საქართველოს უბედურება გიგა ბოკერია კი არ არის, არამედ გიგა ბოკერიას ნათქვამი ფრაზები მხოლოდ გიგა ბოკერიასგან რომ ითქვა და არა საზოგადოების დიდი ნაწილისგაგან, სხვადასხვა სახელით, ტემბრით, გამომეტყველებით, მიმიკითა, ტემპერამენტითა და სხვადასხვა მოლოდინებით.
ბოლოსდაბოლოს რა მითიური სიმბოლო გახდა გიგა ბოკერიას საფირმო გამოხედვა.
მედიცინაში არსებობს რამდენიმე სახელი გამომეტყველებებისათვის, რომელიც ადამიანს კონკრეტული ფიზიკურ-ანატომიური თავისებურება აძლევს.
7-9 თვის ორსულის სიარილის მანერას ეწოდება ორსულთა ამაყი სიარული.
ფთოზი, ქუთუთოს ამწევი კუნთის სისუსტე, საშუალებას არ აძლევს ადამიანს მოსაუბრეს უყუროს და ესაუბროს თავის უკან გადაუწევად რაც მას ქედმაღლურ იერს აძლევს.
ტეტანიით დაავადებული ადამიანის სახეს კუნთების ძლიერი სპაზმი სასტიკ გამომეტყველებას აძლევს.
პარკინსონიანებს შუბლის შემჭმუხნავი კუნთები უსუსტდებათ და ეს მათ განსაკუთრებულ მშვიდ, თოჯინისებრ იერს აძლევს.
სიკვდილისწინა გრიმასას სარდონიკული ღიმილი ჰქვია.
არც ერთია ამაყი, არც მეორე ქედმაღალი, არც მესამე სასტიკი არც მეოთხე მშვიდი და მეხუთეს მითუმეტეს არ ეღიმება.
ეს გამომეტყველება მათი ერგოთ.
გიგა ბოკერია დიახაც არის პრინციპული, კატეგორიული, პირდაპირი, მაგრამ არის თუ არა ცინიკოსი და ქედმაღალი არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცნობ. მისი ნათქვამი სიტყვები კი ასეთი დასკვნის საფუძველს არ მაძლევს.
თუ ვინმე თვლის რომ საქართველოს პოლიტიკაში მხოლოდ რაფინირებული მშვიდი ქარაგმებით ლაპარაკის დრო დადგა, მანვე იქნებ ისიც განმიმარტოს, არის თუ არა 2-7 ნოემბრის გინების რიტორიკა "სიტუაციის შესაბამისი გამონათქვამები" როგორც ეს ოპოზიციის მომხრე ქალბატონებმა განაცხადეს.
Friday, May 2, 2008
გიგა ბოკერია
Posted by cartwheel at 10:19 AM
Labels: ადამიანები, საზოგადოება, ხელისუფლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
არაცჰვეულებრივი ადამინი და პოლიტიკოსია.... არა აააქვს მნიშვნელობა ჩვენთვის მის გამოხედვას და არც მიმიკებს. რაც მთავარია კარგად ლაპრაკობს და სწორედ :)
Post a Comment