Friday, November 5, 2010

ნიჭი თუ აზროვნების სისწრაფე?

ყველაფერს დავთმობთ, დაე გვეძახონ ბინძურები, ჰომოსოვეტიკუსები, არასოციალურები, ჯიუტები, მაგრამ ნუ დაგვიძახებენ უნიჭოებს.

ეს ხომ ჩვენი 70 წლიანი სსრკს დროინდელი მონაპოვარია - ჩვენ ნიჭიერები ვართ. მორჩა, ბასტა, ვართ და ამას წყალი არ გაუვა.


მერე რა, რომ ბევრს ვერაფერს ვქმნით ბოლო 20 წელიწადია და მანამდე გაკეთებულიც მაინცდამაინც მსოფლიო ცნობადობის ღირსი ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი მსოფლიო ხომ რუსეთია და იქ ვახსოვართ.




ნიჭიერები ვართ სპორტში, ხატვა, მსახიობობა, რეჟისურა, მოზაიკების კეთებაში და ცეკვა სიმღერაში.




ხუთი ქართველი ღიპიანი თუკი შეიყარა სადმე უცხო აეროპორტში იქაურობას ჭერი უნდა ახადონ და აღტაცებულ უცხოელ მგზავრებს ზემოდან გადახედონ, აი, როგორი კაცები ვართო.
თითოეულმა სრულწლოვანობამდე უნდა დავიზეპიროთ არაჩვეულებრივი გამოფენა და 1983 წლის კარლ ცეისთან ფინალი.




ამ დღეებში ეს აზრი ამყვა ეჭვად და ახლა შევეცდები ჩამოვაყალიბო.

არ არსებობს ტალანტი, როგორც ღვთის საჩუქარი.

არსებობს აზროვნების სისწრაფე, შრომისმოყვარეობა და ინდივიდუალური მონაცემები (ვთქვათ სიმაღლე კალათბურთელისთვის, სმენა მუსიკოსისთვის, ბეჭები შტანგისტისთვის, გემოვნება ხელოვანთათვის ზოგადად).




კარგი საცეკვაო ილეთის, კარგი ფუნჯის მონასმის, კალათში ბურთის კარგ სროლის, კარგი სიმღერისა და სიმღერის დაწერისთვის აუცილებელია სხარტი ტვინი.
თუ წამში 10 ჯერ არ გაქვს უნარი სიტუაცია შეაფასო და შეცვალო შენი ქმედება ახალი, 0,1 წამის წინ წარმოქმნილი სიტუაციის შესაბამისად, ვერც შტანგას დაიჭერ და ვერც მუსიკალურ იმპროვიზაციას შეასრულებ.


ეს ყველა მაგალითი დასკვნის საილუსტრაციოდ მომყავს. თვითონ დასკვნა კი რაგბის შემხედვარემ მივიღე.
წარმატებული რაგბისტები უსწრაფესად მოაზროვნე ადამიანები არიან. ნაკლებად უწევთ "კურსკსკაია დუგა" და თავის თავზე ჭახუნი.
ეს ამხელა მფრინავი მაცივრები ელვუისებურად იცვლიან მიმართულებას, ერთ ილეთში ორ ცრუ მანევრს ატევენ, მილიწამებშI გათვლიან თანაგუნდელის ჩანაფიქრს და... იმარჯვებენ.



ჩვენი რაგბი გაცილებით უკეთესია, ვიდრე საქართველო, უფრო მაღლა დგას. ალბათ აზროვნების სისწრაფითაც ჩვენზე, მასაზე მაღლა დგას.

მაგრამ, ერთი შეხედეთ გრანდებს, გული მოგიკვდებათ, ისინი ჩვენებს აზროვნების სისწრაფით სჯაბნიან.
მკლავით და კისრით კი არა, აზროვნების სიმკვირცხლით.

ტექნიკააო, ტალანტიაო, ნიჭიაო იტყვით თქვენ, იმათ უკეთესი პირობები აქვთო, სელექცია მეტი კანდიდატიდან ხდებაო.

კი ბატონო ეს ყველაფერი საუკეთესოს გამოსავლენად საუკეთესოთა შორის.

მაგრამ ჩვენ იმ საუკეთესოებამდე მისასვლელად სხვა კი არ გვაკლია, მხოლოდ ის, მე რაც დავასახელე.

რაგბისტებს რას ვერჩი, მართლაც მიმაჩნია, რომ საქართველოს კუთვნილ რაგბზე უკეთესი სწორედ მათი ინდივიდუალური უნარებით და თუნდაც სწრაფი აზროვნების ხარჯზე გვაქვს. რაგბისტები იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ ერთი შეხედვით ეს სპორტი 80%ით ჯიგარი და ძალაა, არადა ისიც კი 80%ით აზროვნება ყოფილა. მაშ რაღა უნდა ვთქვა სხვა დანარჩენ ასპარეზებზე, სადაც ქართველები წარმატებებს ვგეგმავთ თუ ვლამობთ:
ფეხბურთი, მუსიკა, სპორტი, მშენებლობა და ყველაზე მარტივი და სიმპტომატური - ქუჩაში გადაადგილება, გნებავთ ავტომობილით, გნებავთ ფეხით.


სირცხვილი, სირცხვილის ბეჭედი, სირცხვილის სერთიფიკატი - ეს ხალხი ტუგად დუმაიუტ, ცალ ტვინს არ ხმარობენ, ელემენტარულ კომბინაციებს ვერ თვლიან ზაქები არიან და არა ჯიქები.

საქმე უწესობაში არ არის, უბრალოდ უტვინობაშია, აი ეს კაცი, ჭაღარა და სანდომიანი მესამე ხაზზე რომ გიჭრის გზას ტაატით, უბრალოდ ვერ ფიქრობს სხარტად, ვერ ერკვევა რიტმში, 3დ სურათს ვერ ქმნის, აბა ეს დალოცვილი დავიჯერო იმდენად თავხედია, რომ მე მუხრუჭით პარპრიზი გამატანინოს?
არა. კეთილია, დებილი.


ასევე ვართ ყველაფერში, პოლიტიკაში, პოლიტიკურ სიმპატიებში, რელიგიაში, ოჯახში, სამსახურში.


ადრენალინი გვინდა, მეტი ადრენალინი, როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ მძინარე მოსიარულეებმა ძილს თავი გაართვან.
შტანგისტმა, ბოქსიორმა, კიორლინგერმა, კალათბურთელმა და მომღერალმაც კი.

3 comments:

Anonymous said...

ქართველებს თავის ქება გვიყვარს მე კი ის ადამიანები არ მიყვარს ვინც ამას აკეთებს, ხშირ შემთხვევაში ეს კატეგორია გაუნათლებელი ჩლუნგი და გულისამრევი ადამიანები არიან მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ როცა ქართველებს მიეცათ საშუალება ეკეთებინათ დამოუკიდებლად მათ გააკეთეს და გააკეთეს დამოუკიდებელი სახელმწიფო და სესძლეს ცხოვრება ამ სახელმწიფოში მეტიც ეს თვისება ათასობით წლის მანძილზე შენარჩუნდა ჩვენში მას დღეს მხოლოდ გაღვივება შჭირდება გასაღვივებლად კი არა ერთადერთი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია საჭირო _დამოუკიდებლობა, თვითშეცნობის დამოუკიდებლად მართვის და საკუთარი ქვეყნის საქმის კეთების სურვილი და უნარი

piccolina said...

ერთი კითხვა მაქვს შენთან - ფეისბუქს ხმარობ?
თუ კი, დამამატე - piccolina peach

და ერთი თხოვნა - ბლოგროლში ლინკი ჩაასწორე, თუ შეიძლება, iasamani.wordpress.com-ის ნაცვლად piccolina.ge არის ახლა

მადლობა :))

Anonymous said...

ნიჭი და აზროვნების სისწრაფე ურთიერთგამომრიცხველი ყოფილა;))) აბა,"თუ" კავშირი როგორ გავიგოთ სათაურში? გაუმარჯოთ ულტრასწრაფ უნიჭოებს!!! :D