არაერთხელ გსმენიათ უკმაყოფილო კომენტარები საქართველოს ტელევიზიის შესახებ.
უგემოვნო, მარტივი, ზედაპირული, გოიმური, გატყლარჭული, ცრემლიანი, სნობური, ფამილარული, ძალად გლამურული, დიდი გეგმის ნაწილი, რომლის მიზანიც ხალხის გამოთაყვანებაა.
ეს გადაცემები ყველა ამ რეპლიკის ადრესატი ხდება.
მართლაც ზედმეტია არეული, წაგებული, ღარიბ, გარდაქმნის ( ქვაეყნის და კერძოდ საზოგადოების გადაქმნის) პროცესში მყოფი ქვეყნისათვის ამდენი ერთმანეთის მადუბლირებელი სადიასახლისო გადაცემა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს გადაცემები უხარისხოებია და დაბალი დონისანი, და იქვე უამრავ დეტალს ასახელებენ, რითაც ადასტურებენ, რომ ამ გადაცემების აქტიური მაყურებლები არიან.
მე კი მიმაჩნია, რომ დონე ამ გადაცემებს არ აქვთ ცუდი.
გააჩნია რას ვადარებთ.
როგორი გადაცემები ეკუთვნის საქართველოს?
კონკრეტულად როგორი დონის გადაცემები დიასახლისებისთვის ეკუთვნის საქართველოს?
როგორია საქართველოს დონე? როგორი დონის გადაცემაზეა მოთხოვნაა ქართველი ტელემაყურებლის მხრიდან?
მოდი მოვჭუტოთ თვალები და დავაკვირდეთ, იქნებ ვიპოვოთ საქართველოს ის მითიური დონე, რომელსაც თურმე ქართული ტელეგადაცემები არ შეესაბამება.
საქართველო არის ის ქვეყანა რომელშიც:
-2011 წელსაც იწარმოება უხარისხო არაყი ლუდი და ტუალეტის ქაღალდი,
-არ გვაქვს ბუნებათმცოდნეობის არცერთი მუზეუმი
-არცერთ ქართულ როკ- პოპ ჯგუფს არ შეუქმნია თუნდაც წამიერი შლაგერი რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდებოდა.
-შიდა პოპ-როკ სომღერების ტექსტები შეფასებათა 10 ქულიანი სისტემით 3- იანს ვერ აჭარბებს
-ტელევიზიაში ლათინური საპნის ოპერები ერთდროულად სამ ძირითად არხზე გადის დილის ცხრიდან და გრძელდება საღამომდე, როცა მას კრიმკნალურ თემაზე სერიალები ცვლის.
-ასევე დილის 9 სთ დან იწყება სხვადასხვა მასშტაბის შეჯიბრებები ცოცხალ სალაღობო სიმღერებში.
-სადაც მძღოლები შუქნიშანზე გადასვლა დაუსრულებელ ქვეითებს მანქანის წვივზე მიგდებითა და ბღუილით გადარეკავენ ხოლო ქვეითები კი გზას დიაგონალზე კვეთენ ავტომობილთა ნაკადის მოძრაობისკენ ზურგშექცეულები
-სადაც არსებობს რადიოები საქართველოს ხმა, არ დაიდარდო და ნაცნობი.
-რომლის ქვეყნის გარეთ ცნობილ ქართველ არაპოლიტიკოს პიროვნებათაგან ყველაზე ცნობილი ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც ოთარ კუშანაშვილი და თიკა კანდელაკი მიჰყვებიან (ქეთი მელუას ქართველობა კი ჩვენს გარდა არავინ იცის).
-ანსვერს კომ, ინტერნეტსაიტი, რომელიც ყოველდღიურად განახლებული გვერდით: ერთი თავისუფალი სტატიითა და ერთი იმ კონკრეტული კალენდარული თარიღის ღირსშესანიშნაობებისა და იუბილარების ჩამონათვალს გვთავაზობს, მხოლოდ ორჯერ შეეხო საქართველოს შვილს:
1. სტატიაში კრიმინალები მთავრობაში მოჰყვნენ ჯაბა იოსელიანის შესახებ
2. დღეს დაბადებულთაგან ცალკე წერილი მიუძღვნეს უიღბლო ნოდარ ქუმარიტაშვილს
-ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ტელე ნიუსებში არაერთხელ მოხვდა ქართველი ხალხი (კრებით სახელ - ხალხად) რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ თვეების განმავლობაში ცდილობდა დაებლოკა საკუთარი წაგებული ქვეყანა.
ხოდა, რა დონეს ვთხოვთ ამ გადაცემებს?
მე მგონი რომ პირიქითაა, ეს გადაცემები საქართველოს დიასახლისებს რომ ეკუთვნით იმ დონეზე ცოტა მეტიცაა. სხვა საქმეა, რომ დიასახლისების გარდა ტელემაყურებლების სხვა სექტორებიც არსებობს (თინეიჯერები, პოლიტიკაზე, სპორტზე, ანალიტიკურ გადაცემებზე, ლიტერატურულ, ხელოვნებაზე, მეცნიერებაზე, შემეცნებით, ისტორიულ, ეკონომიკის, წარმოების, სოფლის მეურნეობის, მუსიკალური, მოგზაურობის "ინტერესჯგუფები" ).
რატომ არ გვაქვს გადაცემები მათთვის?
დავიჯერო რომ ყველა ამ ჰიპოთეტური კარგი გადაცემის გამკეთებელს დიასახლისების გადაცემების ავტორებმა გადაუგრიხეს ხელები?
არ მჯერა.
უფრო იმ პრინციპის მჯერა, რომ რაოდენობა ხარისხში (გადა)იზრდება.
ჰოდა ჩვენი ერის დიასახლისი ფსიქოლოგია იმდენად დომინანტურია, რომ ხარისხში გადაიზარდა, და გვაქვს დიასახლისების ტელევიზია,
აი, ჩვენი ერის ფსოქოლოგიურ პორტრეტში სხვა ინტერესებიც რომ ყოფილიყო ანგარიშგასაწევი, მაშინ ის მიმართულებები იქნებოდა დომინანტური თუ არა, სათანადოდ წარმოდგენილი მაინც.
Monday, March 28, 2011
პროფილი, ნანუკას შოუ, ცხოვრება მშვენიერია, სამოთხის ვაშლები
Posted by cartwheel at 12:36 PM 8 comments
Labels: საზოგადოება
სკარლეტ იუჰანსონი, ტომ იორკი და დევიდ ბოუი
უცნაური რამაა ეს კონკურსები, ფესტივალები, ჩარტები, ქაუნთდაუნები და ბესტსელერთა სტატისტიკები.
თითქმის არასდროს იმარჯვებს ის, რომელსაც მე ვამჯობინებ.
ერთერთ ცნობილ რეჟისორს ნათქვამი აქვს, მე ვინტერესდები იმ ფილმებით, რომლებიც მესამე მეოთხე ადგილზე გადიან, გამარჯვებულები მასაზე გათვლილი ფილმები ხდებიანო.
ერთადერთხელ მოვისმინე ტელევიზორში რედიოჰედის ქება, ერთმა მუს მიმომხილველმა ის მეგაჯგუფად მოიხსენია.
მას შემდეგ ერთეულ შემთხვევებში თუ გადავწყდომივარ ტომ იორკს მუსიკალურ არხებზე.
ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ინდივიდუალურია, განწყობას მოითხოვს.
კარგიცაა რომ იშვიათად ისმის და შესაბამისად არ ცვდება. ისევ ყურსაცვამებით ჯობჯა მისი სმენა.
ჩემი თვალსაწიერით ტომ იორკი უდიდესი მუსიკოსია, ყველაზე დიდი ცოცხალთაგან .
დარწმუნებული ვარ განვითარებულ მსოფლიოში ამ აზრზე ბევრია.
მაგრამ, რაში უნდა გამოიხატოს ტომ იორკის ეს სიდიდე თუკი არცერთ ჩარტ, ქაუნთდაუნ, სტატისტიკაში ის ათეულშიც არ ხვდება?
საიტი ffffound.com ისაა ფოტოგრაფებისა და დიზაინერებისთვის რაც იუთუბი ვიდეოროლიკების ამტვირთავებისთვის.
აქ კრებენ მთელი მსოფლიოს დიზაინერები და ფოტოგრაფები თავიანთ ნამუშევრებს.
ამ საიტს მოცალეობის ჟამს ალბათ უკვე ორი წელია ვათვალიერებ და თქვენც გირჩევთ. უდრტვინველი დროისტარების საუკეთესო საშუალებაა.
ხოდა, ტომ იორკის ადგილი დასავლურ საზოგადოებაში აქ შეიძლება აღმოაჩინო.
იმ უამრავ პორტრეტებს შორის, რომელიც ამ საიტზე იდება ის თვალუწვდენელი უპირატესობით სჯაბნის მეორე ადგილზე მყოფ ადამიანს, მეორე მუსიკოსს დევიდ ბოუის.
თუმცა... კაცებს შორის, ხოლო ადამიანთა შორის ასევე თვალუწვდენელი უპირატესობა ქალს აქვს- სკარლეტ იუჰანსონს.
მისი ფოტოები ტომისას ალბათ 10-ჯერ აღემატება.
გამარკვევს ვინმე?
თუ ტომის სიუხვე ffffound.com - ზე დედამიწის ცივილიზებული მოსახლეობის მიერ ტომის დიდ მუსიკოსად აღიარების არაპირდაპირ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ, რა ახსნა უნდა მოვუძებნოთ გაბუტული სკარლეტის უპირობო ერთპიროვნულ დომინირებას?
მე არ მაქვს პასუხი.
საიტზე ffffound.com დევიდ ბოუის ( პორტრეტებს შორის სიხშირით მესამე, მაგრამ ლიდერებზე გაცილებით ცოტა, ალბათ სკარლეტის 5 და ტომის 20%) თვალსაჩინობის ახსნა ალბათ მის ჭრელ თვალსა და ექსცენტრულ ბიოგრაფიაში უნდა მოვჩხრიკოთ, სკარლეტი არ ვიცი,
ტომის შემთხვევაში კი ffffound.com არაოფიციალური და არაპირდაპირი ჩარტი, გრემი, ქაუნთდაუნი და რეიტინგია.
ტომ იორკი უდიდესია ცოცხალ მუსიკოსებს შორის.
ის ქმნის უკვდავ კლასიკას.
სუპერგაჯაზებული რედიოჰედი ბრად მილდაუს ტრიოს შესრულებით
კლასიკაა.
ბოდიში, არ მცოდნია ტომის წარმატებების შესახებ, აგერ, 2004 წელს მიუღია ეს სასახელო პრიზი.
ხო, ამ სიმღერების ორიგინელები თქვენ თვითონ მოიძიეთ , იმედია იცით უკვე თუ არა და მოსალოცნი ყოფილხართ, მე კი განმანათლებელი.
Posted by cartwheel at 12:34 PM 1 comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
Wednesday, March 23, 2011
შუქჩრდილები
Every cloud has a silver line
ყველა ღრუბელს აქვს ვერცხლის მაქმანი
ანუ ყველა ცუდს აქვს კარგი მაქმანი, ელემენტი, მხარე.
პრიმიტიულ საზოგადოებებში ეს ვერცხლის მაქმანი იმდენად ეფექტურ პათეტიურ ლეგენდას უქმნის ლიდერს, რომ ეს მის მმართველობას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე უხანგრძლივებს.
ჩაუშესკუ რუმინელი ხალხის ბელადი მაშინ იყო, როცა ის ბუქარესტში 1966 წლის პრაღაში რუსების ტანკებით შეჭრის საწინააღმდეგო ერთ მილიონიან მიტინგზე გამოვიდა და სსრკ დაგმო.
ასლან აბაშიძე მაშინ გახდა აჭარის მაცხოვრებელთა ლიდერი, როდესაც მან აჭარაში მხედრიონი და ათასგვარი საძმოები არ შეუშვა.
ფიდელ კასტრო მაშინ გახდა კუბელების ლიდერი, როცა მთელი კუბა , მათ შორის კუბის მთავრობა მდიდარი გრინგოების კაზინოს ლაქიებად იქცნენ. ფიდელმა კი კუბას ღირსეული არსებობის ლეგენდა მისცა.
პუტინი მაშინ იქცა რუსეთის ლიდერად, როცა ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და მის გამშუქებლად ჟურნალისტები არ გააკარა ჩეჩნეთს (რომ მოიგებდა ცხადი იყო, როგორ მოიგებდა, რამხელა მსხვერპლით, ეს შეიძლება კომპრომატად დარჩენოდა მასაც და რუს ხალხსსაც).
ვერცხლის მაქმანი ჰქონდა მაო ძედუნსაც, რომელმაც ჩინეთის მთავრობა და კოლაბორაციონისტი იმპერატორი გადმოაყირავა და ამით ჩინეთის " 40 წლიანი სირცხვილის ეპოქა" როცა ჩინეთს პაწაწკინტელა ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი და ვისაც არ ეზარებოდა მართავდა, დაასრულა.
ირანელების მხსნელი იყო პარიზიდან დაბრუნებული აიათოლა ხომეინი, რომელმაც გაზულუქებული და ამერიკასთან შეთამაშებული შახის ჩამოგდება ითავა და ხალხს ახალი გზა ხსნისა- თეოკრატია დაუსახა.
ასეთივე სენტიმენტური ვერცხლის ვარაყი აქვთ ნურსულთან ნაზარბაევს, თურქმენბაშის
და კიდევ უფრო მოულოდნელ. ვერცხლის მაქმანი ჰქონდათ ჰიტლერს, პოლპოტას, კიმერსენს, ბოკასას, დუჩეს, ნაპოლეონს, ლენინს, სტალინს.
ყველა ამ ადამიანის მმართველობისას ეს ვერცხლის მაქმანი იმდენად კაშკაშაა, რომ მისით თვალმოჭრილი ხალხი ღრუბელს ვეღარ ხედავს.
არიან საპირისპირო ხვედრის ლიდერები, რომელთა მმართველობა ერთი გაწელილი მრუმე ღრუბელია, ვერცხლის მაქმანი მათი სიკვდილის შემდეგ ჩნდება და დროთა განმავლობაში იმდენად ბრწყინდება, რომ ღრუბელს ფარავს.
მაგალითად დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე
ვახტანგ მეექვსე,
ქრისტე, ნიკო ფიროსმანი, ამადეო მოდილიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ავთო ვარაზი, ტერენტი გრანელი,
როგორ უნდა შევაფასოთ ლიდერი? როგორ შევარჩიოთ სწორი რაკურსი, რომ ობიექტი მომავლიდან დასანახი დავინახოთ?
Posted by cartwheel at 11:44 PM 1 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Tuesday, March 22, 2011
Webber, Andrew Lloyd (b. 1948)
ამ კაცმა ხაზი გადაუსვა მისთვის განგებისაგან უშურველად ნაჩუქარ ბონუსს, ის კომიკოსი მსახიობი არ გახდა.არადა, შეეძლო, მცირე მონდომება მას მსოფლიო მნიშვნელობის კომიკოსად აქცევდა.ხომ ხდებიან ძალიან მაღლები კალათბურთელები. ენდრიუ ლოიდი კი, კომიკოსი უნდა ყოფილიყო, რომ არა მისი სიჯიუტე და ამბიცია.
ის კომპოზიტორია, გენიოსი რომლის სახელი ყველამ ვიცით, სახეზე კი ვერ ვცნობთ,არ ჯდება ჟანრში და შესაბამისად შოუბიზნესი არ ატირაჟირებს.
ენდრიუ ლოიდ ვებერმა 1973 წელს სამყარო გაამდიდრა როკოპერით "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" და კიდევ რაღაც-რაღაცეებით.
მაგრამ ეს, "ჯიზუს ქრაისტ სუპერსტარი" უძლიერესია, ისტორიულია, ერთერთი ტანკია, რომელმაც სსრკ ააყირავა.
ის ერთეხელ მაინს უნდა ნახო ფილმად, მაგრამ... ათჯერ უნდა მოისმინო მარტომ, სსრკ-ს დროინდელ ხრუშჩოვკებში, რომ მისი ძალა შეიგრძნო.
მაგარი მუსიკა, მაგარი ტექსტები, ინგლისურის ცოდნა მარტო ამად ღირს.
Posted by cartwheel at 4:38 PM 0 comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
Sunday, March 20, 2011
დღეს გაზაფხული დადგა.
არ მოგესმათ, დღეს.
ასტრონომიულ-გეოგრაფიულ-მეცნიერულად ასეა.
აქამდე ღამე დღეს ჭარბობდა, დღეს გაუტოლდა და ამიერიდან დღე ღამეს გადააჭარბებს. გაზაფხული 20 მარტიდან 21 ივნისამდე გაგრძელდება.
აგერ ნახე ჩემი თუ არ გჯერა.
Posted by cartwheel at 10:14 AM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Saturday, March 19, 2011
ბრუს ვილისის 3 ფილმი
ბრუს ვილისის 3 ფილმი, რომელიც არ შეიძლება არ ნახო.
"მეექვსე გრძნობა"
The Sixth Sense
1999
"სუროგატები"
Surrogates
2009
და
"მაკულატურა"
Pulp Fiction
1994
სამივე აუცილებლად სანახავია.
სამი განსხვავებული ფილმი.
თუ "მაკულატურა" მუდმივი სანახაობაა გაფანტული ქიშმიშებით, "მეექვსე გრძნობა" და "სუროგატები" ერთი გაწელილი ოსკარ უაილდისებრი იგავარაკია, რომლის ნახვაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ფილმში (ორივეში) ის ჯადოსნური 5 წუთია, რომლისთვისაც გაკეთდა მთელი ფილმი, და რომელიც სხვა კაცს გხდის, ცოტა უფრო რთულს და უკეთესს ("მაკულატურისგან" განსხვავებით).
Posted by cartwheel at 2:04 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Thursday, March 17, 2011
რაკურსს გააჩნია
პრინციპული - ინტრიგანი
სამართლიანი- ჩამშვები
აღტაცებული- აღტყინებული
გახარებული- ჭყლოპინა
დინჯი- ზანტი
მძიმე- ბოღმა
გულწრფელი- სულელი
მცველი- მტერი
წესიერი/მოწესრიგებული- ბიუროკრატი/ პედანტი
ლაღი- თავხედი
უშუალო- უტაქტო
უკომპლექსო- ბოზი
თამამი - თავხედი
Posted by cartwheel at 1:10 PM 3 comments
Labels: ვინიგრეტი
Wednesday, March 16, 2011
პარალეური სიტყვები
momy დედიკო
dady მამიკო
wally ველი
as if
ეს რომ
why
ვაი
Vano's
ვანო-სი
ouch
აუჩემი
შემოკლებები რუკაზე;
Mt. მოუნტინ
მთ. მთა
Posted by cartwheel at 6:39 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Mr. Bojangles
სიმღერა ბიოგრაფიით
Mr. Bojangles
ტომ ჯონსის ამ კლიპში
სემი დევის ჯუნიორი მხოლოდ ცეკვავს.
ის თვითონ მღეროდა ამ სიმღერას ტომამდე 20 წლის წინ
ეს კი რობი უილიამსია, ახალი რემეიკით
ტექსტით
პირველად ეს სიმღერა კი ჯერ ჯეფ ვოკერის თავში დაიბადა და მის რეპერტუარში იყო.
ეს კი ნინა...
ღირს აკვიატებად.
Posted by cartwheel at 12:10 PM 0 comments
Labels: მუსიკა
Monday, March 14, 2011
Fly me to the moon
ეს სიმღერა მთვარეზე ჟღერდა. 1969 წელს ბაზ ოლდრინმა და ნეილ არმსტრონგმა უსიცოცხლო მთვარის ზედაპირს, "სიმშვიდის ზღვას" ეს ჩანაწერი მოასმენინეს.
პირობას ვდებ, უსაქმურობის ჟამს მთვარის ჭვრეტისას გამახსენდეს, რომ ეს მელოდია იქაც ჟღერდა და იმათაც კი (ბაზს და ნეილს) ცოტატი მაინც, სადღა მეტი, მაგრამ მაინც,იქიდანაც კი აამაღლებდა
Fly me to the moon
Posted by cartwheel at 4:31 PM 1 comments
Labels: მუსიკა
Friday, March 11, 2011
ჩემი იაპონელები
დააწკაპეთ აქ
ფოტოებზე კურსორი გადაწიეთ.
აქ დღეა, დაახლ 16 სთ, დედამიწა მრგვალია, იაპონიაშ ღამეა, ეს დღე, ჩენთან ჯერ კიდევ რომ არის, იაპონელთათვის საშინელი დღე, უკვე დამთავრდა.
მერფის ცინიკური კანონების ჟურნალისტთათვის განკუთვნილი,ერთერთი ცინიკური კანონის მიხედვით მსხვერპლი მით უფრო მეტი უნდა იყოს, რაც უფრო შორსაა რეპორტაჟის ადგილი, რათა წარმატებული სიუჟეტი გამოგივიდეს.
დღეს წარმატებული სიუჯეტების ფეიერვერკმა მთელი მსოფლიოს მასშტაბი მიიღო -
მსხვერპლი ძალიან დიდია,
ნგრევა აპოკალიფსური მასშტაბის,
დინამიური კარდები სხვადასხვა რაკურსებით,
11.03.11 იაპონიას საშინელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა.
ანიმაციაა, მიმტკიცებდა ჩემი ვაჟი, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული სიენენის ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს შეესწრო.
ნგრევა და წარღვნა მართლაც გასცდა სუპერმარკეტებს, ოფისებს, ლანდშაფტებს, აეროფოტო სივრცეებს და საუკეთესო ჰოლივუდურ უახლის ციფრულ-ტექნოლოგიურ სანახაობაში ჩაჯდა.
კ/ფ "2012 წელი " ბევრ ჩვენთაგანს ალბათ თვალწინ დაუდგა.
ამბობენ პანაშვიდზე აუცილებლად გაიცინებს ვიღაცაო, ფორუმ.გე-ზე ასეთი ვიღაცა რამდენიმე აღმოჩნდა, არა უშავს, ემოციებმა იცის.
ერთერთი ვიღაცა მაგალითად ამ უბედურების ახსნას იაპონელთა სიხარბით ცდილობს, რომლებმაც რუსეთი და განგება ერთად აღაშფოთეს, როცა კურილის კუნძულები მოითხოვეს.
მე კი სურვილი მიჩნდება (ალბათ ისევე, როგორც თქვენ, არავიღაცებო) ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მივაწვდინო დიდ იაპონელ ერს.
რა ჩემი საქმეა, მაგრამ.
თუ მერფის ფხას გამოვიჩენ, ახალ ჟურნალისტურ "კანონს" შევეთამაშები - ტრაგიკული რეპორტაჟის დაზარალებულ ობიექტებადმი მაყურებელთა თანაგრძნობა მით უფრო მეტია, რაც უფრ მეტი მადლიერება გააჩნდა მაყურებელს რეპორტაჟამდე ამ ობიექტების მიმართ.
ამ კანონის მიხედვით ჩვენ იაპონელთადმი გაცილებით დიდი თანაგრძნობა მოგვეთხოვება, ვიდრე სხვა საშუალოსტატისტიკურ 100 მილიონიან ქვეყანასთან.
შეგახსენოთ?
იმ მშიერ წლებში ტრანშები და გრანტები გახსოვთ?
საავადმყოფოების აღჭურვა?
გზების დაგება?
მე პირადად მადლიერი ვარ იაპონელების იმისთვის, რომ ჩემი საავადმყოფო 2002 წელს აღადგინეს და აღჭურვეს(აშშ-მ და იაპონიამ საავადმყოფო აღადგინა, თბილისის მერიას მხოლოდ ეზოში ასფალტის დაგება ევალებოდა, და ისეთი დააგეს, ფეხი გეფლობოდა, მეორე წელს კი ბალახი აბიბინდა).
მადლობელი ვარ ჩემი იაპონელებისთვის.
ჩემი იაპონელები:
"სონი" ტელევიზორისთვის,
"სონი-ერიქსონი" ტელეფონისთვის,
"ტოიოტასთვის"
ძიუდოსთვის, რომელზეც დავდიოდი
კარატესთვის, რომელშიც ჩემი სრული სეხნია (გვარით და სახელით) ძმიშვილი საქართველოს ჩემპიონია,
კარაოკესთვის, რომელიც ჩემი მეუღლის მთავარი სურპრიზი იყო ჩემი გოგონას მიმართ რომელიც ამ დღეებში 20-ის გახდა,
შესანიშნავი შვიდეულისთვის, რომლითაც მე ამერიკა მიყვარს,
"ნიჰონ კოჰდენის" ავადმყოფთა შეფასების ფერადი მონიტორებისათვის
და
უამრავი მსხვილმან-წვრილმანისათვის.
ამ დღეებში სხვადასხვა ადამიანებთან საუბრებში იაპონელები 2 ჯერ მოვიხსენე დიდ ერად.
სულ ცოტა ხანში ამაში მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება.
იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.
forum.ge
Posted by cartwheel at 5:40 PM 0 comments
Thursday, March 10, 2011
გასხივოსნებული წამები
სულ ადამიანად 77 მილიარდი არსებას უბოგინია დედამიწაზე.
მას შემდეგ რაც ბერძნებმა ნიკეს ქანდაკება გამოაქანდაკეს, დედამიწაზე ალბათ 50 მილიარდი ადამიანი დაიბადა და მოკვდა.
ამ 50 მილიარდ ადამიანთაგან გასხივოსნებული წამები მხოლოდ 50-მდე გენიოსს ეწვია.
კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტაა მომენტი, როცა ერთერთი მანამდე ჩვეულებრივი ადამიანის თავში იბადება აზრი, რომელიც მთელ მის გარშემო არსებული სამყაროს შემეცნებას ცვლის, როცა იმ ერთმა იპოვა არგუმენტები, რომლების მიხედვითაც მთელი მის მიერ ცნობილი სამყარო მითად, ზღაპრად იქცა, ჭეშმარიტება კი სასტიკი და დამამცირებელი, მაგრამ კანონზომიერი აღმოჩნდა.
ის წამი, ჭეშმარიტების გახსნის გასხივოსნებული წამი ალბათ აღარ განმეორდება მომავალი თვალუწვდენელი დროის განმავლობაში დაბადებულ მილიარდთაგან არცერთ თავში.
ეს წამები თავისებურად უნიკალური და ინდივიდუალური ისტორიის მქონეა, მაგრამ ალბათ ყველა მათგანს ერთნაირი ეიფორია ახლდა თან.
ახლა სხვა რაკურსი:
თუკი ონტოგენეზი იმეორებს ფილოგენეზს, ცალკეული ინდივიდი იმეორებს კაცობრიობის ისტორიას.
შედეგად ეგ გასხივოსნებული წამები ჩვენ პირად ცხოვრებაშიც გაგვიმეორდა, მართალია პირველაღმომჩენთა გასხივოსნების ეიფორიას წინასწარ აუფერულებს ის, რომ დღეს ჩვენ ადრეულ ბავშვობიდანვე გლობუსების და ტელევიზორის გარემოცვაში ვიზრდებით, სამეცნიერო აღმოჩენები კი მანამდე მოგვეწოდება სკოლაში, ვიდრე ინტერესი ჩვენს თავებში დაიბადება, თანაც დისციპლინისა და იძულების გარნირით, ამიტომ ჩვენი გაოცება სუსტია, უილაჯო.
ახლა კი წარმოიდგინეთ ნამდვილი გაოცება და ეიფორია:
წარმოიდგინეთ ნიკოლას კოპერნიკის ემოცია იმ წამს, როდესაც მან აღმოაჩინა, რომ დედამიწა ერთერთი წერტილია ცაში გაფანტულ ვარსკვლავებს შორის და ის მზის გარშემო დაფრინავს.
წარმოიდგინეთ?
ეხლა წარმოიდგინეთ როგორი გამომეტყველება ექნებოდა მას ამ დროს, წარმოიდგინეთ როგორ გამომეტყველებას მიიღებს იმ წამის გადმოსაცემად კოპერნიკის როლის შემსრულებელი დე ნირო, ალ პაჩინო ან კევინ სპეისი
ახლა კი მშრალად ჩამოვთვალოთ ის გასხივესნებული წამები, რომლებსაც შეეძლოთ აღმომჩენის ყბა ბენეჰილის ღიმილისებურად მოექციათ.
"ეს სამყარო მალე სხვანაირი იქნება და ეს მხოლოდ მე ვიცი, კაცობრიობა სამუდამოდ შეიცვლება, დღეს ჩემს გარშემო ყველა და ყველაფერი ჩამორჩენილი ისტორიაა.."
არქიმედე- ევრიკა
პითაგორა
ლაო ძი
ქრისტე
ნიუტონი
მენდელი
კოპერნიკი
გალილეი
დარვინი
(ონტოგენეზი იმეორებს ფილოგენეზს)
აინშტაინი
ბორი
ედისონი
ბელი
მორზე
ვაიტი
რაიტი
მარტენი
ლუმიერი
ციოლკოვსკი
ფროიდი
ტელევიზია
დნმ-ს გამშიფრელი
ორობითი სისტემის გამომგონებელი
ოპტიკური ბოჭკოს, როგორც ორობითი სისტემით დაშიფრული ინფორმაციის გადამცემის გამომგონებელი
სტივენ ბარენს ლი ინტერნეტის მამა
Posted by cartwheel at 2:47 PM 0 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Wednesday, March 2, 2011
50 წიგნი რომელიც არ უნდა წაიკითხო
არ უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, მერე კი მათგან ღმერთი დაგიფარავთ.
ანუ წიგნები, რომელთა წაკითხვას ჯობია, მისი ეკრანიზირებული ვარიანტი ნახო.
რატომ?
იმიტომ რომ არ დაკარგო ძვირფასი დრო, და ის დრო ( შენი მჭიდრო გრაფიკიდან გამოწიწკნული დრო, როცა კითხვა შეგიძლია) სხვა, უფრო მნიშვნელოვან წიგნს დაუთმო.
ჯერ მარტივი ჭეშმარიტება:
რატომ ჯობია წიგნი ფილმს?
წიგნი საშუალებას გაძლევს (კარგი წიგნი რა თქმა უნდა) იცხოვრო ნაწარმოების გმირის ცხოვრებით, პირადად გახდე დროთი, სივრცით თუ გარემოთი შეუზღუდავი მოვლენების თანამედროვე.
კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ ცოტათი მაინც უფრო გამოცდილი, ამაყი და მნიშვნელოვანი ხდები.
მხოლოდ ერთეულ, განსაკუთრებულ ფილმებს შეუძლიათ ამ ეფექტის მიღება.
( "რიგითი რაიანის გადასარჩენად"," შინდლერის სია", "მკვდარი პოეტების საზოგადოება", "ნატვრის ხე", "გარაჟი", "სუროგატები", "მეექვსე გრძნობა"..)
ამავე დროს უამრავი მშვენიერი ფილმი გვინახავს, რომელთა სცენარის ან ლიტერატურული დედანის ( რომ არსებობდეს ასეთი) წაკითხვას კბილის ამოღება ჯობია.
მაგალითად " სინიორ რობინზონი" " შეშლილი, შეშლილი შეშლილი მსოფლიო" , " დიდი რბოლა", "ტიტანიკი".
მე რომ ეს ფილმები წიგნად წამეკითხა და შემდეგ ეკრანზე მენახა, ჩავთვლიდი, რომ წიგნებზე დრო ფუჭად დამიკარგავს.
დღევანდელი წერილის თემა მას შემდეგ დამებადა, რაც ჯეიმს ფენიმორ კუპერის "უკანასკნელი მოჰიკანის" ეკრანიზაცია ვნახე.
სულ ტყუილად დამიხარჯავს მოზარდობის ერთი კვირის ძვირფასი 7 საღამო დედანის კითხვაზე, ფილმმა აჯობა.
ხოდა მინდა კარგ ხალხს დროის ფუჭად კარგვა ავაცილო,
სანახავი წიგნები ფილმებად ვნახოთ, წასაკითხი ფილმები კი წიგნად წავიკითხოთ.
ჩემი თხოვნაა კომენტებში ისეთი ფილმები შევაგროვოთ, რომელთა ეკრანიზაციის ნახვა წიგნის წაკითხვას ჯობია.
დავიწყებ;
უკანასკნელი მოჰიკანი
უთავო მხედარი
ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ბინდი
ჰე,მიშველეთ, გავიჭედე.
თხოვნის დაზუსტება:
ისეთებს ნუ დაწერთ, რომლებიც წასაკითხიცაა და სანახავიც
მაგალითად "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", "პარფიუმერი", "რომეო და ჯულიეტა"..
ასეთებს ნუ დაწერთ. მხოლოდ ისეთეთბი დაწერეთ, რომელთა წაკითხვა დროის კარგვაა.
Posted by cartwheel at 8:27 PM 4 comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო, ძირს პათეტიკა
ევროპის დვრიტა
ქვემდებარე (ანუ წინა) პოსტში ევროპის წარმატების გასაღებად გიგანტური ისტორიული შეცდომები დავასახელე.
მიმაჩნია, რომ დიდი, სამარცხვინო ეროვნული მასშტაბის შეცდომა ისტორიის ანალიზის უნართან კომბინაციაში მართლაც არის ქვეყნის პროგრესისი საფუარი.
ამ პოსტში კი სხვა კატალიზატორებს მოვძებნი, რომლრებიც ასევე დვრიტად დაედვნენ ევროპის განვითარებას.
მეთხუთმეტე საუკუნემდე აღმოსავლური ცივილიზაცია (მუსულმანური აზია) ტოლს არ უდებდა დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციას.
პირიქით, სჯობნიდა კიდევაც მეცნიერებიის, სამხედრო მრეწველობის, გემთმშენებლობისა და მედიცინის ასპარეზებზე.
მაგალითი : ესპანეთი-არაბეთი და ბიზანტია თურქეთი.
რა მოხდა შემდეგ?
რა კვინტესენცია გამოიყენა ევროპამ იმდენად მძლავრი, რომ მეზობელ აზიას ასწლეულებით გაუსწრო?
ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან ყოველი მათგანი, ცალკე აღებული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა მხრივ უცვლელ, სტაგნაციურ სიტუაციაში შეეძლოთ მარტოდაც აღმოჩენილიყვნენ რევოლუციური ცვლილებების მაპროვოცირებელნი.
მაშ ასე, რევოლუციური პროგრესის მიზეზები:
ვერსიები:
ამ ეპოქაში, კაცობრიობის ისტორიაში პირველად:
1. ქალებმა ჩაიცვეს დეკოლტეები და დაიტოვეს გრძელი კაბები
2. მონარქებმა იყოლიეს მასხარები, რომელთაც შეძლეს სიმართლის მიტანა იერარქიული ვერტიკალის კენწეროზე.
3. არ დაწვეს ფრანსუა რაბლე
4. მოუსმინეს ლოკს და მარტინ ლუთერს
5. დაიჯერეს კოპერნიკისა და გალილეის ჰელიოცენტრიზმი და (რაც მთავარია) შეელივნენ გეოცენტრიზმს.
6. შექმნეს მანუფაქტურები დეტერმინირებული ვიწრო სპეციალობებით
7. დახატეს ღმერთის დედის ძუძუ
8. დაარსეს ბანკი
9. დახატეს ლამაზი შიშველი ქალები
10. შემოიღეს ინდულგენციები
11. დაწერესც კანონები
12. გლეხები?
13. გუტენბერგმა გამოიგონა წიგნების ტირაჟირება- სტამბური ბეჭდვა
14. ქალის უფლებები გაყრისას, სისხლის სამართლის უფლებები
15. მონარქების დასუსტება პარლამენტების გაძლიერება
16. მონარქიების დამხობა
18.
კიდევ უფრო დიდი ნახტომით გადაუსწრო მსოფლიოს ევროპამ მე17-18-19 საუკუნეებში.
ამ პერიოდის ევროპული წარმატების კვინტესენცია კი შეიძლება იყო:
1. საავტორო კანონმდებლობა (ლიცენზია, პატენტი, საავტორო უფლება).
2. სატრანსპორტო მრეწველობა
3. სამხედრო მრეწველობა
4. მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, გარე განათება,).
5. მარტენის ღუმელი და რკინა მრეწველობაში (სამშენებლო, სამხედრო, გემთმშენებლობა)
6. საავადმყოფოები
7. კოლეჯები
8. ევროპის ქვეყნების (ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი, ჰოლანდია, ბელგია, იტალია, დანია) გლობალირი ექსპანსიის პოლიტიკა.
მეოცე საუკუნეში იგივე მნიშვნელობის კვინტესენციად ევროპულ არსენალს დაემატა
1. კონვეიერი
2. სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესი
3. კაპიტალიზმი
4. კაპიტალიზმის, კომუნიზმისა და ფაშიზმის დრამატული ჭიდილი
5. დემოკრატია
6. რასობრივი და სქესობრივი სეგრეგაციის აღმოფხვრა
7. მინი კაბა და ათეიზმი
8. ტელევიზია და კინემატოგრაფი
9. პოლიცია.
21-ე საუკუნეში რა უნდა აღმოჩნდეს ის ჯადოსნური კვინტესენცია, რომელიც ბალანსს;
განვითარებული ქვეყნები - ძლიერი, დომინანტური ძალა, შეინარჩუნებს?
საინტერესოა:
ტექნოლოგიები საზღვრებს ადვილად ლახავს.
ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ატომური ბომბა, გემი, თვითმფრინავი, ტანკი, ელექტროენერგია, ავტომატი ხვალ შეიძლდბა განუვითარებდლი ქვეყნის მიერ იმდენად დიდი ოდენობით დამზადდეს, რომ ევროპულ ცივილიზაციას დომინირება წაართვას.
თუკი ადრე ევროპა ჰეგემონირებდა დანარჩენებზე იმით, რომ ეპყრა უკეთესი მშვილდისარი- არბალეტი, უკეთესი ქვემეხი- სპირალური ნაჭდევით, უკეთესი ბომბა - ატომური, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი თვითმფრონავი და ავტომობილი, იყო მიმზიდველი სისუფთავით, ნეონით, კინო და სპორტვარსკვლავებით, ბორდელებითა და თავისუფალი მუსიკით, ხვალ ეს მონოპოლია აღარ იარსებებს.
ჩვენ ეს არ გვინდა, ხომ?
რა იქნება ევროპის უპირატესობის ის ფაქტორი, რომელსაც სამხედრო სიძლიერის მიუხედავად ვერ დაძლევენ განუვითარებელი ქვეყნები?
რა არის ევროპის ღრიჭო?
დემოკრატია და დემოკრატიის ექსპანსია
ადამიანის, პიროვნების თავისუფლებები,
წესიერი, ტოლერანტი მოქალაქეები.
სხვა თქვენ დაწერეთ
Posted by cartwheel at 3:08 PM 0 comments
Labels: საზოგადოება