ნორმა და წესები
უკიდეგანო სამყაროს ნორმაა:
-ფიზიკა და ქიმია
-სიკვდილი
-სტაბილურობა
-სტაბილურობისკენ სვლა
-ცხელის გაცივება
-მეტი დაძაბულობიდან ნაკლები დაძაბულობისკენ სვლა
-პლანეტას მეტეორები შეეჯახოს
-ულტრაიისფერმა სხივებმა სიცოცხლე მოსპონ.
ეს არაცოცხალ ბუნებაში,
ცოცხალში კი:
-თვითგადარჩენა
-საკვების მოპოვება
-თავშესაფრის მოწყობა
-შენი საჭიროებებისათვის სხვა ადამიენებთან გაერთიანება (ომი, ხვნა-თესვა, სამსახური, პროფკავშირი).
აქედან გამომდინარე ქვენორმაა:
-ქსენოფობია
-არატოლერანტულობა
-სხვისი რელიგიის არმიღება
-სხვა ერის არმიღება
-სხვა რასის არმიღება
წესია
ის, რაც ნორმის ზემოთ, ადამიანებმა განვითარების პარალელურად შეძლეს ერთობლივი კონსენსუსით შემოეღოთ.
ჩვენ ქართველებს, რა გვაქვს შემოღებული?
რა არის ჩვენი წესი?
რა გინდა შენ ჩემგან "კარგო ქართველო კაცო"?
ჩემთვის ასეთ ახსნას ვპოულობ:
ეს ხალხი ნორმალურია, ნორმალური ფიზიოლოგიურ-ზოოლოგიური ბრაზები აქვთ ( იხ. ჩამონათვალი ზემოთ),
მე კი იმ საქართველოში მინდა, სადაც ხალხს წესიერი ბრაზები ექნება.
Tuesday, May 31, 2011
რა გინდა შენ ჩემგან "კარგო ქართველო კაცო"?
Posted by cartwheel at 12:09 PM 0 comments
Wednesday, May 25, 2011
საზოგადოება
სიმპტომები:
-მანქანების მოძრაობა არარეგულირებული გზაჯვარედინზე
-მანევრის დასრულების უფლება
-" ჩემი გზა როცა არაა მაშინ გავდივარ და, ახლა ჩემი გზაა და მე ხომ არ გავატარებ. დამელოდოს, მერე რა რომ მანევრს ჯერ ვერ დაასრებს ".
- სხვისი გაჭედვა შუა მანევრის დროს.
- ორი თვალთახედვით შეუძლია კი მძღოლს სიტუაციის შეფასება?
- შუბებით შემოღობილი, გაუქმებული ბილიკები სასაფლაოებზე.
- მძღოლების ფავორიტი მუსიკა
- დისტანცია რიგში
- დაძვრა შუქნიშნიდან
- სერიალები და ცეკვა თამაში ტელევიზიაში
- პაწაწინა გუბეები ბიჭების ფეხებთან
- ჭუჭუაზე ხელის მოკიდება
- თმა და ტანსაცმელი რამდენად სტანდარტულია
Posted by cartwheel at 11:04 PM 0 comments
Monday, May 23, 2011
დედამიწის ჭიპი ვართ თუ კლოაკა?
ცენტრში ვართ თუ პერიფერიაზე, ელიტაში თუ ნაძირალებში, ნათელში თუ ბნელში?
გეორგია გეოცენტრი
(აი, როგორ ვცდილობდი საქართველო დედამიწის ცენტრში მომექცია)
მაგრამ...
ბიჭი- წარმოდგება მონღოლური სიტყვიდან სიჩ - პენისი
გოიმი- წარმოდგება ებრაული სიტყვიდან - არაებრაელი
კაცო- წარმოდგება იტალიური სიტყვიდან -პენისი
კავკას- წარმოდგება სპარსული სიტყვიდან - პენისი
ჩათლახი- წარმოდგება სპარსული (თურქული?) სიტყვისგან - არა ალაჰის მორწმუნე
გურჯი- (რაღაც წასაძახებელი, არ ვიცი რა).
გურჯისგან - გრუზინ
აქედან:
ჩვენ მიგვაჩნია, რომ "ბიჭ"ობა და "კაც"ობა კარგია, სინამდვილეში სალანძღავი სიტყვებია, ჩვენ გვაგინებდნენ ამ სიტყვებით.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გოიმობა და ჩათლახობა ცუდია, სინამდვილეში ვართ ჩათლახები და გოიმები - არა მუსულმანები და არა ებრაელები.
ჰა, როგორია?
ჩვენი ადგილი მსოფლიოს კლოაკაშია, არ გჯერათ?
აჰა.
დღეის სწორს ინგლისში იორკსა და ლანკასტერს შორის დაწყებულ ომს (ომებს) შემდეგ "ვარდების ომი" დაერქვა.
"ვარდების ომმა" 30 წელი გასტანა და ინგლისისათვის ნულოვანი დადებითი შედეგით დასრულდა.
The White Rose of the House of York
The Red Rose of the House of Lancaster
ვარდების ომი 555 წლის წინ დაიწყო, 1455 წელს, დამთავრდა 30 წლის შემდეგ 1485 წელს.
ჩვენ უკვე მეოცე წელია ომების სერიალში ვართ, როდის მივალთ 1485 წლის ინგლისის დონემდე?
Posted by cartwheel at 10:51 AM 3 comments
Labels: ოპოზიცია, საზოგადოება, ხალხი
Friday, May 20, 2011
ბილბორდებზე დასაწერი
საქართველოს წარმატება კი არ სჭირდება, არამედ დიდი წარმატება!
თუ ყველამ არ მოინდომა, ვერავინ მიიღებს!
ცოლქმრის საქმეში დედამთილ მამამთილ სიდედრ სიმამრი მტყუანნი არიან!
ნუ დასჯი სკოლამდელი ასაკის ბავშვს!
1 წლამდე ასაკის ბავშვი მოფერებით არ გათავხედდება!
ყველას გვაქვს პირადი სივრცე, ავტომობილებსაც!
ადრე გაიღვიძე ადრე დაიძინე!
ადექი რომ დაგინახონ, თქვი რომ გაგიგონონ!
დაიწყე, დღეს კარგი დროა!
ავტოავარიაზე პასუხისმგებლობა პირველ დამრღვევს ეკისრება!
Posted by cartwheel at 10:57 AM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Wednesday, May 18, 2011
ისევ სტამბული. გენეტიკა
ქალებიცა და კაცებიც უმრავლესობა ქართველთაგან არაფრით განსხვავდება.
ეს ჩემთვის ნამდვილი სურპრიზი იყო. აღმოჩნდა რომ სტამბულში იმ ადამიანებს შორის, რომელიც ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით შეიძლება იყოს თურქი, ძალიან ბევრი დადის ადამიანი, რომელიც შეიძლება საქართველოში ქართველი გეგონოს, მაგრამ მთავარი გაკვირვება ადამიანთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გამოიწვია- სტამბულში დადიან ადამიანები, რომლებიც ჩემში წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინის მიხედვით მხოლოდ ქართველები შეიძლება იყვნენ, ენა გებორკება სანამ თავს აიძულებ იმ ადამიანებს ქართულად კი არა ინგლისურად დაელაპარაკო.
ქართული ექსტერიერი ჭრელია, მასში ხშირად შენიშნავ კლასიკურ მონღოლურ, რუსულ, სპარსულ, ევროპულ ნაკვთებს. თურქული ექსტერიერი იგივე ინგრედიენტებითაა შედგენილი, ოღონდ მეტი ამპლიტუდით. ანუ თურქები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ისინი უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან ვიდრე ქართველი ქართველისგან (მაგალითად ქიზიყელი ზემო იმერელისგან)
საერთოდ, ე. წ. შორი დამემკვიდრება ანუ ეროვნებების, რასების არევა გენეტიკურად მეცნიერულად დადასტურებულ გაუმჯობესებას იძლევა.
ამის მაგალითი უამრავი გვაქვს შოუ ბიზნესში, როცა სილამაზის ეტალონი ცხრა ეროვნება- რასის აღრევის შედეგად გაჩენილი ადამიანი ხდება
სოფი ლორენი, ნაომი კემბელი, კიანუ რივზი, ლენი კრავიცი საკმარისი მაგალითებია.
თურქები გენების ისტორიული (დროში) დაგეოგრაფიული (ტერიტორიებზე) ლაბორატორიის შედეგად შეიქმნენ, მაგრამ შორმა დამემკვიდრებამ მათი ექსტერიერი ვერ აქცია განსაკუთრებით მიმზიდველად.
რუსებისგან განსხვავებით, რომელთა გენები სლავური და მონღოლური გენების არევის შედეგად ჩამოყალიბდა და ძალიანაც ეფექტური გამოვიდა.
თურქების გარეგნობას ეს კეთილმყოფელი ფაქტორი დიდად არ ატყვია.
სამაგიეროდ ატყვია თვით გენებს.
ალბათ თურქებს ძალიან ძლიერი გენები აქვთ, რომელიც მათ საშუალება მისცა დაპატრონებოდნენ კონსტანტინოპოლს.
ამ ბოლო წინადადებას მხოლოდ სტამბულის მონახულების შემდეგ გამიგებთ.
რატომ? მხოლოდ საკუთარი თვალით აია სოფიას, ხორას, ტიბერიუსის გალავანის შემხედვარენი მიხვდებით.
Posted by cartwheel at 1:22 PM 0 comments
ისევ სტამბული. ხალხის ექსტერიერი:
თითქოს ძალიან ჭრელი, მაგრამ მაინც ფარგლებში მოქცეული.
ქალების 4 ჯგუფი
ჩვეულებრივი თბილისელთაგან განურჩეველი ქალები (უმრავლესობა)
დეკოლტეიანი აზიური ქალები თუთიყუშისმსგავსი ანუ რთული ვარცხნილობებით (ცოტა)
მკერდდახურული მოკლეკაბიანი ევროპული იერის (უფრო ცატა)
თავსაფრიანი გრძელ კაბაშარვლიან პლაშიანი მორწმუნე ქალები (არც ისე ცოტა)
ჩადრიანი ქალები (სულ 3 ვნახე 10 მილიონიან ქალაქში)
დასკვნები:
კონსერვატულობის ნიშანია ჯინსი, ზოგადად შარვალი ქალისთვის
დეკოლტეც კონსერვატულობის ნიშანია მინიკაბასთან შედარებით.
თბილისში ასეთი რანჟირება არ გვაქვს.
კაცები
ჩვეულებრივი, თბილისელთაგან განურჩეველი
უმეტესობა
თუთუყუშისებრი (რთული) ვარცხნილობით
ევროპელები
წვერულვაშ გაკრეჭილი შახაბას ანდაც ჩეხოვივით აზიელები
კონსერვატიულობის ნიშანი გაკრეჭილ- გაპარსული თხისებრი წვერი
ევროპელობის ნიშანი თმის შეჩეხილი ვარცხნილობა.
Posted by cartwheel at 1:17 PM 0 comments
Tuesday, May 17, 2011
სტამბული
ჩემი წინასწარი განწყობა:
საერთოდ, როცა ამბობ, რომ მიდიხარ რაღაც ისტორიული ძეგლის, ნივთის, ქალაქის სანახავად, იგულისხმება რომ მიდიხარ მათი შემოქმედებისთვის პატივის მისაგებებლად. ჩვენი ოქროს ლომის, ოქროს ირმებისა და ჩიტუნების ნახვისას თვითონ ნივთი ხომ მოგწონს და მოგწონს, მისი გამკეთებლები გიყვარდება, ადამიანები, რომლებიც ცივილიზავიის გარიჟრაჟზე დღევანდელი შეფასებითაც ურთულეს ნივთებს აკეთებდნენ და უმშვენიერეს ნაკეთობებს ქმნიდნენ. არ კმაყოფილდებოდნენ იმით რაც მათ ასწავლეს და ქმნიდნენ უფრო რთულს.
პარიზში წასვლის წინ ვიცოდი, რომ მივდიოდი ერთ მხრივ დიდი ფრანგი ხალხისათვის პატივის მისაგებებლად, რომლებმაც ააშენეს ქალაქი დღესასწაული პარიზი, მეორე მხრივ კი კაცობრიობისთვის, ადამიანთა მოდგმისათვის პატივის მისაგებებლად, რომლებმაც მე ( ჩვენ) თანამედროვე განვითარებული მსოფლიო გვაჩუქეს უამრავი შეცდომისა და ტკივილის ფასად. მხედველობაში მქონდა ლუვრში თავმოყრილი ცივილიზაციის გარიჟრაჟისას ეგვიპტელების, შუამდინარეველების, შემდეგ ბერძნების, რომაელების, შემდეგ რენესანსის, ბაროკოს, გოთიკის მწვერვალების ნახვისას მათი მქმნელებისადმი პატივისცემის გრძნობა.
მაშინ ასეც მოხდა:
პარიზი როგორც ქალაქს და პარიზელებს უცნობ ადამიანებს დღეს მე ათჯერ მეტ პატივს ვცემ, ვიდრე წარმომედგინა.
ასევე
ლუვრში ნანახმა ანტიკურამდელმა (ეგვიპტურ- ბაბილონურ- ხეთურ-აქადეურ) და ანტიკურმა (ვენერა მილოსელი,ნიკეა) შემოქმედებამ მე 10 ჯერ უფრო დიდი სიყვარული გამიჩინა კაცობრიობის იმ აღმძვრელი ჩვენი (ცივილიზებული კაცობრიობის) წინაპრებისადმი.
სამომავლოდაც ასე ვგეგმავ, თუ სადმე "დასასვენებლად" (ბრჭყალებში იმიტომ, რომ სიმნამდვილეში უნდა დაიღალო) წავალ, წავალ იმ ხალხისადმი პატივის საცემად. უფრო სწორედ, პატივსაცემ ხალხთან წავალ. მაგალითად იტალიაში იტალიელების, ამერიკაში ამერიკელების, პორტუგალიაში პორტუგალელების, ახალ ზელანდიაში კი ახალზელანდიელების.
არსებობს კიდევ დასვენება დასასვენებლად, ოღონდ ბრჭყალების გარეშე დასასვენებლად, რომელსაც მე ვერ ვეღირსები, უფრო სწორედ არ ვეღირსები. რატომ? იმიტომ რომ თუკი მართლა დასვენების, კანარებზე, სეიშელზე, ბალიზე, ტანგანიკაზე ( და ა. შ. ) ხორცის ლხენის ფული მექნა, ისევ დასაღლელად წავალ რომელიმე იმ ხალხის საპატივცემოდ მუხლმოსაყრელად ( არადა მართლა ძალიან დასაღლელად, როგორც პარიზში დღეში ფეხით 20 კმ გავლისას), რომელთაც კაცობრიობას ხელოვნება და ცივილიზაცია აჩუქეს. რა ვქნა, ათეისტი ვარ და ჩემი მექა და მედინა შეიძლება ინგლისში ვიპოვო, მსოფლიოში პირველ ორთქლმაბალთან ან გერმანიაში გუტენბერგის სტამბაში, ან საბერძნეთში პართენონის სვეტებთან.
სტამბოლში წასვლისას წინასწარ გაორება მქონდა, თქვენც გექნებათ (ან გქონდათ უკვე).
მიდიხარ ქალაქში, რომელსაც 1931 წლამდე მსოფლიოსთვის კონსტანტინოპოლი ერქვა, რომელიც ევროპული ბერზნულ-რომაული მსოფლიო წესრიგის დადაქალაქი იყო არანაკლებ 4 საუკუნე, რომელშიც გაიყო ქრისტიანობა მართლმადიდებლებად და კათოლიკეებად, რომელმაც შეინარჩუნა მართლმადიდებლობა,(კათოლიკობა კი რომში დასახლდა) და რომელშიც დღესაც ყველა მართლმადიდებელი პატრიარქის შემკრები კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოღვაწეობს.
ბიზანტია ქართული კულტურის, რწმენის, არქიტექტურის, მხატვრობის, მეცნიერების, რითაც ვამაყობ და მიხარია, ერთერთი ბურჯია. დიდი მადლობა მას, ბიზანტიას, მის ამშენებელ კარგ ხალხს, ბერძნებს, რომაელებს, ჩვენიანებს ამ ჭრელ მსოფლიოში.
ისტორიულ პარიზში ბოდიალისას თანამედროვე პარიზელები გიყვარდება და პატივს სცემ.
სტამბულში ბოდიალისას მუდამ დაგყვება გაორებული გრძნობა. ერთი - ეს მე წამართვეს, ჩემიანებს წაართვეს (ვიბრძოდით კიდევაც ქართველები ბიზანტიელების მხარდამხარ საერთო მტრის წინააღმდეგ). სტამბულში ნახულობ კონსტანტინოპოლს, რომლის შემოქმედები გიყვარდება, პატივს სცემ, მაგრამ ეს შენი გრძნობა მასპინძლებზე ვერ გადმოგაქვს, არ ამაყობენ თურქები კონსტანტინოპოლით, ისინი თავისი გამარჯვებით ამაყობენ. არგუმენტი გნებავთ? აჰა.
აია სოფია აღარ არის მეჩეთი, მუზეუმია, მაგრამ არც ეკლესიაა. ღვთისმსახურება იქ არ მიმდინარეობს.
იერუსალიმი მსოფლიო მიზიდულობის ქალაქია, სტამბული კი ნაკლებად, არადა საჩვენებელი მეტი აქვს.
გასაღები მასპინძელთა გახსნილობაშია.
ებრაელები ზემოდან უყურებენ სხვა რელიგიებს, თურქები კი ეჭვით. შედეგად, აია სოფია, იოანე ნათლისმხემელის ხელი და თავისქალა, მოსეს ხელჯოხი, დავითის ხმალი და სხვა გლობალური სიწმინდეები, რომლებიც ოტომანებმა სულთნისთვის მოიხვეჭეს, დაკნინებულები წარმოუდგება სტუმარს, აია სოფია მუზეუმად, ხოლო სიწმინდეები მუჰამედის სიწმინდეების ქვეშ, წვრილი წარწერით.
იქ სადაც ქრისტიანები უნდა შეიკრიბონ ამ სიწმინდეების სანახავად, უკვე მისულია მუჰამედის მუსულმანური სიწმინდეების სანახავად მისული სამჯერ მეტი მუსულმანი, თავს თურქი მცველი გადგას, რომელსაც ხშირად უწევს რიხიანი ბრძანების გაცემა თურქულად თურქებისადმი, არ მიეკაროთ ვიტრინას, დროზე გაიარეთ.
იმ თურქეთს, რომლის ძლიერებას, სიმდიდრეს, ფუფუნებას, რელიგიურ კონსოლიდირებულობას შენ ნახულობ სტამბულში, და რომელიც თავისივე თვითტკბობაში და ქსენოფობიაში იყო ჩაძირული 19?? წლამდე და შედეგად დასუსტებული, დეზორგანიზებული, დაყოფილი და იმდროინდელი ევროპის ყოჩაღი ქვეყნებისთვის თავში წამოსარტყმელი გამხდარიყო, ცის გახსნად მოევლინა მუსტაფა ქემალი , შემდგომში ათათურქი , თურქების მამა.
ამ კაცმა თურქეთს ძველი დიდება დაუბრუნა, და არ იკითხავთ რითი?
ომებით? ევროპისადმი მუქარებით, მეტი რელიგიური კონსოლიდირებით, არა!
ამ კაცმა ყველაფერი "უკუღმა" გააკეთა:
შემწყნარებლობა, ნაკლები რელიგია, თანამშრომლობა გიაურებთან, მეტი გახსნილობა და განათლება. სულ ეს იყო.
ათათურქმა ისტორიით გამოცდილი კონსერვატიული კონსოლიდირებული ბურჯი, რომელსაც ეფუძვნებოდა ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში, შეაზანზარა. თურქეთს ახალი ბურჯები შეუყენა: მოქალაქეობა ეროვნების ნაცვლად,
ცივილიზაცია თვითკმაყოფილების ნაცვლად,
ლათინური ანბანი არაბულის ნაცვლად
კოსტუმი ჩალმის ნაცვლად
ფეხსაცმელი ქალამანის ნაცვლად
სახე ჩადრის ნაცვლად
და შედეგად თურქეთი დღეს არაა ირანისმსგავსი ქვეყანა, ის თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ის გლობალური გავლენის ქვეყანა ხდება.
მაგრამ მას ახალი ათათურქი სჭირდება, რომ შეიძლებოდეს, იგივე ათათურქი, მუსტაფა ქემალი.
ის აშკარად დაინახავდა გზას, თუ როგორ ექცია სტამბული ახალი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრად. ჭეშმარიტება მარტივია და ის ზედაპირზე დევს, ოღონდ მის დანახვას დისტანციიდან ყურება ჭირდება, მაგალითად საქართველოდან.
დაუშვი ქრისტიანული წირვალოცვა აია სოფიაში, ქრისტიანულ, იუდეურ სიწმინდეებამდე მიუშვი პილიგრიმები ( პილიგრიმების და არა დამთვალიერებლების სტატუსით) აღადგინე მართლმადიდებლური ეკლესიები ტაო კლარჯეთში, გრიგორიანული ვანში, ყარსში, და... შენ გეწვევა გაცილებით მეტი ზანგი და ჩინელი. და მალე გახდები გლობალური მეგაპოლისი არა მოსახლეობის რაოდენობით ან ცათამბრჯენების სიმაღლით, არამედ მიზიდულობის ძალით, რომელიც ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შენ კი გაქვს, მაგრამ " ტავარნი ვიდს" ვერ აძლევ, კონსერვატიზმი და სიამაყე ხელებს გიბორკავს. ირანი ვახსენე აი მაგალითი ქვეყნისა, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს საამაყო და ეს სიამაყე ხელფეხს უბორკავს.
თუკი თურქეთი თავისი ისტორიული მომხვეჭელობის შედეგს 6 საუკუნის შემდეგ მაინც, მშვიდად მიიღებს თავისად, ანუ თუკი მოემატება გახსნილობა და მოაკლდება ეჭვიანობა, ის აია სოფიაში ქრისტიანულ ლოცვას დაუშვებს.
ევროპელები?
ევროპელები კი ვართ იმდენად პროგრესულები, რამდენსაც ახლა მე თურქებისგან ვითხოვ?
თითქოს კი. ახალგამომცხვარი მეჩეთებით მოფენილია მთელი ევროპა, მაგრამ ესპანეთში არაბთა ისტორიული ულამაზესი, არქიტექტურის ერთერთი მწვერვალი მეჩეთი ალამბრა? დღეს ეკლესიადაა გადაკეთებული და მისით ესპანელები ამაყობენ, როგორც სტამბულში თურქები.
საჭიროა მსოფლიო მასშტაბის ორმაგი როქი.
მეჩეთი ესპანეთში
ეკლესია აია სოფიაში
თითო კუთხე მაინც ორივე ტაძარში მლოცველთათვის.
თუნდაც თითო კუთხე.
ის ერთი კუთხე თურქეთს გაცილებით დაუახლოვებს ევროპას, თანაც არა პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ კულტურულით. თურქეთი მეოცე წელია ცდილობს ევროკავშირში შესვლას, ევროპა მეოცე წელია აქებს თურქეთს წარმატებისთვის
და ... რაღაცას უწუნებს. თურქეთი კი ჯიუტად ცდილობს ვერ მიხვდეს იმას, თუ რას უწუნებს ევროპა თურქეთს.
Posted by cartwheel at 9:41 PM 2 comments
ახალი ლოზუნგი საქართველოს გზებზე
გაორებულები ვართ ქართველები:
1991 დან დაცენტრილები ვიყავით, ანუ სიმძიმის ცენტრი არამყარი, მოძრავი გვქონდა, 2004 წლიდან კი უარესი დაგვემართა, გაორება.
დღეს ამ პროცესს გადავლილ აქვს მაქსიმალური პოლარიზაცია და კვლავ კონსოლიდაციის ტენდენციას იმჩნევს, მაგრამ ტენდენციის მიუხედავად ჯერ მაინც კარგა გაფარჩხული გაორებულები ვართ.
იცვლება ჩვენი დამოკიდებულება წესისადმი, რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, ტრადიციისადმი. ის რაც შეჩვეული ჭირი გვეგონა თურმე დაძლევადი ყოფილა, ის რაც ადვილი ასათვისებელი გვეგონა თურმე ურთულესი თავსატეხია.
გვიყვარს რუსები და ვებრძვით რუსეთს, გვიყვარს აფხაზეთი და ვლანძღავთ სომხებს, ტოლერანტობით ვამაყობთ და ქსენოფობიით ვცხოვრობთ, მოგვწონს პატრული და გვახრჩობს ღვედები, გვინდა ინვესტორი და ტურისტი და არ გვინდა შადრევანი და კონცერტი, ეროვნულმა უმცირესობამ პატივი უნდა მცეს, მე კი ის უნდა ვლანძღო, მსოფლიო მე გვერდში უნდა მედგას, მე კი მისი ბნელი ზრახვები უნდა ვამხილო. ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა მაგრამ ბოროტი და არაადამიანურია, და ა. შ.
ერთი დიდი გაორების ასპარეზი ეს ქართული საავტომობილო მოძრაობაა.
გვიხარია რომ კუთხეებში ჩასაფრებული ინსპექტორები არ გვიჭერენ და ქრთამს არ გვძალავენ, მაგრამ თავხედები ჩვენს გზებზე არ მოგვწონს.
საქართველოს გზებზე ავტომობილები თავისი ბოდილენგვიჯით კი არ საუბრობენ, არამედ ჩხუბობენ, ირქინებიან, იკბინებიან, აჩმორებენ, ჩმორდებიან, წკეპლას ხანაც მათრახს ურტყამენ, შუათითს აჩვენებენ.
ეს ჩუმი კაკაფონია ერთი ქვეტექსტით გრძელდება - ყველა მართალია.
ყველა თავს მართლად და სხვისგან დაჩაგრულად თვლის: მივდიოდი ჩემთვის, ვიდექი ჩემთვის, ვუხვევდი ჩემთვის, იმან არ გამიშვა, იმან ჩამიჭრა, იმან გადამაგდო.
მტყუან მართალი მხოლოდ ავარიების შემთხვევაში ირჩევა, მშვიდობიანად (მხოლოდ ნერვების გლეჯვჯს და არა მსხვრევა მტვრევის) დასრულებისას ორივე მძღოლი თავის აზრზე რჩება - ის ვინც შემებორკა, შემეჩეხა, ჩამიჭრა, გადამაგდო ცუდია, თავხედია, მე კი მართალი და ყოჩაღი ვარ.
ავარიის შემთხვევაში კი მსაჯული ერთვება საქმეში: ახალრეფორმირებული პოლიციელი, ექსპერტები, ფოტო და ვიდეო სამხილები, ნახაზები და ბოლოს სასამართლო თავისი მუხლებითა და პუნქტებით.
რას სწავლობს ქართველი მძღოლი ავარიის შემდეგ თავისი ნეგატიური გამოცდილებით?
მე მგონი რომ ბევრს ვერაფერს.
პოლიცია ადასტურებს რომ დამნაშავე ორივე მხარეა და დამჯახებელი მეტად ვიდრე დაჯახებული.
მეორე დღეს ორივე მძღოლი იგივე რიხით უჯდება თავის ავტოს - თავხედების ფარაში მე ყოჩაღი ვიქნები!
და გრძელდება გაორების კარუსელის წრებრუნვა. მიზეზი იწვევს შედეგს, შედეგი იწვევს მიზეზს...
დავიჯერო ჩვენ ერთადერთი საზოგადოება ვართ ვინც ამ მანკიერ თითქოს დაუსრულებელ ორომტრიალშია ჩაბმული?
დავიჯერო 1920- 1930 წლებში არ ჰქონდათ ამბიციური ჩხუბები ნიუიორკისა და ლონდონის გზაჯვარედინებზე შეჯახებული ავტომობილების მძღოლებს, რომელთაგანაც ორივე თავს ცამდე მართლად თვლიდა?
ექნებოდათ, აუცილებლად ექნებოდათ განვითარებულ ქვეყნებს პრიორიტეტების გარეშე მყოფი ბუნდოვანი ეტაპები.
მაგრამ, გადაიტანეს ეს ბურუსიანი გაორების ეტაპი. მათ სწორ ლოზუნგს მიაგნეს:
მოდუსი: "ავარიის მონაწილეთაგან ორივე დამნაშავეა, დამჯახებელი მთავარი დამნაშავეა"
შეცვალეს პრინციპით,
"ავტოავარიის დროს პირველი დამნაშავე მთავარი დამნაშავეა"
ეს რას ნიშნავს:
ავარიის მატერიალური ზარალის ზღვევა და იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა იმას, ვინც დაეჯახა, არამედ იმას ვინც პირველმა დაარღვია წესი: გზა ჩაჭრა, სხვისი ხაზი დაიკავა, არალოგიკურად გაჩერდა ან შეანელა, არასწორად დააპარკინგა, გზაჯვარედინზე თვალსაწიერი დაავიწროვა.
ეს მანქანებს შორის
ახლა ქვეითსა და მანქანას შორის:
მთვრალი უადგილოდ გადამავალი ქვეითი და ფხიზელი მძღოლი= მძღოლი არ გამტყუნდეს.
ავტომანქანას მართვისას აქვს შეზღუდული შესაძლებლობები:
მკვეთრმა მოხვევამ შეიძლება გამოიჭვიოს ამობრუნება,
მოძრავ მანქანას ისევე როგორც მატარებელს აქვს სამუხრუჭე მანძილი, რომლის უფრო ნაკლდბ მანძილზე მანქანა ვერაფრით გააჩერებს.
შესაბამისად, თუკი ქვეითი დაუდევრობით/ სიმთვრალით მოხვდა ისეთ ადგილას, რომელის გარდაუვალ ავარიას იწვევს, მტყუანი არის ქვეითი.
რაც მალე დავნერგავთ საქართველოში ამ პრინციპს, მით მალე დავძლევთ გაორების ამ დიდ პლასტს.
ავარიისას მთავარი დამნაშავე პირველი დამნაშავეა!!
ამ პრინციპის ამოქმედება პასუხისმგებლობის მომენტს დამუხრუჭების მომენტიდან გადმოიტანს მანევრის დაწყების მომენტზე.
ამ პრინციპის დანერგვით ქვეყანა შედეგად მიიღებს: ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს, მშიერ ჟესტიანჩიკს და ტრავმატოლოგს, მადლიერ სადაზღვევო კომპანიებს, და... აიკიდებს მეტ პასუხისმგებლობას გზების უსაფრთხოებაზე:
თუ პირველი დამრღვევი გზის წინაღობების (ორმო, სამუშაო რომლის შესახებ არ გააფრთხილა საგზზაო ნიშანმა) მიზეზით იძულებული გახდა საავარიო მანევრი ჩაეტარებინა ან მოეხდინა ავარია, პრინციპის " მთავარი დამნაშავე პირველი დამნაშავეა" მიხედვით მთავარი დამნაშავე სახელმწიფო გამოდის.
აიღებს სახელმწიფო ახალ პასუხისმგებლობას და ხარჯს გადარჩენილი ადამიანების ფასად?
Posted by cartwheel at 1:39 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, სასარგებლო, ძირს პათეტიკა
Saturday, May 14, 2011
ფეხბურთი
2011 წელია
საქართველოს მოსახლეობამ ახლახანს შეიკრა ღვედები მანქამაში. დიდი ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა აღვირახსნილობიდან მოწესრიგებულობისკენ.
მანამდე რამდენჯერმე ანონსირების მიუხედავად ღვედების შეკვრის აუცილებლობის კანონის შემოღება ხელისუფლებამ ვერ გაბედა - არ შეიკრა მაშინ მოსახლეობამ ღვედები ( ვინ კითხავს მთავრობას, იყო ხალხის პასუხი).
დღეს ეს რქები დახერხილია. ნაბიჯი წინ, მომილოცავს მეგობრებო.
იმ დილას კი დილის კურიერში ქართველი ფეხბურთელების უხეშობაზე იყო რეპორტაჟი.
საქართველოს შიდაჩეემპიონატის ერთი ტურის ორი მატჩში მსაჯებს ფეხბურთელები ეჩხუბნენ, მხოლოდ სიტყვით არა, ფიზიკურადაც.
ერთს ხელი კრეს და წააქციეს, მეორეს ეძიძგილავეს და მუშტებით გაექაჩნენ.
არ მაინტერესებს შეცდა თუ არა მსაჯი იმ ფეხბურთელთა დასჯაში.
სპორტი პირველ რიგში არის მოგება წესების დაცვით. წესის დარღვევისას სპორტს შინაარსი ეკარგება.
ფწხბურთის პირველი წესი კი არის, რომ მსაჯი მსაჯია, ის საზღვრავს მტყუანს და მართალს, მსაჯი ყოველთვის მართალია, თამაშის მსვლელობისას არ არსებობს მასზე ზემდგომი ინსტანცია.
მსაჯის სიტყვა კანონია, ის არ შეიძლება შეიცვალოს. მსოფლიო შემპიონატის ფინალშიც კი, ძალიან საჭოჭმანო სიტუაციაშიც კი ვერდიქტი მსაჯს გამოაქვს და არა სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო ფრაგმენტების ბევრ მონიტორზე მხილველ რომელიმე მსაჯულთა საბჭს.
სუბიექტურობა მსაჯობაში ლეგიტიმური დაშვებაა. მთელმა მსოფლიომ თვალით ნახა ის, რაც ვერ შენიშნა მსაჯმა - მარადონამ გადამწყვეტი გოლი ფინალში ხელით გაიტანა და არა თავით, ღმერთის ხელი იყოო, მერე თქვა. გოლი კი არ უნდა ჩაეთვალათ, თამაშიდანაც უნდა გაეგდოთ მარადონა იმ ხელით გატანილი გოლისთვის, მაგრამ იღბალი იმ დღეს არგენტინელთა მხარეს აღმოჩნდა. ინგლისელებმა მსაჯი არ მოკლეს, არც გალახეს, საჯაროდ გააკრიტიკეს მწვავედ, არასაჯაროდ ალბათ აგინეს.
რა ისეთი პრინციპული სამყაროს ნგრევა დაატყდათ თავს კორღალიძეს და ბიჭიკაშვილს ( გვარები პირობითია) მსაჯის გადაწყვეტილებით, რომ მსაჯზე ფიზიკურად გაიწივნენ?
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი სამართლის აღსრულებას დაგვპირდა - უხეშ ფეხბურთელებს 3 თამაშიან დისკვალიფიკაციას მივცემთ და ფულად ჯარიმას დავაკისრებთო.
ძალიან პატარა სასჯელია იმ სირცხვილის საზღაურად, რაც ამ ფეხბურთელებმა სრულიად საქართველოს მოუვლინეს. მე ფეხბურთის ფანი არ ვარ ( აღარ ვარ), შესაბამისად ჩვენი ფეხბურთის არც წარმატებები მახარებს და არც წარმატებების მოლოდონი, დიდი ხანია პოზიტივის ეს იაფი წყარო ჩემს ცხოვრებაში აღარ მაქვს. ვიყავით მე და ფეხბურთი ასე ზურგშექცეულები და აჰა, ფეხბურთი შეტევაზე გადმოვიდა, თითქოს მაკლდესო, სირცხვილი მომანიჭა, რომ ჩემი ქვეყანა ღვედებით დაბმის მიუხედავად მაინც აღვირახსნილ ქვეყანად რჩება.
რათ მინდა ეგ ფეხბურთი რომელიც არა მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე შემარცხვენს, არამედ ჩემი ერის ძლივძლივობით დავარცხნილ მენტალურ პორტრეტს სამარცხვინო თავხედის ღიმილს მიახატავს?
მსაჯებს საქართველოს ჩემპოონატში 4 ათასი ლარი ჰქონიათ ხელფასი, ფეხბურთელებს ალბათ კიდევ უფრო მეტი.
მაინტერესებს საიდან?
სტადიონზე ბილეთი არ იყიდება და ტელეევიზიებს ფეხბურთელები თვითონ უნდა შეეხვეწონ რომ მათი თამაშის რეპორტაჟი ტელეეთერით აჩვენონ ან ახსენონ მაინც
ქართულ ფეხბურთს კუთვნილი ჰონორარით არსებობა არ შეუძლია. ალბათ სახელმწიფოს აზის წურბელად.
შადრევანებში და ფასადებში ხარჯავს ეს მთავრობა ფულსო, სულაც არ მენანება გალამაზებასა და ინფრასტრუქტურაზე უზარმაზარი ხარჯები, აი ფეხბურთზე კი მგონია, რომ ჩემი ფული არ უნდა დაიხარჯოს, არცერთი თეთრი იმ 5000 ლარიდან, რომელიც ყოველწლიურად ჩემი ხელფასიდან ჩამოჭრილი მისდის საქართველოს სახელმწიფოს, ყოველ შემთხვევაში ამ ჭკუაზე ვიქნები მანამ, სანამ ეგ ორი მოჩხუბარი რაინდი მინიმუმ ერთ წლიან დისკვალიფიკაციას არ მიიღებს.
p.s. ეს ადრე მეწერა, მას შემდეგ დამნაშავე ფეხბურთელებს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ჩემი დაქადნებული 1 წლიანის ნაცვლად 6 თვიანი, მაგრამ... მაინც მოვლბი, კაი ჯანდაბას, მიეცით ჩემგან მოჭრილი ფული ფეხბურთელებსაც.
Posted by cartwheel at 11:21 AM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Friday, May 6, 2011
თემის "სტამბოლი" დაიჯესტი forum.ge-დან
konstantinopol
"ბერძენ კოლონისტთა პირველმა დასახლებამ ბიზანტიუმი სახელი მათი ლიდერი მეგარელი ბიზასგან მიიღო. ახ.წ. 324 წელს ის რომის იმპერიის აღმოსავლეთის დედაქალაქი გახდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის' მიერ. ბიზანტიუმს ნოვა-რომა დაარქვეს თუმცა ამ სახელით მისი მოქალაქეები არ მოხიბლულან და ქალაქი მალე ცნობილი გახდა როგორც კონსტანტინოპოლი - "კონსტანტინეს ქალაქი". რომისა და დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება აქ მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია - ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული ორთოდოქსული ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.
1453 წელს ოსმალეთის თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებდნენ, თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია ( القسطنطنية ) გამოიყენებოდა, რაც არაბულად "კონსტანტინეს ქალაქს" ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს დაერქვა.
მნიშვნელოვანი ტელ. ნომრები:
პოლიცია - (+90212) 635 00 00
საერთაშორისო საავადმყოფო - 66 33 00 0
საავადმყოფო - 588 48 00
ძალიან კარგი რუკა:
10-Day weather Forecast for
Istanbul, Turkey
ჩაფრენა
პეგასუსით ფრენაც მაგარი მოსახერხებელია. გამოდიხარ თუ არა გოქენის აეროპორტიდან ეგრევე პირდაპირ, გზას გადახვალ თუ არა HAVAS-ის ავტობუსი დგას, არ შეგეშლება, დიდად აწერია. ნომრები არ აქვს, ყველა ტაქსიმში მიდის, ბოლო გაჩერება მანდ აქვთ. თანაც ყოველ ნახევარ საათში გადის, 13 ლირა ღირს ტაქსიმამდე. ჩაჯდები და 1-1,5 საათში ადგილზე ხარ.
ტაქსიმიდან gogchemamde ავტობუსი დადის. 1 საათის გზაა, დაახლოებით. საცობები არ შეგაწუხებს.
სანახაობები
2-3 დღე გეყოფა სრულიად
ფასებსაც დაგიწერ თU გინდა ყველაფრისას:
1. აია სოფია გცდონია უკვე (20 ლირა)
2. ცისფერი მეჩეთი (შესვლა უფასოა, რადგან მუზეუმის სტატუსი არ აქვს. აია სოფია და ეს მეჩეთი ერთმანეთის პირდაპირ დგანან, სულ რომ ბრმა იყო, აუცილებლად დაიანახავ )
3. ძველი კონსტანტინეპოლის წყლის მომარაგების სისტება, რომელსაც "ბაზილიკა ცისტერნა" ქვია. (Basilica Cistern) - ამის უნახავად არ წამოხვიდე, იქვეა, ზუსტად აია სოფიასთან, ძალიან ბევრი ტრაფარეტია გარშემო, შესვლა 10 ლირა ღირს. გარედან ვერც მიხვდები ერთი პატარა ჯიხური დგას, მიწისქვეშაა და ულამაზესია, აუცილებლად ნახე, ბევრ დროს არ წაგართმევს, 15 წთ გეყოფა
4. ტოპ-კაპის სასახლე - ფასი 20 ლირა. ესეც იქვეა, აია სოფიას უკან, სულთნის უზარმაზარი სასახლეა, სადაც სხვა განძთან ერთად ინახება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი
5. გრანდ ბაზარი - თუ გიყვარს აღმოსავლური ვაჭრობის ყაყანი, მანდაც შეიარე, თუმცა სუვენირები გარეთ მდებარე პატარა მაღაზიებთან შედარებით ბევრად ძვირია და ჭკვიანურად უნდა ევაჭრო
ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალე, ერთადაა თავმოყრილი სულთანაჰმედში. სხვა ღირსშესანიშნაობები მოფანტულია ქალაქის სხვა უბნებში.
დრო თუ გექნა, ბოსფორის ტურზეც წადი, პატარა გემია, რომლითაც წრეს არტყამ ბოსფორის სრუტეს, ფასების 10-15-20 ლირამდე მერყეობს, მე 10 ლირიანით გავისეირნე და 1.5 საათი უნდება. მანდვე პორტთან არის თევზის ბაზრობა, სადაც ადგილზე შემწვარი ძალიან გემრიელი თევზი იყიდება (თუ თევზეული გიყვარსმ გასინჯე - 4 ლირა ღირს
ევროპული უბნისკენ, ხიდზე რომ გადახვალ დგას გალათას კოშკი, თუ არ ვცდები, მეათე საუკუნის. დიდი არაფერია, მაგრამ ხედებია ულამაზესი და იქაც შეგიძლია ახვიდე - 10 ლირა ღირს.
მე ძალიან მომეწონა "მინია თურქი" რომელიც სიშორის გამო ძალიან პოპულარული არაა, ეს არის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშენებული მაკეტების ქალაქი. თურქეთში არრსებული აბსულიტურად ყველა შენობა -ნაგებობის ასლი დგას, უკვე განადგურებულებიც კი (ჰალიკარნასის მავზოლეუმი და არტემიდას ტაძარი ეფესოში). ფაქტიუარად, მთელ თურქეთს ნახულობ პორტიდან მიდის 47 ნომერი ავტობუსი, გაივლის რაღაც საშინელ, ბანძ უბნებს, შესვლა იქაც 10 ლირა ღირს
ტოკპაკის სასახლეში იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი მარჯვენა და თავის ქალის ნაწილები თუ ინახებოდა არ ვიცოდი...
კიდე თუ მოასწრებ გირჩევ წახვიდე Levent-ში. ტაქსიმიდან შეგიძლია მეტროთI წახვიდე. ამ რუკაზე წითლად არის მიწისქვეშა მეტროს ხაზი. პახოდუ მეტროსაც ნახავ
ლევენტი არის ელიტარული უბანი. 5 თუ 6 უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია, რომელთა დათვალიერებაც ნამდვილად ღირს!
* * *
კიდე კირჩევ მიხვიდე Kadikoy -ში, თუ ისტორიულ ნაწილში იქნები ელექტრიჩკა მიგიყვანს, ბოლო გაჩერებაა. ევროპულ ნაწილშია ანუ გოლდენ ჰორნი უნდა გადაიარო.
Kadikoyში ელექტრიჩკიდან რომ ჩამოხვალ, იქვეა გემების სადგური. ძალიან იაფი ღირს კუნძულებზე მიმავალი გემის ჟეტონი. გზა 2 საათი გრძელდება. ამ 2 საათIს განმავლობაში 4 კუნძUლზე გაჩერდება. ბოლო კუნძUლზე 20 წუთი და მერე უკან წამოვა. აზიურ ნაწილსაც შეავლებ თვალს გემიდან. ანუ გაითვალისწინე რომ გზას იქით-აქეთ უნდა 4 საათI. ასე რომ ჯობია დილას გახვიდე და კუნძUლებიც მოინახულო. ეს გემი საათში ერთხელ დადის. ანუ ვთქვათ ჩამოხვალ პირველ კუნძUლზე. 1 საათი დაათვალიერებ, მერე მეორე გემს გაყვები და ა.შ. ბოლო კუნძულზე მანქანები არ დადის. მარტო ველოსიპედები და ფაეტონები ეეჰ..
ეორე მხარეს კიდევ აია სოფიაში ღვთისმშობლის მოოქროვილი მოზაიკური ფრესკა ნახეთ აუცილებლად და სულთანის სასახლეში - "თოფკაპში" ბრილიანტების ოთახი,
ხო პარომით არ გამაზო ამ 4 კუნძულის მონახულება პარომი იაფია მაგარი(1$) და ნუ დაიზარებ წასვლას აი ამ რუკაზე კუნძულებიც ჩანს და მარშრუტიც დაახლოებით დავხაზე მწვანეთ და მანდ პარომები 1 საათის ინტერვალით დადიან დილის 9-დან საღამოს 9-მდე მგონი
გარდა ამისა, მთელ ქალაქში მოფანტულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრები, სადაც მშვენივრად აგიხსნიან სად რა ქნა
მგზავრობა ქალაქში
Sabiha Gökcen Airport-ში ჩავფრინდები და მერე სასტუმრო მაქვს სულთანაჰმედზე.ხოდა მირჩიეს ავტობუსით წადიო Kadiköy-იმდეო,ხოდა რა მაინტერესებს კადიკოიში რო მივალ მერე სულთანაჰმეთზე როგორ მოვხვდე? როგორ გადავკვეთო ოკეანე? ტაქსი ძვირი დაჯდება?
ტრამვაი და მეტრო 12-მდე მუშაობს
მორიგე ავტობუსი ღამეც დადის რამდენიმე...
ტრამვაი-მეტროს ერთი ჟეტონი აქვს
აგერ, ბატონო საიტიც [URL=http://www.sgairport.com/havaalani/eng/ulasim.asp]http://www.sgairport.com/havaalani/eng/ulasim.asp[/URL]
ამ ფანჯარაში მარჯვენა მხარეს მოყვითალო ფერში ჩამონათვალია, რა სახის ტრანსპორტით გსურთ მგზავრობა აეროპორტიდან და რომელი მიმართულებით. თუ სულთანაჰმედზე მიმავალმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა აირჩიოს ე-10 ავტობუსი (კადიკოიმდე მიმავალი, იქვე გამოაქვს მერე ბორნების განრიგიც).
ვინც ტაქსიმზე მიდის, უმჯობესია ჰავასის ავტობულები აირჩიოს და ა.შ.
იმედი მაქვს, გამოგადგებათ ეს საიტი, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა.
ქალაქში გადაადგილება მეტროთი და ტრამვაით ჯობია(აქაური ტრამვაი არ გეგონოთ, ჩვენს მეტროზე ჩაქარა დადის) პრაქტიკულად მთელ ქალაქს ნახავ, მიხვალ სადაც გინდა ამ ტრანსპორტით. ისე საშინელი საცობებია და ტაქსი გაგაწვალებს.
ტაქსიმზე რომ მოხვდები იქიდან თუ მოგიხერხდება(გააჩნია სად აიღე სასტუმრო) მეტროთი შეგიძლია წახვიდე. ან ტაქსით. მაგალითად სულტანაჰმეტში ტაქსით წასვლა 15 ლირამდე დაგიჯდება, ყველა ტაქს ჩართული აქვს მრიცხველი, ცალკე თანხაზე მოლაპარაკება არ დაგჭირდება. ისე შეიძლება ამ უბანში ტრამვაითაც მოხვედრა, მაგრამ ჯერ საბაგიროთი უნდა გადახვიდე ტრავმაის ხაზამდე. მე თავიდან რთული მეგოან ეს პროცესი და ტაქსით წავედი, მაგრამ მერე დამაინტერესა, ეს ფუნიკულიორი, როგორც ეგენი უძახიან, ყოფილა მიწისქვეშა გრავმაის მაგვარი და ერთი გაჩერებაა სულ. ასე, რომ იკითხავ ფუნიკულიორს ჩაჯხდები და 5 წუთში ადგილზე ხარ . პირდაპირ ტრავმაის სადურზე, დაჯდები ამ ტრავმაიზე და მიგიყვანს ემინოიშიც, სირკეზშიც, სულთანახმეტზეც და ა.შ. ჯეტონები პირდაპირ სადგურზე უნდა აიღო, გადასაცვლელი აპარატებია და ჩადებ ქაგადლის ფულს, დააჭერ რამდენი ჯეტონი გინდა (თითო 1,75 ლირა ღირს) და ჩამოგიყრის ჯეტონებს და ხურდასაც, ოღონდ რკინის ხურდას. დააკვირდით ზოგი აპარატი მრტო 5,10 ლირას იგებს და 20 ლირიანს უკან ამოგიგდებთ. მეტროში და ტრავმაის გაჩერებებზე ყველგან არიან იქაური მუშაკები, რომლებმაც ინგლისური ნორმალურად იციან და იმათ კითხეთ თუ რამე ვერ გაიგეთ, ყველაფერზე გპასუხობენ, მგონი მაგათი ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის.
გალათას ხიდზეც ფეხით უნდა გაიარო ) მაგარი საკაიფო ადგილია
სულთანაჰმედიდან ტაქსიმამდე ფეხით მისვლა არ ღირს. ტრამვაითი უნდა წახვიდე და მერე კიდევ შიდა რეისზე გიწევს სადღაც მეტროსთან გადაჯდომა. მე არ "გადავჯექი" ფეხით ავედი სადღაც კიბეებიან ქუჩაზე, კინაღამ გამძვრა სული, ელიავას ტიპის უბანი გავიარე
Karakoydan ბორნები კუნძულებზე არ გადიოდა, მხოლოდ Kabatas -შიდან და ისიც დილის 8 ზე 12 ზე და 2-ზე.
3 კუნძულზე სადაც ბორანი ჩერდებოდა ანუ სადაც მგზავრები გადაჰყავდა არ დამითვალიერებია, რადგან ვერ მოვასწრებდი ამ გრაფიკის გამო. თანაც მითხრეს, რომ არც თუ ისე საინტრესო სანახავია.. ანალოგიურია მე-4 სი სადაც დიდხანს ჩერდება და თანაც წინა 3 თან შედარებით საკმაოდ დიდია....
იქ დადიან ფაეტონებით და ველოსიპედებით (რითიც მე გავისეირნე)
ძალიან ლამაზია, სუფთა სანაპირო. ცხენები აშვებული თავისუფლად ძოვენ ბალახს...
იქ, როგორც ჩანს ძირითადი მაცხოვრებელი ძალიან ცოტაა. პანსიონატივით არის დასასვენებელი და ალბათ სეზონზე ჩადიან..
taqsimze 20 wuTiani turi
კი სპეციალური ტურებია ძალიან კარგი, ოღონდ არსაც ჩერდება, მთლიანად მოგატარებს ისტანბულს....
.წმინდა სოფიას ტაძრიდან ქვემოთ ჩადის ქუჩა და შედის არქეოლოგიის მუზეუმში..ნუ პრინციპში მუზეუმი მე არ მინახავს, მაგრამ ძალიან ლამაზი ბაღია, ბოსფორის სრუტეზე გადის ხედით და მართლა მაგარ ჩაის დალევ... ჭამა თუ გინდა, ტაქსიმზე ჭამე, თუ მარტო ხარ მაგასაც აგიხნი როგორ უნდა მიხვიდე... საერთოდ მე არ მომწონს ტურისტული ტურები, ნუ ბორანით სეირნობას და მსგავს ღონისძიებებს ვგულისხმობ...მაგრამ თუ შენ მოგწონს ეგეც ასწორებს,ალბათ ტვინს შეგიჭამენ ერთი კითხვით:where are u from? მერე რომ ეტყვი გურჯიო, აუუ მერე იწყებაა კარგი ხალხია რა, მე მომწონს სტამბული
შოპინგი
ისიტინიე პარკი(თუ როგორც იკითხება) ეგაა ყველაზე დიდი შოპინგ მოლი
თუმცა მე შIშლითაც კმაყოფილი დავრჩი
SiSlis Semdeg მეორე დიდი ცენტრი არის ლევენტის მეტროს თავზე მეტროპონი და მეორეც არის მეორე ამოსასვლელი თავზე. ანუ ამ მეტროს თავზე 2 სავაჭრო ცენტრია.
აქეთ დიდი სავაჭრო ცენტი არის ფინდიზადეს ტრავმაის გაჩერებასთან ჰისტორი ქვია, ოღონდ ოდნავ ფეხით სავალია 10-15 წუთი.
ასევე დიდი სავაჭრო ცენტრია კარტალტეპეს მეტრს თავზე, ფორუმი ქვია. ეგეც ძალიანდიდია.
ბიაზეთ ბაზარი ანუ ( Grand bazaar) ესე ეძახიან თუქრები იმენნა დაიკარგები რაც მთავარია ივაჩრეთ და ყველანაირ ფასად დაითრევ
კაჩერებასაც ესეთივე სახელი აქვს ბიაზეთ ბაზარი ( Grand bazaar)
კმაყოფილი დარჩებით
ნუ ხო ერთ დღეში ტოპკაპი და სხვა დღეს სოფია, სულტანახმედი.
Gრანდ ბაზარი ცალკე დღეს.
MALI, Grand Bazaar ნახე აუცილებლად. სუვენირებსაც შეიძენ Aksaray-შია.
ტელეფონი
მირჩევთ-როუმინგი ჩავრთო თუ იქ შევიძინო სიმ ბარათი? რომელი უფრო იაფი ჯდება?
თუ შენ გინდა რომ დარეკო, სჯობია საერთაშორისო ტელეფონით ისარგებლო, ბევრგან არის ეგეთი წერტილები, მგონი 0.5 ევრო ღირს 1 წუთი
თუ გინდა რომ შენ დაგირეკონ, მაშინ როუმინგი უნდა ჩართო, მაგრამ ძალიან გაიწეწები, 2$ ღირს 1 წუთი, შენ რომ გირეკავენ მაშინ თუ არ გინდა ნუ უპასუხებ, უბრალოდ ნახავ ვინ გირეკავდა და უახლოესი ტელეფონიდან გადაურეკავ მესიჯები მგონი 60 თეთრი ღირს ეს ყველაფერი ბილაინის ტარიფებია, მე ავტომატური როუმინგი მქონდა და ეგრევე ჩაირთო როგორც კი საზღვარზე გადავედი თუმცა ბალანსი მქონდა ცოტა და მე ვერ ვრეკავდი (და კარგიც იყო ) სამაგიეროდ მესიჯებს ვაგზავნიდი
ადგილობრივი სიმ კარტა ძვირია, 2 დღისთვის არ ღირს მაგას სჯობია GLOBAL CELL-ის ბარათი აიღო, 50 ლარი ჯდება და მსოფლიოს 150 ქვეყანაში როუმინგის გარეშე მუშაობს, ანუ შენ რომ გირეკავენ, 1 თეთრიც არ გეჭრება
პატარა ოფისებია ტურქსელის ყველა ნაბიჯზე, მიხვალ, მისცემ ფულს და დაგიჯდება ანგარიშზე, რავი რამდენიც გინდა, საქართველოში რომ დარეკო წუთი სადღაც 0.75 თუ 0.90 ღირს
კვება
თუ რესტორანში არ შეხვალ და ნორმალურ ფასტ-ფუდში გამოიკვებები (შაურმა-აირანი-ფლავი-წვენი), მაშინ სადღაც 10-15 ლირა გჭირდება ერთ კვებაზე ანუ დღეში 2-ჯერ რომ ჭამო (სასტუმროს საუზმის გარდა), სადღაც 70-80 ლირამდე დაგჭირდება 2.5 დღეზე, ანუ 100 ლარი გამოდის ეროვნულ ვალუტაში
კვებისთვის კარგი ადგილები ბევრგან არის მაგრამ სანამ გაარკვევ, ბევრი დრო და ფული დაგეხარჯება
მე გირჩევ რომ ცენტრალურ უბანში (სულთანაჰმეტი) არ ისადილო, მანდ საკვები ობიექტები ძირითადად ტურისტებზეა გათვლილი, უგემური საჭმელით (დაჟე შაურმაც კი, უმეტესად ქათმის ხორცით) და ძაან გაბერილი ფასებია
ტაქსიმზე შეგიძლია მიირთვა გემრიელად და იაფად, იქ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დვიჟენიობს (შოფინგი და რამე), ასევე დიდ შოფინ ცენტრებშიც საკმაოდ კარგი არჩევანია საკვებშიც და ფასებშიც სთარბაქსის კაფეებიც არის ბლომად (ეგეც ძირითადად ტაქსიმზე და მიმდებარე ტერიტორიებზე) მაკდონალდსს არ გაეკარო, ვერ ვიტან
P.S.
პურის მაღაზიის პური გასინჯეთ აი არ ვიცი საქართველოში გუდვილში ვერ იყიდი მასეთ გემრიელ პურს მაშIნვე იფიქრებ: "ხოოო... ამ ხალხს უყვარს თავისი ხალხი "
იმავე ისტიკლალის გამზირზე მოვისმინე პირველად "დიდოუ ნანა" კაზიმ კოიუნჩის შესრულებით. და ეს დიდოუ ნანა შარსან ზაფხულზე ზღვისპირა ქალაქის სასტუმროს რესტორანში რომ იმღერეს თურქებმა ტაში დაუკრეს...."
ციტატების დასასრულები
:
ეს დაიჯესტი ჩემთვის გავიკეთე, დღეს მივფრინავ.
იქნებ თქვენც გამოგადგეთ.
პ.ს. ავტორები მითითებული არ მყავს.
რისთვისაც სორრი
Posted by cartwheel at 6:49 PM 2 comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო