Saturday, September 3, 2011

მუშკეტერები და ბლოგერები

რაინდები. ისინი ბოგინობდნენ ევროპაში მუშკეტერების გამოჩენამდე.





მუშკეტერები და ბლოგერები?


რა შუაშიაო მკითხავთ.
მივყვეთ ისტორიულ ქრონოლოგიას.

მუშკეტი პირველი თოფია, პირველი ცეცხლსასროლი იარაღია.


სამყარო მის გამოგონებამდე იყო მკაცრი და მარტივი, იერარქია იყო გვაროვნულ–გენეტიკურად კუთვნილი. ევროპას მართავდნენ რაინდები.

რაინდები ფეოდალები იყვნენ, მათი ვარსკვლავური წამი დგებოდა როცა აბჯარასხმულ ცხენზე აბჯარასხმულ ამხედრებული, ამალით გარშემორტყმული მედიდურად შებიჯებდა ახალ გარემოში.
ახალ გარემოში დამხვდური ერთი თვალის შევლებით უნდა მიმხვდარიყო ვინ იყო გენეტიკური გმირი, მდიდარი უძლეველი ვაჟკაცი, ზეკასტის წარომადგენელი რაინდი. რაინდები მართლაც იყვნენ საჭირონი მთავარ საქმეში, ომში. მათი პიროვნული გამბედაობა შეჯერებული საუკეთესო ძვირ აბჯართან, იარაღთან და ბრძოლის ცოდნასთან, მათ შეუცვლელ ძალად აქცევდა საუკუნეების განმავლობაში.
მათი ხმალი, შუბი, მშვილდისარი, არბალეტი შიშის ზარს სცემდა არა მარტო მტერს, არამედ თანამოქალაქეებსაც, რომელთაც არანაირი შანსი არ ჰქონდათ ოდესმე მიეღწიათ ისეთივე სამოქალაქო უფლებებისათვის, როგორიც ჰქონდათ ზეკაცთა ზეკასტას – რაინდებს. უბრალო მოსახლეები, უბრალო მეომრებიც ბევრნი იყვნენ, რაინდები კი ცოტანი, მაგრამ კრატია მათი იყო, ცოტას მმართველობა – ოლიგოკრატია. უბრალო მეომარს სიკვდილითაც კი არ შეეძლო გმირის სახელის დამსახურება, რაინდთა ბამბა კი ჩხრიალებდა. გმირი გლეხისთვის პატივი იყო, თუკი რაინდი ცხენზე შეჯდომაში მოიხმარებდა, არადა ჭირდებოდა რაინდს მოხმარება, ხშირად ორი კაცისაც.

და ევროპაში გამოიგონეს (სინამდვილეში ჩინური გააუმჯობესეს) მუშკეტი.



მუშკეტი 1350 წელს უკვე გამოგონილი იყო, მაგრამ 1700–მდე იმდენად ვერ გააუმჯობესეს, რომ სოციალური ფენომენი – მუშკეტერები გაჩენილიყვნენ.
ერთი კირკიტა კაცის გამოგონების წყალობით მუშკეტმა სწრაფი გადატენის და შორი სროლის უნარი შეიძინა. მუშკეტზე მოთხოვნა გაჩნდა.მის წარმოებას აზრი მიეცა. მუშკეტის მფლობელებს მუშკეტერები დაერქვთ.
მუშკეტი პირველი თოფია, ის ტყვიებს ისვრის და ადამიანს გაცილებით შორს კლავს ვიდრე ხმალი, შუბი და არბალეტი, მუშკეტის სახმარად არ არის აუციელბელი ცხენზე ამხედრება. ფეხოსანი მუშკეტერი უკეთესი მსროლელია ვიდრე ცხენოსანი.

ფეხზე მდგარ უცნაურ ტკაცუნა ჯოხიან კაცს აუღელვებლად შეეძლო დაეყირავებინა მისკენ მსრბოლი ცხენზე ამხედრებული მტრის რაინდები.

რაინდების საუკუნოვანი ბაქიბუქი და ბრექი ფუჭი გახდა.
სასაცილოც.
ოთხი ძმაკაცი გლეხი მუშკეტერი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
რაინდებს ირონიული ირიბი ღიმილები დაძაბული სახეებით შეეცვალათ და ...
ცხენიდან ჩამოქვეითდნენ, მუშკეტები შეიძინეს, მუშკეტერებს მიუჩოჩდნენ.
პარადი უკვე ცოტა ვაჟკაცს კი არა ბევრ ვაჟკაცს მიჰყავდა
პარადის წამყვანობა კი გენეტიკურად კი აღარ მოსდგამდათ, სიზუსტითა და სისხარტით გამომუშავდებოდა.


კაცობრიობის ცივილიზაციამ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი კასტური მმართველობიდან დემოკრატიული მმართველობისაკენ.
მუშკეტის წყალობით ძალა ბევრმა ყოჩაღმა ადამიანმა მიიღო.


21–ე საუკუნეში დემოკრატია იდეალია. უფრო სწორედ, განვითარებული ხალხი მიხვდა, რომ "დემოკრატია საშინელი სისტემაა, მაგრამ კაცობრიობამ მასზე უკეთესი ვერ მოიგონა".
დემოკრატია მიზანია, მიზანია იმიტომ რომ მიღწეული არაა. ჯერ კიდევ ძლიერია ჩვენს გარშემო ფეოდალურ რაინდული კასტური იერარქია.
ფეოდალური რაინდის ჩაჩქან–შუბ, ცხენ–მუზარადი დღეს ფულმა და პოლიტ–კულტურულ–სახელოვნებო–ჟურნალისტურ etc. ელიტისადმი კუთვნილებამ შეცვალა.
მათ უნდა თქვან–ბრძანონ, ჩვენ უნდა ვიყვიროთ–ვიხავლოთ, გაჭრა მაინც მათ სიტყვას აქვს.

მაგრამ 21–ე საუკუნეში გამოჩნდა ახალი მუშკეტი, რომელმაც ოლიგოკრატი რაინდები უნდა დააპირქვავოს. ეს მუშკეტი არის ბლოგი თავისი ამუნიციით – ფეისბუკითა და ფორუმით.
მალე ჩვენ აღარ დაგვჭირდება ყვირილი და ხავილი, ჩვენ ვბრძანებთ.
ელიტას კი მოუწევს თავისი ძველი ჩაჩქან–შუბების გადაყრა, ქედმაღალი ზემდგომობის დათმობა და სიტყვაზე სიტყვით პასუხი, თუ არ უნდათ ისევე სასაცილონი გახდნენ, როგორც შეჯავშნული ცხენოსანი მოუხერხებელი რაინდები მუშკეტერების ეპოქაში, სანამ ჩამოქვეითდებოდნენ.
მალე ჩვენი მუშკეტი გაუმჯობესდება, ძალას მიიღებს.

როგორ?

ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით თუ როგორ, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რომ ბლოგების აუდიტორიის გაზრდით და მათი ურთიერთკოორდინირებულობით.

თავიდან ეს იქნება რაღაც ვოლვოქსის მსგავსი, შემდეგ ევოლუცირდება, ოღონდ ძალიან სწრაფად.

ძალიან არარაციონალური და იდეალისტური რომ არ გეჩვენოთ ჩემი ბოლო სიტყვები, გეტყვით.

დავიწყებთ ერთი ნაბიჯით, რუტინით, მაგალითად ბლოგ–რადიოთი, (შემდეგ რადიო– ტელე ფორუმით, შემდეგ ალტერნეტიული ინტერენეტ მთავრობით) სადაც ბლოგერების უყვირალ სიტყვას მრავალი მსმენელი მისცემს ძალას.

ჩვენი მუშკეტი ჯერ სუსტია, მისი არ ჯერათ, არც ეშინიათ.
ჯერ.

4 comments:

Anonymous said...

Hi there it's me, I am also visiting this web site regularly, this web site is actually pleasant and the users are actually sharing pleasant thoughts.
Here is my web blog ; manchester city transfer rumours transfer news

Anonymous said...

Great information. Lucky me I recently found
your site by chance (stumbleupon). I have saved it for later!
My website ... man utd transfer news 2012

Anonymous said...

That is a really good tip particularly to those fresh to the blogosphere.
Simple but very precise information… Appreciate your sharing this one.
A must read post!
my page :: pizza games girls boys

Anonymous said...

Keep on working, great job!
Look into my web site ... pizza games car