Tuesday, June 29, 2010

გაფუჭებული სიტყვები


ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა გაფუჭებული სიტყვებით.

სიტყვებით რომელთაც ძალა და შინაარსი პოლიტიკოსებმა გამოაცალეს. არადა გვჭირდება ეს სიტყვები. მნიშვნელოვანი სიტყვებია, მათი პირვანდელი მნიშვნელობით დაბრუნება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას გაამდიდრებს, ახალ შინაარსს შესძენს და იქნებ თვისობრივად ახალ საფეხურზეც აიყვანოს.

მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს რეცეპტი რომელიც გაფეტიშებისა და გაბანძების საბურველიდან გამოიყვანს შემდეგ სიტყვებს:

მოქალაქე
მოქალაქეთა კავშირი
ეროვნული
ნაცილნალური
ღირსეული
ღირსეული დაბრუნება
ტოლერანტული
ქრისტიან დემოკრატია

შემწყნარებელი
ლიბერალური
თანაგრძნობა
წესიერი
წესიერება
კარგი ქართველი
პატრიოტი
დემოკრატია
ფორუმი
აღორძინება
ყველაზე


არის კიდევ ორი ობიექტი: შოთა რუსთაველი და 9 აპრილი გაფეტიშების შედეგად გაუფერულებული და დაკნინებული.

რაც ჩანს, თუ რაც არის

გენერალი ლებედი ექსტერიერი და ტემბრი ვაჟკაცური- რუსეთისათვის ყველაზე სამარცხვინო , ხასავიურტის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი.



პუტინი, ძურიკა მელას კარიკატურა - რუსეთის გამაერთიანებელი, იმპერიის შემკოწიწებელი.



შევარდნაძე, დიდებული საერთაშორისო ბიოგრაფია, დინჯი საუბარი და ჭაღარა თმა და... საშინელი პოლიტიკური შეცდომების კრიალოსანის დამტოვებელი საქართველოსთვის.



ოქრუაშვილი ექსტერიერი ვაჟკაცური
საქმით 3 დღის პატიმრობის შემდეგ დამფქველ- მაღიარებელი.


სააკაშვილი მოკისკისე ყველაზე-ყველაზეს მთქმელი
სინამდვილეში კერკეტი კაკალი.

Sunday, June 27, 2010

Beatles 1967

ეს ის ხალხია, ვინც ჩემსავით 1967 წელს დაიბადა.

ახლა კი 1967 წელს შექმნილი უკვდავი მუსიკა მინდა გავიხსენო.







და მუდმივი უნივერსალური ჰიმნი




და ესეც დორსი, მორისონი
The Doors - The End
არადა ჩემთვის დასაწყისი იყო.


1967 გაგრძელება იქნება.
ანონსი: Hey Joe

ზვიგენი vs დელფინი

დღეს გავიგე, რომ ოკეანის დელფინების დაახლოებით 75%-ს ზვიგენთან ორთაბრძოლიდან დარჩენილი შრამები აქვთ.
თურმე ეს ბავშვობისდროინდელი იგავარაკული დაპირისპირება კეთილსა და ბოროტს შორის, მართლაც ხდება.
დელფინების ყველაზე სისხლისმსმელი მტერი ვეფხვისებრი ზვიგენი ყოფილა.
ეს ზვიგენი დელფინებს სისწრაფეში, ძალასა და აგრესიულობაში ბევრად სჯაბნის, მაგრამ დელფინები საშიშროების წინაშე ერთადყოფნით, ერთმანეთზე ზრუნვითა აღწევენ თავს ამ განსაცდელს.
თუმცა ყოველთვის წარმატებით ვერა.

Friday, June 25, 2010

1967














მას შემდეგ, რაც ერთმა თავხედმა მთვრალმა ვადმყოფის ვითომ გულშემატკივარმა საავადმყოფოში ექთნები დამიწიოკა, მიგინა და სკამზე გაიშხლართა,
და მას შემდეგ რაც მე თავზე დავადექი და ჩემი ჭკუით რაზბორკა შევუშვი - ბიჭო, გაითვალისწინე აქ ჩემთან ხარ მოსული და რასაც იტყვი იმაზე მე მოგკითხავ მეთქი, ქვემოდან ამომხედა და მითხრა - ძიაკაცო, შენს ჭაღარას ვცემ პატივსო,
და მას შემდეგ რაც ეს მომენტი რამდენჯერმე გამახსენდა, მივხვდი რომ ბიჭი აღარ ვარ და დროა შუალედური შეჯამება-შეფასება-გადაფასება გავუკეთო ჩემს განვლილ ცხოვრებას.

მივხვდი, მაგრამ ვერ მოვახერხე.

ეს პოსტი მომეხმარება ჩემი განვლილი ცხოვრების შეფასებაში:

ეს ადამიანები იმავე 1967 წელს დაიბადნენ რომელშიც მე.




ეს ორი ადამიანი კი 1967 წელს არ დაბადებულან, მაგრამ შეგვეძლო ერთ კლასში გვესწავლა. წელიწადში რამდენიმე თვე ჩემი თანატოლები არიან. დანარჩენ თვეებში ბიორკი ჩემზე უფროსია, ტომი კი უმცროსი.




მაშ ასე, სამი ყველა დროის უდიდესი ვარსკვლავი - ბიორკი, ტომ იორკი და კობეინი, რომლებიც დათო ტურაშვილს რომ დავესესხო, 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან, იმავე წელს არიან დაბადებული, რომელშიც მე.

ე.ი. ვარსკვლავთცვენაში მოვხვდარვარ.

თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ თანატოლები answers.com-ზე. მაგრამ ნუ შემედრებით, მე (ჩვენ) გჯობივართ.
პ.ს. ვინ ვერ იცანით? მკითხეთ. გეტყვით.

Thursday, June 24, 2010

ასა თუ ძსა

ქართული საზოგადოება კოვბოის თავხედობით აღშფოთებული 
მოსათვინიერებელი ულაყივით ხტუნავს.

პირველად არ წვრთნიან.
ძველი,ისტორიული  გაწვრთნილობა, როცა საზოგადოება საკუთარმა დამოუკიდებელმა საქართველოს სახელმწიფომ გაწვრთნა, აღარ ახსოვს.

 ახსოვს მხოლოდ დამპყრობი იმპერიების მცდელობები გაეწვრთნა, ასევე ახსოვს საკუთარი შეფარული თუ გამჟღავნდბული ძალისხმევა არ გაწვრთნილიყო. ეს სიჯიუტე მას უკვე 7 საუკუნეა პატრიოტობად და თვითმყოფადობად ეთვლება და შესაბამისად, ამაყობს კიდევაც ამ უნარით - არ გაიწვრთნას. 


მაგრამ თუკი ადრე, მთელი ამ 7 საUკუნის განმავლობაში  გაუწვრთნელობა ხდებოდა მტრის ჯინაზე და საკუთარი დაუწერელი წესების შესაბამისად, 1991-2003 წლებში დაუმორჩილებლობამ ძველი ადრესატი დაკარგა დასაკუთარი სახელმწიფოს საწინააღმდეგო ძალად გარდაიქმნა. 



ლოზუნგები:
ვინ კითხავს გარბაჩობს, გაის, კაგებეს, ცენზორს მოსფილმიდან, სსრკ მწერალთაკა კავშირიდან, სსრკ მესაზღვრეს, სსრკს მებაჟეს გარდაიქმნა ვინ კითხავს შევარდნაძეს, პოლიციას, მებაჟეს და მათ კრებით ვინ კითხავს სახელმწიფოს ლოზუნგში. 

მრავალგზის წაგებულ და უამრავი ცოდვით დამძიმებულ სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა არც ნება და არც უნარი ამას შეწინააღმდეგებოდა. 
ის წლები ქართულმა საზოგადოებამ ფაქტიურად სახელმწიფო ვერტიკალის თამაშობანაში გაატარა.  ხალხის სოციალური განვითარების დონე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სახელმწიფო არ აორთქლებულიყო:  ჯარისკაცი, მასწავლებელი, ნაწილობრივ ექიმი და პოლიციელი თავისი პასუხისმგებლობის მიხედვით ასრულებდნენ თავის საქმეს და არა ანაზღაურებით.

2003 წლამდე ქართული საზოგადოებრივი აზრი პროგრესული იყო, ქართული სახელმწიფო მაშინ საერთაშორისო საზოგადოებრიობის წესებმა და საქართველოს მოსახლეობამ სწორედ საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობილმა მოსახლეობამ შეინარჩუნა. 

მაგრამ, მას შემდეგ რაც ქართულმა სახელმწიფომ სახელმწიფოს ნიშანთვისებები შეიძინა და მოქალაქეს მოეთხოვა საზოგადოსათვის დაეთმო ის, რასაც თავისი კეთილი ნებით თუ უწილადებდა საქართველოს, საზოგადოებრივი აზრი ისევ ძველ ორიენტირებში დადჩა და რეგრესული გახდა. 




ქართული საზოგადოება აღშფოთებული 
მოსათვინიერებელი ულაყივით ხტუნავს  
ეს ხტუნვა მან მას შემდეგ დაიწყო რაც აღმოაჩინა, რომ ეს ბიჭი, რომელსაც მან პრეზიდენტი დაარქვა არ ხუმრობს. 
არამარტო ამბობს იმას, რასაც მისგან ელიან (ქართველები უძველესი ევროპელები, უძველესი ცივილიზაციის შემქმნელები, რეგიონისათვის  ევროპული ფასეულობების, დემოკრატიული ღირებულებების მისაბაძი დამნერგავები, ლიდერები ვართ), არამედ მოითხოვს კიდევაც ამ საზოგადოებისაგან იყოს ასეთი.

არადა ვინ მისცა უფლება მოითხოვოს, პრეზიდენტი ხომ არ არის. პრეზიდენტი იქნებოდა საქართველო სახელმწიფო რომ იყოს, მაგრამ არ არის და შესაბამისად არც პრეზიდენტია პრეზიდენტი.

გვაცალონ რა, ჩვენი წილი ბოღმა, დარდი, შეურაცხყოფა, ხელფასი და პენსია გვაქვს მოსანელებელი, კურიერი და ქრონიკა საყურელი, შთამომავალთათვის გარაჟი ასაშენებელი, ვართ ხო უკვე ბაქო - ჯეიხანის მადლით პრიორიტეტული პარტნიორი ევროპისა და ამერიკისათვის, ამან კიდე შადრევნებიო,ფასადებიო, განაბაჟეო, სალარო ჩეკიო დაფრინავს ცაში, ფეხზე კიდია გარე მოვაჭრეები, პოლიციელები, კონტრაბანდისტები, მსახიობები, მწერლები, კომპოზიტორები, მეღვინეები, მეციტრუსეები, მემწვანილეები, გლეხები და მუშები, სხვა ქვეყნის ხალხს ასაქმებს ჩვენები მშივრები დაუდის, დაფრინავს მოკლედ, დაფრინავს და ყველას საჭმელს უჭამს, ჯარისკაცებს, თავშესაფრის მოხუცებს, ბავშვთა სახლის ბავშვებს.

უხარია? რა უხარია, რა გვაქვს სასიხარულო. იქნებ მაგის ბაქიბუქმა და ჭყლოპინმა დახმარება დაგვაკარგინოს. ვინაა საერთოდ, რისი წამს, საქართველოსი და ქართველების? არ ჯობია რეალობა იწამოს და ღმერთს ამოეფაროს? 
ჩვენ დაგვანებოს თავი. 



   ატყდა და რა ატყდა.

ჩვენი მენტალურ-ტრადიციულ-შეჩვეულ-შექებული სტატუსი შეურაცხყვეს: 
უხეში ფორმით დაგვანახეს, რომ TURME ჩემ და ჩემისთანას საჭიროებებზე უფრო მაღლა დგას ქალაქის გარემოვაჭრეებით ჩაჭუჭკნული გზაჯვარედინების სისუფთავე,    
პოლიციის არაკორუმპირებულობა, ეზოებში საბავშვო მოედნები, არაკორუფციული საბაჟო, ინსტიტუტ- უნივერსიტეტი. დაგვანახეს, რომ პირადად ჩემს მაცივარში სარდელსა და პამიდორზე უფრო მნიშვნელოვანია შადრევანმა იშხაპუნოს მოედანზე და ფასადი იყოს შეღებილი.


და თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი, არავინ გვებოდიშება იმისთვის რომ მე ლტოლვილი ვარ, უმუშევარი ვარ, საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად კონტრაბანდისტი ვარ, ყოფილი კორუფციული ჯაჭვის ერთერთი რგოლი, 17 წლის წინ საამაყო თეატრისა და კინოს არტისტი. არავინ აღარ გვეუბნება მე ვარ შენი უბედურების მიზეზი და ვნანობ, სამაგიეროდ მეცოდები და ივაჭრე მეტროს კიბეზე, მოაშენე, დააშენე, შეღობე, დაარღვიე, დამიმალე, ჩამიჯექი, მომიტეხე, გააპარე, გააპრავე, დამიგვიანე.  

დაიწყო მოსახლეობის უმოწყალო გათანაბრება კანონის წინაშე. არც სახელოვანმა სპორტსმენობამ გაჭრა, არც მომღერლობამ და არც ეთნოკონფლიქტის პოტენციის მქონე კონტრაბანდისტთა სოფელობამ.








 
ეს ნამდვილი შოკი იყო. როგორ, ქვეყნის ბიუჟეტი გაოთხმაგებულა და რატომ არ გაოთხმაგდა ჩემი ხელფასი? პენსია? რატომ არ მკურნალობენ უფასოდ? ბიუჯეტის ზრდა ჩემი ბინის პარმაღს აქეთ მჭირდება და არა იქით, გარეთ. 

და დაიწყო ბრძოლა თავისუფლების დასაბრუნებლად, კუთვნილი ფულის მოსაპოვებლად. ფულის, რომელსაც მთავრობა ხუშტურებს აფლანგავს. 

ამ ბრძოლას დროშები და ლოზუნგები ჭირდებოდა და ისინიც გამოჩნდნენ: 
-სასახელო ქართველებს იჭერენ,
-ქართველობას გვართმევენ,
-ტყეებს გვიყიდიან,
-ეკლესიებს გვინგრევენ,
-განათლებას გვართმევენ,
-ბიQებს გვიხოცავენ,
-ბავშვებს პრეზერვატივებს ურიგებენ,
-ერის ინტელექტუალურ ბირთვს, ერის სიამაყეს და ელიტას პატივს არ ცემენ.
-პენსიონერებს პენსიას ართმევენ,
-ომისთვის ემზადებიან,
-არადემოკრატიულები არიან,
-ღლაპებს თავზე გვასვამენ,
-სასამართლო ჯიბეში ჩაისვეს
-თავიანთ ძალოვნებს მფარველობენ,
-ტელევიზიები დაიქვემდებარეს. 

ზოგი ლოზუნგი არც გახმაურდა, მაგრამ ითქვა და გულში შნახული იქნა საჭირო მომენტისთვის. მაგალითად:

-კაცს საქმეს ვერ გაარჩევინებ, ბეზპრედელია, 
-ახლა სააკაშვილია ქურდი და მის გარეშე საქმე ვერ გაგვიკეთებია. 
-ხულიგნობას არ გვპატიობენ,
-კაცს სტატუსი და ბიოგრაფია ვეღარ გამოგიყენებია, გამოგიჭერენ? - გადიჭერენ.
-ამერიკა და რუსეთი რამ გაყო, ორივე დამპყრობელია,
-ყოფილიყო სსრკ, ხედავ რა პენსიები აქვთ რუსებს?
-რუსული ბაზარის გარეშე დავიღუპებით, პუტინმა კი გვანიშნა - ჯერ მოიცილეთ სააკაშვილი და მერე შემოგიშვებთო
-რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს წართმეული მიწები და არ დაგვიბრუნებს სანამ სააკაშვილზე ნაწყენები არიან. 



ამ ტყუილ მართალზე დაირაზმნენ, დარაზმეს 100 000 ადამიანი და დაიწყეს ლიდერის ძებნა. 


ლიდერი რის ლიდერია, თუკი ლიდერის სტატუსი თვითონ არ დაიმსახურა.  ქართულ ძველ საზოგადოებრივ აზრს ლიდერი არ ჰყავდა, ეძებდა და ვერ პოულობდა. 
არადა წყალივით, ჰაეროვით ჭირდებოდა და  გადაწყვიტა შეექმნა ლიდერი, აერჩია და მიენიჭებინა ლიდერის სტატუსი. 

მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური, საფეხურებიანი კასტინგი  მიმდინარეობს.

 
ცდისა და შეცდომის მეთოდით ძსა(ძველი საზოგადოებრივი აზრი) ლიდერის კვერთხს უძღვნის ხან ერთ, ხან მეორე შემთხვევით ადამიანს:
ირაკლი ოქრუაშვილი
ლევან გაჩეჩილაძე
ბადრი პატარკაციშვილი
გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი)
ირაკლი ალასანია
სოზარ სუბარი

შემთხვევით იმიტომ, რომ სანამ კვერთხს ჩაიბარებდნენ ერთი თვით ადრე მათი პოლიტიკური ნება პირად ნაცნობთა გარდა არავინ იცოდა. მეორე საკითხია ჰქონდათ კი საერთოდ პირადი პოლიტიკური ნება, თუ ძსას წახალისებით მოიჭყლიტეს ტვინი და დაბადეს. 




ამ  ადამიანებს ძსამ მასშტაბური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩაუტარა , რაღაც ფარული კამერისა და სიზმარში ნანახი კაზინოს ნაზავი. ერთ მშვენიერ დღეს განუცხადა, რომ (რა თქმა უნდა ეს დღე სხვადასხვა კალენდარული დღე იყო), დიდი ხანია გაკვირდები, გსწავლობ და დღეს გადავწყვიტე ერის სახელით  კვერთხი გადმოგცე, ლიდერად გაღიარო და საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ჩაგაბრძანოო. 
ცდუნება დიდი იყო, მხარდამჭერები თუ შემკვეთები კი ძლიერნი: ყველა პოლიტიკური პარტია მინუს ხელისუფლების ერთი პარტია, მთელი პოლიტ, სახლოვნებო, ცნობილ სახეებიანი ელიტა მინუს 20 მდე უცნაური ადამიანი ამავე წრიდან. და ...

რა ქნეს ძსა რჩეულებმა? 
დათანხმდნენ. 
ჩვეულებრივი ადამიანები, თითქმის ისეთივენი, როგორებიც მე და შენ ვართ, დათანხმდნენ საქართველოს საჭეთმპყრობელობას, ჩემს , შენსა და ჩვენი ოჯახების მართვას. 
თანაც როდის. იმ დროს როცა საქართველო ხელფეხით გაკავებული ჰყავდა რუსეთს და საქართველოს მოსახლეობის 99% ხელისუფლებისაგან გამარჯვებას და გათავისუფლებას მოითხოვდა, რუსეთს კი  წინა ხელისუფალმა წართმეულ მიწებზე მშვიდობისმყოფსლის ანუ დომინანტი ძალის სტატუსი დაუკანონა. 
მაგრამ რჩეულების  მეტოქე რუსეთი სულაც არ იყო, მათ წარმატებისათვის გაცილებით სუსტი მტერი იპოვეს - სააკაშვილი. 

და მართლაც, რუსეთი რა მათი თავშისახლელია, აგერ არ არის პრეზიდენტი, რმელმაც მილიონი ადამიანი თავისი რეფორმებით უშუალოდ შეავიწროვა,
ან ოჯახის წევრი შეუწუხა? 
აგერ არ არის პრეზიდენტი რომდლიც თავისი უთქმელი ლოზუნგით - წარსდექ მშიერი,  არა შიშველი, ლამისაა მთელი ბიუჯეტი სტუმრის თვალისსაამო ბეზძელუშკებში მიახარჯა და ის ფული ხალხის პირად მაცივრებს მოაკლო?
 

ეს ალბათ რაღაც კაზინოს წააგავდა - კუში უზარმაზარი, ხელში 3 ჯოკერი, მაგიდაზეც (საქართველოშიც) და მაგიდის გარეთაც (რუსეთში) გულშემატკივართა და ხელისშემწყობთა არმია. 


ცდუნდნენ, ადვილად გადააბიჯეს იმ წინაღობას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში  ღალატის, ჩვეულებრივი ადამიანებს შორის ღალატის სახელითაა სნობილი. სტაერივით გადაირბინეს მეორე ფრონტზე და ძსას კვერთხი ჩაიბარეს. 
და ასე მოხდა 7 ჯერ. 
და რა, მარცხი, მარცხების კრიალოსანი. 


გვეშველება რამე? როდის გვეშველება? ვკითხულობთ ჩვენ ძსას ერთგული 100 000 და დანარჩენი 3.400. 000 ქართველი. 

გვეშველება.
როცა ქართული საზოგადოება თავისთავში ჩააცხრობს ძსას, ძველ საზოგადოებრივ აზრს.  
გვეშველწბა მაშინ, როცა საქართველოში ასა - ახალი საზოგადოებრივი აზრი დაიბადება. 
ძსა კი ისტორიას ჩაბარდება ისევე როგორც მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, მხედრიონი, თბილისელი,მრგვალი მაგიდა,  კომუნისტური პარტია და სხვა ბრაზიანი მაგრამ არაპრინციპული გაერთიანებები. 



მაგრამ მანამდე დიდი დროა. ძსა ჯერ ენერგიული და ამბიციურია, კვერთხის ღირსეულ ახალ კანდიდატს ეძებს, თუმცა არჩევანი უიმედოდ უვიწროვდება. და რადგანაც გაუბახებელი ავტორიტეტები მხოლოდ სააკაშვილის გუნდში დარჩნენ, ალბათ ოცნებობს იმ დროზე, თუკი ოდესმე შეეძლება მოსათვინიერებელ ულაყზე ამხედრებული სააკაშვილის გადმომგდები კვერთხი ისევ სააკაშვილის გუნდელ ავტორიტეტულ და "უცებ თვალებახელილ, სიბინძურეში მონაწილეობით შეწუხებულ" წევრს გადასცეს; ბაქრაძეს, ბოკერიას, უგულავას ან მერაბიშვილს. 
რომელი მათგანი გატყდება როცა თავზენაცარდაყრილ და ვედრებით მუხლმოყრილ ძსას დაინახავს - შენ გელოდით, შენ გვიხსენიო. თუმცა ეს იქნება ზეგ.  
ხვალ კი ძსას ახალ MINIკვერთხიანების გამოცდის, ახალი კვერთხები მან ბურჯანაძესა და ნოღაიდელს მხოლოდ მას შემდეგ გამოუთალა, რაც ისინი პუტინისაგან დაფასებულები და მოფერებულები იხილა. 


ოქრუაშვილი
გრეჩიხა
პატარკაციშვილი
ალასანია
უცნობი გრეჩიხა
ბურჯანაძე
ნოღაიდელი
სუბარი
..




ვჰუზ ნექსთ?

კიდევ რამდენი კუნტრუშ-შლიგინი დასჭირდდბა ულაყს დასამშვიდებლად, ჩორთზე გადასასვლელად და შედეგად სასარგებლო ძალად გადასაქცევად?  

 ან იქნებ სულაც საკმარისი იყოს 8 კვერთხისა და მათ უკან პუტინის ლანდის ალიანსი  სააკაშვილის გადმოსაგდებად? 
და თუ მტრისას და ასე მოხდა პუტინი ყველა მათგანს გააძლიერებს სხვათა ჩასაძირად, შევარდნაძის სკოლა იქა აქვს გავლილი სადაც შევარდნაძეს - კგბ-ში.

რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ ჩვენ 3.400.000მა არააჟიტირებულმა პატიოსანმა მოქალაქემ ამ აიწონა დაიწონას, გავიდა ცხოვრება და თანაც კეთილი ბოლო არ გვაქვს გარანტირებული.




როგორ უნდა ვშვათ ასა - ახალი საზოგადოებრივი აზრი და ახალი საზოგადოება. როგორ უნდა მივცეთ ჩვენი , წესიერი მოქალაქეების პოზიციას ე. წ. სავაჭრო სახე, როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი მცირე აქტივობები წესიერი სახელმწიფოს ასაშენებლად იმ რაოდენობად, რომელიც ხარისხში გარდაიქმნება, და ძსა დაინახავს, რომ ეს ქვეყანა მისი არ არის, ასასია, წესიერი კანონდამჯერე, მომთმენი, შრომისმოყვარე, ტოლერანტი, კაცთმოყვარე, საქმეში შეცდომის შემნდობი და უსაქმურთა თავხედობის არმომთმენი ხალხისაა?
როდის გახდება ასა იმდენად ძლიერი რომ დღევანდელი ძსას აქტივისტებმა ასას ლიდერობა და იდეური წინანძღოლობა დაიჩემონ?

დაველოდოთ.

თუ

დაველოდოთ?       

Wednesday, June 23, 2010

ზიდანი




დღეს ზიდანის დაბადებისდღეა.

8 წლის წინ მან ორი თავურით საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი გახადა.
4 წლის წინ კი იგივე თავურით საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონად მეორედ გახდომის საშუალება წაართავა.

უნდა დაერტყა თუ არა თავი მაშინ მატერაცისთვის?

Monday, June 14, 2010

კიდევ ერთი ვიკენდი წილკანი -ძალისა.



ამ აბანოში ძალისელები მეორე საუკუნეში ბანაობდნენ.




ძალისა თბილისიდან დაახლოებით 20 კმ-შია, გასრიალებული გზა მიდის.
თბილისი - ნატახტარი- ნატახტარში აეროპორტის გადასახვევი მარცხნივ და სულ წინ (ჩაუვლი ლტოლვილთა ახალ დასახლებას, გაივლი წილკანს და მიადგები ძალისას).
ტრაფარეტ ძალისასთან გადახვალ ხიდს, შეაჩერებ მანქანას, სახლში, რომელსაც აწერია ზაზა და რომლის წინაც დგას ჯართის შემკრაბი ვაგონეტი, იკითხავ გოჩას.

გოჩა არ დაგზარდებათ და განახებთ...

ფუფუნების მოყვარული ანტიკურური ქალაქ ძალიასას ნაშთებს.
წარმოიდგენდი, რომ თბილისიდან 20 წთ-ის სავალზე ასეთი მნიშვნელობის და მასშტაბების არქეოლოგიური კომპლექსია და შენ არაფერი გსმენოდეს?

არადა ასე აღმოჩნდა.


უკანა გზაზე შეჩერდებით წილკნის ეკლესიაში, რომელიც ერთერთი ასურელი მამის -ისეს დაარსებულია, გამოყვებით თბილისისკენ, "ნატახტრის ველზე" ისადილებთ, ფხიზელი მძღოლი დაგაბრუნებთ თბილისში და ერთ ბედნიერ ვიკენდს ჩაიწერთ მახსოვრობაში. ღირს.


P.S. გოჩას სამსახურს ნიხრი არ აქვს, თქვენი სურვილით გადაუხდით. ჩვენ 6-მა 10ლარი ჩავუჭუჭკნეთ და მადლობები გვითხრა.


Dzalisi (Georgian: ძალისი) is a historic village in Georgia, located in the Mukhrani valley, 50 km northwest of Tbilisi, and 20 km northwest of Mtskheta.

It is the Zalissa (Greek: Ζάλισσα) of Ptolemy (AD 90-168) who mentions it as one of principal towns of Iberia, an ancient Georgian kingdom (Geographia; § 10, 3). Archaeological digs have revealed the remains of four palaces and hypocaustic baths, acropolis, swimming pool, administrative part, barracks for soldiers, water supply system and burial grounds. One of the villas is notable for its floor mosaics, which, together with the mosaics of Pityus, are, by far, the oldest ones found in the Caucasus. The style of the mosaic dates to around AD 300. Its central part depicts Ariadne and Dionysus in a banquet scene.
ამ 30 მ სიგრძის აუზში ძალისელები 18 საუკუნის წინ ნებივრობდნენ

ზაფხული ბათუმში + სასარგებლო

ბათუმი 10 ივნისი 2010წ.



ბათუმი 10 ივნისი 2010წ.

დღეს ზაფხულის პირველი დღეა (ძველი სტილით) აქამდე გაზაფხული იყო. სინამდვილეში კი, ბათუმში საკურორტო სეზონი უკვე დუღს.
ამის მიზეზი არხეინი და მდიდარი ხალხის მომრავლება არ არის, სიცხეა.

ბათუმი 10 ივნისი 2010წ.


როგორც ჩანს პროგნოზი მართლდება და ზაფხული მართლაც ძალიან ცხელი გველის.
ამიტომ მე ჩემს ერთგულ მკითხველებს ნაწილობრივ მაინც ხსნას გასწავლით (შარშანაც დავწერე და წელსაც წაიკითხეთ).
წაიკითხეთ და განახორციელეთ. ადვილია, ეფექტური და იაფი.

წაიკითხეთ












წაიკითხეთ?

Thursday, June 10, 2010




123

Wednesday, June 9, 2010

ჩემი ცხონებული თემები ფორუმზე.


ამ თემების გამსხნელი და განმეორებითი მკითხველები მწუხარებით იუწყებიან, რომ გახურებულ ზუზუნ ბუზღუნში უდროოდ დახურულ იქნა შემდეგი თემები:

ირაკლი დეისაძის სუპერრეიტინგული "სიმართლის დრო"


ხუიოვი ნაროდის ტიტული მინდა რუსებისგან,


ვის გულშემატკივრობ?


ტრაბანტი - მერსედესი


ევრიკა! ვიპოვე! ვიპოვე!


დაგვლოცე მამაო.


არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი

ტრაბზონმა კულტურული შოკი მიიღო, ჯერი მოსკოვზეა.


ათეისტებო აქეთ!


კლარა ცეტკინი თუ ნინო ბურჯანაძე?


აღვადგინოთ მეჩეთი სოფ ფლატეში


უნდა დაერტყა თუ არა ზიზუს თავი მატერაცისთვის

პანაშვიდ-დასაფლავება უკვე შედგა.
თემები განისვენებენ ფორუმჯის არქივგვერდის სასაფლაოზე.

მილენიუმ ბრიჯი

ათი წლის წინ ლონდონში ტემზაზე ქვეითთა "მილენიუმ ბრიჯი" გაიხსნა. დიდი ვიბრაციის გამო მეორე დღესვე დაიკეტა და 2 წლის განმავლობაში რეკონსტრუქცია უკეთდებოდა.
თბილისის ქვეითთა ხიდი 10 წლის შემდეგ აშენდა, და ჯერ არ ყანყალებს.
შესახედად ჩვენი მირჩევნია, გასავლელად კი ლონდონის, როგორც არ უნდა ვიბრირებდეს (სერიიდან - ისევ მინდა ლონდონში წასვლა).



Londoners nicknamed the bridge the Wobbly Bridge after participants in a special event to open the bridge (a charity walk on behalf of Save the Children) felt an unexpected (and, for some, uncomfortable) swaying motion on the first two days after the bridge opened. The bridge was closed later that day, and after two days of limited access the bridge was closed for almost two years while modifications were made to eliminate the wobble entirely. It was reopened in 2002.