არ უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, მერე კი მათგან ღმერთი დაგიფარავთ.
ანუ წიგნები, რომელთა წაკითხვას ჯობია, მისი ეკრანიზირებული ვარიანტი ნახო.
რატომ?
იმიტომ რომ არ დაკარგო ძვირფასი დრო, და ის დრო ( შენი მჭიდრო გრაფიკიდან გამოწიწკნული დრო, როცა კითხვა შეგიძლია) სხვა, უფრო მნიშვნელოვან წიგნს დაუთმო.
ჯერ მარტივი ჭეშმარიტება:
რატომ ჯობია წიგნი ფილმს?
წიგნი საშუალებას გაძლევს (კარგი წიგნი რა თქმა უნდა) იცხოვრო ნაწარმოების გმირის ცხოვრებით, პირადად გახდე დროთი, სივრცით თუ გარემოთი შეუზღუდავი მოვლენების თანამედროვე.
კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ ცოტათი მაინც უფრო გამოცდილი, ამაყი და მნიშვნელოვანი ხდები.
მხოლოდ ერთეულ, განსაკუთრებულ ფილმებს შეუძლიათ ამ ეფექტის მიღება.
( "რიგითი რაიანის გადასარჩენად"," შინდლერის სია", "მკვდარი პოეტების საზოგადოება", "ნატვრის ხე", "გარაჟი", "სუროგატები", "მეექვსე გრძნობა"..)
ამავე დროს უამრავი მშვენიერი ფილმი გვინახავს, რომელთა სცენარის ან ლიტერატურული დედანის ( რომ არსებობდეს ასეთი) წაკითხვას კბილის ამოღება ჯობია.
მაგალითად " სინიორ რობინზონი" " შეშლილი, შეშლილი შეშლილი მსოფლიო" , " დიდი რბოლა", "ტიტანიკი".
მე რომ ეს ფილმები წიგნად წამეკითხა და შემდეგ ეკრანზე მენახა, ჩავთვლიდი, რომ წიგნებზე დრო ფუჭად დამიკარგავს.
დღევანდელი წერილის თემა მას შემდეგ დამებადა, რაც ჯეიმს ფენიმორ კუპერის "უკანასკნელი მოჰიკანის" ეკრანიზაცია ვნახე.
სულ ტყუილად დამიხარჯავს მოზარდობის ერთი კვირის ძვირფასი 7 საღამო დედანის კითხვაზე, ფილმმა აჯობა.
ხოდა მინდა კარგ ხალხს დროის ფუჭად კარგვა ავაცილო,
სანახავი წიგნები ფილმებად ვნახოთ, წასაკითხი ფილმები კი წიგნად წავიკითხოთ.
ჩემი თხოვნაა კომენტებში ისეთი ფილმები შევაგროვოთ, რომელთა ეკრანიზაციის ნახვა წიგნის წაკითხვას ჯობია.
დავიწყებ;
უკანასკნელი მოჰიკანი
უთავო მხედარი
ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ბინდი
ჰე,მიშველეთ, გავიჭედე.
თხოვნის დაზუსტება:
ისეთებს ნუ დაწერთ, რომლებიც წასაკითხიცაა და სანახავიც
მაგალითად "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", "პარფიუმერი", "რომეო და ჯულიეტა"..
ასეთებს ნუ დაწერთ. მხოლოდ ისეთეთბი დაწერეთ, რომელთა წაკითხვა დროის კარგვაა.
Wednesday, March 2, 2011
50 წიგნი რომელიც არ უნდა წაიკითხო
Posted by cartwheel at 8:27 PM
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
ისე "მექანიკური ფორთოხალი" ფილმი უფრო მომეწონა მე პირადად ვიდრე წიგნი და რა ვიცი, თუ გინდათ ნუ მენდობით :წით:
ჩემი აზრით, შესაძლოა ნაწარმოების მიხედვით შესანიშნავი ფილმი გადაიღო, მაგრამ არამგონია არსებობდეს ფილმი საუკეთესო და ის ჯობდეს იმ წიგნს,რომლის მიხედვითაც რეჟისორმა ისურვა ამ ფილმის შექმნა. ფილმს სხვა ეფექტები და საშუალებები აქვს რაც საინტერესოს ხდის მას, მაგრამ გვაიძულებს მივიღოთ ისეთი, როგორიც რეჟისორმა დაინახა წიგნის კითხვისას. მე, ბევრჯერ გამჩენია სურვილი კარგი ფილმის მერე წიგნის მოძიებისა.რათა ჩემებურად , ჩემი წარტმოსახვითი გონებით აღმექვა, მანამდე ეკრანიდან ნანახი. ვფიქრობ ეს ბევრად საინტერესოა, ვიდრე რომელიმე, თუნდაც უნიჭიერესი რეჟისორის საუკეთესოდ შექმნილი ფილმი. სამწუხაროდ ვერ გავიხსენე ასეთი ფილმი, ალბათ არა იმიტომ რომ არ არის , უბრალოდ ძალიან ცოტა ფილმი მაქვს ნანახი . არადა,თქვენ ეს უფრო გაინტერესებდათ და არა ჩემი ბოდიალი. :)
სუბიუექთივიზმის ზეიმია:)რა თქმა უნდა – "მებრძოლთა კლუბი".
ეშმაკს აცვია პრადა, ფილმი შეუდარებელია აი წიგნი კი ნაკლებად შთამბეჭდავი
Post a Comment