და ახალგაზრდა მამაკაცებისათვის, სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის, ჯარისკაცთა და ოფიცერთათვის.

და შესაბამისად საჩუქარია მთელი ქვეყნისათვის.

რაციონალობა:
არ ჭირდება სტადიონი.
არ ჭირდება ბურთი
შეიძლება იყოს ხანმოკლე
არ ჭირდება დიდი ფართი.
ფიზკულტურის მასწავლებელი შეიძლება იყოს მწვრთნელიც და მსაჯიც.
სპორტული ფორმის ჩაცმა სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.

ლახტის აღორძინებას დასჭირდება კარგი პრომოცია და ორგანიზება.

გუნდების შექმნა, სკოლის შიდა და სკოლათაშორისი ტურნირების ჩატარება, რეკლამა, წახალისება, მოკლედ პატრონაჟი.
ლახტს სჭირდება მხოლოდ
დაახლოებით 60მ/2 სწორ ზედაპირიანი ეზო (ასფალტით ან გრუნტის), 4მ2 დიამეტრის წრის დახაზვა ზეთის ან ცარცის საღებავით.
8 ქამარი.
შეიძლება დამზადდეს სპეციალური მოდიფიცირებული ქამრები.

პრომოციის მასშტაბებს გააჩნია, თორემ რატომ არ შეიძლება უცებ ნატოს ჯარმა მიიღოს თავის აღმზრდელობით არსენალში ლახტი და ამით ამ თამაშმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.
ხომ წვრთნიან 21-ე საუკუნეში იაპონურ კარატესა და ჩინურ ტაიკვანდოში სხვადასხვა ქვეყნები თავის განსაკუთრებულ მეომრებს?

ლახტის დროც მოინახება!

სხვა საქმე - დღეს თბილისში სამბოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ჩვენი ფალავანი რუსმა მეტოქემ ფინალის ბოლო წუთებზე მტკივნეული ილეთით შებოჭა. ქართველმა ფინალამდე დარჩენილი თითქმის 2 წუთი უძლიერეს ტკივილში გაატარა, გაუძლო, არ დანებდა და მანამდე აღებული უპირატესობით ევროპის ჩემპიონობა დაიმსახურა.

No comments: