საქართველო გაცილებით უკეთესი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად იმ შემთხვევაში, ნაციონალიზმისა და თეოკრატიის წინააღმდეგ რომ მოგვესწრო აცრის მიღება 1991-92-93 ში გამსახურდიას მმართველობის პირობებში.
სახადი ვერ მოვიხადეთ, ისევ მიმღებლები ვართ ამ ავადმყოფობების. დასანანია.
ყველაფერში დამნაშავე კი ისევ კიტოვანი, სიგუა, ჯაბა და შევარდნაძე გამოდიან.
მათ ოხროხინესა და ციციკორეს ჩვენში (ჩვენს თავებში) ტანჯული დევნილის მანტია აჩუქეს და მათ წინააღმდეგ თითქმის დამწიფებულ-გამოყვანილი ვაქცინა გაგვიფუჭეს.
ეს ისეთივე დასანანი შეცდომაა გერმანელებს ფაშიზმზე უარი რომ არ ეთქვათ დღემდე, ამერიკელებს კი რასიზმზე. დედამიწა გაცილებით უფრო ცუდი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად.
ახლა წამალი.
ფორუმზე გაუთავებლად მწიფდება ხოლმე პაგრომი, გენოციდი, დევნა, ანათემა, ინკვიზიცია, გადასახლება და ცეცხლოვანი ჯვრების ფრიალი.
იქნებ ის ჭინკები, რომლებიც დღეს მხოლოდ "კლავიატურის ლომები" არიან, ელექტრონულიდან რეალურ ცხოვრებაში გამოგვეყვანა, დაგვეთმო ტელეეთერი და გაზეთის ფურცლები, იქნებ ქალაქის მოედნებიც, გამოვიდნენ, იყვირონ, წერონ, იქნებ ავადმყოფობის დასუსტებული შტამი (ვაქცინა) გამოიზარდოს.
გვიანაა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
Friday, July 22, 2011
სახადი ვერ მოვიხადეთ
Posted by cartwheel at 12:17 PM
Labels: საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
თურმე ნუ იტყვით,და დედამიწა გათავისუფლებულა ფაშიზმისა და რასიზმისაგან... არადა,სისხლსა და ცრემლს მიაქვს ეს საწყალი დედამიწა! ხომ ვერავინ მიპასუხებს, რატომ ნეტა???
Actually when someone doesn't know afterward its up to other viewers that they will assist, so here it occurs.
My homepage chelsea transfer news ronaldo
Post a Comment