Wednesday, November 17, 2010

kurt cobain


ეს სიმღერა პირველი იყო ჩემს მიერ მოსმენილი და ამავე დროს ნანახი მტვ-ზე. შორეული 1992 წელი სუფევდა. ჯერ აფხაზეთის ომი არ დამთავრებულიყო. მე ახალი დაბრუნებული ვიყავი შრომა ახალშენი შუბარა სუხუმიდან.

ნირვანა მომეწონა და ვთქვი, ეს ბიჭი რომ მოკვდეს ჯიმ მორისონის გვერდზე დადგება მეთქი.

ენამ მიყივლა.
1994-ში მოკვდა, თავი მოიკლა და ... გაყიდვებით მორისონს გადუსწრო.
ერთწლიანები ვართ, 1967-ში დაბადებულები.
მისი სიცოცხლე და მისი მუსიკა ნირვანას(სტაბილურობა, ჰარმონია, მოსვენება, ინისა და იანის შეთანხმება) სრული ანტიპოდი იყო. თუმცა რატომ იყო, არის.

სიკვდილამდე ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ თვით ევროპულმა დემოკრატიულმა და გამჭვირვალე მასმედიამ, თვითცენზურა გამოავლინა და კურტის თვითმკვლელობის (რევოლვერით პირში) შემდეგ, დამალა ეს ფაქტი, რომ ათასობით თინეიჯერი ფანი სუიციდის ეპიდემიისგან ეხსნა.

მახსოვს, რომ ჯერ ნარკოტიკს აბრალებდნენ, შემდეგ ალკოჰოლით მოწამვლას და სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ გაავრცელეს მისი სიკვდილის რეალური მიზეზი - თვითმკვლელობა..

Tuesday, November 16, 2010

Frank Sinatra & Bono



ეძღვება ჩემს ცალს*, რომელიც სულ მალე თავის პირველ დაბადების დღეს შეხვდება დედის გარეშე.






*ზოგირთ ცოლს შეუძლია გახდეს ცალი.

Friday, November 5, 2010

ნიჭი თუ აზროვნების სისწრაფე?

ყველაფერს დავთმობთ, დაე გვეძახონ ბინძურები, ჰომოსოვეტიკუსები, არასოციალურები, ჯიუტები, მაგრამ ნუ დაგვიძახებენ უნიჭოებს.

ეს ხომ ჩვენი 70 წლიანი სსრკს დროინდელი მონაპოვარია - ჩვენ ნიჭიერები ვართ. მორჩა, ბასტა, ვართ და ამას წყალი არ გაუვა.


მერე რა, რომ ბევრს ვერაფერს ვქმნით ბოლო 20 წელიწადია და მანამდე გაკეთებულიც მაინცდამაინც მსოფლიო ცნობადობის ღირსი ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი მსოფლიო ხომ რუსეთია და იქ ვახსოვართ.




ნიჭიერები ვართ სპორტში, ხატვა, მსახიობობა, რეჟისურა, მოზაიკების კეთებაში და ცეკვა სიმღერაში.




ხუთი ქართველი ღიპიანი თუკი შეიყარა სადმე უცხო აეროპორტში იქაურობას ჭერი უნდა ახადონ და აღტაცებულ უცხოელ მგზავრებს ზემოდან გადახედონ, აი, როგორი კაცები ვართო.
თითოეულმა სრულწლოვანობამდე უნდა დავიზეპიროთ არაჩვეულებრივი გამოფენა და 1983 წლის კარლ ცეისთან ფინალი.




ამ დღეებში ეს აზრი ამყვა ეჭვად და ახლა შევეცდები ჩამოვაყალიბო.

არ არსებობს ტალანტი, როგორც ღვთის საჩუქარი.

არსებობს აზროვნების სისწრაფე, შრომისმოყვარეობა და ინდივიდუალური მონაცემები (ვთქვათ სიმაღლე კალათბურთელისთვის, სმენა მუსიკოსისთვის, ბეჭები შტანგისტისთვის, გემოვნება ხელოვანთათვის ზოგადად).




კარგი საცეკვაო ილეთის, კარგი ფუნჯის მონასმის, კალათში ბურთის კარგ სროლის, კარგი სიმღერისა და სიმღერის დაწერისთვის აუცილებელია სხარტი ტვინი.
თუ წამში 10 ჯერ არ გაქვს უნარი სიტუაცია შეაფასო და შეცვალო შენი ქმედება ახალი, 0,1 წამის წინ წარმოქმნილი სიტუაციის შესაბამისად, ვერც შტანგას დაიჭერ და ვერც მუსიკალურ იმპროვიზაციას შეასრულებ.


ეს ყველა მაგალითი დასკვნის საილუსტრაციოდ მომყავს. თვითონ დასკვნა კი რაგბის შემხედვარემ მივიღე.
წარმატებული რაგბისტები უსწრაფესად მოაზროვნე ადამიანები არიან. ნაკლებად უწევთ "კურსკსკაია დუგა" და თავის თავზე ჭახუნი.
ეს ამხელა მფრინავი მაცივრები ელვუისებურად იცვლიან მიმართულებას, ერთ ილეთში ორ ცრუ მანევრს ატევენ, მილიწამებშI გათვლიან თანაგუნდელის ჩანაფიქრს და... იმარჯვებენ.



ჩვენი რაგბი გაცილებით უკეთესია, ვიდრე საქართველო, უფრო მაღლა დგას. ალბათ აზროვნების სისწრაფითაც ჩვენზე, მასაზე მაღლა დგას.

მაგრამ, ერთი შეხედეთ გრანდებს, გული მოგიკვდებათ, ისინი ჩვენებს აზროვნების სისწრაფით სჯაბნიან.
მკლავით და კისრით კი არა, აზროვნების სიმკვირცხლით.

ტექნიკააო, ტალანტიაო, ნიჭიაო იტყვით თქვენ, იმათ უკეთესი პირობები აქვთო, სელექცია მეტი კანდიდატიდან ხდებაო.

კი ბატონო ეს ყველაფერი საუკეთესოს გამოსავლენად საუკეთესოთა შორის.

მაგრამ ჩვენ იმ საუკეთესოებამდე მისასვლელად სხვა კი არ გვაკლია, მხოლოდ ის, მე რაც დავასახელე.

რაგბისტებს რას ვერჩი, მართლაც მიმაჩნია, რომ საქართველოს კუთვნილ რაგბზე უკეთესი სწორედ მათი ინდივიდუალური უნარებით და თუნდაც სწრაფი აზროვნების ხარჯზე გვაქვს. რაგბისტები იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ ერთი შეხედვით ეს სპორტი 80%ით ჯიგარი და ძალაა, არადა ისიც კი 80%ით აზროვნება ყოფილა. მაშ რაღა უნდა ვთქვა სხვა დანარჩენ ასპარეზებზე, სადაც ქართველები წარმატებებს ვგეგმავთ თუ ვლამობთ:
ფეხბურთი, მუსიკა, სპორტი, მშენებლობა და ყველაზე მარტივი და სიმპტომატური - ქუჩაში გადაადგილება, გნებავთ ავტომობილით, გნებავთ ფეხით.


სირცხვილი, სირცხვილის ბეჭედი, სირცხვილის სერთიფიკატი - ეს ხალხი ტუგად დუმაიუტ, ცალ ტვინს არ ხმარობენ, ელემენტარულ კომბინაციებს ვერ თვლიან ზაქები არიან და არა ჯიქები.

საქმე უწესობაში არ არის, უბრალოდ უტვინობაშია, აი ეს კაცი, ჭაღარა და სანდომიანი მესამე ხაზზე რომ გიჭრის გზას ტაატით, უბრალოდ ვერ ფიქრობს სხარტად, ვერ ერკვევა რიტმში, 3დ სურათს ვერ ქმნის, აბა ეს დალოცვილი დავიჯერო იმდენად თავხედია, რომ მე მუხრუჭით პარპრიზი გამატანინოს?
არა. კეთილია, დებილი.


ასევე ვართ ყველაფერში, პოლიტიკაში, პოლიტიკურ სიმპატიებში, რელიგიაში, ოჯახში, სამსახურში.


ადრენალინი გვინდა, მეტი ადრენალინი, როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ მძინარე მოსიარულეებმა ძილს თავი გაართვან.
შტანგისტმა, ბოქსიორმა, კიორლინგერმა, კალათბურთელმა და მომღერალმაც კი.

Thursday, November 4, 2010

მუზეუმი რაფაზე

Brad mehldau - blackbird by Claudio Vicente

ზღვიდან კენჭები მომაქვს, ყოველ წელიწადს 10-20 ცალი.
არ ვეძებ, უბრალოდ, თუ თვალში მომხვდა და მომეწონა, ვინახავ და მომაქვს.

თანაც მარტო კენჭები კი არა, არამედ კენჭადქცეული ბოთლის შუშები, ქვები, რომლებიც პემზაბლოკის დაქუცმაცების შედეგად დარჩა, შესახედად ჩვეულებრივი ქვა, რომელსაც შუაში სამშენებლო ბლოკის ნახვრეტი აქვს.

ეს ექსპონატები მე დროის მუზეუმისთვის მჭირდება, რომელიც ჩემი ბინის რაფებზე მაქვს მოწყობილი.

აი კენჭი, რომლის წითელი მხარე რკინისშემცველი ლავის ტალღისაა, იმავე კენჭის მწვანე მხარე კი მეორე ვულკანის, ახლა უკვე სპილენძისშემცველი ვულკანის ლავით გადაფარვის შედეგად დაედუღა წითელს, ეს ამბავი შორეულ 67 დან 58 მილიონ წელს შორის მოხდა, 30 საუკუნის წინ ჩემი კენჭი დიდი ლოდი იყო მერე გაცვითა ზღვამ და ახლა რაფაზე მიდევს.
აი, ზუსტად მისი მსგავსი ფორმის მეორე კენჭი, ოღონდ შუშის, ის შარშან წინ ბოთლი იყო, ლაზს ან თურქს ჰქონდა შენახული საბძელში როცა დიდმა წვიმამ საბძლიანად წყალდიდობას გაატანა და შავ ზღვაში ჭოროხის გავლით ჩამოახრიგინა.
აი, ქვა, რომელიც შარშან აქ მდგომი საცეკვაო კაფებარის ნარჩენია, ზედ საღებავიც ეტყობა, თაბაშირიც და ცემენტიც, გარედან კი ჩვეულებრივი ქვის ფორმა აქვს.

68 მლნ წელი, 20 საუკუნე, 5 წელი და შარშანდელი სეზონი, ასე ვუყურებ მე ამ კენჭებს და მგონია რაღაც საკრალურის მფლობელი ვარ.


ყველას გინახავთ (რეალში თუ არა წიგნში ან ტელევიზორში) ნამარხი ცხოველები, რომლებიც მილიონობით წლის წინ რბილ თიხაში მოკვდნენ და შემდეგ გარემოს გაქვავების შედეგად მუდმივი სარკოფაგი იშოვეს .
მეც შემხვდა ერთხელ ჩვეულებრივ ქვაში ფუღურო და იმ ფუღუროში რაღაც ტრილობიტი, რომელიც ქვის გაქანებაზე ჩხარუნობდა, მაგრამ მაშინ, 10 წლის წინ, არ ვიყავი განწყობილი მისთვის ექსპონატი დამერქვია და.. მივატოვე.
მას შემდეგ ჩვეულებრივ, ნაცრისფერ ქვებსაც ვაქცევ ყურადღებას, იქნებ ისევ შემხვდეს მილიონობით წლის წინ მაცხოვრებელი არსების ნაშთი, მაგრამ არ შემხვედრია.

აღარ შემხვედრია, მაგრამ გული მაინც არ მწყდება, ბოლოს და ბოლოს,
კი, თავისი ფორმა ვეღარ შეინარჩუნეს, მაგრამ


ცარცი,
ნავთი,
ნახშირი
ქარვა
მარჯანი
გრაფიტი
ტორფი








რომელიც ჩვენს გარშემო მილიონობით ტონობით მოიპოვება, რომელთაც ყოველთვის შევეხებით, როცა მოვინდომებთ, დავხარჯავთ კიდევაც, ხომ ნამარხებია.
მართალია ფორმა დაკარგული, მაგრამ მაინც 100%-ით ცოცხალი არსებების, მცენარეებისა და ცხოველების, სექვოიების, გვიმრების, მოლუსკებისა და დინოზავრების ნაშთები.

ვერცერთ პლანეტაზე ვერ ნახავთ მათ, ისინი ამ პლანეტის უხსოვარი ისტორიის განმავლობაში მოსახლე მოშრიალე, მცურავი, მღრინავი თუ მფრინავი არსებების შემადგენელი მოლეკულებია.

ანუ ჩემი რაფის დროის მუზეუმს უნდა ჩამოვუმწკრივო ცარცი, ქარვა, გრაფიტი, ალმასი(?), მარჯანი, ნავთი და ტორფი და ... ჩემი იქნება მთელი 70 მლმ წელი ჩვენამდე.


ბექ

ისევ ბეცკ


Wednesday, November 3, 2010

ფიზიკა VS რელიგია




ვინ მოიგებს.

გალილეო გალილეომ, რომელმაც დარწმუნებით იცოდა, რომ ის ბრუნავდა, გადათქვა, არაო, არ ბრუნავსო.
ჯორდანომ ვერ მოიფიქრა, რომ კოცონზე ეყვირა, ის მაინც ბრუნავსო, კაცობრიობამ კი მაინც გაიგო მისი უხმო ნაყვირი, ის მაინც ბრუნავს.

მაშინ მეცნიერებამ (გალილეიმ) გაასწრო ჭეშმარიტებისათვის მებრძოლ ჯორდანოს.


ახლა ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი ჰოკინგსი, რომელიც რომელიც თავისი ფიზიკური სტატუსის გადამკიდე ფაქტიურად ნირვანაშია მეექვსე ცაზე, აცხადებს, რომ ღმერთი არ არის, და ფიზიკა დაიკავებს ღმერთის ადგილს.

მან მეცნიერებას ცოტათი გაუსწრო.
მთელი მსოფლიოს ფიზიკოსები სულგანაბული ელიან კოლაიდერის დასკვნას სამყაროს წარმოშობის შესახებ, რომ გალილეის ცოდნას ჰოკინგის პირდაპირობა დაუმატონ და თქვან - ღმერთი არ არის და არც არასდროს ყოფილა.


ჩვენ დაახლოებით ისეთივე მნიშვნელოვან პერიოდში ვცხოვრობთ, როგორიც ჰქონდათ ადამიანებს, როცა მათი ვრცელი სამყარო ასტრონომებმა გლობუსზე, ბურთზე გადასვეს და უკიდეგანო კოსმოსში გამოკიდეს.



სულ მალე მეცნიერები ატომებში, ნივთიერბათა ცვლაში და ცილის მოლეკულების ჯადოსნურ თვისებებში მოგვათავსებენ.



და აღარ დარჩება საშუალება დავუკავშირდეთ მარადისობას, სამშობლოს წარმატებაში მონაწილეობის და თვითგანახლებადი ჯადოსნური ინტელექტ ჯაჭვის რგოლის - ახალი ადამიანის შექმნის და აღზრდის (ან თუნდაც მხოლოდ აღზრდის) გარდა.

Tuesday, November 2, 2010

იღბლიანი


ცოტა ხნის წინ პოსტი ჩემს (და იქ აღმოაჩენდით, რომ თქვენს) იღბლიანობაზე დავწერე.
შევთანხმდეთ, რომ რახან კითხულობთ, როგორც მინიმუმ დაიბადეთ და ცოცხალი ხართ, ანუ უკვე ძალიან იღბლიანი ხართ.

+ჩემს ქვემდებარე პოსტში თავი მოვუყარე იმ საშინელ ტრაგიკულ შემთხვევებს, რომლიბიც ჩემს გარშემო მოხდა ექიმად მუშაობის განმავლობაში.

პოსტის ბოლოს პირობა დავდე, რომ იღბლიანი გადარჩენებიც უნდა ჩამომეწერა.











-ექთანი ბავშვს აყვანილს რომ აჭმევდა ბოთლით რძეს და ამ დროს მიწისძვრის შედეგად ჭერიდან უზარმაზარი გაჯის ფილა მონოლითად რომ დაენარცხა იმ საწოლს, სადაც 15 წთის წინ ბავშვი იწვა.



-ბიჭი მარშრუტკაში მარტო რომ მგზავრობდა და იგოეთთან ავარიაში 11 კაცი რომ მოკვდა მის წინ და თვითონ უვნებლად რომ გადარჩა


-ორი მოხუცი ქალი ამოტრიალებული ავტომანქანიდან საკუთარ შვილიშვილს რომ კითხულობდნენ და მერე რომ აღმოვაჩინეთ მორბენალ მოკუნტრუშე, დედამ რომ გაიხსენა, მანქანა რომ ამოტრიალდა ბავშვი ყირამალა დაკიდული დარჩა სკამზეო, ქამარი შეუკრავთ მშობლებს მანქანაში ჩაჯდომისას.


-მეცხრე სართულიდან რომ გადმოხტა და მხოლოდ 3 კვირა წოლა რომ დასჭირდა წელის მალის არა რთული კომპრესიული მოტეხილობის გამო, თან ამ 3 კვირას ის თვალცრემლიანი შეყვარებული უვლიდა, რომლის სიყვარულში დაეჭვების გამო გადახტა თავის მოსაკლავად.

-მეექვსე სართულიდან ჩამოვარდნილი მუშა, რომელსაც მხოლოდ ბარძაყის ძვალი მოტყდა


-მუშა, რომელსაც ბეტონმრევის შიგნიდან რეცხვისას გარედან შეცდომით ჩაურთეს ბეტონის მორევის რეჟიმი და ბეტონმრევის დანებში რომ იტრიალა. ერთი ფეხის ამპუტაცია დაჭირდა მხოლოდ.


-უამრავი შემთხვევა, როცა ავტოავარიის შემდეგ ავტომობილი იმდენად დეფორმირდება, რომ მარკას პოლიციაც ვერ ცნობს, მძღოლს მხოლოდ მანქანის დაჭრის შემდეგ გამოიყვანენ და ის გადარჩება ღვედით ან აირბაგით დაცვის მეშვეობით.

-მატარებლის ვაგონმა რომ აითრია და ტანსაცმლის დაფლეთვა დაბეჟილობებით რომ გადარჩა


-ზამთარში, ყინვაში საკუთარი მანქანის საბარგულში დაყაჩაღებული, ნაცემი გა შეკოჭილი შუაღამეს რომ აღმოაჩინა პატრულმა.


-გადაუდებელი ოპერაციის ლამფის შუქზე კეთებისას, ჩანათების მცდელობისას სანიტარმა ქირურგს ზურგზე რომ გადაასხა ნავთი, რომელსაც ალი მიჰყვა. ცეცხლი ჩააქრეს, ქირურგმა ოპერაცია დაამთავრა.