Sunday, May 4, 2008

გაუმარჯოს დემოკრატიას


დემოკრატიის შუქის ქვეშ მითიური გმირის შარავანდედში ვერავინ იმალება.

ყოველ შემთხვევაში დიდი ხნით.

ამ არცთუ დიდი ხნის წინ, თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ მხსნელად მონათლული გმირები ვეღარ უძლებენ მომხრეთა მიერ შექმნილი ვირტუალური რეალობის ხიბლს და.. გააჭენეს.
გუშინ კუკავა აჯანყებით, დააკონკრეტა - შეიარაღებული ამბოხების გზით დაგვემუქრა ხელისუფლებაში მოსვლას. დღეს კი გაჩეჩილაზე ვნახეთ უნიღბოდ. ცესკოს აჭედილ კარებს ჩაქუჩს რომ უბრახუნებდა. ეს პერფორმანსი მეტი დამაჯებლობისათვის იმთ დაასრულა, რომ აშკარად რეალური და არა ბუტაფორული ჩაქუჩი მამონტებზე მონადირე წინაპარივით მარჯვედ ესროლა პოლიციელებს.


გაუმარჯოს დემოკრატიას მეთქი, ვიმეორებ.

ხომ უნდა გაგვეცნო ბოლოსდაბოლოს ეს ამბიციური ადამიანები, ვინც თავის შეკვლა-სხვისი მოკვლით ცდილობენ ჩემი და თქვენი ხელმძღვანელობისა და მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას.

No comments: