თუ ჯოჯოხეთში ხარ, განაგრძე სვლა. უინსტონ ჩერჩილი
ბოლო 100 000 წელია ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. "სტოუნ ჰეჯის" ასტრონომიული კანონზომიერებების შესაბამისად აგებიდან 60 საუკუნე გავიდა, კაცობრიობის ისტორიის შემქმნელ ჩვენი წინაპრებს, ჩვეულებრივი, ჩვენთვის უსახელო ადამიანებს, ეჭვადაც არ მოუვიდიდათ რომ მათი განცდების, მიზნების და წარმატებების დიდი ნაწილი მათსავე შთამომავლებისათვის გაუგებარი და დაუფასებელი გახდებოდა. მათ უმეტესობას განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთეს ის იყო რომ ჩვენ, შთამომავლები დაგვტოვეს და მსოფლიო ისტორიაში მონაწილეობა მიიღეს ხმლით ან გუთნით.
კაცობრიობამ ადამიანებს შორის გასაგები, სამართანი და მეტნაკლებად თანასწორი ურთიერთობები მხოლოდ 50 წელია რაც ისწავლა. ეს ის დროა როდესაც დემოკრატიის ფლაგმანის, ამერიკის ცხოვრებაში აფროამერიკელებმა მშვიდობიანი დისციპლინირებული და თავგანწირული ბრძოლის შედეგად ძირითად მოსახლეობასთან თანაბარი უფლებები მოიპოვეს. განვლილი 50 საუკუნის მაცხოვრებელ ჩვენ წინაპრებს კი, მიუხედავად იმისა რომ ჩვენნაირი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ, ჩვენ, დღევანდელი მოქალაქენი მათ მაინც როგორც საყოფაცხოვრებო უსამართლობასთან შეგუებულ, ცოტათი განუვითარებელ, ცოტათი გაუნათლებელ, ცოტათი ეგზოტიკურ, უცნაურად ჩაცმულ, გაცრეცილ უზუსტო სურათებზე შემორჩენილ არსებებად მივიჩნევთ.
დღეს ვერაფერი გვაიძულებს საკუთარი ჩაცმის სტილად მივიღოთ ევროპის შუასაუკუნეების ჩაცმის სტილი და ვიმეგობროთ ადამიანთან რომელიც ინკვიზიციას ამართლებს და ინდულგენციით ცოდვების ჩადენის უფლებას ყიდულობს. 200 წლის შემდეგ ისეთივე მითიურ აგრესიულ ბნელ ისტორიულ მოვლენად დარჩება რასობრივი სეგრეგაცია, ფაშიზმი, კომუნიზმი, პოლპოტიზმი თუ სტალიმიზმი როგორც დღეს ვუყურებთ მონათმფლობელობას, ინკვიზიციას, მსხვერპლშეწირვასა და გლადიატორებს.
ადამიანთა ყოფამ, ურთიერთობებმა, ტანსაცმელმა, სოციუმთან, სახელმწიფოსთან დამოკიდებულებამ მეტ ნაკლებად სრულყოფილი და უნივერსალური ფორმა მიიღო. წარმატებისთვის ადამიანს აღარ ჭირდება განსხვავებული ენით ლაპარაკი და პარიკის ტარება. სახელმწიფოში ცხოვრების წესები უნივერსალური ხდება. სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორიის მქონე ქვეყნების კარგ მაგალითზე სხვა ქვეყნებიც თანდათან სწავლობენ ფეოდალური შეცდომებისგან თავის დაღწევას. სწავლობან დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს - სხვისი უფლების დაცვას და კოლექტიურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მიმართ.
მომავალ მსოფოში ისევე მიუღებელი იქნება საკუთარი სახელმწიფოს რყევა, როგორც დღესაა მიუღებელი ინკვიზიციის დროინდელი სასაცილო პანტალონებით თავმოწონება. იქნება დაუწერელი წესები რომელთაც თითქმის ყველა გაიზიარებს, გამონაკლის რადიკალებს კი საზოგადოება კუთვნილ ადგილს მიუჩენს გასართობ ტელეგადაცემებში. მომავალში ის ვინც 18 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ 2 ჯერ შეიცვლის პოლიტიკურ ორიენტაციას, ვინც ძველ პარტნიორს ფეოდალური სისასტიკით უღალატებს, ვინც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს საჯაროდ შეაგინებს, ვინც იდეურ მოწინააღმდეგეს დაუმეგობრდება საერთო მეტოქის დამარცხების მიზნით, ვინც ადამიანთა ემოციებს ისტერიის ასაგორებლად გამოიყენებს, ვინც მშენებარე ქვეყნის ხელისუფლების დამხობას მოინდომებს მას საზოგადოება აღარ მოუსმენს. ესეთი “მოღვაწე” დარჩება ეგზოტიკურ ექსტრემალად და ვერ მოიპოვებს გავლენას ქვეყანაზე.
ადამიანთა დაუწერელი კანონები- წესები ანუ ჩვეულებრივი ადამიანური წესიერება დაბლოკავს ექსტრემიზმს. ჩვენი შთამომავლები ჩვენ, 2008 წლის ქართველობას ისეთივე უცნაურ აბსურდულ განუვითარებელ ადამიანებად შეგვაფასებენ როგორც ჩვენ ვაფასებთ დღევანდელ ჩალმა-ბალდახინიან კამიკაძე ერაყელებსა და ავღანელებს, როგორც ჩვენ ვიხსენებთ ინკვიზიციის სასამართლოების მომწყობ ადამიანებსა და ქურუმებს, რომელნიც ბელადის ცოლებს ბელადის სიკვდილის შემდეგ კლავდნენ რათა ერთად დაემარხთ.
დღევანდელმა საქართველომ ძალა მისცა ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთაც უკვე დაუშვეს მომავალი სახელმწიფოსათვის სრულიად მიუღებელი შეცდომები: გაერთიანებული ოპოზიცია განუდგა ქვეყნის ინტერესებს როცა საქართველოს შეიარაღებული ძალა კოდორის ხეობაზე კონტროლს აწესებდა. (ერთობლივი კომუნიკეთი გაერთიანებულმა ოპოზიციამ სისხლის დაღვრა ხელისუფლებას დააბრალა), მემარჯვენე და კანონზე ორიენტირებული პარტიებმა სოლიდარობა გამოუხატეს სასამართლოს დამრბევ რეკეტიორების დამცველ სპორტსმენებს და გრანდიოზული მიტინგები დაგეგმეს, არცერთი სოლიდარობის ფრაზა არ წამოცდენიათ ხელისუფლების მიმართ ქურდების წინააღმდეგ ბრძოლაში, არცერთი შეფასება არ გვსმენია ე. წ. ექსპერტებისაგან საქართველოში ჩატარებულ რეალურად სახელმწიფო მნიშვნელობის გადადგმულ ნაბიჯებზე: საბაჟო, ჯარი, საზღვარი, ენერგეტიკა, სკოლები, გზები, ინვესტიციები, ბიუჯეტი და სხვა. მაგრამ ეს შეცდომები დღევანდელმა განუვითარებელმა საზოგადოებამ მათ აპატია, ზოგმა კი პლიუსადაც მიუთვალა. ჩვენი შთამომავლები უცხოელ თანატოლთათვის საქართველოს ისტორიის გაცნობისას შეეცდებიან გვერდი აუარონ იმ ფაქტს რომ 21-ე საუკუნის დამდეგს საქართველოს საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი ფეოდალურ- პროლეტარული მენტალიტეტიდან. რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ერკვეოდა სახელმწიფოს საფუძვლებსა და პიროვნების ადგილზე სახელმწიფოში.
ჩემი ადრესატი ხალხია, მოსახლეობა, ამომრჩეველი. ჩემი გულისტკივილი წესიერი ადამიანების ყოფნაა ოპოზიციაში. რამ აიძულა მშვიდობიანი მოქალაქე ხმა მიეცა იმ პოტიკოსებითვის, რომელთაც არ იცნობენ. რომელთაც ტელეეთერში გატარებული 1000 საათის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდენიათ რას გააკეთებენ, რიგორ განაგრძობენ ქვეყნის შენებას, შენებას რომელიც დაიწყო მტკივნეული ფორმების შედეგად. როგორ გააგრძელებენ შენებას ისე რომ არავინ არ გადაიმტერონ? ან იქნებ სულაც არ თვლიან შენებად იმას რაც დღეს დიდი შიდა ბრძოლითაა მოპოვებული? რომ არ გაეთავისუფლებინათ ძველი მებჯეები და პოლიციელები, დაეჭირათ თავისივე ხესუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკები და მოსამართლეები არ იქნებოდა ბიუჯეტის ზრდა. რომ არ მოემტერებინათ ბაზრობებისა და ქუჩების მოვაჭრეები, რომ არ დაეხარჯათ მილიონები ქალაქების ღებვას, გზების დაგებასა და შადრევნებზე არ იქნებოდა 1 მილიარდზე მეტი ინვესტიცია იმ ქვეყანაში სადაც 2003 წლამდე მთელი ქვეყნი ბიუჯეტი არ აღემატებოდა 1 მილიარდს.
წესრიგი და კანონიერება ძირითადად მიიღო აქამდე კანონების დამრღვევმა ქართულმა საზოგადოებამ. მოსახლეობის უმეტესობამ დაიჯერა რომ კანონები რომელიც გზღუდავს, საბოლოოდ მაინც შენს სასიკეთოდ მუშაობს. მართალია ხელისუფლებამ რამდენიმე სიტუაციაში ბოროტად გამოიყენა წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული იურიდიული ღრიჭოები და რევოლუციური რიხითა და აგრესიით მოიპოვა რიყის რესტორნების, აბანოთუბნისა და ათონელის ქუჩის მაცხოვრებელთა კერძო ქონება, მაგრამ ამ იურიდიული ნების აღსრულებით მან მოსახლეობას საკუთრების ხელშეუხებლობის რწმენა დაუკარგა. მიუხედავად იმისა რომ აბანოთუბანზე, რიყესა და ათონელის ქუჩის ტერიტორიებზე ხელისუფლებამ შევარდნაძის საქართველოსდროინდელი ბიუჯეტის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა თითოეულზე, და ამ ტერიტორიების ინვესტორისათვის გამზადებაც ხელისუფლების ვალდებულება იყო, ძველი მფლობელების შევიწროება და ფაქტის წინაშე დაყენება მაინც არ შეიძლებოდა. მართალია ასლან აბაშიძეს ისტორიულ დამსახურებად ჩაეთვალა ბათუმის ბევრი უსახური სახლის დანგრევა და მათ ადგილზე სკვერების მოწყობა, არავის არ უკითხავს იქაური გასახლებული ოჯახების ბედი, იმიტომ რომ აბაშიძის მმართველობის პირობებში მისი სურვილისთვის შეწინააღმდეგებას ვერავინ ვერ გაბედავდა. სააკაშვილი არ არის აბაშიძე და მისი ხელისუფლებისაგან აბაშიძის ილეთების გამოყენებამ იმედგაცრუება მოიტანა შედეგად.
საქართველოს მომავალი წარმატების საიდუმლო კანონიერი, მოწესრიგებული ქვეყნის შექმნაა, კანონდამჯერე მოქალაქეებით დასახლებული ქვეყნის შექმნა. aმიტომ პრინციპულია ხელისუფლებამ არა მხოლოდ კანონის ძალა და პრინციპულობა აგრძნობინოს, არამედ კანონის პატივისცემა და დაცვის სურვილი ჩამოუყალიბოს მოსახლეობას. აგრძნობინოს რომ კანონი მისთვის და მისნაირებისთვისაა შექმნილი და არა მის და მისნაირების წინააღმდეგ.
No comments:
Post a Comment