Wednesday, March 28, 2012

ჩემი სიკვდილი, ეხლავეთ


ეს შეცხადება განსაკუთრებულ ინტონაციას საჭიროებს.
არ ვიცი, შეიძლება ისტორიის განვლილ ეტაპზე ის ძალიან გულწრფელი იყო და ნამდვილ მწუხარებას და ელდას  გამოხატავდა, მაგრამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარსა და მითუმეტეს 21-ს დასაწყისში მას მხოლოდ ირონიულ დემონსტრაციული ფუნქციაღა შერჩა. 
ადამიანები სიკვდილს გავუშინაურდით. 

მახსოვს 1982 წელს მთელი თბილისი 6 თვე ვგლოვობდით თბილისელ  ბიჭს, რომელიც წყნეთში დააყაჩაღეს, ჯინსების გახდა მოთხოვეს და ჩხუბში მოკლეს. მისი სახელი ყველამ ვიცოდით და წასულების სადღეგრძელოში ვიხსენებდით. 
თბილისის ომი, სამაჩაბლო, აფხაზეთი, მანამდე ვიდეო საშინელებათა ფილმები, მერე საინფორმაციო გადაცემებში ყველა არასაწოლში სიკვდილის დოკუმენტურად ჩვენებამ ჩვენი აგზნებადობის  ზღურბლი რამდენიმეჯერ აამაღლა. 
თუკი მაშინ შეგვძრავდა 100 მიკროვატიანი ნეგატიური  ისტორია, დღეს იგივე ეფექტი მხოლოდ მეგავატი ნეგატივით   მიიღება.
მახსოვს სკოლიდან დაბრუნებულს რადიო ( ე. წ. ხაზის რადიო) აწეულ ხმაზე მხვდებოდა და წლების განმავლობაში იმ რადიოში სხვადასხვა რადიოდადგმების ქრონოლოგიის 80% ვიღაც ქალი სულისშემძვრელად მოსთქვამდა. 
მაგრამ ამაში არაფერი იყო საშიში და განსაცდელი. მაშინდელი რადიოგანცდების 100% ჩვენი ცხოვრებისა არ იყო, იქ კიოდა ბოლშევიკის, პარტიზანის,  მშიერი პროლეტარის ცოლი. ან მემამულისგან  ნამუსწაგვრილი ქალი. 
ის კივილები რეალური მსუქანი ცხოვრებისგან კონტრასტირების კარგ ასპარეზს წარმოადგენდა მსახიობი ქალებისათვის და ისინიც ოლიმპოს სიმაღლეებს იპყრობდნენ ამ საქმეში. 

ჩვეულებრივი მოქალაქე ქალებიც ხვდებოდნენ ამ როლებში და ისინიც მაღალი ოსტატობით ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ეს ოჯახის წევრის პანაშვიდებსა და გასვენებაზე ხდებოდა. 
ხედავ რა კარგად იტირა რუსიკომ მამამისი, რა კარგი გოგოა. ქებას არ იშურებდნენ მეზობლები. 
ზოგ თვითნაბად ფოლკლორულ ტალანტს სახელი შორს ჰქონდა გავარდნილი და მას შორეულ გასტროლებზეც უშურველად იწვევდნენ. ამ გასტროლებს რა თქმა უნდა ჰონორარი არ მოჰქონდა, მაგრამ საერთო აღტაცება და დაფასება საკმარის ანაზღაურებად იქცეოდა. 
მაშინ, როდესაც კომუნისტების მიერ მოსჯილი გვქონდა ვყოფილიყავით ბედნიერები ათეისტები და მხიარულები, ეს ქართული  ექსპრესიული დატირება რაღაც წარმართულ რიტუალად იყო ქცეული, დაუმორჩილებლობის და ეროვნული თვითიდენტობის ქვეშეცნეული გამოვლინება.

გავიარეთ. 
დღეს გულცივები ვართ, ერთ თვეში იმდენ დოკუმენტურ ტრაგედიას ვადევნებთ თავს, რამდენიც ადრე 99 წლის ასაკამდე არ მოგიწევდა. 



მაგრამ



ტრადიცია სჯულზე უმტკიცესია და, რეალურ ცხოვრებაში სიკდილთან შეხებისას ისევ იმ ბრეჟნევისდროინდელ ზასტოისდროინდელ ნაბიჯებს ვდგამთ: 
გასვენება მხოლოდდამხოლოდ საკუთარი სახლიდან ან კიდევ უარესი ეკლესიიდან. 
თუ კაცი სახლის გარეთ მოკვდა, მაგალითად საავადმყოფოში, იწყება მისი მოგზაურობა კიბეებით ზემოთ და 4 დღეში იმავე კიბეებით ქვემოთ, და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ადამიანთა კუნთების რესურსით. ცივილიზაცია და ტექნიკა ამ საქმეში უღონოა.
სასაფლაოები გაცილებით ძვირი უნდა იყოს ვიდრე ოჯახის ბიუჯეტს შეეფერება, ქელეხებიც. 

მაგრამ

მე კიდევ ერთი, და ამ საკითხში უმთავრესი საკითხი მაქვს განსასჯელი. 

ეს არის დამოკიდებულება ღრმა მოხუცის და ღრმა ავადმყოფის  სიკდილისადმი. 

ჩვენ მათ ისევ საავადმყოფოში მივაპწიალებთ, გადავულოცავთ რეანიმატოლოგებს და ამით " ყველაფერს ვაკეთებთ მის გადასარჩენად" 
გვავიეყდება რომ სიკვდილს გადარჩენა მხოლოდ ლიტერატურული გამოთქმაა  სინამდვილეში სიკვდილის გადავადება იგულისხმება. 
ოღონდ, თუ ახალგაზრდას სიკვდილს 60 წლით გადაუვადებს, ღრმა მოხუცს მხოლოდ 3 დღით. 
მთავარი შეცდომა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ, ახლობლები ვუშვებთ, არის ის, რომ შვენ ვთმობთ მოხუცთან ურთიერთობის ბოლო შანსს. 
მომაკვდავი ავადმყოფი არამარტო რეანიმაციაშია და ოჯახთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს, არამედ ხელოვნურ სუნთქვაზე და მედიკამენტოზური ძილის ქვეშაა. მისი სოციალური არსებობა იმ მომენტიდან წყდება, როცა ის რეანიმაციაში შეაბიჯებს. 
რეანიმაციული აპარატურა და გაწვრთნილი პერსონალი წარმატებით მოახერხებს აცოცხლონ გულფილტვი უფრო ხანგრძლივად, ვიდრე  ეს საავადმყოფოს გარეთ ეწერა ავადმყოფს, მაგრამ სოციალურ ურთიერთობათა ბოლო რეზერვი საბოლოოდ დაიკარგება. 
არადა
ის ბოლო ურთიერთობა რომ წარიმართოს ექიმის ზედამხედველობით, ურთიერთობის უნარის სტიმულაციითა და თუ საჭიროა საკმარისი ანალგეზიით, მაშინ... 
რამდენი ოქროს სიტყვა ითქმება კიდევ. 
რამხელა სიყვარული და სითბო დარჩება და წაყვება მომაკვდავს. 
ეგ როლი ჩვენ გველოდება. 
თუკი  ყოველდღიურ რუტინაში ვართ და ექიმკ, არქიტექტორი, პოლიციელი, მამა, შვილი, მეუღლე, მგზავრი, დამსვენებელი, მოქალაქე, ამომრჩეველი, მაყურებელი, მკითხველი, მსმენელი, ქვეითი, მძღოლი, მეზობელი და მეგობარი, კიდე ერთი როლი, რომლის შესრულებაც აუცილებლად მოგვიწევს ესაა - მომაკვდავი. 
ეს აუცილებლად 
მოხდება, ისევე აუცილებლად, როგორც ერთდროს იყავი ახალშობილი და ძუძუმწოვარა. 
როგორ უნდა შევასრულო მე ჩემი ეს ანონსირებული და ვერასაცდენი როლი? 

პირველ რიგში, თუკი ჩვენი ობიექტების - ღრმა მოხუცების კატეგორიაში გავედი, მაშინ ვისურვებდი: 
ბოლო 3 დღე ჰოსპისში, ოღონდ კარგად მოწყობილში, სასურვია დიდი ფანჯრით დიდ სივრცეზე, სასურველია შორს ჩანდეს გზა ან მდინარე ან ორივე ერთად. მინდა მოხერხებული ფუნქციონალური ( ადვილად წამოსაჯდომი) საწოლი, პამპერსები და ნარკოტიკი ზომიერად. 
მინდა მყავდეს ძაღლი, რომელიც ხელს ამილოკავს და ჩემებს (მეც) ყურადღებას გადაგვატანინებს საკუთარ მოულოდნელ სენტიმენტებზე. 
მინდა, ნუ ეს ყველაზე ადვილია, ყველას მოვეფერო, ვიყო კეთილგანწყობილი, შემრჩეს იუმორი, რაღაცა მქონდეს მორჩენილი ანდერძად (სიტყვიერ ანდერძად) სათქმელი. მინდა შევძლო დავარწმუნო ჩემები რომ ბედნიერი მივდივარ. მინდა ვიყო კმაყოფილი, რომ ამ ქვეყნად ვისადაც ვრჩები, კარგად არიან. 

მინდა მუსიკა, ფილმოთეკა, ალბათ ტელევიზორიც.
სიკვდილის შემდეგ არ მინდა სახლში აყვან-ჩამოყვანა. სარიტუალო ცენტრიდან მინდა გასვენება, გრაუნდ ფლოოდან. 
მინდა ხალხი მოვიდეს, ამით ჩემებიც უკეთ იქნებიან. 
მინდა ბალახი საფლავზე, ან ზღვის კენჭები, როგორიც მაქვს უკვე.

ქელეხი მინდა ფურშეტად. სკამები მაგიდისგან მოშორებით.  კარგი  ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკოს. თამადა შეიძლება. 



და


 პრინციპით "უსურვე სხვასაც ის რასაც საკუთარ თავს უსურვებ", მე დღეიდან 2012 წლიდან კიდევ ათწლეულები ვერ ვიქნები დაკმაყოფილებული, იმით, რომ ვერ ვუსურვებ დღევანდელ მომაკვდავს ასეთ გზას. 
მარტივი მიზეზით.
დღეს საქართველოში ასეთი ტიპის ჰოსპისები არ გვაქვს. 
ცადეს ექიმებმა, მაგრამ მოსახლეობის ფართო მასების მოთხოვნით ისინიც ჩვეულებრივ სამკურნალო რეანიმაციებად იქცა - მილებით ტრაქეაში, ვენაში, შარდის ბუშტში და..  ცნობიერების გარეშე.


აქედან დასკვნა. უნდა გავძლო კიდევ ერთიორი ათწლეული.
საანდერძო ხუმრობაა.
            
            

Monday, March 26, 2012

სინოფსისი. ექიმი


ექიმი რომელიც ყოველთვის ამაყობს რომ ინტელექტუალური საქმის პროფესიონალია, 

უცებ ხდება ინვალიდი 
ხელებს ვერ იმორჩილებს
 
ერთი თითის ფუნქციაღა აქვს შერჩენილი

გამოჯანმრთელების პროცესში ებრძვის ეჭვს, რომ ინვალიდად დარჩება, მკურნალობის ბოლოს კი დეპრესიაში ვარდება იმ აზრით, რომ ეს მდგომარეობა საბოლოოა.

მას დაეკარგა არა მარტო ხელების ფუნქცია, არამედ პროფესიაც. 
ის ხომ რეანიმატოლოგია, პროფესიონალია რომელსაც სხარტი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარის გარდა სწრაფი და ზუსტი მოძრაობებიც მოეთხოვება. 
ახსენდება თავისი ძველი მიდგომა, რომ გონებრივი შრომა მისი სიამაყეა, აღმოაჩენს რომ მისი მეორე ხარისხის სიამაყე ყველაზე აუცილებელი და მისთვის ყველაზე სასიხარულო მომენტი ყოფილა. 
იმ მომენტებში, როცა ის ღრმა ვენკს კათეტერს დგამდა, დეფიბრილაციას აკეთებდა  ან აინტუბირებდა ავადმყოფს, ის ადრენალინის ეიფოფიაში იყო- მოკვდება ან მორჩება, იცოცხლებს ან დაიმარხება, და ეს მძიმე პასუხისმგებლობა მხოლიდ ერთ ადამიანს, ახლა როგორც აღმოაჩინა - მხოლოდ ერთ წყვილ ხელს. 
ეს ადრენალინი მას აღარ ერგება, აღარავინ ანდობს მას ღმერთის მოადგილეობას. 
პირველ რიგში თვითონ უნდა მოიჭრას ამბიციათა საცეცები. ახლა ის უფეხებო რვაფეხაა, სასაცილო ინვალიდი უასრგებლო თავი. 

მეგობრები ხშირად სტუმრობენ, მთავარი ექიმი ხუმრობაში თავაზობს ალერგოლოგის ან რევმატოლოგის ადგილს, გაგიხსნი კაბინეტს, ექთანი მოგეხმარება, მარtო კურსები გაიარე და მერე სერტიფიკატი მიიღე, ჭკვიანი კაცი ხაr და დრო თავსაყრელი გაქვს, არ გაგიჭირდება. 
მთავარი ექიმი საავადმყოფოს გმირი ხდება, კორიდორში აჩერებენ და ხელს ორი ხელით ართმევენ. 
არის კიდევაც, ოჯახი ულოცავს, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ისევ საქმეში იქნებიო. 
თვითონაც უხარია, მისი თავი ისევ საჭირო იქნება, 
ესიზმრება ის დრო, სტუდენტობის დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუ რა პროფილით უნდა გაეგრძელებინა სწავლა. 
მაშინ ამ პროფესიებს ირონიულად უყურeბდა, უნდა უმკურნალო 2 წელი, შედეგი ვერ მიიღო და პაციენტი მაინც კმაყოფილი უნდა გყავდეს, გეყოლება კიდევაც, შენ ხომ პირველივე შეხვედრაზე მოაწერინებ პაციენტს ხელს, რომ ეს ომი წაგებულია, და მაქსიმუმი, რისი იმედიც უნდა ჰქონდეს, დაავადების გაღრმავების ტემპის შენელებაა. 
ახალ მდგომარეობაში ეს ირონია უადგილო და მავნეა. რევმატოლოგობა მისთვის ახალი სუნთქვაა, ახალი და არცთუ ცუდი ადგილია ცხობრებაში. 
უნებურად მაინც ახდენს რეანიმატოლოგობისა და რევმატოლოგობის შედარებას, სრული შხაპი შარკო გამოდის, 
რევმატოლოგია კარგია იმით, რომ პაციენტები გცნობენ, პატივს გცემენ, თუ რემისიას ხშირად  აღწევთ და ოთახზეც პროფესორი გიწერიათ, თქვენი ავტორიტეტი პაციენტებსა და კოლეგებს სცილდება და ქალაქშიც ისმის. ფარმბიზნესსექტორი ხელისგულზე გატარებთ, დანიშნეთ მათი ერთიდაიგივე წამლები ახალ ახალი სახრლებით და მომატებული ფასებით, და კიდევ ერთ სასარგებლო სტატუს მოიპოვებთ - ოპინიონ ლიდერი, აზრის ჩამომაყალიბებელი სხვა ექიმებისთვის. 
ეს სტატუსი თქვენ უცხოეთში გამართულ მრავალ სიმპოზიუმზე გაგიხსნით გზას. 
ახალი სტატუსი საინტერესოა, და რომანტიკულიც - ინვალიდი პროფესიონალი პატარა ქვეყნიდან, ბრენდია თავისებური. 
ტრიბუნასთან იდაყვში ხელმოკიდებულს მიაცილებენ. ყველას ეცოდინება რომ არ კითხულობ, იმიტომ რომ ვერ გადაშლი გვერდებს. 
განსაკუთრებული ხშირი ტაში გარანტირებული გაქვს.
შენით მასმედია ინტერესდება, ჯერ უცხოური, მერე აქაური. 
პაციენტები რიგებში ერთი თვით ადრე იკავებენ ადგილს.       
დიდი მადლობა ან უღრმესი მადლობა არავის ავიწყდება   . 

ერთი ავადმყოფის შვილი, რომელიც შენთან ერთი წელია მკურნალობს, შენი ბავშვის სკოლის დირექტორია,მეორე შენი ცოლის თანამშრომელი, რომელიც უცვლელი თამადაა კორპორატიულ ქეიფებში, 
მესამე მეზობელია, მერი...

mokvda muza.

Sunday, March 25, 2012

სულ 50 ბგერა 33-ის ნაცვლად.




ადამიანები 21 საუკუნის დასაწყისში ერთი უცვლელი თავისებურებით, ჩავთვალოთ სისუსტით განსხვავედებიან მომავლის ადამიანებისგან.



უცხო ენებზე სასაცილოდ მეტყველებენ, ზოგ ბგერას სასაცილოდ ამახინჯებენ, ზოგჯერ სულაც სხვა ბგერით ანაცვლებენ.
მოკალი და ვერ ათქმევინებ წესიერად.
ამტვრევენ, წვალობენ, დასაცინები ხდებიან.


22-ე საუკუნეში ან მანამდეც ვეღარ იპოვნი ენაბრგვილ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ენას საკმარისად ვერ იმორჩილებენ იმისათვის რომ სხვა ხალხის ენებზე გავრცელებული ბგერები ამოთქვან.


დღეს და ალბათ მომავალშიც კაცობრიობას გაუჭირდება თქვას ყ, ჭ, ძ, მაგრამ ყველას შეეძლება სწორი პრონანსით თქვას ინგლისური, რუსული, ესპანური, ფრანგული ბგერები.

თუ გვარიანად დაგაბნიეთ ამ შესავლით, განაგრძეთ კითხვა, აუცილბლად გავალთ სამშვიდობოს.

აი უყურე.

აღმოჩნდა რომ ადამიანი ბგერებს, მათ წყობას, წარმოთქმას სწავლობს შვიდი- თოთხმეტი თვის ასაკში.

ადამიანები თავის ნაშიერებს საკუთარ ენას- ე. წ. დადა ენას ასწავლიან და მხოლოდ მოგვიანებით ასწავლიან მათ სხვა საჭირო ენებს.

ორენოვან ოჯახებში ერთდროულად ღებულობს ორივე ენის ბგერებს ბავშვი ჩვილობის ასაკიდან და ორივე პრონანსს უზადოდ ითვისებს, თანაც უპრობლემოდ.


არის აზრები, რომლებიც მას შემდე რაც საჯაროდ ითქმება, აღარავინ გააბათილებს და რჩება ასე, ჰაერში გამოკიდებული.
ერთერთი ასეთი აზრი "ქართულ სინამდვილეში" 1991 წელს ითქვა ლინგვისტი-ფილილოგი პატრიოტისგან და დღესაც დაკიდებულია -
ითქვა,
არ შეიძლება ბავშვს მცირე ასაკიდან ასწავლო უცხო ენა, მას ტვინი გადაეწვება, ენაბრგვილობა დაემართება, ასწავლეთ ბავშვებს ქართული, უცხო ენა კი 14 წლის ასაკში.
რათა არ აერიოს, ქართველია თუ რუსი.



არავინ განაგრძო ამ თემაზე პოლემიკა, მიღებული იქნა სასარგებლო რჩევად.



არადა თურმე სინამდვილეში, ბგერების წყობის მიღების უნარი იხურება 12 თვის ასაკიდან. მოგვიანებით მისი სწავლა თითქმის შეუძლებელი ხდება.


ამიტომაა, რომ 100% რუსულ აუდიოსივრცეში გაზრდილ რუსებს ყვალაზე ძაან უჭირთ ინგლისურად უაქცენტოდ საუბარი. მათი სიტყვების მარაგი და გრამატიკა შეიძლაბა საუკეთესო იყოს, მაგრამ ბგერებს ვერაფერს უხერხებენ.

ასეთივე მდგომარეობაში ხვდებიან 100% ინგლისურ აუდიოსივრცეში გაზრდილი ამერიკელები, ქართული ბგერები მათთვის უბრალოდ დაუძლევადი სირთულეა.

მეორე მხრივ მომავალშიც მათ კი არ დასჭირდებათ უცხო ენების უაქცენტოთ ცოდნა, არამედ მთელს მსოფლიოს მოუწევს ინგლისურად (რუსულად, ფრანგუულად, გერმანულად, ესპანურად) მეტყველება.

დედა ენას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დედა ენას, ნატივ ბგერებს და სიტყვებს თავისი ადგილი დარჩებათ.


მაგრამ,

ვინ თქვა რომ ჩვილს 7-12 თვის ასაკში მხოლოდ 33 აბორიგენული ბგერის სწავლა შეუძლია?

რატომ ჰგონიათ მენტორებს, რომ იგივე ასაკში წარმატებით ვერ მიიღებს ბავშვი ვთქვათ 33 კი არა, 53 ბგერას?

და საერთოდ, რამდენი გლობალურ-კოსმოპოლიტური ბგერა იარსებებს მომავლის კოსმოპოლიტურ დედამიწაზე?
ჩვილი ბავშვის ტვინს სულაც არ ადევს კლიტე, რომ არ მიიღოს ის ბგერები, რომელთაც მის ეროვნულ ალფავიტში ცალკე ასო არ შეესაბამება.

მაგალითად რ ქართულად, რ რუსულად, რ ფრანგულად და რ ინგლისურად ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულად წარმოითქმის, 4 სხვადასხვა ბგერაა.

მერე რა რომ ერთი სახელი აქვთ?
ვასწავლოთ ჩვილს ოთხად და არა ართად,
ქართული ფ და რუსული ფ ერთი სახელია, გამოითქმის სრულიად განსხვავებულად,
ქართული ლ, მეგრული ლ და ფრანგუული ლ სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან ( მეგრული ფრანგულს უფრო ჰგავს)
ქართული წ სხვაა და რუსული წ სხვა (წიტრაძ- რვეული)


ვასწავლოთ ბგერებად და არა ასოებად.


მოკლედ.


უნდა შეიკრიბოს იმ ბგერათა ანბანი, რომელიც მომავლის მსოფლიოში ადამიანის წარმატებას ხელს შეუწყობს (ან პირიქით რომ ვთქვათ, ადამიანი მათი ვერწარმოთქმის გამო წარუმატებელი არ იქნება).

ალიაბალია 50 ბგერა უნდა ისწავლოს ჩვილმა, ქართული რა თქმა უნდა და კიდევ 17.
f,r,s,t,iu,w,v ...

ადვილად მისაღები ფორმით - სპეციალური აუდიო სიმღერებით, ლექსებით, იავნანებით.



ან კიდევ უკეთესი, დაივიწყეთ სწავლა, სწავლება და გეგმა - აყურებინეთ ჩვილს ტელევიზორი სხვადასხვა ენებზე.
საკმაოდ ხანგრძლივად.


იქნებ ეგეც იყოს საკმარისი.
მაგრამ სასწავლო პროგრამა თუ გაკეთდა, თავისი პლიუსები მასაც ექნება.




დოგ მოვიდა უკუსილა?

ტედ.კომი ამ ლინკის მოსაძებნად კაი ხანი ვკენკე. ნახეთ, ზუსტად ამ თემაზეა.

Tuesday, March 20, 2012

შვედური მაგიდა ვინაა მოგებული?





შვედური მაგიდა გენიოსის მოფიქრებულია
კაპიტალიზმისა და ერეს სიზუსტით თვლის ეპიცენტრში, შვედეთში, არ გინდა მოიფიქრო ისეთი ფენომენი, რომელიც ყველა მანამდე არსებულ ეკონომიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება?
ყველაფერი ფული ღირს
ყველაფერს განსხვავებული ფასი აქვს
უფრო მეტისთვის უნდა გადაიხადო ოფრო მეტი
ნაკლებს თუ მოიხმარ ფულს დაზოგავ
ადამიანები განსხვავებულები ვართ ფინანსური შესაძლებლობებით, და ეს ჩვენს სუფრაზეც აისახება
ეს აქსიომები, რომლებიც ყველა სხვა სიტუაციაში და ყველგან მუდმივაა, აქ , შვედურ მაგიდასთან უქმდება.


ჭამე რამდენიც გინდა, დაიმატე რამდენიც გინდა, უხმე ოფიციანტს ჩაისთვის და მერე ყავისთვის, გასვლისას წვენი დააყოლე, ისადილე საუზმობის ნაცვლად.
ეს შენ შეგიძლია.
იურრ ველქამ.
შენ შეგიძლია დაასწრო საეღთაშორისო დელეგაციის პატივცემულ ხელმძღვანელს და ორაგულის ბოლო ნაჭერი მოიხელთო.
თუმცა როგორც წესი შვედური სუფრის სტუმრებს არასდროს უწევთ ბოლო პორციის აღება, იქ გარკვეული ულუფა მაინც რჩება.

სტუმრებისთვის ეს საჩუქარია, ჭამე შეუზღუდავად, აარჩიე თვალით და არა ოფიციანტის მოტანილ მენიუში, არ დაკარგო დრო და ნერვები არჩევანსა და თავში ფასების ანგარიშზე.
სტუმარი მოგებულია

არის თუ არა მოგებული სასტუმრო?

ერთი შეხედვით სასტუმრო აგებს, მისი ძვირფასი მენიუ უანგარიშოდ ინთქმება, აგერ კაცი კარტოფილს გასცდა და გადაწყვიტა მხოლოდ ძეხვით დანაყრდეს, ეს კი იმ მაგიდასთან უკვე დანაყრდა თევზის მარინადით და ახლა მესამე ჭიქა ფორთოხლის სკვოში გადახუხა. მეოთხე კი ანანასის კომპოტით გაძღა და ახლა ზეთისხილს ჭამს ლობიოსავით.
ეს რესტორნის მენეჯერის კოშმარია, მაგრამ ასეთი კოშმარი აღმოჩნდა რომ ძალიან იშვიათი კაზუსია, რომელიც საერთო კალკულაციას არ ცვლის.

საერთო კალკულაცია კი იმაზეა დაყრდნობილი, რომ დილით ყველა ადამიანი მიირთმევს:
ჩაის ან ყავას, პურს ყველის ერთი ნაჭრით და კრუასანს, პლიუს ერთ ხილის წვენს და თუ სადილობა გვიან აქვს გადაწყვეტილი მშრალ შემწვარ კარტოფილს შეჭამს და ომლეტს დააყოლებს და ეს ყველა პროდუქტი ერთად 10 ლარზე ძვირი არ დაჯდება, მაშინ როცა სტუმარს ერთ დღეში ერთ ადგილში მინიმუმ 120 მაქსიმუმ 220 ლარი აქვს გადახდილი.

ანუ სასტუმროს უღირს დაკარგოს ფული, იყოს უფრო ხელგაშლილი სტუმრების მოსაზიდად?

მაგრამ შვედური მაგიდა შვედეთიდან მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
ნუთუ ყველა სასტუმროს მეპატრონე კეთილი მასპინძელია?

იქნებ სულაც არა.
შვედური მაგიდის ალტერნეტივაა ჩვეულებრივი რესტორნის პრინციპი - მიიღე შეკვეთა, გაუმზადე, მიართვი, უანგარიშე, მიიღე ფული, დაუბრუნე ხურდა.
ერთი სტუმრის მომსახურების ხანგრძლივობა მინიმუმ ორმაგდება.
მთელი სასტუმროს ყველა სტუმარს კი ერთდროულად უნდა საუზმე 10 დან 11 საათამდე, მაგიდები საკმარისი არაა.
შეკვეთის სწრაფად დამზადებას მაღალკვალიფიციურუ მზარეულების რამდენიმე ბრიგადა დასჭირდება, მათ კი შესაბამისი ანაზღაურება. ოფიციანტს თითოეულ მაგიდასთან არანაკლებ 5 ჯერ მოუწევს მისვლა, მისი ანაზღაურებაც უნდა გაიზარდოს, სად ნახავ უცხო ენების მცოდნე წესიერ ადამიანს, ვირივით საქმეში მინიმალურ ანაზღაურებაზე რომ დაგეთანხმოს? ჯობია ვირული საქმე მშვიდი საქქმით შევცვალოთ. ყავა თუ ჩაი? დემონსტრაციული ღიმილი, აი ოფიციანტის საქმე " შვედური მაგიდის" მომსახურებისას.
ასე რომ მოგებაში სასტუმროცაა.
შვედური მაგიდა მომგებიანია ყველასთვის, მიმწოდებელისთვისაც და მიმღებისთვისაც.
იმ შვედმა მართლაც გენიალური ნიშა დაინახა, რომლის პირობების შეცვლა " შვედურ მაგიდას" ერთი სასტუმროს სარეკლამო დროებით ახირებად აქცევდა, მაგრამ არა, შვედური მაგიდა უნივერსალურია, გლობალურია და... კარგია.
შვედური მაგიდის კონსტანტა პირობებია: მოქმედების ადგილი - სასტუმროს რესტორანი
მოქმედების დრო - 08:00-11:00
მოქმედების ობიექტები - სასტუმროს სტუმრები

ამ პირობებში შეგიძლია იყო ხელგაშლილი და კეთილი მასპინძელი
და მეორე მხრივ შეგიძლია მიირთვა ისიც ისიც და ისიც და მერე თავიდან.


თუკი თავიდან მხოლოდ დიდი, სახელოვანი და ვარსკვლავოსანი სასტუმროები გადავიდნენ შვედური მაგიდის პრინციპზე, ახლა მას წარმატებით და სიამაყით იყენებს არამარტო საშუალო გაქანების, არამედ ძალიან პატარა, საოჯახო სასტუმროებიც.

ანუ ალბათ ყველასთვის მოულოდნელად, შვედური მაგიდის პრინციპი უნივერსალური, რაციონალური მომგებიანი და შედეგად წარმატებული
აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი რისთვის დავწერე იცით?
ერთი ჭია მყავს.
კარგი პრეცედენტი გადამდებელია

კარგი პრეცენდენტი შეიძლება უფრო დიდი მასშტაბის საკითხში აღმოჩნდეს დედანზე უფრო წარმატებული.


პოლიტიკაში არსებოს თუ არა შვედური მაგიდა?

ერმა შეიძლება თუ არა იხეიროს შვედური მაგიდის პრინციპით

სახელმწიფომ თუ შეიძლება იხეიროს?



მოვიფიქროთ მოდელები, ანუ პირობების კონკრეტული ნიშა როცა ეს პრინციპი პოლიტიკურ მასშტაბს მიიღებს და მსოფლიოში მისაბაძი გახდება.




მაგალითები უკვე გვაქვს:
მაგალითად სამხრეთ აფრიკელი ბური ფერმერების მოწვევა

რატომ არ შეიძლება იმ ჩინელებს შევუქმნათ განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები საქართველოში დაფუძნების, რომლებიც მშოფლიოს უმაღლესი შენობების შენებაში მონაწილეობდა


ან იმ აფრიკელებს, რომლებიც სპორტული მონაცემებით გამოირჩევიან

ან რუსებს, რომლებიც ... ნუ , მოსაფიქრებელია ( პანფილოვი ეტქ.).


ან სომხებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებიც ერთი საუკუნისწინანდელი მათი Fანამემამულეების მსგავსად თბილისში დიდ ფულებს დებდნენ?

ან ირანელებს იმავე პრინციპით გადავცეთ სამართავად მათივე აშენებული მუშტაიდის ბაღი

ან აფხაზებისა და ოსების ტურისტულ კომპანიებს გავუგზავნოთ უცხოელი ტურისტები.

ან დავაარსოთ არაქართული კულტურის პროტექცია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ყველა უცხოელს აჩვენებს თუ როგორ აირეკლა მისი ქვეყანა საქართველოში და რა მნიშვნელობისაა ეს ანარეკლი საქართველოსთვის.
სომხები საქართველოს
გერმანელებისაქართველოს
ამერიკელები საქართველოს
აზერები საქართველოს
ბერძნები საქართველოს
იტალიელები საქართველოს
რუსები საქართველოს
აფხაზები საქართველოს
ოსები საქართველოს
ებრაელები საქართველოს
სპარსები საქართველოს
ყივჩაღები საქართველოს
დაღესტნელები საქართველოს
ჩეჩნები საქართველოს
თურქები საქართველოს
არაბები საქართველოს
პოლონელები საქართველოს


მხოლოდ პოზიტივი


ანალოგია შვედურ მაგიდასთან:
მათ ყველას ჩვენგან უნდა აღიარება, კარგის დაფასება, პატივისცემა, თავის შინ და ღირსეულად გრძნობა.


და რატომაც არ უნდა მიიღონ მათ ეს კერძები მენიუში?


თუ თქვენ იტყვით, რომ მათ სასტუმროს სტუმრებისგან განსხვავებიატ ჯერ არ გადაუხდიათ, მაშინ გეტყვით.
გადაიხდიან.
გადაიხდიან პოლიტიკურ სასწორზე, იქნებ ფულითაც მაგრამ ფული ნაკლებ მნიშვნელოვანია - ისინი მეტი პოლიტიკური ძალის უფლებას მოგცემენ. და ეს, თუ გინდათ ფულადაც შეიძლება დაითვალოს.
ინვესტიციად და აღმშენებლობად ტრანსფორმირდეს.

ჩვენი რა მიდის?

ღირსება?
რა კრიტერიუმით გვებღალება ჩვენ ღირსება?
ქრისტიანულით? არა
დიპლომატიურით? არა

ისინი, ვისთანაც რთული ისტორიული ურთიერთობა გვაქვს გამოვლილი ჩაგვთვლიან უღირსებოებად?
მხოლოდ პირველ კვირას, მეორე კვირიდან კი თვითონაც აღმოაჩენენ მათი სამშობლოს ისტორიაში ქართულ პოზიტიურ ანარეკლს, ყოველ შემთხვევაში მოიძიებენ.
და იპოვიან.
ჩვენი არაქართველი მოქალაქეები და მეზობელი ქვეყნები ნამდვილად ბევრს იპოვნიან.
ამით საქართველოსადმი მათი დამოკიდებულება გაუმჯობესდება.
და მაინც, ჩვენი რა მიდის?
მიწა? თავზე საყრელი გვაქვს
ფული? კი ფული. რომელიც ჭკვიან ისტორიკოსებს და საზოგადოების წევრ არაისტორიკოს ავტორებს უნდა გადაუხადო, პოლიგრაფია, პრომოცია. ფული დაიხარჯება გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეღირება შედეგი.

შვედური მაგიდა კიდევ ერთ დადებით შედეგს მოიტანს.
ესაა ქართველთა შორის გავრცელებული ქვეშეცნეული წუხილი და შედეგად უკან დადგმული ფეხი, რომ ქართველები რაღაც ეტქპზე და რაღაც კონკრეტული პარამეტრებით არა ვართ მართლები.
არა ვართ მართლები ცალკეული ერებისა და ხალხების ნეგატიურ შეფასებაში.

არადა ნეგატიური შეფასება მართლაც დომინირებს ყველა " უცხო" თითქმის ყველა ჯგუფის მისამართით.
ეს რთული საფეხუროვანი გრძნობაა, რომელიც გაჯერებულია საქართველოს წარუმატებლობაში სხვისი დადანაშაულების მოხერხებულობით, საბჭოთა კავშირის დაშლისას უმცირესობების მიერ საქართველოს მხარდამხარ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში არმონაწილეობის ღალატად ჩათვლა, სეპარატიზმის ობიექტური ფაქტორების არცნობა, და... მათ მიმართ საკუთარი დამნაშავეობის შეგრძნება.
ჩვენ ხომ ორი თაობა კიდევ გვიკლია რომ ჰომო სოვეტიკოსისგან გავთავისუფლდეთ და ნამდვილი ღია საზოგადოება შევქმნათ.
ღია არაქართველებისთვის, ჩვენი და უცხოელი არაქართველებისთვის, ინდივიდებისთვის და ჯგუფებისთვის.
დავზლიოთ ჩვენ თავში სასტუმროს ბუღალტერი, რომელიც გაოცებული თვალებით უყურებს მის დირექტორს, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა და შვედური მაგიდის პრინციპის დანერგვა მოისურვა.
არა კეთილო ბუღალტერო, არ გავკოტრდებით, არ შედვიჭამენ ერთი თვის მარაგს ერთ კვირაში, შევძლებთ გავაკეთოთ ყველასთვის მოსაწონი და დამანაყრებელი.
დამიჯერე, ყველანი კმაყოფილნი დავრჩებით.


რითი გავს და რითი განსხვავდება სხვა ქვეყანა, უცხოელი მოქალაქეები, ქართველი არაქართველები სასტუმროს სტუმრებისგან?

თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ მათ ფული არ გადაუხდიათ და იქნებ სულაც მხოლოდ რესტორნის სტუმრები არიან და არა სასტუმროსი.

კარგი, გავუშვათ ყველაზე უარესი ვარიანტი, ბენეფიციარები რესტორანში არიან მოსულები და არა სასტუმროში.

რას ვაგებთ ჩვენ?
ჩვენ მათ საჭმელს არ ვაჭმევთ, მატერიალურ ხარჯს ( საინიციაციოს შემდეგ) აღარ ვწევთ, ჩვენ მათ ვაძლებთ სივრცეს ჩვენს ქვეყანაში. არა მიწას კვადრატულ მეტრობით, აარამედ სივრცეს თავისუფალი დაუყვედრებელი და უსაყვედურო სუნთქვისათვის.
ეს იგივე მაღაზია " დავითის" ვესტიბულია, რომელიც დავითმა ქუჩას აჩუქა. კიბეზე ასვლისას შენ რამდენიმე ნაბიჯს კიდევ დგამ ქვეით მოქალაქედ და მხოლოდ მას შემდეგ ხდები პოტენციური კლიენტი და ვიზიტორი, რაც შუშის დერეფანი გაიარე. დსრეფნის ვიტრინებში ტანსაცმელს ხედავ, რომელშიც საბოლოოდ არარეალურ ძვირ თანხას იხდი.
რატომ? იმიტომ რომ " დავითი" შენ პიროვნებად გაღიარებს, სამი ნაბიჯით მეტ უსაყვედურო უფლებას გაძლევს გაბრუნდე და არ შეხვიდე.

დღეს საქართველო არ არის " დავითი" რომელც შეძლებს თავისი წინდა 50 ლარად გაყიდოს, გუშინ საქართველო გალიაში ჩასმული ბუტკა იყო, რომლის გამყიდველი ყველა მყიდველს ზურგსუკან ებუზღუნება და ეს ყველა მყიდველს ესმის.
დღეს საქართველო გარემონტებული მაღაზიაა, სადაც ყველა მყიდველს ეუბნებიან - ჩვენ ყელში ამოგვიხვედით თქვენ მყიდველები, იმიტომ რომ თქვენს შორის ბევრია ქურდბაცაცა, თქვენც პოტენციური ქურდი ხართ და არ გაბედოთ ქურდობა, ჩვენ თქვენი პატარა მცდელობა და თვალების ცეცება არ გამოგვეპარება, დაგიჭერთ.
ხვალ საართველო უნდა იქცეს დავითად, რომელიც ღირსეული სტუმრების ღირსეული მასპინზელი გახდება.
დავუთმოთ ვესტიბული დანარჩენ მსოფლიოს, და გავამზადოთ შვედური მაგიდა კარგი მსოფლიოსთვის.
რომელსაც თავი ძვირად უნდა მივყიდოთ სხვა ახალფეხადგმული ქვეყნებისგან მკაცრი კონკურენციის პირობებში.


კიდევ რა უნდა გვქონდეს შვედური მაგიდის მენიუში?

არაქართველი მის საქართველო
არაქართველი მინისტრი
არაქართველი ჩვენს სპორტულ ნაკრებში
არაქართველი შოუმენი
არაქართველი მსახიობი
არაქართველი დიქტორი
შერეული ოჯახი - ახალი ფილმის გმირი
არაქართველი თოქშოუს წამყვანი
გეიპარადი, რათა აჩვენო, ამასაც კი იტან და მითუმეტეს აიტან ტრადიციულ ადამიანებს.
არამართლმადიდებელი რელიგიების დღესასწაულების მილოცვა მასმედიით.
კანონის წინაშე ყველა თანაბარია - დემონსტრირება

აღმოჩნდა რომ ...


შვედური მაგიდა უკვე გაშლილია, მენიუში ბევრი სასარგებლო კერძი უკვე გვაქვს, მაგრამ ყველა მათგანი უყუათო და ნაკლებად ბარაქიანია.ჩვენი შვედური მაგიდა ნაკლული და ძუნწია.


სასწრაფოდ შემოსატანი გვაქვს : ერბოკვერცხი, კარტოფილი, ყველი, ყავა, მურაბა და კრუასანები.

თორემ შევრცხვით, მეზობელი მეგასასტუმრო " რასსია ინნ" იმდენად ეფექტურ შვედურ მაგიდას შლის, რომ ჩვენები (აფხაზები და ოსები) აქედან იქ დადიან სასაუზმოდ.
იმ სასტუმროს უფასო აბონემენტები აიღეს და საკუთარ ნომრებსაც ჩვენს სასტუმროში იმ სასტუმროს სტიკერი გადააკრეს კარებზე. სირცხვილია. ჩაგვხადა კონკურენტმა.