Friday, February 29, 2008

e-opinion

e maind, e-opinion, e-people, e-Storming, e-breinStorming ...


საზოგადოება მრავალფეროვანია. გაცილებით მეტად მრავალფეროვანი ვიდრე ეს მასმედიაში აისახება. მოვიფიქროთ, იქნებ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა რასაც ინტერნეტი გვაძლევს. შევქმნათ თვისობრივად ახალი ინტერნეტ სერვისი რომელიც საზოგადოების ცალკეულ ნაწილებს ერთობლივი ავტორობით (საერთო ავტორობის მითითებით) კონკრეტული თემების დამუშავების საშუალებას მისცემს.

სახელად შეიძლება ერქვას (ბლოგის ანალოგიით)
Web komunike
Weblaboratoria
Web maind
Shea maind
e maind
e-opinion
My opinion
Web konkordat
unita
e koleqtori
e-people
Webjam
e-Storming
e-breinStorming
WebStorming.

თქვენც მოიფიქრეთ . .

ის დაახლოებით ინტერნეტ ფორუმს ჰგავს. მაგრამ განსხვავდება მისგან მონაწილეთა მიზნით - შეიქმნას ერთობლივი ნამუშევარი. ფორუმისა და ბლოგისაგან განსხვავებით ერთობლივ ნამუშევარს ერთ ტექსტზე რამოდენიმე (შეუზღუდავია) ავტორი ეყოლება და ყველა თავის წვლილს შეიტანს საერთო ტექსტში. საბოლოო პროდუქტი- ერთობლივი სტატია საშუალებას მოგვცემს საზოგადოების სხვადასხვა არაფორმალური ნაწილების განწყობების, პოზიციების (თუნდაც ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებული) არგუმენტირებული და მწყობრი აღწერა მივიღოთ.

საიტის სტუმარს შეეძლება თემის გახსნა ნებისმიერ თემაზე.
თემები შეიძლება იყოს:
მშობლები და შვილები
სახელმწიფო და მოქალაქე
პიროვნება და სოციუმი
წესები და თავისუფლება
იერარქია და თანასწორუფლებიანობა
რეფორმა- მისი მიზნები და შედეგები
ნარკომანია
ქმედება - მიზანი და გვერდითი მოვლენები
განათლება
ბიუჯეტის ხარჯვა
სამხედრო ხარჯი
ისტორიული ანალოგიები

და ა. შ. საიტს ეყოლება ადმინისტრატორი.
თემას ეყოლება თავისი ადმინისტრატორი/რედაქტორი (თემის ინიციატორი).

თემაზე ტექსტის დაწერა ჩამატება (avtoroba/Tanaavtoroba) შეეძლებათ დარეგისტრიბულ მომხმარებლებს - ავტორებს. ტექნიკურად დასაშვები იქნება ახალი ფრაგმენტის ჩასმა უკვე არსებულ ტექსტში ან ამ ტექსტთან ახალი ლინკის განთავსება თემის დალინკული ფრაგმენტის სანახავად. ცენზურა შეეხება მხოლოდ გინებას. ადმინისატორებს შეეძლებათ ტექსტის რედაქტირება ავტორების დაუკითხავად საიტზე გვერდიგვერდ იდება ორივე, სარედაქციო (შეუკვეცავი) და რედაქტირებული (შეკვეცილი) ვერსიები. ავტორები ხელს აწერენ მთელ ტექსტს ანუ ეთანხმებიან მთელ ტექსტს.
თუ ავტორი რედაქტირების შემდეგ ან სტატიის რომელიმე ფრაგმენტთან პრინციპული უთანხმოების გამო რედაქტირებულ ტექსტს არ ეთანხმება, მისი ხელმოწერა დარჩება არარედაქტირებულ ვერსიაზე და ამოღებული იქნება საბოლოო, რედაქტირებული ვერსიიდან. ავტორს შეეძლება საერთო ტექსტიდან თავისი ავტორობის მოხსნა ნებისმიერ დროს სურვილის მიხედვით (თუნდაც რედაქტირებული ვერსიიდან)ავტორს შეეძლება დარჩეს ინკოგნიტოდ.

რატომ მიიღებენ ამაში მონაწილეობას ავტორები?
ერთობლივი ავტორობა გაზრდის ტექსტის მნიშვნელობას.ერთობლივი ტექსტი იქნება საზოგადოების კონკრეტული შემადგენელი ნაწილის ერთობლივი აზრის, პოზიციის გამომხატველი სტატია (კომუნიკე). ერთობლივი ტექსტს მეტი ალბათობა ექნება ინტერნეტიდან გავრცელდეს პრესასა და ტელევიზიაში. ე. ი. შეიძინოს მეტი აუდიტორია და მნიშვნელობა.

საზოგადოება ეგუება


პოლიტიკური პარტიები გარკვეული პოლიტიკური, სოციალური თუ მსოფლმხედველური იდეის გარეშე გაერთიანებული ორგანიზებული ერთეულები არიან. ისინი ახდენენ თავისი მომხრეების, ელექტორატის პოზიციის ენერგიულ პრომოციას მასმედიაში და მიზნად აქვთ სხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანების გადმობირება.
პოლიტიკური პარტიების მმართველთათვის ეს აქტივობა არა მხოლოდ იდეის არამედ პირადი გამარჯვებისა და პირადი კეთილდღეობის საკითხიცაა.მოსახლეობა კონკრეტულ მაგალითებზე ხედავს რომ პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური ძალების გაერთიანებების გეზი ადვილად შეიძლება გადაიხაროს არა სამართლიანი და წესიერი, არამედ მოგების მომტანი გზისაკენ.
საქართველოს საზოგადოება ეგუება იმ აზრს რომ პოლიტიკოსი შეიძლება ერქვას ყოფილ მონარქისტთა მეთაურს, რომელიც კაგებეს გენერლის პარტის მეთაური გახდა, ეროვნული მოძრაობის პოლიტიკური მოტივით მოკლული ლიდერის ცოლს რომელიც ამავე რუსული პარტიის სპიკერი გახდა, ვენიამინოვიჩისა და მაესტროს დანატრებულ ლიდერებს რომლებიც დღეს კრისტალურ სისუფთავეზე დებენ თავს, საკუთარი პოლიტიკური პარტია შეუძლია ჩამოაყალიბოს კაცმა რომელმაც მანამდე 5 დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკური პარტიის ენერგიული სპიკერი იყო, და ა. შ.
ხალხი პოლიტიკოსთა პოზიციების უკან გამორჩენაზე და გამარჯვებაზე ორიენტირებულ გეგმას ხედავს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შემხედვარე ხალხი პოლიტიკოსთა გულწრფელობას ძნელად იჯერებს.
თვითონ პოლიტიკური პარტიებიც, გამარჯვებას და გამორჩენას გამოკიდებულები ცდილობენ მოსახლეობის შემდგომ რადიკალიზაციას. თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომელთა პროტესტის მიზეზების (სოციალური პრობლემები) აღმოფხვრა მათ არ შეუძლიათ და არც უფიქრიათ.


საზოგადოებრივი აზრი, რომელიც დიდი, განათლებული და ავტორიტეტული გუნდის პოზიციაზე უნდა იდგეს საქართველოში არ არის. მისი სუროგატი "საზოგადოებრივი (ანუ გავრცელებული) აზრი" დგას ტელეჟურნალისტებზე, კინოსა და თეატრის წარმომადგენლებზე, შურზე და სნობიზმზე. საღი, ალალი არამერკანტილური ფრაზები ისმის ინტერნეტ ფორუმზე მაგრამ ის ფონს ვერ ქმნის.

არსებობს თუ არა კოლექტიური ტვინი?

საზოგადოება - განათლებული კარგი ადამიანების ერთობლიობა

არსებობს თუ არა კოლექტიური ტვინი?

ერთი სოციუმის წარმომადგენლებს და შესაბამისად ამ სოციუმს შეუძლია მეორე სოციუმის წარმომადგენლებს, და თავად ამ მეორე სოციუმს აჯობოს კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტაში?
პასუხი ნათელია, მაგრამ ისე როგორც მიუღებელია 88% თეთრი ამერიკელისათვის 12% აფროამერიკელის მიმართ თავისი უპირატესობების მტკიცება და უაზრობაა 2,5 მილიარდი ქალისათვის 2,5 მილიარდი მამაკაცის მიერ კაცების უპირატესობების მტკიცება, იმიტომ რომ უბრალოდ ზედმეტი თავის ტკივილია, ასევე სხვა ჩვენ არ გაგვაკრიტიკებს, არ დაგვიმტკიცებს ჩვენში ნაკლის არსებობას ერთი ელემენტარული მიზეზით, მას ჩვენ ისე არ ვეყვარებით როგორც ეს კრიტიკას სჭირდება, ოპოზიციურ აზრს და ამ ოპოზიციურობის თანმხლებ უარყოფით ემოციებს ჭირდება.

შეგვიძლია რომ ჩვენი ცხოვრების, ყოფის, პოლიტიკის წარმმართვისას წარმოვიდგინოთ ჩვენზე წარმატებული ერების პოზიცია, შევხედოთ ჩვენს თავს გლობალიზაციის შედეგად დაპატარავებული და მოახლოვებული ახლადგაცნობილი ევროპელი მეზობლების თვალით? კრიტიკულად შევხედოთ ჩვენს კოლექტიურ გონს, ჩვენს ლოგიკას, მენტალიტეტს, სტერეოტიპებს, პრობლემთა გადაჭრის ჩვენს არსენალში არსებულ სავარაუდო გზებს?

5 იანვრის არჩევნებმა სრულიად ახალი რეალობის წიაშე დააყენა როგორც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ასევე მოსახლეობა. საქართველოს პრეზიდენტი არჩეულია ხმათა 53%-ით.
ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს და მომხრეებს კვლავ ქუჩის აქციებზე იწვევს. ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ხალხმრავალი მიტინგების ორგანიზება შეუძლია. ოპოზიციის დღევანდელი რადიკალიზმი და 2007 წლის ნოემბრის მიტინგების გამოცდილება მოსახლეობაში ქმნის დაძაბულობასა და აგრესიას განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომ მოქალაქეებს შორის.
სიტუაციას დრამატიზმს მატებს საქართველოში 2003 წლის რევოლუციის პრეცენდენტი. ოპოზიცია გეგმავს მასშტაბური აქციების მოწყობას.
საქართველოს მასშტაბით უდიდესი მიტინგის მონაწილეთა რაოდენობაც კი ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით ძალიან ცოტაა. მაგალითად 100000 კაცი მილიონის მეათედია მაგრამ ვარდების რევოლუციის პრეცენდენტით წახალისებული ამ მასის წარმართვა არაკონსტიტუციული ქმედებებისკენ საკმაოდ ადვილია.
ოპოზიციის ლიდერების რადიკალიზმმა და მიტინგის ხალხმრავლობამ შეიძლება ფეთქებადსაშიში ვითარება შექმნას. საქართველოს, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში რთული პოლიტიკური რყევები გადაიტანა, კიდევ ერთი პროვოკაცია და წესრიგის იძულებით დაცვა ძალიან ძვირი დაუჯდება.

რომ არ შევეხოთ ხელისუფლის ვინაობის საკითხს, აშკარაა რომ შემდგომი კატაკლიზმები დასცემს საქართველოს იმიჯს, შეაჩერებს ინვესტიციებსა და დაასამარებს საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას. საქართველოს მოსახლეობამ გამოიყენა საარჩევნო უფლება რათა საკუთარი მომავალი დაეგეგმა ცივილიზებული და სამართლიანი გზით, არჩევნებში მონაწილეობით. ვინაიდან ოპოზიცია არ სცემს პატივს ამ ადამიანების პოზიციას, სააკაშვილის ამომრჩეველი თავს თამაშგარე მდგომარეობაში განიხილავს. ელექტრონული და ბეჭდური მასმედია კვლავ ახდენს პოლიტიკოსთა მოსაზრებების ტირაჟირებას და ვინაიდან ოპოზიციურ პარტიათა და სახელისუფლო პარტიას შორის თანაფარდობა არის 20:1-თან ოპოზიციის სასარგებლოდ, სააკაშვილის ამომრჩეველის მიერ არჩევნებში მიცემული ხმა კი მხოლოდ ერთ შელახულ ციფრად 53%-ად გადაიქცა, სააკაშვილის ამომრჩეველთა უკმაყოფილება და სამართლიანი გაღიზიანება, რომელიც არ არის დემონსტრირებული არც მიტინგებით და არც მას მედიაში იწვევს მოსახლეობის შემდგომ რადიკალიზაციას. აგრესიულ მუხტს დებს სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ მოქალაქეთა შორის.

საქართველოს მოსახლეობა პირობითად დავყოთ პოლიტიკოსებად (დაახლოებით 200 კაცი), პოლიტიკურად მოტივირებულ მცირე ჯგუფად (პარტიებში გაერთიანებული და მიტინგებში მონაწილე დაახლოებით 200.000კაცი) და ძირითად მოსახლეობად (დაახლოებით 4.000.000).

ძირითადი მოსახლეობა სურვილის მიუხედავად ვერ მონაწილეობს არჩევნებისშემდგომ პოლიტიკურ ბატალიებში. მათი საარჩევნო ხმა დამცირებულია ან არჩევნებში დამარცხების ან ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არცნობის გამო. ეს იწვევს დაძაბულობას როგორც სახელისუფლო ასევე ოპოზიიციურ ამომრჩეველში.

ეს 4 მლნ ადამიანი არ არის დაკმაყოფილებული ტელემაყურებლისა თუ მკითხველის როლით იმ საკითხებში, რომელსაც შეუძლიათ მისი ცხოვრების შეცვლა.

იქმნება ილუზია რომ პოლიტიკურ საკითხებზე უსმენ ყველა იმ ადამიანს, ვისაც პოლიტიკაზე საუბარი ეკუთვნის. თუმც რეალურად ისევ პოლიტიკოსები გვევლინებიან უპირობო დომინანტებად ამ საკითხების განხილვისას. ზოგადად ხალხის, საზოგადოების აზრი კი ტრანსფორმირებულია მხოლოდ მორბენალ სტრიქონებში გასული აჟიტირებული ინკოგნიტო ფრაზებით.
"ძირითადი მოსახლეობა" არის დაძაბული, მაგრამ არ არის აჟიტირებული იმდენად რომ აქციები მოაწყოს ან მორბენალი სტრიქონები აგზავნოს. ის კამათობს თავის გარემოცვაში და დიდი სურვილი აქვს საკუთარი არგუმენტი მიაწვდინოს პოლიტიკაში მონაწილე რადიკალურ მხარეებს.

გაყოფილია საზოგადოება და “საზოგადოებრივი აზრი”. საზოგადოება მხარს უჭერს სტაბილურ განვითარებას კანონიერების პირობებში, ვირტუალური "საზოგადოებრივი აზრი" რომელიც რადიკალური უმცირესობის მიერაა შექმნილი არ თანხვდება რეალურ საზოგადოების აზრს.

თვითონ საზოგადოება კი (განათლებული კარგი ადამიანების ერთობლიობა) კი დუმს.

Thursday, February 28, 2008

ტავარიშჩები





გუშინწინ დილით ჩემი ექთანი მოვიდა სამსახურში დიდი ბოხოხივით ქუდით (ჯერ კიდევ ციოდა, დღეს ცხელა).
მე მისმა ბოხოხმა პოლიტბიურო გამახსენა - სხვა ტავარიშჩები როგორ არიან მეთქი და ხუმრობით სხაპასხუპით ჩამოვუთვალე ; კაპიტონოვ, ლიგაჩოვ, დოლგიხ, სუსლოვ, კოსიგინ, გრომიკო და ერთი ორი კიდევ მივაყოლე რუსული აქცენტით, ბოხი ხმით ისე როგორც მესმოდა მთელი ბავშვობა "ვრემიაში". საიდან ამომიტივტივდა ეს 30 წლის წინანდელი ალილუია?
ეეეჰ მეც წასასვლელი თაობა ვარ.
ქვეშეცნეულიც დაბინძურებული მაქვს.
უკან! უკან მიგანქარდით დალგიხებო და ლიგაჩოვებო! თქვენ მაინც გამოგაწყვდევთ ქვეშეცნეულში, მაგრამ ამ შევარდნაძეს რაღა ვუყო? :(

მასშტაბები




მასშტაბები ზოგადად ძნელი აღსაქმელია. ერთი ექთანი მიმტკიცებდა ოკეანეებში ვეშაპები რომ ცურავენ ტალღები იმიტომ ჩნდებაო. იცოდით თუ არა რომ 1 მეტრი დიამეტრის დედამიწის ზუსტი ასლი რომ გავაკეთოთ ევერესტი ზღვის დონიდან ნახევარი მილიმეტრით იქნება ამოწეული.

ვერკვევით თუ არა მასშტაბებში, როცა რომელიმე მოვლენას თუ პიროვნებას ვაფასებთ?

რამდენიმე წლის წინ რამოდენიმეჯერ ვიკამათე ხალხთან ვინც ბიძინა ივანიშვილს აქებდა. არა, მეც ამ ადამიანის დახასიათებას ქებით დავიწყებ, საქებარი და საამაყო მართლაც ბევრი გააკეთა. მაგრამ მე მაინც ერთი კითხვა მიტრიალებს, განა კაცს რომელსაც 3 მილიარდი აქვს (ეს ციფრი ეწერა ფორბსის სიაში), არ შეეძლო ქვეყანას რომლის ბიუჯეტი არასრული 1 მილიარდი იყო უფრო დაემჩნია ხელი?
ეს საკითხი წარმოებასა და მშენებლობებში ინვესტიციებში ჩადებით გადაწყდებოდა. მან ააშენა დიდი თანამედროვე კომპლექსი მთაწმინდაზე , ფანტასტიკური ქალაქი "ცისარტყელა" ქობულქთთან, დააგო გზები იმერეთში, მაგრამ...

დღეს პატარკაციშვილის დაკრძალვის დღეა, მასზე როგორც მეცენატზე ან თუნდაც შემქმნელ ნატურაზე ლაპარაკი ძალიან გამიჭირდება. მინიმუმ რიტუალების სასახლე არ უნდა ეყიდა და ახალი აეშენებინა თუნდაც ქმნის, შენების პრეცენდენტი დაენახებინა 10 წლის წინანდელი ნიჰილისტური საქართველისთვის. მასშტაბების გათვალისწინებით ვამბობ.

გუშინ პირველად მოვინდომე "თბილისის ფორუმში" პოსტის გაგზავნა. დავრეგისტრირდი', თემაში " უნდა მივიდეს თუ არა სააკაშვილი პატარკაციშვილის გასვენებაში" გამოხმაურებაც დავწერე, მაგრამ უფლება არ გაქვსო, არ გამოქვეყნდა და მეც სხვა რა გზა მაქვს, ჩემთან ვწერ.


"არ უნდა მივიდეს!
მე ვაპროტესტებ პატარკაციშვილის რიტუალების ეზოში დასაფლავებას. 10 წუთის წინ გამოაცხადეს ეს ამბავი და ამ პოსტის იშტაზეც (ჩემი პირველი პოსტი თბილისის ფორუმზე) ამან დამაყენა.
იმ სასახლეში ნახევარ თბილისს აქვს ქორწილი რეგისტრირებული (ჩემი ჩათვლით) და მომავალშიც, როცა უნდა ყოფილიყო ვთვლიდი რომ სახელმწიფოს ეს შენობა უნდა გამოესყიდა და ძველი ფუნქცია აღედგინა,

ახლა კი მთელი თბილისიდან დასანახი სასაფლაოს გრანდიოზულ პოსტამენტად იქცევა. არ მინდა! და თუ რატომ წაიკითხეთ ჩემი ბლოგის http://cartveli.blogspot.com
2007წ 27დეკემბრის პოსტი http://cartveli.blogspot.com/search/label/badri%2FpatarkaciSvili%2Fimedi "

Wednesday, February 27, 2008

პირველი კონკურენტული ?


5 იანვრის არჩევნები არ იყო საქართველოში პირველი კონკურენტული არჩევნები.

1997(?) წელსაც ძნელი გასარკვევი იყო ვინ მოიგებდა არჩევნებს, შევარდნაძე თუ აბაშიძე. პატარკაციშვილამდე ეს გზა აბაშიძემ გაიარა; შემოიკრიბა, ფაქტიურად იყიდა ოპოზიციური პარტიები, ინტელიგენციის ნაწილი. აჭარის ტელევიზია მთელ საქართველოზე გაავრცელა. დიდი ფული ხარჟა თბილისის მოსახლეობის ყიდვაზე.
პოლიტიკურ პარტიებს შორის მაშინდელი განაწილებაც დაახლოებით დღევანდელის მსგავსი იყო - 20 ოპოზიციური 1 სახელისუფლოს წინააღმდეგ. ხალხი მაშინაც გაბრაზებული იყო პრეზიდენტზე, რომელმაც ომები წააგო, ყაჩაღების თარეში დაუშვა, ეკონომიკა ვერ დაძრა და ათასი სხვა შეცდომა დაუშვა. მაშინ ოპზიციას ("აღორძინებას") ბევრი უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, მაგრამ არჩევნებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა - "აღორძინებამ" უმნიშვნელო ხმები მიიღო. მაშინ ხალხმა ძნელი არჩევანი გააკეთა ცუდსა და უფრო ცუდს შორის. არ აჰყვა უსაფუძვლო იმედს რომ აღორძინება მმართველობაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ბათუმივით გაალამაზებდა.
დღეს მგონი სადაო არ არის რომ ხალხის მაშინდელი გადაწყვეტილებით საქართველოს დიდი სირცხვილი ასცდა, ასლან აბაშიძის შიდა ავტორიტარიზმი და საგარეო კაპიტულანტიზმიღა აკლდა საქართველოს.


როგორ მიიღო მაშინდელმა გაძვალტყავებულმა, შეურაცხყოფილმა, წაგებულმა ქართველობამ სწორი გადაწყვეტილაბა?

მე მახსენდება ერთი ძირეული ფაქტორი, რომელიც მაშინდელ და ახლანდელ საქართველოს განასხვავებს. იმ დროს საქართველო ფაქტიურად სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე არსებობდა, ჯარისკაცი ჯარისკაცობდა, ექიმი ექიმობდა, მასწავლებელი მასწავლებლობდა, მესაზღვრე მესაზღვრეობდა, პოლიციელი "ბალახობდა", მაგრამ თავის საქმეს (დასაჭერის, დასაჯარიმებელის დაშინებას) ნაწილობრივ მაინც ახერხებდა.
ანუ სახელმწიფოს საქმე – ჯარი, საზღვარი, სკოლები, მედიცინა, და ა. შ. ადამიანებზე, ჩვეულებრივ ქართველებზე იდგა. აღარავის ქონდა მთავრობისა და პრეზიდენტის იმედი.

საქართველო მაშინ მოსახლეობის მაღალი სოციალური შეგნების და პატრიოტიზმის შედეგად გადარჩა.

დღევანდელ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი რომელიც პასუხისმგებლობას ღებულობს მთავრობის მუშაობაზე, სამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურები გაძლიერდნენ, გამოჩნდა სახელმწიფო ფული რომელიც დაეტყო ქვეყნის იერსახეს, ჯარს, საგზაო ტექნიკას, პოლიციას, სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემები მუდმივად კონსტატირებენ ბიუჯეტის ზრდას, საიმედო ეკონომიკურ პერსპექტივებს.
მოსახლეობას შეექმნა წარმოდგენა, ილუზია, რომ ქვეყანა ფონსაა გასული, მოთმინებისა და პატრიოტიზმის დრო დამთავრდა, და შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფოსაგან ის რაც დააკლდა მთელი ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ვინც ამ სიტუაციის ანალიზი შეძლო მიხვდა რომ დღეს, სწორედ დღესაა გაძლების, ერთგულებისა და პატრიოტიზმის დრო. საბედნიეროდ დღესაც ასეთი ადამიანები უმრავლესობას შეადგენენ, დასანანია რომ არა თბილისის.

Tuesday, February 26, 2008

მომხრეები


მე არ ვიცი უნდა ყოფილიყო თუ არა 7 ნოემბერი, მაგრამ მე მადლობელი ვარ ხელისუფლების იმისათვის რომ მე ჩემი პირადი ფიზიკური მონაწილეობით არ მომიწია დამეცვა ჩემი პოზიცია რომელიც ოპოზიციის მიზნებისაგან მკვეთრად განსხვავებულია.
მეტიც, როგორც არჩევნებში გამოჩდა მოსახლეობის უმრავლესობას (ხელისუფლების მომხრეებს) აღმოაჩნდა ერთის მხრივ შემწყნაბლობა და მოთმინება, მეორეს მხრივ იმედი რომ ხელისუფლება მათი მონაწილეობის გარეშე შეძლებდა მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას.
ოპოზიციის მთავარი პლიუსი მიტინგების ხალხმრავლობა იყო. ხელისუფლების შანსი კი ამ მიტინგის 2-3 ათას კაცამდე შემცირება გახდა.
პოლიცია ვერ მოახერხებდა დიდი მიტინგის მსხვერპლის გარეშე დაშლას. იარაღით თუ არა, ადამიანები შეიძლება ჭყლეტვის ან გადათელვის შედეგად დაღუპულიყვნენ.

სააკაშვილის მომხრეებს გაანალიზებული აქვთ თავისი როლი საქართველოში და არ აქვთ ილუზია რომ ერთი ადამიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებით მათი პრობლემები გადაწყდება. სააკაშვილის მომხრეები არ არიან მესიის მიმდევარი აჟიტირებული მაქსიმალისტები, იცნობენ საკუთარ პრეზიდენტს როგორც მოტივირებულ, ენერგიულ და მიზანდასახულ ადამიანს რომელიც ამავე დროს გულწრფელია და არ ცდილობს ტანჯული რაინდის მანტიაში გახვევას.

ეს ხალხი არსებობდა 2007 წლის ნოემბერში. ეს ხალხი უყურებდა "იმედს", მიტინგებს, ისმენდა მოწოდებებს. ჰქონდა ცდუნება რომ საკუთარი უკმაყოფილება პრეზიდენტისათვის დაებრალებინა, მონაწილეობა მიეღო მიტინგებში და :"ვარდების რევოლუციის " პრეცენდენტით გათამამებულს ქვეყანა კიდევ ერთხელ აეყირავებინა.

თავგანწირვა


1991 წელს ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობა დააგიპნოზა იმ ფაქტმა რომ გამსახურდიას დასამხობად ადამიანები ტყვიაზე მიდიოდნენ, თავს სწირავდნენ. ამ მსხვერპლადშეწირვამ თუ თავგანწირვამ გვაფიქრებინა რომ ისინი მართლები არიან, სჯერათ თავიანთი სიმართლის, უკეთესი მომავლის პერსპექტივა იმდენად რეალურია რომ მის მოსაახლოვებლად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და..
რა მივიღეთ; 1 წლიან ავტორიტარიზმს გამოქცეულები ტერორისა და განუკითხაობის მარწუხებში აღმოვჩნდით მთელი 4-5 წლის განმავლობაში.
გამარჯვებულებმა ომის დროს სიცოცხლის გარისკვის საკომპენსაციოდ მთელი ქვეყანა კერძო ჯიბეებში გადაინაწილეს და ქარხნები ჯართის ფასად ყიდეს.

დღეს ოზიცია იგივე ხრიკს ხმარობს; აი მე პრეზიდენტს ვაგინებ და ვიმტერებ თქვენთვის, წვიმაში ვდგევარ, სიცივის არ მეშინია და თავსაც შევაკლავ გამარჯვებისთვის. ამ პათოსმა კარგად იმუშავა დვანდელ საქართველოშიც.

Monday, February 25, 2008

ფიცხები ვართ თუ ლაჩრები?


ფიცხები ვართ თუ ლაჩრები?
პიკის საათში 40 მანქანა თავის რიგს ელოდება 2 მანქანა გადადის მოწინააღმდეგე ხაზზე, უსწრებს ყველას და როდესაც საწინააღმდეგო მხრიდან მანქანა მოადგება, მიაწვება თავის უკვე გადატვირთულ რიგს, რომელიც ფაცაფუცით გაიწევა და ადგილს დაუთმობს თავხედს. აქ ფიცხი 2-ია ლაჩარი კი უმეტესობა.

მე მირჩევნია ვცხოვრობდე საზოგადოებაში, სადაც თავხედობა არ გადის და ესეთ თავხედს უკუსვლით დაბრუნებით უწევდეს საკუთარ რიგში ადგილის პოვნა. ე.ი. პრინციპული იყოს ბევრი და ჭკუა ასწავლოს ცოტას.

2108 წელი

ჯერ არ დაბადებული საქართველო

რა პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს 2108 წელს?ანუ რა უნდა გააკათოს ყოველ მიზეზ გარეშე, ე. ი. წინააღმდეგობის მიუხედავად, არაპოპულარული ნაბიჯების თანმხლები უკმაყოფილების მიუხედავად?

მარტო მე და თქვენ კი არა, მსოფლიოს კლასიკოს ფანტასტთა დიდ ნაწილს 20-30 წლის წინ ეგონა რომ 2008 წელი თავისი კერძო ნატვრატრონებიანი და გალაქტიკათაშორისი მოგზაურობებიანი რომანის თარიღად რომ აერჩიათ რეალობასთან ახლო მდგომი თარიღი იქნებოდა.

დადგა ახალი მილენიუმი, გადავურჩით მსოფლიოს მითიურ ციფრულ თუ ინტერნეტ კოლაფსს რომელიც თურმე მილენიუმის გასაყარზე უნდა დამდგარიყო. აგერ უკვე მე-8 წელია ამ ახალ ჯადოსნურ და იმედისმომცემი 2000-იანების მაცხოვრებლები ვართ და რა.. ცხოვრება კვლავ პრობლემებით, ძველი და ახალი პრობლემებით გრძელდება.

ვინც არ უნდა იყოს მომავალია სქართველოს პრეზიდენტი 2108 წელს, ისევე როგორც დღეს მას მოუწევს იმ რეალობაში გარკვევა და იმ სირთულეების დაძლევა რაც საქართველოს მუდმივად ექნება. ეს არის გეოპოლიტიკა, ეს არის ენერგომატარებლები, ას არის ეროვნულ- ეთნიკური მრავალფეროვნება საზოგადოებაში და ტერიტორიული ეთნიკური სიჭრელე, ეს არის მიგრაცია-იმიგრაცია ეს არის ბალანსი გლობალურ პოლიტიკასა და რეგიონალურ პოლიტიკას შორის. 2108 წელს საქართველოს კვლავ არ ექნება სასარგებლო წიაღისეული რითაც კიდევ უფრო გაძლიერდებიან რუსეთი და აზერბაიჯანი. ჩრდილო- აღმოსავლური სეპარატიზმი ახალ ძალას მიიღებს, მათი შემხედვარე ისტორიული მადის გათვასწინებით სამხრეთული სეპარატიზმიც არ დაახანებს. სახელმწიფოებრიობის 103 წლის გამოცდილების მიუხედავად ქართველთა მენტალიტეტი მცირედ შეიცვლება. იქნება კრიმინალიზაციის, კორუფციისა და პოლიტიკური რადიკალიზმის მუდმივი საფრთხე. არსად გაქრება საყოფაცხოვრებო უწესობა, შურიანობა და სიზარმაცე.

როგორ უნდა მართოს ჯერ არ დაბადებულმა პრეზიდენტმა ჯერარდაბადებული საქართველო 100 წლის შემდეგ? იმედი ვიქონიოთ რომ საქართველო 100 წლის შემდეგ ფეხზე დადგება და ჩამოთვლილი პრობლემები მის რყევას ისეთი ინტენსივობით ვეღარ შეძლებენ როგორც ეს დღესაა, მაგრამ აწყობილ ქვეყანასაც ჭირდება ბრძნული მართვა რათა ძველმა ჭირებმა ჭაობში არ ჩაითრიონ.

CO-თი მოწამვლა

sos

წელს განსაკუთრებით ბევრი შემთხვევაა COთი მოწამვლის. თითქმის ყველა მორიგეობაზე 1-3 ადამიანი მოჰყავს სასწრაფოს ჩემს საავადმყოფოში. შემთხვევები რომლებიც საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციით მთავრდება ძირითადად საღამოს საათებშია და ყველა შემთხვევაში ოჯახის წევრთა ცუდად ყოფნას აფიქსირებდა ბინაში ახლადმოსული პირი. სამწუხაროდ სტატისტიკის მიხედვით CO-თი დაღუპულთა რაოდენობამაც იმატა. დაღუპულთა უმეტესობა ღამე მოიწამლა. საინტერესო იქნება CO-თი დაღუპულთა სტსტისტიკის ცოდნა წლების მიხედვით.
ბუნდოვნად მახსოვს რომ: COთი დაღუპვის შემთხვევები ბევრი იყო ზურაბ ჟვანიას დაღუპვამდე. შემდეგ ამ თავზარდამცემმა ფაქტმა და პოსტფაქტუმ ტელევიზიით მოსახლეობისათვის გამაფრთხილებელი TV ჩანართებისა და ბაზრობის ხელოსნებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამ COთი სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა და კვლავ გაიზარდა 2007-წლის შემოდგომიდან.
მე მგონია რომ მოსახლეობა ენდო ამ დროს ტვ ეთერით ზურაბ ჟვანიას "მკვლელობის მამხილებელი" ფილმის პათოსს. ამ ფილმის მიხედვით ზურაბ ჟვანია შეუძლებელია COთი მომკვდარიყო. ჩვენ გვახსოვს იმ სახლის მაცხოვრებელთა და იმ უბნის გაზის გამანაწილებელთა განცხადებები რომ იმ საღამოს გაზის წნევა განსაკუთრებულად მაღალი იყო. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის რომელსაც რამოდენიმეჯერ ჰქონია საქმე COთი მოწამვლის იმ შემთხვევებთან, რომლის მიზეზად პაციენტები გაზის მაღალ წნევას ასახელებენ, ზურაბ ჟვანიას შემთხვევა დასანან უბედურ შემთხვევად აღიქმება.
ფილმმა შეძლო დაერწმუნებინა მაყუბელი რომ, COმხოლოდ ლეგენდებშია მომწამვლელი და ის ჩვენი ბინების ზამთრის მუდმივი საშიშროება არ არის. ხალხი აღარ მოერიდა გაზის გამათბობლებს და შესაბამისად გახშირდა მოწამვლის ფაქტები.

1993 წელსაც გვეგონა რომ

თუ არ იცი როგორ, შეიძლება ძირი გამიოთხარო და შენივე გათხრილში ჩავარდე

1993 წელსაც გვეგონა რომ ქართული გათიშულობა არ იქნებოდა გადამწყვეტი აფხაზებთან ომში, მაგრამ შევცდით - გადამწყვეტი აღმოჩნდა. დღეს ისევ ჩავერთეთ შიდა კინკლაობაში, წერას ატანილებივით ვცდილობთ ვატორტმანოთ საქართველო, თითქოს საქმე მობეზრებულ სერიალსა და მის პერსონაჟებს ეხებოდეს. მე მეშინია ამ ტორტმანის ერთერთ გაგრძელებად არ იქცეს ომი.
ოპზიციამ მოახერხა ხელისუფლების სამუშაო განრიგის აბურდვა, მოაკლო პრეზიდენტს თითქმის ორი წელი. მათ საქართველოს შემდგომ ბედზე უკვე იმოქმედეს იმედი მაქვს არა საბედისწეროდ.

"1=2"


ქალაქში, სახლებზე საღებავით გაკეთებული წარწერები შევნიშნე. ვიღაცა ცდილობს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს "1=2". შევეცადე ამეხსნა ეს რებუსი. მე არ ვიცი დანამდვილებით რა უნდა ეთქვა მის ავტორს მაგრამ, ორი ვერსია მაქვს;1. ავტორი ოპოზიციონერია და ამ წარწერით ხალხს მოუწოდებდა #1 გაჩეჩილაძე იგივე #2 პატარკაციშვილია და რახან პატარკაციშვილის ფული გაჩეჩილაძეს მოხმარდება, ხმა გაჩეჩულაძეს მიეცითო.2. წარწერის ავტორი სააკაშვილის მომხრეა და ეს წარწერა მამხილებელია - თქვენ რომ გაჩეჩილაძე გულანთებული იდეალისტი გგონიათ, სინამდვილეში ის პატარკაციშვილის ინტერესებს იცავსო.

Friday, February 22, 2008

მარგანცოვკისფერი "ფართუკები"


იმას ვინც შეწუხებული იყო საქართველოს უსუსურობით, ვისაც რცხვენოდა რომ ქართველ პოლიციელებს სექენდ ჰენდი გახუნებული, გაურკვეველი მარგანცოვკისფერი "ფართუკები" ეცვათ, რცხვენოდა რომ ქართველი ჯარისკაცები ცალცალი შინაური ფეხსაცმლით დადიოდნენ, რომ ქალაქების გზები ორღობეზე უარესი გასავლელი იყო, რომ ყველა ყოფილი სპორტმოედანი გარაჟებს ეკავა, რომ კერძო ადამიანების წვრილმანი ინტერესები (მივაშენო ლოჯი, ჩავდგა გარაჟი, დავაშენო სათავსო, ვიყიდო..) ყოველთვის იმარჯვებდა საზოგადოებრივ ინტერესებთან (შენობის, ქალაქის სილამაზე, გეგმარება, საბავშვო სკვერი თუ მოედანი ეზოებში). რომ ქვეყნის სახელით არაფერი არ შენდებოდა ( თუ არ ჩავთვლით დაუდგენელი დანიშნულების ბეტონის ნიშას ავლაბრის აღმართზე კლდეში რომელიც ერთი წელი შენდებოდა და ამის გამო ერთი წელი გზის ერთი ხაზი იყო გადაკეტილ). რომ ქვეყანას საბიუჯეტო დაწესებულებებში უხელფასო ე.ი. არაკომპეტენტური და კორუმპირებული მომსახურეები ჰყავდა. რომ სკოლებში ციოდა და მასწავლებლები მხოლოდ ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ინახავდნენ სკოლას, განათლებას როგორც ფენომენს. რომ ქართველი სპორტსმენები შიმშილის გამო საქართველოს ტოვებდნენ და სხვა ქვეყნების სახელით გამოდიოდდნენ. რომ საქართველოში ქუჩაში მოძრაობის წესებს არავინ იცავდა სამი მიზეზით 1.არ იცოდდნენ, 2.მართვის მოწმობა ნაყიდი ჰქონდათ, 3. თავხედები იყვნენ, ყოველ 30 მეტრში ერთხელ სხვა მძღოლის შეურაცხოფა ნორმა იყო, ვერ აზროვნებდნენ ,ვერ თვლიდდნენ 2-3 სვლიან კომბინაციას რათა წესიერად და ზრდილობიანად ევლოთ. რომ დედაქალაქის ერთადერთი შადრევანი თავისუფლების მოედანზე მხილოდ შაბათ კვირას ირთვებოდა და ისიც ჩავარდნებით. რომ ქვეყანაში უბრალო ხალხი ერთმანეთს ეუბნებოდა "მაგ მინისტრს რას ერჩი ძმაო შენ რომ იყო რა ნაკლებს მოიპარავდი?” ვისაც ეს ყველაფერი გაწუხებდათ დღეს რას ფიქრობთ?

Thursday, February 21, 2008

შეფასება
ორი მძღოლის საუბრიდან: რომელია კარგი "კალოტკა"?

- N კარგია, რკინის შემცველობა მეტი აქვს და დიდხანს არ ცვდება.

- არა N კარგი არ არის იმიტომ რომ რკინის შემცველობა დიდი აქვს და "აპორნი დისკს" ცვეთს.


რაგბის გულშემატკივრობა რამოდენიმე წელია დავიწყე. რამდენიმე ისტორიულ ჯახს სტადიონზე დავესწარი. ჩემი ბავშვობის დინამოსდროინდელი დიდი სიხარულები გამიმეორდა საქართველო-რუსეთის, საქართველო-რუმინეთისა და საქართველო-პორტუგალიის მატჩების ჩვენს სასარგებლოდ დასრულებით. მაგრამ დღემდე მოყვარული გულშემატკივარი ვარ. რაგბის ის რამდენიმე წესი რომელიც ვიცი და რომლითაც ვარჩევ თამაშის პერიპეტიებს დღემდე საკმარისი არ არის თამაშის "წასაკითხად". ხშირად მე ისეთი რამ მგონია წარმატება რაზეც სტადიონის გულშემატკივრებს იმედგაცრუების ოხვრა აღმოხვდებათ. ბოროტი მსაჯის მიერ ჩვენი გუნდის დაჩაგვრა რომ მგონია - სტადიონი მორჩილად გასუსულია, ზოგჯერ რომ ვიფიქრებ - აუ ეს რა უიღბლობა მოუვიდა ჩვენს რაგბისტს მეთქი აღმოჩნდება რომ უიღბლობა კი არა თავგანწირული გამიზნული ტაქტიკური პატარა გამარჯვება ყოფილა. მოკლედ რაგბი გულშემატკივრობის მიუხედავად ჩემთვის jer kidev ქაოსურ თამაშად რჩება.

მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. რაგბი ქაოსური კი არა რთული წასაკითხი თამაშია. რამდენიმეპლანიანი კომბინაციები თამაშის რთულ წესებს ემორჩილება და სიძლიერისა და შეუპოვრობის გარდა სწრაფ ანალიტიკურ აზროვნებასა და დიდ კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მე მშურს რაგბის ნამდვილი გულშემატკივრების და იმედია თანდათან იმდენად შევისწავლი ამ თამაშის წესებს რომ ჩემი რეაქციები სტადიონის უმრავლესობის ემოციებს დაემთხვევა.

თუმცა დღესდღეობით რაგბის საგულშემატკივროდ მისულთა დაახლოებით 47% ჩემსავით ვერ ერკვევა თამაშში და ჩემსავით თამაშის გარდა გვერდით მჯდომი გულშემატკივრის კომენტარებს ელოდება.


პოლიტიკოსობა საქართველოში ადვილია. ქვეყანა დუღს და ყველა ცალკეული დაბნეული და სურვილის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი თავის ენერგიულ და სხაპასხუპით მეტყველ ლიდერს ეძებს. და ეს ლიდერებიc ხუთოსანი მოსწავლეებივით ტიტინებენ თავისი მომხრეების სათქმელს.

საქართველოს მართვა პოლიტიკოსობიგან განსხვავებით ძალიან ძნელია. საქართველო მრავალეროვანი, ტერიტორიულ-ეთნიკურად რთული, მძიმმე ისტორიული და ეკონომიკური წარსliთ ჩახლართული, ღარიბი და წაგებული ქვეყანაა.
როგორ უნდა შეაფასოს პოლიტიკოსი/ ხელისუფალი ამომრჩეველმა? ეს საქმე სახელმწიფოებრივობის მინიმუმ 50 წლის ისტორიის მქონე დალაგებული ქვეყნის მოქალაქისათვის გაცილებით ადვილი da gakvaluli procesiა. მან უნდა შეაფასოს ალტერნატივები დემოკრატიასა და მეტ დემოკრატიას შორის, სოციალურ გარანტიებსა და მეტ სოციალურ გარანტიებს შორის, ეკონომიკის წინსვლასა და მეტ წინსვლას შორის, წესრიგსა და მეტ წესრიგს შორის. ხესუფლის საქმიანობის შესაფასებლად მან უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო ცივილიზაციაში, გლობალურ პოლიტიკაში, შეაფასოს საკუთარი და ნაცნობ მეგობრების ცხოვბის დონის ცვლილება, ქვეყნის შენების, მრეწველობის, თავდაცვისუნარიანობის მდგომაობა და ცვლილებების მიმართულება.

რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს ხელისუფალი და პოლიტიკური მოძრაობა მოქალაქემ იმ ქვეყანაში რომლის სახელმწიfოებრიობა დე იურე 17 წელია აღიარა მსოფლიომ მაგრამ რეალური სახელმწიფო იერარქიისა და სტრუქტურების შექმნა მხოლოდ მეოთხე წელია დაიწყო. მისი გლობალური პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიური ფორმაცია, გეოპოლიტიკური გარემო დიამეტრულად შეიცვალა დროის ხანმოკლე პერიოდში. როგორ უნდა შეაფასოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ ხელისუფლება თუ ჩამოთვლილ პროbლემებს ემატება უცხო ძლიერი სახელმწიფოს მუქარა და ამავე სახელმწიფოზე ისტორიულ გეოგრაფიულ ეკონომიკური გადაჯაჭვულობა? წინა ფორმაციის მიერ ისეთი მექანიზმების დატოვება, რომელიც ხელ ფეხს უბორკავს ნებისმიერ სასიკეთო ცვლილებას (დაინტერესებული ქვეყნის "სამშვიდობო" ჯარი შენივე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სეპარატისტებს შენგან იცავს, ქვეყნის ინფრასტრუქტურა დამპალია და გამოსაცვლელი, ადამიანები თავს ირჩენენ ისეთი საქმიანობით (გარე ვაჭრობა, ჯართის გატანა, შეშის ჭრა, საბაჟო გადასახადებების დაფარვა, მოქალაქეთა გამოძალვა რომელთა აღმოფხვრის გარეშე დაღმართზე მყოფ ქვეყანას დაღუპვა თუ არა გლობალურად სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური შეჯიბრებიდან საშვილიშვილოდ ამოვარდნა ელის. როგორ უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა ხელისუფალი ქვეყანაში სადაც შიდა პოლიტიკური ტეროტიზმის ნალექი იმდენად საგრძნობია რომ, მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ბედავს არათუ კრიმინალურ აგრესიული უმცირესობაზე დომინიreბას, ვერ ბედავს ასევე ხმამაღლა მოუწონოს ხელისუფლებას წესრიგის დამყარება და კრიმინალური ავტორიტეტების მანამდე დაუძლეველი ავტორიტეტის დამხობა. ხუთი წლის წინ საინფორმაციო საშუალებები დღიური მოციონივით გვაწვდიდა ხალხის, მოხუცი შაოსანი ქალების კივილს 15 ლარიანი პენსიის მოთხოვნით, dღეს თვეში ერთხელ მაგრამ სხვა მიმართულების პროტესტი აყვირებთ ხალხს: კერძო საკუთრების ჩამორთმევა, დაჭერა.

კრიტერიუმები

ერთერთში სიბრძნეა

შეფასება
ორი მძღოლის საუბრიდან: რომელია კარგი "კალოტკა"?
- N კარგია, რკინის შემცველობა მეტი აქვს და დიდხანს არ ცვდება.
- არა N კარგი არ არის იმიტომ რომ რკინის შემცველობა დიდი აქვს და "აპორნი დისკს" ცვეთს.
რაგბის გულშემატკივრობა რამოდენიმე წელია დავიწყე. რამდენიმე ისტორიულ ჯახს სტადიონზე დავესწარი. ჩემი ბავშვობის დინამოსდროინდელი დიდი სიხარულები გამიმეორდა საქართველო-რუსეთის, საქართველო-რუმინეთისა და საქართველო-პორტუგალიის მატჩების ჩვენს სასარგებლოდ დასრულებით. მაგრამ დღემდე მოყვარული გულშემატკივარი ვარ. რაგბის ის რამდენიმე წესი, რომელიც ვიცი და რომლითაც ვარჩევ თამაშის პერიპეტიებს, საკმარისი არ არის თამაშის "წასაკითხად". ხშირად მე ისეთი რამ მგონია წარმატება რაზეც სტადიონის გულშემატკივრებს იმედგაცრუების ოხვრა აღმოხვდებათ. ბოროტი მსაჯის მიერ ჩვენი გუნდის დაჩაგვრა რომ მგონია - სტადიონი მორჩილად გასუსულია, ზოგჯერ რომ ვიფიქრებ - აუ ეს რა უიღბლობა მოუვიდა ჩვენს რაგბისტს მეთქი აღმოჩნდება რომ უიღბლობა კი არა თავგანწირული გამიზნული ტაქტიკური პატარა გამარჯვება ყოფილა.
მოკლედ რაგბი გულშემატკივრობის მიუხედავად ჩემთვის ჯერ კიდევ ქაოსურ თამაშად რჩება. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რაგბი ქაოსური კი არა რთული წასაკითხი თამაშია. რამდენიმეპლანიანი კომბინაციები თამაშის რთულ წესებს ემორჩილება და სიძლიერისა და შეუპოვრობის გარდა სწრაფ ანალიტიკურ აზროვნებასა და დიდ კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მე მშურს რაგბის ნამდვილი გულშემატკივრების და იმედია თანდათან იმდენად შევისწავლი ამ თამაშის წესებს რომ ჩემი რეაქციები სტადიონის უმრავლესობის ემოციებს დაემთხვევა. თუმცა დღესდღეისობით რაგბის საგულშემატკივროდ მისულთა დაახლოებით 47% ჩემსავით ვერ ერკვევა თამაშში და ჩემსავით თამაშის გარდა გვერდით მჯდომი გულშემატკივრის კომენტარებს ელოდება.

როგორ უნდა შეაფასოს პოლიტიკოსი/ ხელისუფალი ამომრჩეველმა?
ეს საქმე სახელმწიფოებრივობის მინიმუმ 50 წლის ისტორიის მქონე დალაგებული ქვეყნის მოქალაქისათვის გაცილებით ადვილი და გაკვალულია. მან უნდა შეაფასოს ალტერნატივები დემოკრატიასა და მეტ დემოკრატიას შორის, სოციალურ გარანტიებსა და მეტ სოციალურ გარანტიებს შორის, ეკონომიკის წინსვლასა და მეტ წინსვლას შორის, წესრიგსა და მეტ წესრიგს შორის. უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო ცივილიზაციაში, გლობალურ პოლიტიკაში, შეაფასოს საკუთარი და ნაცნობ მეგობრების ცხოვრების დონის ცვლილება, ქვეყნის შენების, მრეწველობის, თავდაცვისუნარიანობის მდგომაობა და ცვლილებების მიმართულება.

რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს ხელისუფალი და პოლიტიკური მოძრაობა მოქალაქემ იმ ქვეყანაში რომლის სახელმწიფოებრიობა დე იურე 17 წელია აღიარა მსოფლიომ, მაგრამ რეალური სახელმწიფო იერარქიისა და სტრუქტურების შექმნა მხოლოდ მეოთხე წელია დაიწყო. მისი გლობალური პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიური ფორმაცია, გეოპოლიტიკური გარემო დიამეტრულად შეიცვალა დროის ხანმოკლე პერიოდში. როგორ უნდა შეაფასოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ ხელისუფლება თუ ჩამოთვლილ პრობლემებს ემატება უცხო ძლიერი სახელმწიფოს მუქარა და ამავე სახელმწიფოზე ისტორიულ გეოგრაფიულ ეკონომიკური გადაჯაჭვულობა? წინა ფორმაციის მიერ ისეთი მექანიზმების დატოვება, რომელიც ხელ ფეხს უბორკავს ნებისმიერ სასიკეთო ცვლილებას. -დაინტერესებული ქვეყნის "სამშვიდობო" ჯარი შენივე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სეპარატისტებს შენგან იცავს, ქვეყნის ინფრასტრუქტურა დამპალია და გამოსაცვლელი, ადამიანები თავს ირჩენენ ისეთი საქმიანობით (გარე ვაჭრობა, ჯართის გატანა, შეშის ჭრა, საბაჟო გადასახადებების დაფარვა, მოქალაქეთა გამოძალვა) რომელთა აღმოფხვრის გარეშე დაღმართზე მყოფ ქვეყანას დაღუპვა თუ არა, გლობალურად სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური შეჯიბრებიდან საშვილიშვილოდ ამოვარდნა ელის.
როგორ უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა ხელისუფალი ქვეყანაში, სადაც შიდა პოლიტიკური ტეროტიზმის ნალექი იმდენად საგრძნობია რომ, მოსახლეობის უმრავლესობა არათუ ვერ ბედავს კრიმინალურ აგრესიული უმცირესობაზე დომინირებას (ქუჩაში მოძრაობისას, რიგში, ეზოში), ვერ ბედავს ასევე ხმამაღლა მოუწონოს ხელისუფლებას წესრიგის დამყარება და კრიმინალური ავტორიტეტების მანამდე დაუძლეველი ავტორიტეტის დამხობა.

პოლიტიკოსობა საქართველოში ადვილია. ქვეყანა დუღს და ყველა ცალკეული დაბნეული და მხოლოდ სურვილის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი თავის ენერგიულ და სხაპასხუპით მეტყველ ლიდერს ეძებს. ეძებს და პოულობს. ეს ლიდერებიც ხუთოსანი მოსწავლეებივით ტიტინებენ თავისი მომხრეების სათქმელს.


საქართველოს მართვა პოლიტიკოსობიგან განსხვავებით ძალიან ძნელია. საქართველო მრავალეროვანი, ტერიტორიულ-ეთნიკურად რთული, მძიმმე ისტორიული და ეკონომიკური წარსულით ჩახლართული, ღარიბი და წაგებული ქვეყანაა.


მოდი ვიფიქროთ ხელისუფალთა შეფასების კრიტერიუმებზე.

Tuesday, February 19, 2008

შეჭმული ვაშლის ფორმა

აჟიტირებული ფრაზები

რა ვქნა, ეს ჩემი სენია, ყველაფერს ვკითხულობ რაც ჩემს თვალთახედვის არეში ხვდება. თოქშოუების ყურებისას ვცდილობ მორბენალ სტრიქონებში გასულ მორბენალ აჟიტირებულ ფრაზებს არ შევხედო, მაგრამ მაინც ხშირად ვკითხულობ. უმეტესობას ვისხლიტავ, გულამდე არ ვუშვებ. გუშინ კი ამ გაუთავებელ “მაგარიასა” და “მთელი -- შენთანააში” ორი განსხვავებული მიმართულების ფრაზა ნამდვილად გულზე მომხვდა. პირველი - "მიშა პოლიტიკოსია - ლევანი კარგი ბიჭი" მარტივად და გენიალურადაა ნათქვამი. მე მგონი ამ ფრაზით ბილბორდი რომ ყოფილიყო თბილისში გაჩეჩილაძე ამდენ დაუმსახურებელ ხმას არ მიიღებდა.
არჩევნები სერიალი არ არის რომ მისი მონაწილე რომელიმე პერსონაჟის გახარება და გამარჯვებას უგულშერმატკივრო. არჩევნები ადამიანთა ბერკეტია 5 წელიწადში ერთხელ ძალა მისცენ, პრეზიდენტად გახადონ ის ადამიანი ვისაც შემდგომი 5 წლის განმავლობაში ანდობენ ქვეყნის მართვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის მართვას ქვეყნის გარეთ. გაჩეჩილაძეს არჩევნები რომ მოეგო (როგორც ეს მან თბილისში მოახერხა) საქართველოს წინა, ევროპაში ყველაზე მაღალი და ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის შემდეგ ეყოლებოდა მსოფლოი მოთამაშეების მიერ ყველაზე ადვილად სამართავი და ქვეყნის შიგნით ყველაზე არარაციონალურად იმპულსური პრეზიდენტი. ჩვენი ხალხი კვლავ თხოულობს ყველაზე ყველაზეს.
ზვიად გამსახურდია ღმერთის გვერდზე იჯდა და მესიის მახვილი ეჭირა, ედუარდ შევარდნაძე კი ბერლინის კედლის მნგრეველი და ბუში მამის პირადი მეგობარი იყო.
მას შემდეგ რაც შევარდნაძის სისტემის წინააღმდეგ პერმანენტული და ხშირად ეულად ბრძოლის, ამ ბრძოლის მოგებისა და პირველი პომპეზური ინაგურაციის შემდეგ ჩვენ მოსახლეობამ დავინახეთ რომ, სააკაშვილი გარდა გულწრფელად ფიცხი და რადიკალური, გველეშაპის მომრევი, გამარჯვებების ტალღაზე მყოფი ყველაზე ყველაზე წინამძღოლისა თურმე პოლიტიკოსიც ყოფილა და მასაც კი არ შესძლებია სახელმწიფოს მოთხოვნილბებისა და კონკრეტული მოქალაქის მოთხოვნილებების ერთდროულად დაკმაყოფილება დაზარალებულთა (შემცირებულები, დაჭერილები, სამუშაო დახურულები, დაშინებულები) გარეშე. რომ მასაც შესძლებია ცუდი ობიექტური რეალობის მიუხედავად მხნეობისა და შემართების დემონსტრირება მოსახლეობისათვის, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს არაგულწრფელობად შეაფასა და საწინააღმდეგო, გინებით არგუმენტირებული სიმართლის ირწმუნა.

მეორე ფრაზა, რომელიც მორბენალ სტრიქონში თვალში მომხვდა არის "თუ ომი დაიწყება მიშამ და მისმა გუნდმა იბრძოლონ, ჩვენ გაჩეჩილაძეს მივეცით ხმა" მე მგონი ეს ფრაზა გაჩეჩილაძის ჭრელ ამომრჩეველს ერთ საკითხში აერთიანებს. მათ არ სჯერათ საქართველოსი, მათი საქართველოს რუქა შეჭმული ვაშლის და არა სოლის ფორმისაა. მათი სასურველი ქვეყნის ღერბს იეღოვას მოწმეთა ტრანსფორმირებული წარწერა ამშვენებს "მე მწამს ღმერთი იეღოვა და არა სახელმწიფო. მე არ ვიბრძოლებ სახელმწიფოსათვის” ტრანსფორმირდა "მე მწამს ღმერთი - ჩემი ბინა და ოჯახი და არა სახელმწიფო. მე არ ვიბრძოლებ საქართველოსათვის”. the end.

DISCOVERY


ბავშვობაში მეგონა რომ სამკუთხედად, სოლისებრად გადამფრენი ფრინველების წინამძღოლი ერთი ჩიტი (რომელიც სოლის წვერშია და ყველაზე წინ მიფრინავს) გუნდის აღიარებული და პატივცემული ლიდერი იყო და სხვა ყველა მას უთმობდა პირველობას. დიდი ხანი არ არის რაც "DISCOVERY" მოვისმინე რომ სოლისებრი ფრენისას გუნდის საერთო ენერგია იზოგება იმით, რომ უკანმიმავალი ფრინველი წინ მიმავალი ფრინველის გაჭრილ ნაკადში ფრინავს . წინამძღოლი თურმე ყველაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, კვეთს ჰაერის წინააღმდეგობას და შესაბამისად სხვებზე მეტად იღლება. აღმოჩნდა რომ ეს საქმე იმდენად დამქანცველია რომ წინამძღოლები პერიოდულად იცვლებიან. წინამძღოლი არ ღებულობს აღიარებას თანაგუნდელებისგან, ის უბრალოდ სხვებზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

სიტყვა და საქმე

კანონმორჩილი ქვეყანა
სიტყვა და საქმე.
მე მინდა პატიოსანი,სუფთა პოლიცია ნიშნავს მე ვირჩევ სახელმწიფოს სადაც პოლიციელებს ხანდახან იჭერენ კორუფციის ბრალდებით. მე მინდა პატიოსანი,სუფთა სასამართლო ნიშნავს - მე ვირჩევ სახელმწიფოს სადაც მოსამართლეებსა და პროკურირებს ხანდახან იჭერენ კორუფციის ბრალდებით. მე მინდა პატიოსანი, სუფთა მისაღები გამოცდები ნიშნავს მე ვირჩევ სახელმწიფოს სადაც ჩაწყობებით გამდიდრებული ლექტორები უკმაყოფილონი იქნებიან. მე მინდა სუფთა შეღებილი ქალაქი შადრევნებითა და მშენებლობებით ნიშნავს- მე ვირჩევ სახელმწიფოს სადაც ხანდახან იჭერენ მებაჟეებს, ადგილებიდან ყრიან გარე მოვაჭრეებს, უნგრევენ უსახურ ნაგებობებს მფლობელებს. მე მინდა კანონმორჩილი ქვეყანა ნიშნავს მე ვირჩევ სახელმწიფოს სადაც ხალხის ფავორიტებს ხანდახან იჭერენ კონკრეტული ბრალდებით. მე მინდა ძლიერი ქვეყანა ნიშნავს მე ვირჩევ სახელმწიფოს სადაც ბიუჯეტის თანხები უპირატესად ქვეყნის სტრატეგიულ რესურსებს - ჯარს, შეიარაღებას, გზებს, სახელმწიფო მანქანას ხმარდება (ე. ი. ნაკლებად შესამჩნევ და მომავალზე გათვლილ) და არა მხოლოდ დღევანდელ ეფექტზე გათვლ ხელფასებსა და პენსიებს.

Friday, February 15, 2008

პატარკაციშვილი მოკვდა

გუშინ პატარკაციშვილი მოკვდა.
ტელევიზორში შესაბამისი რია რიაა. არის რეპორტაჟები ადგილიდან, ისმის კომენტარები ქუჩიდან, სახლიდან, პარლამენტიდან. ჟურნალისტები უსაფრდებიან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ისმის კომენტარები, ვერსიები და დასკვნებიც - "ყველა შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური მკვლელობა - აბა ისეთი რაღაცეები დააბრალეს კაცს რომელსაც სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის". მისმა სიკვდილმა მეც ცოტა არ იყოს და გულჩვილი გამხადა - ნათელაშვილს რომ ინფარქტი დაემართა ჩემთვის მოულოდელი არ იყო, ვთვლი რომ ეს კაცი (შალვა) იმდენად გულწრფელია, რომ წარუმატებლობას შეეძლო მისი ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება. მაგრამ ვერაფრით ვერწარმოვიდგენდი რომ ბადრი პატარკაციშვილსაც შეიძლებოდა გულზე მოხვედროდა პოლიტიკური კატაკლიზმები. მე დღესაც ვთვლი რომ მისი მონაწილეობა პოლიტიკაში იყო გათვლა- "საქართველო იმდენად ტორტმანობს რომ შეიძლება ამ ტალღაზე მეც მოვაჯდე ტახტზე. ღირს ხარჯად ეს საქმე, მერე ასგზის დამიფასდება".
დღესაც ასე ვთვლი, მაგრამ ამ პრაგმატულ და ცინიკურ გათვლას უკან გული მაინც ყოფილა. გული რომელმაც ვერ გაუძლო. ვერ გაუძლო წაგებას და უსამართლობას - აუქციონზე მისი სასურველი უძრავი ქონება იმას მიყიდეს ვინც ნაკლებს იხდიდა. ვერ გაუძლო ფიქრებსა და ვერსიებს "სკოტლანდ იარდის" გამომძიებლებთან საუბრის შემდეგ თავში რომ უტრიალებდა. "თუ ესენიც გამამტყუნებენ და ციხეს მომისჯიან მერე მომიწევს სხვისი გვარით (Elenin) სადღაც გაპარვა და მერე ისევ მიტინგების ტალღაზე საქართველოში შეპარვა. რა თავი ავიტკივე..."
არჩევნებამდელი მოსმენილი ვერსია გამახსენდა "პატარკაციშვილმა სააკაშვილი იყიდა, დიდი ფული მისცა და პატარკაციშვილი და ოპოზიიცია მოდიან, სააკშვილი კი დიდი ფულით იცხოვრებს სადმე ბაჰამის კუნძულებზეო" მე რომ შევეპასუხე, არა ამას სააკაშვილი არ იზამს მეთქი მიპასუხა "პატარკაციშვილის ფულს ვინ დაუდგებაო" არ ვიცი რას ფიქრობს არჩევნების შემდეგ ეს კაცი, მაგრამ მე ამ საუბრისა და არჩევნების შემდეგ სააკაშვილს უფრო ვაფასებ. რაც არ უნდა იყოს, პატარკაციშვილისთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო ასეთი დიდი მარცხი. მარცხი არჩევნებში, მარცხი საქართველოს კანონებთან (ძებნილი გახდა), საქართველოს ხელისუფლებასთან (წაართვეს ფუნიკულიორი და ცირკი) და მარცხი სკოტლანდიარდთან. რომელმაც გარანტირებული მშვიდი ცხოვრება აურია.
სააკაშვილმა, რომელიც ვერ იყიდა, არა მარტო დაამარცხა ის, არამედ ლამის ბრიტანეთშიც მისწვდა და იქიდანაც უკეთეს შემთხვევაში გადასახლებაზე უწევდა ფიქრი. “გულჩვილი და ლმობიერი” აი ზუსტად ამ გრძნობამ გაიღვიძა ჩემში პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ.იმედია დროებით. მანამდე კი ჩემი პოსტი მახსენდება "როგორ მიყიდა ბადრი პატარკაციშვილმა" ამ კაცს რომ "მივუძღვენი" და კმაყოფილი ვარ რომ ეს მის სიცოცხლაში მოვასწარი.

Tuesday, February 12, 2008

morielis kudi



ერთი ერის - კორეელების 2 ცხოვრება
USSR და USA-ს ინტერესების საზღვარი




საიდან მოდის ეს დაუძლეველი მოთხოვნა - ქედი მოუდრიკონ და კონფორმიზმის არტახებში ჩასვან ხელისუფლება და შესაბამისად - საქართველო? წინასწარ განაცხადონ რომ მომავალში ყველა განსაცდელის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს გვერდში არ დაუდგებიან და გაამტყუნებენ საკუთარ ხელისუფლებას.


პასუხი ორია
პირველი - ეს საქართველოს მტრის პოზიციაა.
მეორე - ეს საქართველოს პატრიოტის პოზიციაა. ოღონდ იმ პატრიოტის, რომელსაც საქართველო კი ტკივა და უყვარს, მაგრამ არ სჯერა გამარჯვების, ეშინია წაგების და ძველი ტკივილების შიშით საქართველოს ურჩევს ჩირგვებში დაიმალოს და ფეხებში არავის აებლანდოს.
როგორ დავიმსახურებთ ჩვენ იმ პატივისცემასა და აღიარებას რომliTac ჩვენ გამარჯვების ღირსად ჩაგვთვლიან მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები, პირველ რიგში რუსეთი. ვიცით კი რა არის ჩვენი იარაღი ქართველოს გაერთიანების საქმეში. ვიცნობთ კი ჩვენს მეტოქეს. რუსები - ერი რომლის პოლიტიკაზე ჯერ კიდევ გავლენა აქვს მორალურ კატეგოტრიებს. ერი რომელსაც ქართველებთან და საქართველოსთან განსაკუთრებული აღმატებული დამოკიდებულება აქვს, რუსეთი უდიდესი და უძლიერესი ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის ქვეყანა, რომელიც დიდი მეცნიერთა და ხელოვანთა სამშობლოა, მდიდარი დღეს და მომავალში გარანტიბული სიმდიდრის - წიაღისეულის დიდი მარაგის მქონე.

რუსეთის დამარცხების საიდუმლო მის ცივილურობასა და ევროპულობაშია. ისევე როგორც ინდუსებმა ბრიტანეთი მშვიდობიანი თავგანწირვით დაიმორჩილეს, საქართველომ და უპირველესად ქართველობამ უნდა შევძლოთ საკუთარი სიმართლისა და სიმტკიცის დემონსტრირება თანაც დროის არცთუ მცირე პერიოდში.
მიაღწევდა კი ორჯერ რუსეთის წინააღმდეგ ომში ორ გამარჯვაბას ფინეთი ლენინგრადიდან 30 კილომეტრში, მიაღწევდა კი ბალტიისპირეთი რუსეთისაგან დამოუკიდებლობას რომ არა მთელი ლიტვური, ლატვიური და ესტონური საზოგადოებების სრული კონსოლიდაცია და ამ კონსოლიდაციის პერმანენტული დემონსტრირება რუსეთისა და მსოფლიოსათვის.

რატომ აღიარა რუსეთმა მარცხი? ბალტიისპირელებთან ფინელებთან, უკრაინელებთან (40 წლიანო რუსეთ-თურქეთის ომით მოპოვებული ყირიმი დათმო) და ავღანელებთან? იმიტომ რომ დაინახა მეტოქე ხალხის კონსოლიდაცია და ურყევი ნება. მისსავე ტერიტორიაზე ჩეჩნეთის მოსახლეობის კონსოლიდაციამაც აიძულა რუსეთი 4 წლის განმავლობაში ეთმინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა.

საქართველო ოქრუაშვილის ფეოდალურ ღალატამდე როგორღაც ახერხებდა კონსოლიდაციის, დისციპლინირებულობის, წინააღმდეგობების დაძლევის უნარისა და სიმტკიცის დემონსტრირებას.



2008 წლის არჩევნებით კი საქართველოს მოსახლეობis 47%მა მსოფლიოს უთხრა. "ჩვენ არ მივყვებით პრეზიდენტს, ჩვენ არ მოვითმენთ გაჭირვებას, მის შეცდომებს. ჩვენ არ ვაძლევთ მას ძალას, ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფო ფული დაგვირიგდეს ჩვენ ბინის კარს შიგნით დასახარჯად. ნუ ფლანგავენ ჩემს ფულს ჯარზე და შადრევნებზე. მე! მე მომეცით რაც 15 წელი დამაკელით!!".


საქართველო დასუსტებულია. საქართველო დაასუსტა საკუთარმა მორიელის კუდმა რომელიც წარმატებით კბენდა საკუთარ სხეულს 1991 წლის რუსთაველზე, 1992 წლის სამეგრელოში, 1993 წლის აფხაზეთში. ვშიშობ რომ, შემდგომი 10 წლის გადმოსახედიდან 2007 წლის ნოემბერი / 2008 წლის 5 იანვარიც იგივე ჯაჭვის რგოლში ჩაეწერება.

Friday, February 8, 2008

დილემა -არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის

საით? ზემოთ? ქვემოთ?
რას ერჩოდა ხელისუფლება ხალხის ფავორიტებს: აჩი ფურცელაძეს, ნიკა ლომიძეს, თემურ თათარაშვილს, რცხილაძის ცოლს, თიკა ჯამბურიას მამას, 14 წლის ბიჭს ან თუნდაც ირაკლი ბათიაშვილს? განა არ იცოდა რომ ამ ადამიანებისადმი თანაგრძნობა ხალხში იმდენად ძლიერია რომ, მათი დაჭერა ხალხის საერთო მტრობად აღიქმება? რა უნდოდათ ამით ეთქვათ ქვეყნისთვის.

ზოგნი იტყვიან - ამ ხელისუფლებამ თავისი ძალადური ბუნება გამოამჟღავნაო, ადამიანებს აჩვენა - დღეს მე ვარ ბატონი და თქვენი განწყობა სულ არ მადარდებსო.
ზოგნი იტყვიან (და მეც მანდ ვარ) ამ ხალხის დაჭერა არ აწყობდათ ხელისუფლებს. ეს ადამიანები კანონმა დაიჭირა. ხელისუფლება ამ ადამიანებმა ჩააყენეს დილემის წინაშე, დაეცვათ კანონი თუ დაეცვათ საკუთარი "კეთილი ხელისუფლის" იმიჯი. ხელისუფლებამ მიიღო თავისთვის მძიმე მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. "და დაე მძრახონ.." ილია ჭავჭავაძის სიტყვებია.

დე გოლი რომელიც საფრანგეთს გადადგომის შემდეგ არჩევნებით ტრიუმფით დაუბრუნდა ამბობდა " პოლიტიკა არის არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორისო" და მართლაც, საახალწლო ზეიმებსაც ჰყავს თავისი მოწინააღმდეგე ხალხი და რეალურ რეფორმას რამდენი გამოუჩნდა თქვენ თვითონ ნახეთ.

ჩვენ არ ვართ მიჩვეული კანონის შიშს და პატივისცემას. ჩვენ მიჩვეული ვართ კანონის შიშს და ყიდვას. ჩვენ არ ვართ მიჩვეული სახელმწიფოს შიშსა და პატივისცემას. ჩვენ მიჩვეულნი ვართ სახელმწიფოს რომელიც კომუნიზმს გვპირდება და ბოდიშს გვიხდის რომ ჯერ მხოლოდ სოციალიზმში გვაცხოვრებს. შემდეგ ვიცხოვრეთ ქვეყანაში რომელიც ბოდიშს გვიხდიდა რომ ლტოლვილებად გვაქცია, უსამსახუროდ დაგვტოვა, ფული გაგვიუქმა, ქვეყანა დაგვინაწევრა. და ამ ბოდიშის გამოხატულება იყო ის, რომ სახელმწიფო ნებას რთავდა გარე ვაჭრობას, კირუფციულ იმპორტს, კორუფციულ ჯართის ექსპორტს, დეზერტირობას, მექრთამეობას, ხულიგნობას. საბაჟო, პოლიცია, მედიცინა და.. თვით სამინისტროებიც წინასწარ დაშვებული კორუფციით არსებობდნენ.

ახლა ჩვენ ისევ ის სახელმწიფო გვენატრება, რომ გვებოდიშება და თავზე ნაცარს იყრის – რა ვქნა ვერ გშველი მაგრამ, ბუნებით კეთილი ვარო. მადლობა ღმერთს საქართველოში მარტო პრიმიტივები არ ცხოვრობენ. როცა ქვეყანა გზისგასაყარზე შედგა პროგრესსა და რეგრესს შორის ამ ადამიანებმა შეძლეს პირად ტკივილზე მაღლა დადგომა. საკუთარი განცდები ოჯახში დატოვეს და მხარში დაუდგნენ ხელისუფლებას. თიკა ჯამბურიას მამა და რომა რცხილაძის რძალი, გიორგი ჭანტურიასა და ნიკა ქავთარაძის მეგობარი შალვა რამიშვილი ციხეში მოხვდნენ. ციხეში მოხვდნენ კონკრეტული ბრალდებებით. ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს რომელთაც ეყოთ ვაჟკაცობა თავისი ტკივილის მიუხედავად ღიად დააფიქსიროს თავისი xelisuflebisadmi ndoba .

მე ვთვლი რომ მხოლოდ მათ კი არა, სააკაშვილის ამომრჩევლებმა ყველამ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენს წინაშე ახლა აღარ იდგა ურჩხულის შემმუსვრელი ფრანგულ-ინგლისურად საქართველოს ინტერესების დამცველი, ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა და მაღალი, გამარჯვებების პიკზე მდგომი კანდიდატი.

2008 წლის 5 იანვარს ხალხმა ხმა მისცა სააკაშვილს მიუხედავად იმისა რომ; გაუძვირდათ ცხოვრება, მობეზრდათ ტელევიზორში გაუთავებელი სასამართლოები და დაჭერები, მობეზრდათ პრეზიდენტის პათეტიკა, ვერ ხედავენ კონკრეტულ გამოსავალს ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობაში, ეშინიათ რუსეთის ჯერარნახული დაუფარავი აგრესიის, მოაკლდათ რუსეთში გასაყიდი ყურძნის, ციტრუსის, მწვანილის, ვაშლის ფული, აღარ თვლიან პრეზიდენტს შეუმცდარ და უნაკლო გმირად, შეწუხდნენ რომ 9 აპრილის მომსწრე მოედანზე საქართველოს ხელისუფლებამ ხალხი ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით გარეკა, დაუხურა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოჯახის წევრად ქცეული “იმედი” და ა. შ.
რატომ დადგა ეს ხალხი სააკაშვილის მხარეზე? იმიტომ რომ გააანალიზა, აწონდაწონა. დაინახა სახელმწიფო მასშტაბის პერსპექტივები ერთ მხარეს და საფრთხეები მეორე მხარეს.
მწყემსის, ფარასა და დაკარგული ბატკანის ბიბლიური ამბისა არ იყოს, მე იმედი მაქვს რომ, ეს ხალხი თავის ძნელ არჩევანს დაიცავს. დაიცავს არა იმპულსური მიტინგითა და ყვირილით, არამედ პერმანენტული ამტანობით და ერთგულებით.

ეს ხალხი გადაარჩენს საქართველოს.

EURONEWS





2008 წელი. კოპიტნარი- სტალინგრადი, როგორც მას ადგილობრივი დევნილები უწოდებენ.



"ევრონიუსში" ეს სცენარი ორჯერ თუ სამჯერ განმეორდა და ამიტომაც განზოგადებისკენ მიბიძგა. - საქართველოს შესახებ რეპორტაჟში დროის დიდ ნაწილს უთმობენ დანგრეული გზებისა და მიტოვებული, ჩამორეცხილი სახლების ჩვენებას და მხოლოდ ბოლოს 5-10 წამით აჩვენებენ გაბრდღვიალებულ ღამის რუსთაველს. რამდენიმე სიუჟეტში ეს თანაფარდობა რომ არ განმეორებულიყო ჟურნალისტის მიკერძოებულობას დავაბრალებდი. ახლა კი მგონია რომ ესეთი ჩვენება საქართველოს ობიექტური სახეა ევროპელთა თვალში. სიუჟეტები ძირითადად ეხებოდა საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და ევროპისკენ სწრაფვას. ჩვენი პოლიტიკოსები ინგლისურად დამაჯერებლად საუბრობდნენ საქართველოს ბუნებრივ ადგილზე ევროპულ ოჯახში. ჟურნალისტის ნელთბილი კომენტარები კი ამ ნანგრევების ფონზე მიდიოდა.
ამით ჟურნალისტი თავის ევროპელ მაყურებელს ეუბნება, კი ეს ხალხი გვპირდება მოწესრიგებულობას, ევროპელობას, ჩვენც გვჭირდება ისინი ნავთობპროდუქტების მისაღებად, მაგრამ ლამაზი განცხადებების მიუხედავად ისინი ევროპისაგან ჯერ შორს არიან, ჯერ კიდევ ითმენენ შეუღებავ სახლებს, მიტოვებულ შენობებს და დანგრეულ გზებსო. მე მგონი სანამ საქართველოში გაპარტახებული, მიტოვებული პეიზაჟი იქნება, მანამ ევროპა ჯერ მას დაინახავს და შემდეგ ახალ აეროპორტსა და რუსთაველს. ეს კაპრიზი არ არის. ეს ევროპის პოზიციაა. ქვეყანა ან ბინძურია ან სუფთაა, ან შენდება ან ინგრევა. არავინ არ ჩაგვთვლის ღირსეულად და წარმატებულად თუ ვიქენით ნახევრად სუფთა, ნახევრად შეღებილი ან ნაწილობრივად აშენებული.
სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა გზაზე, სახლზე, ფასადზე, გზაჯვარედინზე, პოლიციაზე, საბაჟოზე, ტრანსპორტზე. ერთი სიტყვით ქვეყნის ყველა გოჯის ევროპულ ქვეყნად გარდაქმნაზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავიბრუნებთ ღირსებას და მივაღწევთ აღიარებას. ამ მიზნის მიღწევა დღეს გაცილებით ძნელია ვიდრე 2007 წლის ნოემბრამდე, 2008 წლის 5 იანვრის შემდეგ ხელისუფლებას გაუჭირდება ძველი ტემპის შენარჩუნება. იმიტომ რომ “მისმა უდიდებულესობა ხალხმა" ერთბაშად იღრიალა - “მე!!!”

სანამ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს!


მსოფლიოში ყველაზე მაგარ ხეს ქართული სახელი ქვია - ძელქვა. გადაღებულია მწვანე კონცხზე

თუ ყველამ არ მოინდომა ვერავინ მიიღებს

მიყვარს ქართველი მსახიობები. ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება დაემთხვა "ვესტჰემი" "დინამოს" 1:4-ს და რუსთაველის თეატრის გასტროლებს ინგლისში. მაშინ ჩემთვის საქართველოს სიყვარული და საქართველოთი სიამაყე იყო ქართული თეატრითა და ფეხბურთით, ქართული კინოთი და მხოლოდ შემდეგ სახელოვანი წარსულითა და თვალწარმტაცი ბუნებით სიამაყე. პატივს ვცემ იმ ადამიანებს ვინც მე საქართველოთი სიამაყე მაჩუქა. ყოველთვის ვუსმენ ამ ადამიანების აქამდე მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებს, ბოლო დროს კი მგზნებარე გამოსვლებს მიტინგებზე. და .. რას ვხედავ. საქართველოს საზოგადოების თვალჩინო ნაწილი, ხალხი ვინც თავისი ნიჭითა და შრომით მოიპოვა სახელი და სიყვარული არ აზროვნებს სახელმწიფოებრივად. ნოემბრის აქციებზე ამ კატეგორიის ადამიანებმა უარი თქვეს ერის სინდისობაზე და ერთ პოლიტიკურ გუნდს აჰყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. ერის საზოგადოებრივი აზრის გამომხატველთაგან მიკერძოებულ მხარედ იქცნენ. ჩემს იმედგაცრუებას მიმსუბუქებდა მხოლოდ კახი კავსაძის "ღამის შოუში" ნათქვამი ფრაზა. "შენ არაფერი გაშველება, და შენ რომ არაფერი გეშველება მეც არაფერი მეშველება". ასე უპასუხა მან უცნობ დილიდანვე მთვრალ ახალგაზრდას შეკითხვაზე "ბატონო კახი, გვეშველება რამე?".და მართლაც, სანამ ყველა არ მოვინდომებთ და შევეცდებით ამ ქვეყნის აშენებას, საქართველოს გაერთიანებას ჩვენი საშველი არ იქნება. ჭეშმარიტად ბრძნული ფრაზაა ყველა დოღრიალასათვის ზედგამოჭრილი. მერფის კანონი გამახსენდა - სანამ ყველა არ მოინდომებს ვერავინ მიიღებს. ბრძნული კანონია.

Thursday, February 7, 2008

analogia - zoologia

ზოოლოგოაში წესია, ღონიერი ჭამს სუსტს. არ არის სწორი თითქოს ბაყაყს ჭამს ნიანგი ან ზვიგენი ჭამს ბარაკუდას, არწივი ჭამს გველს ან ლომი ჭამს ბაბუინს.
ამ თითქოსდა მოსალოდნელ კვებით ჯაჭვში მოვლენები ხშირად საწინააღმდეგოდ ვითარდება: გომბეშო ჭამს ნიანგის წიწილებს, გველი ჭამს მართვეებს, ბაბუინების ჯოგი ჭამს ლომს, და ა. შ. 2 თვის შემდეგ დღევანდელი მსხვერპლი ნიანგი, არწივი და ლომი შიშის ზარს დასცემდნენ და იქნებ დღეში ორჯერ საჭმლად მიერთვათ ათასი ბაყაყი პავიანია და გველი, მაგრამ დღეს უფრო ძლიერი გომბეშოა. 2 თვის შემდეგ საფარის აღარ გადასერავს ეს არწივი ეს ლომი და ეს ნიანგი. მათი შემჭმელი გველი, ბაბუინი და ბაყაყი ასევე აღარ იბოგინებენ საფარიში, იმიტომ რომ მათი ვარსკვლავური გამარჯვების მიუხედავად ისინი მაინც სუსტებად დარჩნენ და ისინიც შეჭამეს სხვა ლომმა, არწივმა და ნიანგმა.

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დღევანდელ გაერთიანებულ ოპოზიციას სასარგებლო და რაციონალური ბევრი არაფერი უთქვამთ და შესაბამისად მიტინგების ტალღების აგორებაც არ შეეძლოთ. ოქრუაშვილის ფეოდალური ღალატისა და პატარკაციშვილის "იმედის" კოორდინირებული მუშაობის შედეგად მათ 2007 წლის 2 ნოემბერს შეძლეს 100000 ადამიანის მიტინგზე გამოყვანა და რა.. გველმა მოინდომა არწივის შეჭმა, ბაყაყმა ნიანგის , ბაბუინმა ლომის. ანუ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, როცა ბუნებითა და შესაძლებლობებით სუსტს, უუნაროს შეეძლო მასზე ძლიერისა და პერსპექტივაში მეტის შემძლეს დამარცხება. ანუ თუ საქართველოს ხელისუფლებას მოერევა ოპოზიცია, ისინი გახდებიან გაცილებით სუსტი ხელისუფლება ვიდრე დღევანდელი, და შესაბამისად საქართველოც გახდება ბაყაყი, გველი და პავიანი. ანუ ნუ თვლით რომ ვინც იმარჯვებს ის მაგარია. და მითუმეტეს ნუ ჩათვლით რომ მომავალში არწივის მომრევი გველისაგან არწივი დადგება. რატომ ასე სარკაზმით, რა დამიშავა ამ გულანთებულმა ოპოზიციამ? გავიხსენოთ: თავისი მსოფლმხედველობის პოლიტიკური კურსისა და სამომავლო საკუთარ ელექტორატზე მუშაობის საწინააღმდეგოდ მიემხრნენ მოჭიდავეთა ბუნტს, ერთობლივი კომუნიკეთი დაძრახეს კოდორის ხეობის შემოერთების მცდელობა და სისხლის დაღვრისათვის პასუხისმგებლობა დააკისრეს სააკაშვილს. ერთი სიტყვა არ წამოცდენია არცერთს ამ ხელისუფლების მიღწევების: შენების გაძლიერების, ბიუჯეტის, საზღვრის, პოლიციეს, ენერგეტიკის, საგარეო მხარდაჭერის შესახებ. საერთოდ გაუხარდათ კი საქართველოს წარმატებები? იმ დროს როდესაც რუსეთმა თავის ისტორიაში პირველად ჩამოიხსნა მომღიმარი ნიღაბი და საქართველოს წინააღმდეგ აქამდე უპრეცედენტო დაუფარავი აგრესია გამოამჟღავნა, ოპოზიცია ერთხმად საქართველოს მთავრობის კრიტიკას მოჰყვა. ის პარტია რომელიც თავის ნიშას წლების დანმავლობაში ნერგავდა კონსტიტუციისა და კანონების დამცველ მოსახლეობაში, იმ მომენტში რომელიც ბაყაყის მიერვ ნიანგის შეჭმის მომენტს მოგვაგონებდა, ერთხმად იყვირეს "საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, საქართველო უნდა ვმართოთ ჩვენ გაერთიანებულმა ეროვნულმა საბჭომ, მოდით ხალხო და დავამთავროთ ეს ხელისუფლება!” ანუ ამ ხალხმა კონიუნქტურა გამოიყენა საკუთარი დეკლარირებული პრინციპების საწინააღმდეგოდ. ნათელაშვილისა არ იყოს მეც არ მემეტება ჩემი საქართველო უპრინციპო ბოროტი ადამიანებისათვის ხელში ჩასაგდებად.

მომხრეთა გალიაში

შენ სად ხარ, ქვემოთ თუ ზემოთ?


ადრე მიკვირდა, ამ სხვადასხვა კალიბრის პოლიტიკოსებს, სისულელეზე ასეთი რიხით რომ შეუძლიათ ლაპარაკი, რეალობას მომწყდარნი ან სულაც ანალიზის უნარს მოკლებულები ხომ არ არიან მეთქი. ეს იყო ადრე, დიდი ხანია მე მათ ვუთანაგრძნობ, ისინი თავისივე მომხრეების გალიაში ხვდებიან და ვინაიდან მატ გარშემო მყოფთაგან 100% კვერის დამკვრელი ახვევიათ გარს, თვლიან რომ ეს ქვეყანაც მათი თანამოაზრეებითაა სავსე. თუ კი ეს ილუზია მიტინგის მრავალრიცხოვანობამაც განუმტკიცათ, ისინი რეალობას საბოლოოდ წყბედიან და უკვე შემდგარი გამარჯვების აღტყინებით "დამარცხებულს" აგინებენ სამ მიკროფონ ჩაბღუჯულები. "წადი შენი, მოვედი, გამოგდგამ კაბინეტიდან" და სხვა მარგალიტები არ შეიძლება ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანს ეკუთვნოდეს. მათი წინასწარი კალკულაციით საქართველო უკვე ჯიბეში ეჯდათ: თბილისისა და სხვა არშემდგარი პროლეტარული ქალაქების განწყობა მეტნაკლებად იცოდნან და რას წარმოიდგენდნენ რომ, რუსეთის ბაზრის დამკარგავი ქართველი გლეხი, ხალხი რომელიც დღეს წარმოადგენს ერს, მიუხედავად მისი ოჯახის პირადი დანაკლისისა ყურძნის, ვაშლის, ციტრუსისა და მწვანილის ცუდად გაყიდვის გამო მათ(ოპოზიციონერებს) მაინც სააკაშვილს არჩევდა. გუშინ რომელიღაც პოლიტიკურ თოქშოუში ოპოზიციონერებმა ცესკო თავმჯდომარეს არჩევნების მომპარავი, ჯადოქარი და გურუ უწოდეს. მე მგონი ეს მათი გულწრფელი აღშფოთების გამოხატულება იყო. ამ აღშფოთებაში აღიარებაც ერია. ამით ოპოზიციონერებმა დაადას ტურეს რომ, მიუხედავად არჩევნების პროცესში დამკვირვებლებად ყველა უბანზე და ცესკოში მათი მონაწილეობისა, არ იციან RATOM მიიღო სააკაშვილმა ამდენი ხმა. თვითონ თავისივე ინფორმაციების გადამოწმებით იციან რომ ის დარღვევები რომელიც მათ დააფიქსირეს და გააპროტესტეს არჩევნების გამოსავალს არ ცვლის. მაგრამ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, თანამოაზრეთა გალიაში მყოფები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, და აგრძელებენ ქვეყნის რყევას.

Wednesday, February 6, 2008

ანალოგია - სამსახური

თქვენ მსახურობთ? სამსახური გაქვთ? ჩართული ხართ იმ იერარქიაში რომელსაც ჰქვია მუშაობა? ემორჩილებით მინისტრს, დირექტორს, პოლკოვნიკს ან გამგეს? ეს ხომ ჩვეულებრივი იერარქიაა რომლის საფეხურებზე ადამიანები ბევრი შემთხვევითი თუ კანონზომიერი მოვლენის შედეგად ხვდებიან. განა თქვენს ან თქვენი ოჯახის წევრთა სამსახურებში ყველა ზემდგომი ადამიანი ყველა ქვედა რგოლის თანამშრომლებს აღემატება ჭკუითა და პიროვნული მახასიათებლებით? ჩვენ ხომ ეს ცხოვრება ისეთად მივიღეთ როგორიც არის - კანონზომიერებებისა და შემთხვევითობის ნარევად. ჩვენს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთა წარმატებაში შემთხვევითობამ უფრო მეტი როლი ითამაშა ვიდრე კანონზომიებამ. ანუ მათ გაუმართლათ რომ რამდენჯერმე ქვეყნის პოლიტიკის გამხმოვანებლის პატივი ერგოთ. იქნებ გვირჩევნია საქართველოს სახელმწიფოს სახელით სიტყვები გრიგოლ ორბელიანისნაირმა პატივცემულმა ბრძენმა გვამცნოს, თან ყველა ჯერზე სხვადასხვამ, რომ არ მოგვბეზრდნენ. მაგრამ სად არიან ეს ხალხი არავინ არ კითხულობს. "როგორ, ესე იგი ისევ კირკიტაძეების, ბოკერიების, ნადირაძეების, ბარამიძეების და გვარამიების უნდა იყოს ეს ქვეყანა?" გადმოსცვივდებათ ხოლმე თვალაბი ჩემთან მოკამათეებს." განა მათზე უკეთესი კაცი არ აღმოჩნდა საქართველოში?" ეს სუფთა უტრირებაა (მოვლენის ცალმხრივად შეფასება და ამ მხარის გაზვიადება), აგრავაციაა. ასეთი რამ ჩემს პაციენტებს ტკივილების და ობიექტური განცდების ფონზე მოსდით. კატეგორიული მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ გადაუგდოს ბრბოს შესაჭმელად და Cასაქოლად წიწილები, "თორემ ხეს მოვჭრი და ხის ძირსაცა, შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა" ე. ი. ქვეყანას დავამხობ და ხელისუფლებასაც ზედ მივაყოლებო. საკუთარი სამსახურის დანგრევით ხომ არ დაგეწყოთ, მაგრამ ვერ გაბედავთ იმიტომ რომ იქ ინკოგნიტოდ ვერ დარჩებით.


ანალოგია - აცრა

ანალოგია – აცრა.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ რამდენიმეჯერ მომიწია პირად საუბრებში ერთი ფრაზის გამეორება. საქართველო აცრილია სამოქალაქო ომების წინააღმდეგ. 1991 მა წელმა ისეთი მწარე გაკვეთილი ჩაუტარა საქართველოს, რომ საქართველოში მომავალი პოლიტიკური ვნებათაღელვის პიკზეც კი არ აღმოცენდება ისეთი ძალა, რომელიც სისხლისღვრას დასაშვებად ჩათვლის. უფრო სწორედ, რომ აღმოცენდეს, გავლენას ვერ მოიპოვებს მეთქი. და.. რა დავინახე 2007 წლის ნოემბრის აქციებზე? და.. 2008 წლის საპზიდენტო არჩევნების შემდეგ? ისევ გამოჩნდა ადამიანების არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებიც სიტუაციის უკიდურესი გამწვავებით, პრეზიდენტის პიროვნული შეურაცყოფით ცდილობს თავისი გაიტანოს. მათ მომხრეებთან ჩემი საუბრებისას (რეალურად კი ჩხუბებისას) რამდენიმეჯერ გავიგე "ჯობია რამდენიმე კაცი მოკვდეს ვიდრე ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ". პრაიმტაიმის ოპოზიციის მხარდამჭერი ერთერთი ახალგაზრდა კი რიხით აცხადებდა ადამიანის უფლებების კონვენციაში წერია ისეთი მთავრობის იარაღით გადაგდების უფლება როგორიც ჩვენიაო.


analogia - შეგონება

წარსდექ მშიერი - არა შიშველი



სოფელი მუცო. გადაღებულია XIV საუკუნეში

" წარსდექ მშიერი, არა შიშველი". ეს არის უძველესი ქრისტიანული შეგონება. საქართველოს ისტორია ამ შეგონებით ცხოვრების ისტორიაა. წარსდექ მშიერი არა შიშველი ნიშნავს შეზღუდული რესურსების პირობებში იზრუნო არა საკუთარ კუჭზე, საკუთარი ფიზიოლოგიის კომფორტზე, არამედ იზრუნო შენს ადგილზე სოციუმში, იზრუნო მომავალზე, პერსპექტივაზე, ღირსებაზე. წარსდექ მშიერი არა შიშველი ნიშნავს არ იყო სასირცხვილო მდგომარეობაში და ამით შეინარჩუნო ავტორიტეტი და ადგილი გარემოში. საქაართველოს ისტორია ეს არის ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების შენების ისტორია და დღეს როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან თავს ვიწონებთ ამდენი უმშვენიერესი და ულამაზესი ეკლესიითა და გალავნებით, და საქართველოში ეკლესია და ციხე-კოშკები მუდამ ერთად იგებოდა, ეს ხალხი, სტუმარი კითხულობს კი მაგრამ სად არის თქვენი ფეოდალებისა და მეფეების სასახლეები? სად არის იმ ხალხის სასახლეები, რომელთაც ჰქონდათ რესურსი Vსაუკუნეში აეგოთ ანჩისხატი, XII-ში სვეტიცხოველი, 14-ეში ალავერდი? და რა არის ქართული ისტორიის პასუხი მსოფლიო ცივილიზაციისათვის. ის რომ შეზღუდული რესურსების პირობებში ქართველები ზრუნავდნენ სულიერებასა, მომავალზე, გადარჩენაზე და არა სასახლეებსა და "ხორცის ლხენაზე".
დღეს გაისმის ბევრი ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ იმაზე რომ ხელისუფლება ხალხს პატივს არ სცემს, რომ ხელისუფლება რესურსებს ხარჯავს გარეგნულობაზე და არა ხალხის დაპურებაზე. და გაისმის საქართველოს ისტორიისთვის უცხო შეგონებები: არ მინდა შეღებილი სახლი, შადრევნები, მოასფალტებული და განათებული ეზო, სპორტული მოედანი, არაფრად მიღირს თუ ჩემი ქვეყნის ჯარის, საზღვრის დაცვის, პოლიციის, კულტურის ზეგლთა აღდგენის, გზათა მოვლის ბიუჯეტი გაოთხმადგა თუ გახუთმაგდა და ზოგ შემთხვევაში გაათმაგდა არაფრად არ მიღირს, მე მინდა სოსისი საკუთარ მაცივარში. მე, მე მომცენ ფული რომ ვიყიდო ძეხვი და ნუ ააშენებენ ქვეყანას, ნუ იზრუნებენ ქვეყნის მომავალზე, ღირსებასა და წარმატებაზე .და დღეს ჩვენ ჯერ არ გამოგვივლია ის ძნელი ეტაპი, რომელსაც საქართველოს დაგვა, და უფთავება, განათება და წაქცეული მდგომარეობიდან წამოდგომა ჰქვია. 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული “ქართველი ხალხი” დაახლოებით ისევე როგორც პატარა ბავშვი ჭირვეულობს და დასაბანად აბაზანაში ჩასმას აპროტესტებს.უარს უცხადებს ქვეყნის დაგვა დასუფთავებაზე. მათ კამფეტი და მულტფილმი არჩიეს.

analogia - fiziologia

ფიზიოლოგიაში არსებობს "ან სულ ან არაფრის" კანონი. რას ნიშნავს ეს? კუნთის ბოჭკოს თu მზარდ ელექტრულ იმპულსს მისცემ, ძაბვის ზრდის საწყის ეტაპზე კუნთი არ რეაგირებს. გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ კუნთი იკუმშება. ძაბვის შემდგომი ზრდის მიუხედავად კუნთი ისევე შეკუმშული რჩება, როგორც შეიკუმშა ზღვრის მიღწევისას. ანუ კუნთს შეესაბამება ძაბვის ზღვრუ ერთი მუდმივი ოდენობა რომელზე მცირე იმპულსზე ის არ რეაგირებს. ზღვრული იმპულსის ან მასზე მეტი ძაბვის მიწოდებისას კუნთი იკუმშება. სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელებს ზუსტი ციფრი ემახსოვრებათ, მე კი თუ არ ვცდები ესეთი ზღვარი მგონი 50 მილივოლტია. თუ კუნთს მივცემთ 5, 15 ან 47 მვ იმპულსს კუნთი არ შეიკუმბა. თუ კუნთს მივცემთ 50, 70 ან 94მვ-ს კუნთი შეიკუმშება ერთნაირი ძალით. ჩვენი არჩევნების შედეგით პრეზიდენტმა გაიმარჯვა 53%-ით. ოპოზიცია აცხადებს რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს. და აპირებს თავისი მიღებული 25+7+7+4+1+1=47%-ით მართოს ქვეყანა, 47%-ით მაინც მართოს. მედიცინაში მდგომარეობას, როცა კიდურის ორი ანტაგონისტურ კუნთთა ჯგუფი ერთდროულად არის შეკუმშული სპასტიური პარეზი (ქართულად დამბლა) ქვია და მკურნალობას საჭიროებს. ასეთი დაავადით შეპყრობილი ადამიანი ვერ ახერხებს სწრაფ და ზუსტ მოძრაობებს. მისი კუნთები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და ხელს უშლიან. როგორ ქვეყანაში ვიცხოვროთ შემდეგი 5 წლის განმავლობაში? პრეზიდენტს ხელთ აქვს ზღვრული იმპულსი. ერთადერთი გზა ქვეყნის გამოჯანმრთელებისა არის პრეზიდენტის ანტაგონისტური ოპოზიციური ძალის სპასტიური შეკუმშვის შემცირებაა. ეს კი თვით ოპოზიციისა და ხალხის პრეროგატივაა, ასე ვთქვათ მათ ნამუსზეა.

Sunday, February 3, 2008

stoun heji


თუ ჯოჯოხეთში ხარ, განაგრძე სვლა. უინსტონ ჩერჩილი


ბოლო 100 000 წელია ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. "სტოუნ ჰეჯის" ასტრონომიული კანონზომიერებების შესაბამისად აგებიდან 60 საუკუნე გავიდა, კაცობრიობის ისტორიის შემქმნელ ჩვენი წინაპრებს, ჩვეულებრივი, ჩვენთვის უსახელო ადამიანებს, ეჭვადაც არ მოუვიდიდათ რომ მათი განცდების, მიზნების და წარმატებების დიდი ნაწილი მათსავე შთამომავლებისათვის გაუგებარი და დაუფასებელი გახდებოდა. მათ უმეტესობას განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთეს ის იყო რომ ჩვენ, შთამომავლები დაგვტოვეს და მსოფლიო ისტორიაში მონაწილეობა მიიღეს ხმლით ან გუთნით.
კაცობრიობამ ადამიანებს შორის გასაგები, სამართანი და მეტნაკლებად თანასწორი ურთიერთობები მხოლოდ 50 წელია რაც ისწავლა. ეს ის დროა როდესაც დემოკრატიის ფლაგმანის, ამერიკის ცხოვრებაში აფროამერიკელებმა მშვიდობიანი დისციპლინირებული და თავგანწირული ბრძოლის შედეგად ძირითად მოსახლეობასთან თანაბარი უფლებები მოიპოვეს. განვლილი 50 საუკუნის მაცხოვრებელ ჩვენ წინაპრებს კი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენნაირი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ, ჩვენ, დღევანდელი მოქალაქენი მათ მაინც როგორც საყოფაცხოვრებო უსამართლობასთან შეგუებულ, ცოტათი განუვითარებელ, ცოტათი გაუნათლებელ, ცოტათი ეგზოტიკურ, უცნაურად ჩაცმულ, გაცრეცილ უზუსტო სურათებზე შემორჩენილ არსებებად მივიჩნევთ.
დღეს ვერაფერი გვაიძულებს საკუთარი ჩაცმის სტილად მივიღოთ ევროპის შუასაუკუნეების ჩაცმის სტილი და ვიმეგობროთ ადამიანთან რომელიც ინკვიზიციას ამართლებს და ინდულგენციით ცოდვების ჩადენის უფლებას ყიდულობს. 200 წლის შემდეგ ისეთივე მითიურ აგრესიულ ბნელ ისტორიულ მოვლენად დარჩება რასობრივი სეგრეგაცია, ფაშიზმი, კომუნიზმი, პოლპოტიზმი თუ სტალიმიზმი როგორც დღეს ვუყურებთ მონათმფლობელობას, ინკვიზიციას, მსხვერპლშეწირვასა და გლადიატორებს.
ადამიანთა ყოფამ, ურთიერთობებმა, ტანსაცმელმა, სოციუმთან, სახელმწიფოსთან დამოკიდებულებამ მეტ ნაკლებად სრულყოფილი და უნივერსალური ფორმა მიიღო. წარმატებისთვის ადამიანს აღარ ჭირდება განსხვავებული ენით ლაპარაკი და პარიკის ტარება. სახელმწიფოში ცხოვრების წესები უნივერსალური ხდება. სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორიის მქონე ქვეყნების კარგ მაგალითზე სხვა ქვეყნებიც თანდათან სწავლობენ ფეოდალური შეცდომებისგან თავის დაღწევას. სწავლობან დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს - სხვისი უფლების დაცვას და კოლექტიურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მიმართ.

მომავალ მსოფოში ისევე მიუღებელი იქნება საკუთარი სახელმწიფოს რყევა, როგორც დღესაა მიუღებელი ინკვიზიციის დროინდელი სასაცილო პანტალონებით თავმოწონება. იქნება დაუწერელი წესები რომელთაც თითქმის ყველა გაიზიარებს, გამონაკლის რადიკალებს კი საზოგადოება კუთვნილ ადგილს მიუჩენს გასართობ ტელეგადაცემებში. მომავალში ის ვინც 18 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ 2 ჯერ შეიცვლის პოლიტიკურ ორიენტაციას, ვინც ძველ პარტნიორს ფეოდალური სისასტიკით უღალატებს, ვინც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს საჯაროდ შეაგინებს, ვინც იდეურ მოწინააღმდეგეს დაუმეგობრდება საერთო მეტოქის დამარცხების მიზნით, ვინც ადამიანთა ემოციებს ისტერიის ასაგორებლად გამოიყენებს, ვინც მშენებარე ქვეყნის ხელისუფლების დამხობას მოინდომებს მას საზოგადოება აღარ მოუსმენს. ესეთი “მოღვაწე” დარჩება ეგზოტიკურ ექსტრემალად და ვერ მოიპოვებს გავლენას ქვეყანაზე.
ადამიანთა დაუწერელი კანონები- წესები ანუ ჩვეულებრივი ადამიანური წესიერება დაბლოკავს ექსტრემიზმს. ჩვენი შთამომავლები ჩვენ, 2008 წლის ქართველობას ისეთივე უცნაურ აბსურდულ განუვითარებელ ადამიანებად შეგვაფასებენ როგორც ჩვენ ვაფასებთ დღევანდელ ჩალმა-ბალდახინიან კამიკაძე ერაყელებსა და ავღანელებს, როგორც ჩვენ ვიხსენებთ ინკვიზიციის სასამართლოების მომწყობ ადამიანებსა და ქურუმებს, რომელნიც ბელადის ცოლებს ბელადის სიკვდილის შემდეგ კლავდნენ რათა ერთად დაემარხთ.

დღევანდელმა საქართველომ ძალა მისცა ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთაც უკვე დაუშვეს მომავალი სახელმწიფოსათვის სრულიად მიუღებელი შეცდომები: გაერთიანებული ოპოზიცია განუდგა ქვეყნის ინტერესებს როცა საქართველოს შეიარაღებული ძალა კოდორის ხეობაზე კონტროლს აწესებდა. (ერთობლივი კომუნიკეთი გაერთიანებულმა ოპოზიციამ სისხლის დაღვრა ხელისუფლებას დააბრალა), მემარჯვენე და კანონზე ორიენტირებული პარტიებმა სოლიდარობა გამოუხატეს სასამართლოს დამრბევ რეკეტიორების დამცველ სპორტსმენებს და გრანდიოზული მიტინგები დაგეგმეს, არცერთი სოლიდარობის ფრაზა არ წამოცდენიათ ხელისუფლების მიმართ ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში, არცერთი შეფასება არ გვსმენია ე. წ. ექსპერტებისაგან საქართველოში ჩატარებულ რეალურად სახელმწიფო მნიშვნელობის გადადგმულ ნაბიჯებზე: საბაჟო, ჯარი, საზღვარი, ენერგეტიკა, სკოლები, გზები, ინვესტიციები, ბიუჯეტი და სხვა. მაგრამ ეს შეცდომები დღევანდელმა განუვითარებელმა საზოგადოებამ მათ აპატია, ზოგმა კი პლიუსადაც მიუთვალა. ჩვენი შთამომავლები უცხოელ თანატოლთათვის საქართველოს ისტორიის გაცნობისას შეეცდებიან გვერდი აუარონ იმ ფაქტს რომ 21-ე საუკუნის დამდეგს საქართველოს საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი ფეოდალურ- პროლეტარული მენტალიტეტიდან. რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ერკვეოდა სახელმწიფოს საფუძვლებსა და პიროვნების ადგილზე სახელმწიფოში.

ჩემი ადრესატი ხალხია, მოსახლეობა, ამომრჩეველი. ჩემი გულისტკივილი წესიერი ადამიანების ყოფნაა ოპოზიციაში. რამ აიძულა მშვიდობიანი მოქალაქე ხმა მიეცა იმ პოტიკოსებითვის, რომელთაც არ იცნობენ. რომელთაც ტელეეთერში გატარებული 1000 საათის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდენიათ რას გააკეთებენ, რიგორ განაგრძობენ ქვეყნის შენებას, შენებას რომელიც დაიწყო მტკივნეული ფორმების შედეგად. როგორ გააგრძელებენ შენებას ისე რომ არავინ არ გადაიმტერონ? ან იქნებ სულაც არ თვლიან შენებად იმას რაც დღეს დიდი შიდა ბრძოლითაა მოპოვებული? რომ არ გაეთავისუფლებინათ ძველი მებჯეები და პოლიციელები, დაეჭირათ თავისივე ხესუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკები და მოსამართლეები არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა. რომ არ მოემტერებინათ ბაზრობებისა და ქუჩების მოვაჭრეები, რომ არ დაეხარჯათ მილიონები ქალაქების ღებვას, გზების დაგებასა და შადრევნებზე არ იქნებოდა 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია იმ ქვეყანაში სადაც 2003 წლამდე მთელი ქვეყნი ბიუჯეტი არ აღემატებოდა 1 მილიარდს.

წესრიგი და კანონიერება ძირითადად მიიღო აქამდე კანონების დამრღვევმა ქართულმა საზოგადოებამ. მოსახლეობის უმეტესობამ დაიჯერა რომ კანონები რომელიც გზღუდავს, საბოლოოდ მაინც შენს სასიკეთოდ მუშაობს. მართალია ხელისუფლებამ რამდენიმე სიტუაციაში ბოროტად გამოიყენა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული იურიდიული ღრიჭოები და რევოლუციური რიხითა და აგრესიით მოიპოვა რიყის რესტორნების, აბანოთუბნისა და ათონელის ქუჩის მაცხოვრებელთა კერძო ქონება, მაგრამ ამ იურიდიული ნების აღსრულებით მან მოსახლეობას საკუთრების ხელშეუხებლობის რწმენა დაუკარგა. მიუხედავად იმისა რომ აბანოთუბანზე, რიყესა და ათონელის ქუჩის ტერიტორიებზე ხელისუფლებამ შევარდნაძის საქართველოსდროინდელი ბიუჯეტის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა თითოეულზე, და ამ ტერიტორიების ინვესტორისათვის გამზადებაც ხელისუფლების ვალდებულება იყო, ძველი მფლობელების შევიწროება და ფაქტის წინაშე დაყენება მაინც არ შეიძლებოდა. მართალია ასლან აბაშიძეს ისტორიულ დამსახურებად ჩაეთვალა ბათუმის ბევრი უსახური სახლის დანგრევა და მათ ადგილზე სკვერების მოწყობა, არავის არ უკითხავს იქაური გასახლებული ოჯახების ბედი, იმიტომ რომ აბაშიძის მმართველობის პირობებში მისი სურვილისთვის შეწინააღმდეგებას ვერავინ ვერ გაბედავდა. სააკაშვილი არ არის აბაშიძე და მისი ხელისუფლებისაგან აბაშიძის ილეთების გამოყენებამ იმედგაცრუება მოიტანა შედეგად.

საქართველოს მომავალი წარმატების საიდუმლო კანონიერი, მოწესრიგებული ქვეყნის შექმნაა, კანონდამჯერე მოქალაქეებით დასახლებული ქვეყნის შექმნა. aმიტომ პრინციპულია ხელისუფლებამ არა მხოლოდ კანონის ძალა და პრინციპულობა აგრძნობინოს, არამედ კანონის პატივისცემა და დაცვის სურვილი ჩამოუყალიბოს მოსახლეობას. აგრძნობინოს რომ კანონი მისთვის და მისნაირებისთვისაა შექმნილი და არა მის და მისნაირების წინააღმდეგ.