1987 თუ 1988 წელს ნოდარ ნათაძის წიგნი წავიკითხე და რამდენიმე ფრაზა დამამახსოვრდა.
აგერ უკვე 20 წელი გავიდა ამ დროიდან და ახლა ვაანალიზებ, რომ ამ პატარა წიგნმა თუ სულაც ბროშურამ მე მხოლოდ ფრაზები კი არა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ორიენტირი მომცა.
ამ კაცს - ნოდარ ნათაძეს ერთერთ (იქნებ ორ) საპარლამენტო არჩევნებში ხმა მივეცი. მიმაჩნია, რომ უაღრესად დიდი პატრიოტია. არ ვადანაშაულებ გამსახურდიას დამხობაში. ის ოპოზიციაში იყო მაგრამ ომს არ ემხრობოდა.
ვიცი რომ იბრძოდა აფხაზეთში ჭარმაგი ასაკის მიუხედავად.
შევარდნაძის დროს, როცა, ტელევიზიებიც კი იმას ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ საქართველო ობიექტური მიზეზებით არის ასეთი უბედური და არასდროს არაფერი ეშველება, განაცხადა რომ საქართველოს სასწაული კი არა მთავრობის პატიოსანი პატრიოტი გუნდი გადაარჩენს.
ახლა კი მთავარი - რის გამოც მე 20 წლის წინ ნაუცბათევად წაკითხული მისი წიგნის ავტორს მადლობას ვუთვლი.
პერეფრაზი ალბათ ზუსტი არ იქნება მაგრამ შინაარსი მახსოვს.
ადამიანი მოკვდავია, მას სიკვდილი არ უნდა, ის მარადისობას უკავშირდება ორი რამით - შთამომავლობის დატოვებით და საკუთარი ქვეყნის შენება, დაცვა- განვითარებაში მონაწილეობით.
რაც არ უნდა წარმატებული და თუნდაც გლობალური მასშტაბის იყოს ის საწარმო, რომელშიც ის მუშაობს (მაგალითად ტოიოტა და ბოინგი) ის მარადისობას უკავშირდება მაინც სამშობლოს ცხოვრებაში მონაწილეობით და იმ როლით რასაც მისი პროფესიული თუ საზოგადო საქმე ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
ძირითად კითხვაზე ეს პასუხი ჩემთვის ამომწურავია. ეს თეზა მე მათავისუფლებს რელიგიურობისაგან. უფრო სწორედ, საშუალებას მაძლევს ვიცხოვრო საიქიო ილუზიების გარეშე.
ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ეტაპად - სიცოცხლედ და პრეაგონიად.
პირველი მე ისე უნდა გავიარო, რომ მეორე რომ მოვა კმაყოფილი, ვალმოხდილი და შესაბამისად მშვიდი შევხვდე.
სიცოცხლის ბოლოს, როცა სიკვდილს "თვალებში ჩავხედავ" მშვიდი და კმაყოფილი უნდ ვიყო ჩემი კავშირით მარადისობასთან - ჩემი შვილებით, ჩემი სამშობლოთი და ჩემი მონაწილეობით სამშობლოს შენებაში.
Friday, May 2, 2008
ნოდარ ნათაძე
Posted by cartwheel at 12:29 AM
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment