დღეს ერაყში დაღუპულ ორ ქართვერლ ჯარისკაცს კრძალავენ.
ქართული ხუთჯვრიანი დროშის იღბლიანობის 2 წელი ერაყში, რელიგიური ექსტრემიზმის ბუდეში დასრულდა.
ჩვენ, ქართველებმა ძალიან კონკრეტულად ვუთხარით ჩვენს ღონისძიებების მოყვარულ მთავრობას რომ გულჩვილები და ბრაზიანები ვართ..
და..
ეს ამბავი, ორი ქართველი ახალგაზრდის სიკვდილი საბრძოლო ოპერაციისას, სიკვდილი ქართული ჯარის სახელით თურმე უნდა დაიმალოს და მიიჩქმალოს.
იმიტომ, რომ მისი უდიდებულესობა ხალხი უპირობო მშვიდობასა და ბედნიერებას მოითხოვს.
მას არ უნდა იფიქროს კოსოვოზე, ბუხარესტის სამიტზე და 2008 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთზე და რუსეთზე, ჯარზე და საზღვარზე.
მიართვით ბედნიერება რომელიც სხვისთვის ძნელი მოსაპოვებელია, ჩვენ კი გვეკუთვნის..
მთავრობა არ იძლევა თორემ..
მშურს კანადელების.
ეს კანადელები ღირსეული ადამიანები არიან. ისინი არ ამოაყირავებენ თავის მთავრობას სახელმწიფოებრივი ღირსების დასაცავად ამ ახალგაზრდების ომში გაგზავნისათვის.
ისინი თავიანთ გმირებს ღირსეულ პატივს მიაგებენ.
Tuesday, May 6, 2008
ჩვენც გვყავს გმირები
Posted by cartwheel at 4:38 PM
Labels: აშშ, საზოგადოება, ხალხი, ხელისუფლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment