Saturday, May 10, 2008

დავით გარეჯა













დღეს, შაბათს კიდევ ერთი კარგი უიკენდი გამოგვივიდა.

დავით გარეჯში ვიყავით.

ივნისამდე ბალახი უდაბნოში მწვანე იქნება, ალბათ ამინდებიც მეტ-ნაკლებად გრილი. ასე რომ იჩქარეთ, დავით გარეჯში იდეალური სტუმრობის პერიოდი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება - 8 საუიკენდო დღე.

დილით 10 საათზე გავედით თბილისიდან.
გზა კარგია, შეიძლება ისე სწრაფად იარო, რომ მესამე სიჩქარეში ჩაგდება (ჩამოგდება) არც კი მოგიწიოს. ამინდიც კარგი, სურათებზე ხედავთ, მართალია ცოტა ქარიანი იყო.

სურათები კარგი გამოვიდა, მაგრამ თვალით ნანახ პანორამებთან ახლოს რა თქმა უნდა, ვერ მოვა. გირჩევთ LIVE-ში ნახოთ.

გავით გარეჯში მესამედ ვიყავი, მაგრამ პირველად შემოვიარე მონასტრის ზემოთ მდებარე კლდეში ნაკვეთი ეკლესიები და კელიები.

თურმე აუცილებლად სანახავია.

ჩვენს იქ ყოფნაში დაახლოებით 30-40 უცხოელი დამთვარიელებელი შეგვხვდა. სხვადასხვა ჯგუფები, მიკროავტობუსებით, საელჩოების მანქანებითა და ჯიპებით.

უკან, თბილისში 17:30-ზე დავბრუნდით.

მგზავრობის, ასვლა-ჩამოსვლიის, დათვალიერებისა და სადილობისათვის ერთად 7-8 საათი საკმარისი აღმოჩნდა.

წყნარი ოჯახური შაბათი საღამოსთვისაც კი დარჩა დრო.

ასე რომ იჩქარეთ!

წელს კიდევ 8 ულამაზესი მწვანე დღე შეიძლება იქცეს
თქვენს კარგ უიკენდად დავით გარეჯში.
მერე გადაიხრუკება და .. თუმცა ლამაზი მაშინაც იქნება.

5 comments: