Tuesday, May 13, 2008

აზერბაიჯანის ბიუჯეტი


აზერბაიჯანის ბიუჯეტი 2007 წელს 3,6 მილიარდით (-ით!!) გაზრდილა და 15 მილიარდი გამხდარა.

ჩვენ 2003 წელი 1 მილიარდიანი ბიუჯეტით დავიწყეთ და არ გვბეზრდება ჭყლოპინი რომ საქართველოს ბიუჯეტი დიდი ტემპებით იზრდება და აგერ უკვე 5 მილიარდი გახდა..

5 მილიარდ ბიუჯეტიან საქართველოს ჰყავს მეზობელი რომლის ეთნიკური მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე დომინირებს და რომლის ბიუჯეტი 15 მილიარდია!

არის თუ არა ეს დასაფიქრებელი?

დასაფიქრებელი არამარტო ხელისუფლებისათვის, არამედ თითოეული ქართველისათვის?

მე, ერთერთი ქართველი, ვთვლი რომ საქართველოს რამოდენიმე ფრონტზე უწევს ომი.

საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეები აქვს არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არამედ აზერბაიჯანის და სომხეთისა და რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან.

ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მეტოქეობა მხოლოდ ეკონომიკურ-დემოგრაფიული ინსტრუმენტებით ხდება და არა იარაღით.

საქართველო ამ ომებს საკუთარ ტერიტორიებზე უმკლავდება.

მაგრამ სომხეთის სამხედრო (რუსეთი ყოველთვის მისცემს სომხეთს იმდენ იარაღს, რამდენიც ამიერკავკასიაში სომხეთს უპირატესობას მისცემს) და აზერბაიჯანის ფინანსური სიძლიერე საქართველოს პოზიციებს ძალიან ასუსტებს. და ამ, ასეთ დისბალანსს შეუძლია ქვეყანა კატასტროფის წინაშეც დააყენოს.
მე ვთვლი რომ ჩვენ ყველამ, რუსული გამოთქმით თუ ვიტყვი “სწისნუვ ზუბი” უნდა დავისახოთ საქართველოს ფინანსური და სამხედრო ძლიერების გაზრდა.

და თუ ჩვენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, პიროვნული ჯარისკაცობისა გარდა სხვა მხრივ არ შედვიძლია ქვეყნის სამხედრო გაძლიერება, ის მაინც უნდა მოვახერხოთ რომ მთავრობას ხელს ნუ შევუშლით ქვეყნის ფინანსური გაძლიერებაში.

ანუ ნუ ვიქნებით ისეთი ეგოისტები და დოღრიაილები, ინვესტორები დავაფრთხოთ.

როგორც მინიმუმ.

როგორც მინიმუმ სანამ პარიტეტი ამიერკავკასიაში არ მიიღწევა.

1 comment:

Anonymous said...

namdvili qartuli blogia, yochagh avtors!!!!