Thursday, May 15, 2008

დელფინები ჩვენს ზღვაში









გაზაფხული ძალაშია, მალე ზაფხული მოვა და მე 2007 წლის ზაფხულს ვიხსენებ.

პლაჟიდან კატერით ბევრჯერ მისეირნია (მათ შორის სოხუმში, 1980 წლიდან მოყოლებული თითქმის წოველ წელს) მაგრამ შავ ზღვაში დელფინები არ მენახა.

შარშან კი, ქობულეთში, ჩვენს კატერს მთელი ოცდაათამდე დელფინიანი ჯგუფი აგვეკიდა და თითქმის 10 წუთი გვდია. ეს სურათები ჩემმა შვილმა, ნიკამ გადაიღო. ადვილი საქმე არ იყო, დელფინები ხან სად ამოხტებოდნენ და ხან სად, ისიც ნახევარი წამით.

No comments: