Friday, March 11, 2011

ჩემი იაპონელები



დააწკაპეთ აქ
ფოტოებზე კურსორი გადაწიეთ.




აქ დღეა, დაახლ 16 სთ, დედამიწა მრგვალია, იაპონიაშ ღამეა, ეს დღე, ჩენთან ჯერ კიდევ რომ არის, იაპონელთათვის საშინელი დღე, უკვე დამთავრდა.
მერფის ცინიკური კანონების ჟურნალისტთათვის განკუთვნილი,ერთერთი ცინიკური კანონის მიხედვით მსხვერპლი მით უფრო მეტი უნდა იყოს, რაც უფრო შორსაა რეპორტაჟის ადგილი, რათა წარმატებული სიუჟეტი გამოგივიდეს.

დღეს წარმატებული სიუჯეტების ფეიერვერკმა მთელი მსოფლიოს მასშტაბი მიიღო -
მსხვერპლი ძალიან დიდია,
ნგრევა აპოკალიფსური მასშტაბის,
დინამიური კარდები სხვადასხვა რაკურსებით,

11.03.11 იაპონიას საშინელი მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა.

ანიმაციაა, მიმტკიცებდა ჩემი ვაჟი, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული სიენენის ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებს შეესწრო.

ნგრევა და წარღვნა მართლაც გასცდა სუპერმარკეტებს, ოფისებს, ლანდშაფტებს, აეროფოტო სივრცეებს და საუკეთესო ჰოლივუდურ უახლის ციფრულ-ტექნოლოგიურ სანახაობაში ჩაჯდა.
კ/ფ "2012 წელი " ბევრ ჩვენთაგანს ალბათ თვალწინ დაუდგა.

ამბობენ პანაშვიდზე აუცილებლად გაიცინებს ვიღაცაო, ფორუმ.გე-ზე ასეთი ვიღაცა რამდენიმე აღმოჩნდა, არა უშავს, ემოციებმა იცის.
ერთერთი ვიღაცა მაგალითად ამ უბედურების ახსნას იაპონელთა სიხარბით ცდილობს, რომლებმაც რუსეთი და განგება ერთად აღაშფოთეს, როცა კურილის კუნძულები მოითხოვეს.

მე კი სურვილი მიჩნდება (ალბათ ისევე, როგორც თქვენ, არავიღაცებო) ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მივაწვდინო დიდ იაპონელ ერს.
რა ჩემი საქმეა, მაგრამ.
თუ მერფის ფხას გამოვიჩენ, ახალ ჟურნალისტურ "კანონს" შევეთამაშები - ტრაგიკული რეპორტაჟის დაზარალებულ ობიექტებადმი მაყურებელთა თანაგრძნობა მით უფრო მეტია, რაც უფრ მეტი მადლიერება გააჩნდა მაყურებელს რეპორტაჟამდე ამ ობიექტების მიმართ.
ამ კანონის მიხედვით ჩვენ იაპონელთადმი გაცილებით დიდი თანაგრძნობა მოგვეთხოვება, ვიდრე სხვა საშუალოსტატისტიკურ 100 მილიონიან ქვეყანასთან.
შეგახსენოთ?
იმ მშიერ წლებში ტრანშები და გრანტები გახსოვთ?
საავადმყოფოების აღჭურვა?
გზების დაგება?


მე პირადად მადლიერი ვარ იაპონელების იმისთვის, რომ ჩემი საავადმყოფო 2002 წელს აღადგინეს და აღჭურვეს(აშშ-მ და იაპონიამ საავადმყოფო აღადგინა, თბილისის მერიას მხოლოდ ეზოში ასფალტის დაგება ევალებოდა, და ისეთი დააგეს, ფეხი გეფლობოდა, მეორე წელს კი ბალახი აბიბინდა).

მადლობელი ვარ ჩემი იაპონელებისთვის.
ჩემი იაპონელები:
"სონი" ტელევიზორისთვის,
"სონი-ერიქსონი" ტელეფონისთვის,
"ტოიოტასთვის"
ძიუდოსთვის, რომელზეც დავდიოდი
კარატესთვის, რომელშიც ჩემი სრული სეხნია (გვარით და სახელით) ძმიშვილი საქართველოს ჩემპიონია,
კარაოკესთვის, რომელიც ჩემი მეუღლის მთავარი სურპრიზი იყო ჩემი გოგონას მიმართ რომელიც ამ დღეებში 20-ის გახდა,
შესანიშნავი შვიდეულისთვის, რომლითაც მე ამერიკა მიყვარს,
"ნიჰონ კოჰდენის" ავადმყოფთა შეფასების ფერადი მონიტორებისათვის
და

უამრავი მსხვილმან-წვრილმანისათვის.

ამ დღეებში სხვადასხვა ადამიანებთან საუბრებში იაპონელები 2 ჯერ მოვიხსენე დიდ ერად.


სულ ცოტა ხანში ამაში მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება.

იაპონელები მიყვარს, პატივს ვცემ, მადლიერი ვარ და ვუთანაგრძნობ.





forum.ge

No comments: