Friday, September 30, 2011

თურქები. თურქები?

მეექვსე საუკუნეში თურქები მომთაბარე ტომი იყო, რომელიც მონღოლეთიდან ტაჯიკეთამდე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 
რომელ რასას წარმოადგენდა ეს ტომი? 
ჩემს ისტორიის სკოლის წიგნში დაახლოებით -1982 წელს ვკითხულობდი, რომ თურქ-სელჯუკები მომთაბარე მონღოლური ტომი იყო. 
ეგ ეჭვი ბავშვობიდამვე გამიჩნდა, როგორ გახდა მონღოლური რასის ხალხი ინდოევროპული რასის წარმომადგენელი თურქების მშობელი? 
არადა თანამედროვე თურქები აშკარად ინდოევროპელები არიან და არა მონღოლოიდები. 

ეშლებათ ისტორიკოსებს მეთქი, ვფიქრობდი. 

დისქავერზე დოკ. ფილმი იყო სახელწოდებით "ასკერები"
ასკერები თურქეთის სულთანის კარზე გავლენიანი სამხედრო პირები იყვნენ.
 
მათი ძალა რამოდენიმეჯერ სულთნის ძალასაც აღემატა და ერთი ორჯერ წარმატებული გადატრიალებაც მოუწყვით თავისთვის მისაღები სულთნის გასამეფებად.

ასკერები მცირერიცხოვანი  მაგრამ, გავლენიანი თავნება მდიდარი უმაღლესი კასტა იყო. 
Askeri (Ottoman Turkish: عسكري) is an Ottoman Turkish term that refers to a class of imperial administrators in the Ottoman Empire.

This elite class consisted of four main groups: the military, the court officials, the nobility, and the religious clergy. Though term itself literally means "of the military", it more broadly encompasses all higher levels of imperial administration. To be a member of this ruling elite, one thus had to hold a political office in the service of the Ottoman Empire, meaning that both Muslims and non-Muslims in those positions could be considered askeri.

It was contrasted with the reaya, the tax-paying lower class, and the kul, or slave class, which included the Janissaries.

მათი ბატონობა მე- ???16 საუკუნემდე გაგრძელდა, როდესაც მეფის კარის შიდა იწილობიწილო ომის  შედეგად ასკერების მმართველობა გადაგდებული იქნა. 
ამ დროისათვის ასკერების ყოყლოჩინობა და ბაქიბუქი ყველას მობეზრებული ჰქომდა, მათი სამხედრო მნიშვნელობა უკანა პლანზე გადაწია ეხალფეხადგმულმა არტილერიამ. ასკერები როგორც წარმატებულ სამხედროთა კასტა მას შემდეგ აღარ აღორძინებულა.

მანამდე კი მათ, ასკერებს ხელისიფლებაში იერარქიის ზედა საფეხური მოსდგამდათ, გენეტიკურად გადაეცემოდათ როგორც ევროპაში ფეოდალ რაინდებს. 
ცხოვრობდნენ სულთნის სასახლეში და სახელმწიფო სიმდიდრეში ბანაობდნენ. 





დისქავერის იმ დოკუმენტურ ფილმში ასკერების მმართველობის გადაგდება გადმოცემული იყო როგორც პროგრესული მოვლენა თურქეთის სახელმწიფოსათვის. 
ასკერების შემდეგ მოახერხა თურქეთმა ყველაზე დიდი დამპყრობითი ომების წარმოება, დაიპყრო ბაბილონი, იერუსალიმი  ეგვიპტე და ჩრდილოეთი აფრიკა, ებრძოლა ესპანელთა არმადას, რუსების ფლოტილიას, დაიპყრო საბერძნეთი და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთი და ეს ყველაფერი დაუმატა ძველ ისედაც უზარმაზარ თურქეთს. 
ასკერების ჩამოგდებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და აი რა. 





თურქსელჩუკები მომთაბარე  მონღოლოიდები იყვნენ. მათ დაიპყრეს დიდი მიწები და საბოლოოდ დაფუძნდნენ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მათ იქ რომის - ბიზანტიის იმპერია დახვდათ თავისი ვასალი ადგილობრივი ქვეყნებით, რომლებიც იმ დროისთვის იმპერიის  პოლიტიკურ იერარქიაში იჯდნენ და თავს არ ამჟღავნებდნენ. 
რომმა იქ მისვლამდე არსებული უამრავი ქვეყანა გაარომაელა: პართიელები, ხეთები, ურარტუელები, მოსინკები, კაპადოკიელები, მიდოელები, ტროელები, ეფესელები, კესარიელები, ანატოლიელები იმ დროისთვის (თურქ სელჯუკების ხელისუფლებაში მოსვლამდე) უკვე რომაელები- ბიზანტიელები იყვნენ და თავისი ისტორიული იდენტობა გვარიანად ჰქონდათ დაკარგული. ადგილობრივი აბორიგენები რაოდენობით მნიჩვნელოვნად აჭარბებდნენ ბიზანტიელ რომაელებს და ბერძნებს, მაგრამ იერარქიაში მტკიცედ ისხდნენ მათ ქვემოთ. მსახურობდნე ბიზანტიურ ჯარში, აშენებდნენ ბიზანტიის ტაძრებს და ეკონომიკას. 
სელჯუკების გაბატონებით რომაელების იერარქიის მწვერვალი სელჯუკთა იერარქიია მწვერვალობით მათთვის იოლად შეიცვალა. 
არ მომხდარა  ერთი ერის გენოციდი და იმ ტერიტორიაზე მეორე ერის ჩასახლება. ეს თითქმის არც არადდროს მომხდარა ომით. 
მთელი ეთნოსის განადგურება და იქ სხვა გენის ჩასახლება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით ხდებოდა ისტორიაში. უფრო გავრცელებული ფორმა იყო ასეთი, აბორიგენთა ომში დამარცხების, რომელშიც საერთო მოსახლეობის ალბათ 5 % დაიღუპებოდა, შემდეგ ერი აღიარებდა ვასალობას და აგრძელებდა ცხოვრებას ახალი მმართველის ხელში. რომაელებგამოვლილმა აბორიგენმა ხალხებმა მარტივად მიიღეს ახალი სუზერენი - მონღოლოიდი თურქსელჯუკი. 
ეს სუზერენი ისევ იქ, კონსტანტინოპოლში დაჯდა და მტკიცე  იერარქიული ქსელები გააბა. ხალხი ახლა თურქსელჯუკთა ჯარში წავიდა და თურქსელჯუკთა ეკონომიკა და სიმდიდრე აშენა, იყვნენ რომაელ- ბიზანტიელები, გახდნენ თურქები. 
ასკერებს სულთნის კარზე ზემდგომობა მოსდგამდათ, მათ უფლება ჰქონდათ სულთნის გადაყენების.







ასკერები მონღოლოიდი თურქ-სელჯუკების შთამომავლები იყვნენ -მონღოლოიდები.


საიდან ვიცი? სწორედ იმ დოკუმენტური ფილმიდან დისქავერიზე. 

ასკერები რამდენიმე მინიატურაზე იყვნენ დახატულები, ისინი 100% მონღოლოიდები იყვნენ.


 
ამრიგად გენეტიკურად თურქსელჯუკებმა ???? წელს დაასრულეს იმ იმპერიის სახედ და მმართველად ყოფნა, რომელიც თვითონ მერვე საუკუნიდან აშენეს.  იმპერია დარჩა, სახელი დარჩა, მაგრამ გენი შეიცვალა. ადგილობრივმა აბორიგენმა უმრავლესობამ მმართველობაშიც უმრავლესობა მოიპოვა და მონღოლოიდები სრულიად და სამუდამოდ განდევნეს ხელისუფლებიდან.  
და დღეს თურქების გენებში ჩქეფს მომთაბარე სელჯუკების გენები, არაუმეტეს  ... 5%_  ში მოსახლეობის. 
95% კი ისევ ის ძველი გენებია, პართიელების, ანატოლიელების, ხეთების, მიდიელების, სპარსების, ბერძნების, რომაელების, ქართველების, ურარტუელების/სომხების, ებრაელების, ფილისტიმელების, ეგვიპტელების, მაღრიბელების, რომელთაგანაც ნაწილი იმპერიის ცენტრში გადასახლდა და თავისი ისტორიული სამშობლო სამუდამოდ დაკარგა, და ა. შ. 
ამის დასტური მათი ექსტერიერია
საკმარისია მხოლოდ შეხედო ტრამვაიში, მაღაზიის დახლში, ქუჩაში, მუზეუმში, სასტუმროში. 
ჩვენ ქართველები გარეგნობაში საქართველოდ  კუთხურობის აბორიგენთა  ნიშნებს ვინახავთ; შეგიძლია განასხვავო ერთმანეთისგან კახელი და იმერელი, მეგრელი და სვანი, ხევსური და აჭარელი, ქართლელი და ქიზიყელი. ქალაქელებში, რომლებშიც რამოდენიმე თაობაა შორი - კუთხეთაშორის დამემკვიდრებით, გარეგნობა ნაკლებადაა კუთხურ სტანდარტული,არეულია, მაგრამ მაინც ქართული. 
თურქებს ექსტერიერთა 100 ჯგუფი აქვთ და პლიუს კიდევ ერთი ჯგუფი - არეული, და ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მასში იშვიათად გამოკრთება მონღოლოიდური გენი, იმაზე მეტად არა, ვიდრე ქართველებში. 


აქედან დასკვნა, თურქები ისევ ის ხალხია, ვინც იმ მიწაზე უმშვენიერესი ანტიკური და პრეანტიკური ძეგლები შექმნეს, მათ მიიღეს და დღემდე ინარჩუნებენ გადამთიელ მომთაბარეთა სახელი. 
მათ მიიღეს მაგრამ ... მხოლოდ ???? მდე ინარჩუნებდნენ სელჯუკთა მმართველობას. 
???? წელს ადგილობრივები გათავისუფლდნენ შორიდან მოსულთა ხელისუფლებისაგან, მაგრამ მათი აწყობილი ინფრასტრუქტურა, იერარქია და ბრენდი სახელი შეინარჩუნეს. 
აქედან დასკვნა 2.
თურქებმა უნდა იამაყონ იმ მიწის ისტორიით, რომელზეც ცხოვრობენ, ეს მათი მიწაა, მათი წინაპრების პრეანტიკური, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი პირველი სახელმწიფოების შემქმნელი ხალხის მიწაა. 
შეუძლიათ იყვნენ მადლიერნი მონღოლოიდი თურქსელჯუკებისა, რომელთაც ისტორიაში ერთერთი ყველაზე წარმატებული, მწყობრი, მოქმედი იერარქია და ერთიანობა აჩუქეს, და შეუძლიათ იამაყონ თავისი აბორიგენობით თუკი საკუთარ ანარეკლში მონღოლოიდს ვერ იპოვნიან, ან იამაყონ ნამდვილი თურქსელჯუკობით, თუ სარკეში  მონღოლოიდთა ნაკვთი იპოვა. 
მაგრამ, როგორც გითხარით თურქობით სიამაყე დღევანდელ თურქთა არაუმეტეს 5%_ს მოუწევს. 


თუ ეს მოხდა, ამით ძალიან დიდ პლიუსს მიიღებს თურქეთი, დღევანდელი თურქეთი. 
წარმოიდგინე. 


მაგრამ დღევანდელმა  თურქეთმა ეს არ იცის, პირიქით, ემიჯნება ანტიკურს, ბიზანტიურს, და სამყაროს დასაბამად კონსტანტინოპოლის აღება დაუსახავს. 
თურქეთის ტერიტორიაზე განფენილი უმშვენიერესი პრეანტიკური, ანტიკური, ადრექრისტიანული, ბიზანტიური ძეგლები დღევანდელი თურქებისთვის არა წინაპართა ნაოფლ- ნადაგ- ნაფიქრ- გათვლილი ხელოვნების ნიმუშებია, არამედ ტურისტთა მოსაზიდი ამ მიწის ბონუსები. რომლებიც, რაც უფრო გრანდიოზულია, მით უფრო უნდა გრცხვენოდეს, როგორც ქურდს და მიმტაცებელს. 
თურქებო, გეძლევათ კურთხევა ჩემგან, იამაყეთ თურქეთის მიწის უძველესი ისტორიით, ის თქვენი ისტორიაა.   




http://en.wikipedia.org/wiki/Genetic_history_of_the_Turkish_people
ა, თუ არ გჯერათ, ჩემამდე უფიქრია ჭკვიან ხალხს.

Turkish and Azeri populations are atypical among Altaic speakers in having low frequencies of Asiatic haplotypes. Rather, these two Turkic-speaking groups seem to be closer to populations from the Middle East, Caucasus and the Balkans. This finding is consistent with a model in which the Turkic languages, originating in the Altai-Sayan region of Central Asia and northwestern Mongolia, were imposed on the indigenous peoples with significant genetic admixture, possible example of elite cultural dominance - driven linguistic replacement.
ანუ, ეს ხალხი, თურქები და აზერბაიჯანელები წინა აზიის,შუა აზიის, კავკასიის და ბალკანეთის მოსახლეთა მსგავსი გენების მქონეა, გენეტიკურად განსხვავდება ალტაის თურქებისაგან, მაგრამ ენა კი ალტაის თურქებისა აქვთ, მათი (ალტაის თურქების) კულტურული დომინირების გავლენითო.

Friday, September 23, 2011

მიყვარს წარუმატებლობები

















მიყვარს წარუმატებლობები. უფრო სწორედ წარუმატებლობები, რომლებმაც ვერ გატეხეს ავტორი და...
საბოლოოდ ავტორმა შედევრი შვა. თუნდაც ერთი, მაგრამ შედევრი.

ეს სტივ ჯობსის წარუმატებლობებია, ჩერჩეტია ვიღაცა, იტყვით თქვენ, მეც კი ვიცი რომ ეგ რაღაცეები წარუმატებელი იქნებოდა.
არადა წარუმატებლობების ეს წყება წარმატებული აიპოდ–აიფონ–აიპად–ით დაგვირგვინდა.


თითქმის ისევე როგორც ვახტანგ გორგასლის უსახელო არტანუჯ–უჯარმის შემდეგ სანაქებო, თბილისი – დედაქალაქი.

Monday, September 19, 2011

ER.


ჩემი ცხოვრების პროფერსიული ნაწილი თითქმის ისევე საინტერესოა, როგორც სერიალი ER.
ამერიკელებმა მისი 15 სეზონი ნახეს. ანუ თხუთმეტი წელი გაძლეს ეყურებინათ სიკვდილ სიცოცხლის ამბების კრიალოსანისთვის.

ჩვენ მხოლოდ ერთი წელი ვუყურეთ, მეტს ვერ გავუძელით.

საიმოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში, თუ იქ ამ სერიალს მაყურებინებდნენ და ექიმობას არ დამიშლიდნენ.
პირველ ამერიკულ სამედიცინო სერიალს მოჰყვა არანაკლებ საინტერესო, მაგრამ ცოტათი მისტიკური დოქტორ ჰაუსი და შემდეგ ისევ რეალისტური გრეის ანატომია.

გრეის ანატომია ფესვებს (ER) დაუბრუნდა.

იქ ისევე როგორც ემერჯენსში ყოველსერიულად ნახავთ ჩუმ გმირობებს, ურთულეს დილემებს, ძალიან კარგ და ძლიერ ადამიანებს, ღირსეულ ნაბიჯებს.

მოკლედ, ნახავთ სუპერადამიანების ცხოვრებას.

არა, სხვანაირად უნდა მეთქვა – ნახავთ სუპერადამიანების მიერ შედეგნილი საზოგადოების ცხოვრებას.

მიყვარს ეგ ხალხი, ამერიკელები. იმდენად კარგები არიან დანარჩენ მსოფლიოზე, როგორც ეგ სერიალები აღემატება ადამიანთა სიკარგით და ღირსებით სხვა ქვეყნებს. მათ შორის ჩვენც.

დოჩანაშვილის კარცერ ლუქსში დამნაშავეებს იძულებით ვაყურებინებდი ER–ს, გრეის ანატომიას და შემდეგ დოქტორ ჰაუსს.

1993–94 წლებში დამწვრეობის ცენტრში რეანიმაციაში ვმუშაობდი.
კარცერ ლუქსისის ანალოგია მაშინ იქ გამიჩნდა. უნდა მიაღებინო მონაწილეოება პოტენციურ ან შემდეგარ დამნაშავეს დამწვარი ადამიანის მოვლაში. დამწვრობის სირთულე–სიმძიმე–პერსპექტივა დამწვრობის ფართით და სიღრმისთ განისაზღვრება და არა პაციენტის დღევანდელი გუნება განწყობით და კლინიკური მონაცემებით.
შედეგად პაციენტი, რომელსაც ფრენკის ინდექსით 90–100 ქულაზე მეტი დაზიანება აქვს მიღებული, აუცილებლად მოკვდება.
გადაიტანს დამწვრობითი შოკის,
დამწვრობითი სეპტიცემიის,
დამწვრობითი ფსიქოზის,
დამწვრობითი სეფსისის,
პოლიორგანული უკმარისობის ეტაპებს
და
აუცილებლად მოკვდება.


იშვიათად "მოსაკვდენი" ავადმყოფი გადარჩება, აი, იხ. ფერ სურათებით.


კვდომის ეს ეტაპები შეიძლება ერთი კვირა ან ერთი თვე გაგრძელედეს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში პერსონალი პაციენტთან ინტენსიურ ურთიერთობაშია. როგორ ურთიერთობაში, თქვენ წარმოიდგინეთ.

დამწვრობით სიკვდილი იმდენად კოშმარული მოვლენაა... რომ მას სახელმწიფო არ ცნობს, თვალს ვერ უსწორებს. მაშინ დამწვარი ადამიანი არავითარ პროგრამაში, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო მისი მკურნალობა, არ ჯდებოდა და მე მგონი ... არც ახლა.

სუპერადამიანები? სუპერადამიანების საზოგადოება?

ეჰჰ.


არადა არიან ჩვენშიც.
საჯარო ვიდეოთვალები მინდა ჩემს განყოფილებაში და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში, თქვენც ნახავდით ღირსეულ, რთულ გადაწყვეტილებებს,თითქმის ისეთივეს, როგორიც ამერიკულ სერიალებშია და.. რომელთაც არასდროს არავინ დააფასებს.

Friday, September 16, 2011

1687 წლის წინ სტამბულში, რომელიც მაშინ არ იყო




2011–324=1687
324 წელს, 1687 წლის წინ უცნობ ისტორიულ გეოგრაფიულ პუნქტ ქრისოპოლისში ,
ამჟამად სტამბულის უბან უშკუდარში, მაშინ როცა თურქების წინაპრები ჯერ კიდევ მონღოლეთსა და უზბეკეთს შორის ხედნიდნენ ცხენებს, დიდი ომი მოხდა. ამ ომით რომის ორი იმპერატორის 10 წლიანი ომები დასრულდა. ერთი, ლიცინიუსი, რომელმაც მანამდე რომის იმპერია თითქმის გააორმაგა, დამარცხდა.
მეორე კონსტანტინე გამარჯვებული გახდა. მან ლიცინიუსი საპყრობილეში გაუშვა. კონსტანტინეს ცოლი ლიცინიუსის ძმა იყო, კონსტანტინეს ლმობიერება კი მხოლოდ ერთი წლის ხალგრძლივობის.
კონსტანტინემ ტუსაღი ლიცინიუსი ერთი წლის შემდეგ მოკლა.
მანამდე კონსტანტინე და ლიცინიუსი ერთად მართავდნენ იმპერიას, მას შემდეგ რაც ლიცინიუსს კიდევ ერთი თანაიმპერატორი გელარიუსი მოუკვდა.
კონსტანტინესა და ლიცინიუსს შორის მტრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონსტანტინემ მის ძმასა და ლიცინიუსს შორის მეგობრული კავშირები დაინახა. კონსტანტინეს ძმა კი კონსტანტინეს ტახტის არასანდო კონკურენტი იყო.

ამ სისხლიან ბოროტ ხალხს შორის ერთერთი ბოროტის გამარჯვება, ეს გამარჯვება ქრისოპოლისში კაცობრიობის მთელი შემდგომი განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.


როგორ?

რომის იმპერიას სათავეში კონსტანტინე ჩაუდგა, პირველი ქრისტიანი იმპერატორი.

დედამიწა მას შემდეგ გახდა ქრისტიანების.


რომ არა კონსტანტინე და მის არსში სადღაც შორს მბჟუტავი იდეალიზმი, ჩვენ არ ვიქნებოდით ქრისტიანები, მაჰმადიანობაც არ იარსებებდა, იუდაიზმი კი იქნებოდა, მაგრამ ებრაელებს არ ეყოლებოდათ ყველაზე ცნობილი და ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაელი – ქრისტე.

დედამიწა კვლავ ძველი რომაული პრინციპით – ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ*, იმოქმედებდა.

ცხოვრება გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა.

*homo mominis lupus est. ადამიანი ადამიანისთვის მგელია.

Thursday, September 15, 2011

ცარიზმი ფორტე










ბავშვობაში ვსწავლობდით, რომ ცარისტული რუსეთი ცუდი იყო, რომ მაშინ ბავშვებს გიმნაზიებში სიმინდის მარცვლებზე აჩოქებდნენ და როზგავდნენ, რომ მაშინ იმპერია საქართველოს გუბერნიებად აქუცმაცებდა და რუსეთის მეფის ნამესტნიკები ქართველებს მეორეხარისხოვან ხალხად გვთვლიდა, რომ ნაპატივები ბაკენბარდებიანი გენერლები ისტორიის ჩიხში მყოფ ცარისტულ რუსეთს მსახურობდნენ და შესაბამისად სულ ტყუილად ჰქონდათ ეგ მედიდური იერი. 
მაგრამ გამოხდა ხანი და ეგ მედიდური იმპერიული ძერჟიმორდული გამოხედვები კვლავ დაგვიბრუნდა და რაც დასანანია ჩვენშიც გაჩნდა ხალხი, ვინც მათი დიდებულება და ჩვენზე დომინირება  ბუნებრივ, ობიექტურ რეალობად მიიჩნია.  დღეს რუსეთს ისევ ის დერჟიმორდები წარმოადგენენ, როგორებიც იყურებიან 1917 წლამდელ ფოტო ნახატი პორტრეტებიდან. 
მხოლოდ ერთი დეტალი აკლიათ,  ბაკენბარდები.
უშნოები, მსუქნები, მეჭეჭიანები მაგრამ აუცილებლად მედიდური იერითა და დიდი გაფანჩული ბაკენბარდებით. 

აბა შეხედეთ მათი სახელმწიფოს  წარმომადგენელ 20 სახეს: 
მედვედევი, გრიზლოვი, ზუგანოვი, ლავროვი, მიტროფანოვი, ილუხინი, ,,,,,
მხოლოდ ბაკენბარდები აკლიათ რომანოვ, ვორონცოვ დაშკოვ, პასკევიჩ, სუვოროვ, კუტუზოვ, ჩიჩიკოვ, ,,, მდე. 

შინაარსით იგივეები არიან, ცარისტები. 

დღეს სსრკ კანონები აღარ გვიცავს ამ ახალი იმპერიისაგან , დღეს რუსეთი უფრო მეტადაა მტერი ვიდრე ოდესმე, იმიტომ რომ გგლეჯს და გასდის. თანაც ამით სიამოვნებას ღებულობს. 
თუკი  მეთვრამეტეში გუბერნიებად დაგყო, მაშინ ეს საზღაური თურქეთისა და ირანისგან დაცვის საფასურად მოითხოვა, დღეს კი არაფერს გაძლევს, მხოლოდ გღრღნის,  გთქვლეფს და ქილვაშებში იღიმის.   


თემა ფორუმზე "ცარიზმი, რსფსრ, რასიია"



   

Saturday, September 10, 2011

მთხლეშავი გოგრები

ასე ქვიათ, მემგონი.





მინდა გმირი ორივე მხარეს


მშვიდობიან ომებს მინიმუმ ორი გმირი ჰყავთ – მოწინააღმდეგე მხარეების ლიდერები, მაგალითად მანდელა ვარ გახდებოდა გმირი დე კლერკის გარეშე,
მარტინ ლუტერ კინგი პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის გარეშე,
რომაელი ქრისტიანები კი იმპერატორ კონსტანტინეს გარეშე.


მეორე მხარის ლიდერი განუსაზღვრელად დიდი ძალის მქონე იდეალისტი ადამიანი უნდა იყოს, იმპერატორ კონსტანტინეს მსგავსი, პუტინისა და მედვედევის სრული ანტიპოდი.
მაგრამ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს დასაბრუნებლად მაინც აქვს აზრი, ისტორიული მშვიდობიანი ბრძოლებისგან განსხვავებით ის დროში ეკიდება.


რუსეთი კი კიდევ ერთი განვითარებული ცივილიზაციაა, რომელმაც მშვიდობიანი ომი წააგო ისევე როგორც ბრიტანელებმა, ამერიკელებმა და ბურებმა მანამდე. მშვენიერი კლუბია.
დიდი პლიუსია რუსეთის ბიოგრაფიაში.
რუსეთის დარწმუნება, დაეშალა ბოროტების ზემძლავრი იმპერია, მშვიდობიანი თავგანწირვით შეძლეს იანუშ პალახმა, ქართველებმა და ბალტიისპირელებმა.
ამერიკელებს მაშინ თავგანწირვა არ დასჭირდათ, მხოლოდ დაამუნათეს რუსები.

თითქოს დღევანდელი რუსეთი აცრილია ამგვარ სენტიმენტებზე, მაშინ "სისუსტე" რუსებს ჩეჩნეთად, ნორდ–ოსტად, თათრეთის პრეზიდენტად, ოქრუაშვილის ფეკალიებად, შეურაცხყოფად და დამცირებად დაუჯდა.

რუსეთი ისევ მზად იქნება ახალი სენტიმენტების მისაღებად მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაძლიერდება, თავდაჯერებული გახდება და დეზინტეგრაციის საფრთხეს განვლილ კოშმარულ სიზმარად მიიჩნევს.
ანუ რა? – გაუმარჯოს ერთიან თვითდაჯერებულ განვითარებულ რუსეთს, ისეთს, რომელსაც კვლავ შეეძლება სირცხვილი სხვა ქვეყნის, ისტორიული მეგობარი ქვეყნის, მეორე მსოფლიო ომის გულწრფელი თანამებრძოლის – საქართელოს ხორცის პირში მოგდებისა და ნეტარი ნება–ნება ლოღვნისათვის.

სანამ რუსეთი იმდენად განვითარდება, როგორიც აქ მე ვისურვე, მანამ იქნებ საქართველოც განვითარდეს ისე, როგორი განვითარებულებიც იყვნენ განდის ინდოელები და მარტინ ლუთერ კინგის ზანგები.

იქნებ, მაგრამ როდის.

Friday, September 9, 2011

მშვიდობიანი ომების ისტორია

მაჰათმა განდი - სატიაგრაჰა, ინდოეთისათვის დამოუკიდებლობის უომრად მომპოვებელი,
 
მარტინ ლუთერ კინგი -მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა -სეგრეგაციის დამამთევრებელი,


ნელსონ მანდელა–სისხლიანი გზის უარმყოფელი სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის დამმარცხებელი.




ეს სამი მწვერვალი წარმატებული მშვიდობიანი ომებისა ყველამ ვიცით. 


მშვიდობიანი ომი მომავლის ომია, ის კიდევ ბევრჯერ იქნება ეფექტური. 


მაგრამ როდის დაიწყო მშვიდობიანი ომები დედამიწაზე, როდის მოიგონეს ის ადამიანებმა?  
იყო თუ არა მაჰათმა განდი პირველი?




მშვიდობიან ომს (სატიაგრაჰას) წესები აქვს, ამ წესების გარეშე ბრძოლას, მსხვერპლს, თავგანწირვას აზრი ეკარგება, წარუმატებელი ხდება. 

სატიაგრაჰა როგორც ჩვეულებრივი ომი მოითხოვს თავგანწირული და მიზანდასახული ადამიანების არსებობას. 
 
სატიაგრაჰას მეომრები ისევე დისციპლინირებულები უნდ იყვნენ როგორც  ჩვეულებრივი მეომრები.

თავგანწირვა უნდა გამოავლინონ არა ემოციური აფექტის, არამედ ბრძანების მიღების დროს.


ჩვეულებრივი მეომრისგან განსხვავებით, სატიაგრაჰას მეომარმა წარმატებას უნდა მიაღწიოს არა მტერის განადგურებით, არსმედ გადარწმუნებით. 

მტრის გადარწმუნებას კი ის აღწევს მტრისთვის თავისი სიმართლისათვის თავგანწირვის მზადყოფნის ჩვენებით.


მშვიდობიან ომს აზრი აქვს მტრის განვითარებულობის შემთხვევაში.

განუვითარებელი მტერი ვერ ირეაგირებს სენტიმენტებზე, ჯალალ ედდინი, თემურ ლენგი და შაჰ აბასი ვერ შეადრკო ქართველთა მსვიდობიანი თავგანწირვის ხილვამ.

მშვიდობიან ომებში "დამარცხდნენ" ბრიტანელები, ამერიკელი თეთრკანიანები, სამხრეთაფრიკელი ბურები.
შორი გადასახედიდან ყველა ეს დამარცხებული მონაწილე გამარჯვებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ ახალი სიმბიოზის აღმოჩენით მათი ახალი ზემოქმედება "მოწინააღმდეგეზე" უფრო სტაბილური გახდა. მაგრამ გამარჯვებული დარჩა "მოგებული" მახარეც. მათ თავისი მიზნის მიღწევას მინიმალური მსხვეროლით შეძლეს.


მაშ ასე მშვიდობიან ომს ჭირდება თავგანწირვა, დისციპლინა და განვითარებული მტერი.




როდის მოიგო კაცობრიბამ თავისი პირველი მშვიდობიანი ომი?

თურმე ძალიან დიდი ხნით ადრე განდიმდე.

რომის იმპერიაში ქრისტეშობიდან 313 წლამდე მთავარ გასართობად გლადიატორების ბრძოლები რჩებოდა. ბრძოლები წარიმართებოდა სხვადასხვა იმპროვიზაციით – სხვადასხვა იარაღით,ჯგუფები ჯგუფებზე, ასიმეტრიული ჯგუფები,ადამიანი მტაცებელთან, დამნაშავის დასჯა, იღბლიანის გათავისუფლება.

ქრისტიანობის რომში გავრცელების შემდეგ სისხლიან ბრძოლებს არენაზე კიდევ ერთი იმპროვიზაცია დაემატა – ქრისტიანების შეგდება არენაზე დამშეულ მხეცთან.


313 წლამდე ძალიან ბევრი ქრისტიანი ემსხვერპლა რომაელთა ამ სასტიკ გართობას.

ქრისტიანები სიკვდილს მშვიდად ხვდებოდნენ, სიკვდილის წინ ლოცულობდნენ, პირჯვარს ისახავდნენ გააფთრებული ლომისა თუ ვეფხვის წინაშე.

ამ სცენას იმპერატორი კონსტანტინეც არაერთხელ შეესწრო, არაერთხელ იხალისა, რომ ახალი რწმენის მქონე ადამიანებს მათი ღმერთი ვერ შველოდა, ისინი კი მშვიდად განაგრძობდნენ კვდომას.
მსხვერპლთა თავდაჯერება და სიმშვიდე იმდენად სტაბილური და ძლიერი იყო, რომ ...
ეჭვისა და თანაგრძნობების რაოდენობა ხარისხში გადავიდა – არის თუ არა სული უკვდავი? არის თუ არა იმქვეყნიური ცხოვრება და სამუდამო სამსჯავრო?

ეს შეკითხვები იმპერატორთან ერთად რომის მოქალაქეებსაც ხშირად უჩნდებოდათ.


რომალემა ქრისტიანებმა მსოფლიო ისტორიაში პირველი მშვიდობიანი ომი მოიგეს. მათ არცერთი მტერი არ მოუკლავთ ისე დაარწმუნეს იმპერატორი კონსტანტინე 313 წელს აეკრძალა ქრისტიანთა მტაცებელთათვის შეჭმევინება და მთავარი .. 325 წელსმოეწვია ნიკეას კრება და რომის იმპერიის ერთადერთ რელიგიად ქრისტიანობა დაედგინა.


Born: c. 275
Birthplace: Naissus (modern Serbia)
Died: 337
Best Known As: The first Christian ruler of the Roman Empire


Name at birth: Flavius Valerius Aurelius Constantinus

Constantine I came to the throne when his father, Constantius, died in 306. After defeating his rivals, Constantine became the sole ruler of the Roman Empire in 324, and is credited with social and economic reforms that significantly influenced medieval society. In 313 his Edict of Milan legally ended pagan persecution of Christians, and in 325 he used imperial power to bring unity to the church at the Council of Nicea. He also moved the capital of his empire to Byzantium, renaming it Constantinople in 330. Constantine's embrace of Christianity eventually led him to be baptized in 337.

Thursday, September 8, 2011

80 არაქართველი გირჩევნია თუ 160 ქართველი?




 რატომ მირჩევნია  80 000 არაქართველის ლოიალობა* 160 000 ქართველის მომდურებას**.  


სხვანაირად დავწერ ამ წინადადებას, ძალიან ჩახვეულია.

ჯობია მომემატოს 80.000 საქართველოს სახელმწიფოსადმი ტოლერანტი* არაქართველი, თუნდაც დამატებით 160.000 ქართველის მომდურების** ხარჯზე.




საქართველოს სახელმწიფო არსებობს 53% არჩეული პრეზიდენტით, მართალია ხელისუფლებამ ბოლო წლებში ავტორიტეტი გაიუმჯობესა, ოპოზიციამ კი გაიუარესა, მაგრამ ოპოზიციური ელექტორატი არსად გამქრალა, კვლავ უკლებლივ ოპოზიციურად არიან განწყობილნი და ბრაზობენ ღვედის ყველა შეკვრაზე. 
დღევანდელ საქართველოში ალბათ მილიონი გულდათუთქული პატრიოტია, რომელიც თავზარდაცემულია იმით, რომ " საქართველოს არასწორი  ადამიანები მართავენ, რომელთაც არაფერი წმინდა  არ აქვთ, არც წარსულის პატივისცემა, არც რწმენა, არც ადამიანებისადმი თანაგრძნობა". დღევანდელი ხელისუფლება მათთვის იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ  შესუნთქულები ელოდებიან " სამართლის აღსრულებას" და დღევანდელ ხელისუფალთა ციხეში ხილვას. 

ხელისუფლება ციხეში, ისეთი სასურველი, იმდენად მიმზიდველი ლოზუნგია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს რომ წლების განმავლობაში არ ეყვირათ ორ წინადადებიანი  ლოზუნგი " მიშა გადადექი! გადადექი და შენ და შენიანებს  ციხეში ჩაგსვამთ.'". ამ ლოზუნგის მეორე ნაწილი სწორედ იმ მილიონი ადამიანის მიტინგზე გამოსაყვანად იყო ნათქვამი, მერე რა რომ ლოზუნგის  პირველ ნაწილს  ლოგიკურად ვერ აგრძელებდა. ( შენ თვითონ გადადექი, რათა მე გავხდე პრეზიდენტი და შენ დაგიჭირო).    
 
ამომრჩეველთა 47 % ის მფლობელი ესოდენ მრავალრიცხოვანი ოპოზიციური მუხტი რეალობაში ბოლო ორი წელია ( 2009 წლიდან) ან თითქმის მთლიანად ჩუმადაა, ან მისი მცირე ნაწილი პერიოდულად ტრანსფორმირდება ენერგიულ სუპერაქტიურ ძალად, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ პორტრეტს, პოლიტიკურ პოზიციას ცვლის, სამწუხაროდ ცუდისკენ, სასიხარულოდ მცირედ. 
აი ესაა ჩემი ბოლო დაკვირვება - მილიონი პრინციპული ადამიანი ქვეყნის პოლიტიკურ რაობას უმნიშვნელოდ ცვლის. 
მიემატება თუ არა ამ მილიონს 160 000 თუ  მოაკლდება ამდენივე, პრინციპული სხვაობა არ მოხდება.


ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო! ეს ყველაზე სწორი პრინციპია, ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხალხს უსიტყვო და უბეჭდო, მხოლოდ გულზე დაბეჭდილ სამოქმედო გეგმად აქვთ. 
პრინციპი - ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო, მათ ცხოვრებაში ვლინდება ერთობლივ პასუხისმგებლობაში ეროვნულ, რასობრივ და რელიგიურ  უმცირესობებისადმი ურთიერთობით. მასა თავისი მუდმივი კეთილგანწყობისა და უმცირესობათა სივრცის ლეგიტიმურობის  აღიარებით ყიდულობს ამ უმცირესობათა ტოლერანტობას საკუთარი სახელმწიფოს მიმართ.
ჩვენ უნდა ვიყიდოთ 80000 განდგომილი გსსრს მოქალაქის ტოლერანტობა საქართველოს მიმართ. 

რითი უნდა ვიყიდოთ? 
რა უნდა შევთავაზოთ? 

ფული? 
მტერს ჩვენზე მილიონჯერ მეტი აქვს

ფრთის ქვეშ ყოფნა? 

მტერს ჩვენზე კი არა მსოფლიოს სამჯერ გასახეთქად საკმარი ბირთვული ძალა აქვს 

აბა რა უნდა შევთავაზოთ?
რა უნდა შევთავაზოთ იმაზე მეტი, რასაც რუსეთი შესთავაზებს, რა უნდა შევთავაზოთ ისეთი, რასაც რუსეთი რომც მოინდომოს ვერ შესთავაზებს? 

პასუხი მე მაქვს
ჩვენ უნდა შევთავაზოთ საკუთარი მოქალაქეების მომდურება.  

 
დილემა არის არჩევანი ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის. 
თუკი დაგვიდგა დილემა - შემოირიგე 80 000 განდგომილი არაქართველი , მაგრამ 160000 ქართველის მომდურების ხარჯზე, რა უნდა ვქნათ? 

უნდა მოვიმდუროთ
ქართველები. 
ამით საქართველო 100 მოიგებს და 10-ს დაკარგავს. 

საჭიროა მხოლოდ ზუსტად იმ ქართველების პოვნა, რომელთა მომდურებაც ჩაგვეთვლება. 

ვიწყებ მოსაძულებელი ქართველების სიმპტომების შედგენას, რათა შემდეგ ადვილად მოვახდინო მათი იდენტიფიცირება


-გუბაზის ელექტორატად ტრანსფორმირებული ზვიადიზმი
- გზებზე უწესოები
- ურთიერთობაში უწესოები
- გრეჩიხების მოიმედეებად ტრანსფორმირებული მხედრიონი
- ზვიადიზმი ნებისმიერ გამოვლინებაში
- შევარდნაძე და ყველაფერი რაც მასთან ასოცირდება - კორუფცია, ვირეშმაკობა, აპათია  მერკანტილიზმის სოუსით
- ფაშიზმი, რასიზმი, 
- საერთო ქონების ვირთხები
- ქსენოფობები
- დოღრიალები
- გაუნათლებლები
- ზოოლოგიურ იმედიანები
- ოქრუაშვილის მოიმედეებად ტრანსფორმირებული უმცირესობებზე რევანშისტები


რაც მეტს ვწერ, ვხვდები, რომ თითქმის ჩემი პორტრეტი გამომდის. 
და .. სრულიად ქართული საზოგადოების. 


რა ვქნა, მეც ხომ ამ ბულიონიდან აღმოვცენდი, რასაც ჩემი ცხოვრების ზუსტად ნახევარი სსრკ ერქვა და შემდეგ კი საქართველო ჰქვია (აბა რამდენი წლის ვარ?). 

მანკიერი იმპულსები ყველას გვაქვს, ლიბერალებსაც, ორთოდოქსებსაც, ტრადიციონალისტებსაც, კონსერვატორებსაც, იდეალურ შემთხვევაში ჯობია 4500000 ქართველმა ჩვენივე თავში მოვიძულოთ და განვაგდოთ ეგ მანკები და არა სახელმწიფომ მოიძულოს 160000 ადამიანი. 

მაგრამ  ასე არ ხდება კათარზისი ლურჯი ფრთებით არ გადაგვიფრენს, 
მოგვიწევს კონკრეტული ადამიანების მომდურება, იქნებ დაჩაგვრა, დაჯარიმება, შეღრენა, მისიგნალება, აზრზე მოყვანა, გაიასნება, მიჩმორება, მიტისკვა. 


სახელმწიფო აპარატი ამ საქმეს აკეთებს. აკეთებს საერთო ჯამში წარმატებით, მაგრამ უხეშად, ტლანქად.
ამ სიტლანქის შედეგად ერთი მხრივ ზარალდებიან კარგი ადამიანები, რომელთაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი რეტროგრადული ნიშანთვისებები არ აქვთ, მეორე მხრივ ამის შემხედვარე მასას უჭირს დაინახოს პოლიტიკური იდეალები და შესაბამისად ჭოჭმანობს ახალი მოქალაქეობის პრინციპების მიღებას.

ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად და წარმატებით წარიმართებოდა ჩვენ, უსახელო მასას რომ:
–გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ.
–ვიცოდეთ უფრო მეტი საქართველოს შესახებ.




*სიტყვა ლოიალობაში მხედველობაში მაქვს მშვიდი მოქალაქეობა,  საქართველოს სახელმწოფოსადმი აგრესიის გარეშე ცხოვრება. 

**სიტყვა მომდურებაში მხედველობაში მაქვს, ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შედეგად უკმაყოფილოთა რიცხვს და ხარისხს  გაზრდის.

.. 

Wednesday, September 7, 2011

არა. არა?

შეიაზლება თუ არა დემოკრატიული იყოს არაცივილიზებული საზოგადოება? 

არა
არა? 
ანტიკური საბერძნეთი იყო კულტურული მაგრამ არ იყო საკმარისად ცივილიზებული
და.. იყო დემოკრატიული
მაგრამ ის უძლური აღმოჩნდა მეზობელი ქვეყნების ტირანიის წინააღმდეგ, წესიერ ხალხს არ აღმოაჩნდათ საკმარისი სიბოროტე დემოკრატიის დასაცავად. *

შეიძლება თუ არა ცივილიზებული იყოს უწესო ხალხის სახელმწიფო? 


არა
არა? 
შეიძლება თუკი უწესო ხალხი წესიერები იქნებიან თავიანთი ბინის კარის გარეთ, პროფესიაში და ქუჩაში. 


შეიძლება თუ არა დემოკრატიული იყოს ტრადიციულ- კონსერვატიული სახელმწიფო

არა
არა? 
აბა იაპონია? 
პასუხი
ტრადიციულ- კონსერვატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს დემოკრატიული თუ ის უაღრესად წესიერი ხალხისაა.

დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნის მხოლოდ წესიერი ცივილური საზოგადოება.

უწესო კულტურული საზოგადოება ვერა.

კულტურა ზოგჯერ სოციალურ წესიერებას ხელს უშლის, კულტურას უყვარს სეგრეგაცია და საკუთარი აღმატებულობით ტკბობა.


მაშ როგორ მოვიქცეთ რომ დემოკრატიული საზოგადოება შევქმნათ?
ჩვენს პირობებში უნდა დავიოკოთ* კულტურა და გავზარდოთ წესიერება. ალბათ.

*
კულტურის დაოკებაში მხედველობაში მაქვს საკუთარ უპირატესობა–რჩეულობა–უძველესობა–გენეტიკურ ნიჭიერება–გაბრწყინების კანდიდატობაზე უარის თქმა.

 კვაზარები



ახლაც არ ვიცი რას ნიშნავს
ბუნდოვნად მახსოვს, რომ მატერიის არსებობის ისეთი ფორმაა, რომელშიც ჩვენთვის სკოლიდან ნაცნობი მოლეკულური ფიზიკა (ატომები, ელექტრონები, პროტონები) არ შეესაბამება- რაღაც სხვა წესრიგია, ან სულაც რაღაც სხვა ქაოსია, თითქოს მახსოვს რომ ნაკადია, რაღაც პოეზიასთან ახლომახლო. 

მახრამ ვიცი რომ კვაზარები ჩვენგან ან ძალიან შორსაა კოსმოსში, ან ლაბორატორულად შეუძლიათ მიიღონ დედამიწელ მეცნიერებს მილიმიკრონი რაოდენობით. 

მოკლედ, კვაზარი ჩემთვის რაღაც უსარგებლო მეცნიერული აღმოჩენა იყო, რომელიც სამყაროს უმნიშვნელო სურპრიზად ვთვლიდი. 

ჩემთვის ცნობილ  სამყაროში, დედამიწასა და კოსმოსში არსებობდა მოლეკულათა - ატომთა მუდმივობის კანონი (მე შევარქვი) რომელშიც სხვადასხვა ელემენტების ატომების რაოდენობა კონსტანტაა და ჰგიებს უკუნისამდე - დღეს კომეტაა, ხვალ მტვერი ატმოსფეროში ზეგ სასუქი მაზეგ პომიდორი შემდეგ ჩემი მიოფიბრილა, შემდეგ ოფლს და შარდს გაჰყვება ან კასპიის პღვაში ილივლივებს ან ქართულ ნიადაგს გაანაყოფიერებს სასაფლაოზე. 
მოკლედ მოლეკულები, რომლებიც ჩემს წონას შეადგენენ მუდმივებად (წარსულში და მომავალში) მიმაჩნდა. 

დისქავერზე კი სხვა რამ გავიგე
მარტივად რომ გადმოვცე ასე გამოვა: 
სამყაროს არსებობის დასაწყისში, დიდი აფეთქების შემდეგ ეს უზარმაზარი ბუღი (კოსმოსი) ერთ უუზარმაზარ შავ ხვრელად გადაქცეულა და შემდეგ იქიდან კვაზარების  ორი უუზარმაზარი ნაკადით თავი დაუღწევია იმ პირველი შავი ხვრელისათვის. 
ანუ სამყაროში არსებული მოლეკულები ერთხელ მაინც ყოფილა შავი ხვრელის სიციწროვეში და ერთხელ მაინც გადაქცეულა კვაზარად და მხოლოდ შემდეგ მიუღია იმ ატომების და შემდეგ მოლეკულების სახე, რომელიც ჩვენ გვარტყამს გარშემო და რომელსაც ჩვენც წარმოვადგენთ.

მეც ვყოფილვარ კვაზარების ნაკადი, არა მხოლოდ ვულკანის ლავა, დედამიწის მაგმა, მარნეულის ნიადაგი, ბრაზილიური ქათამი და ბულაჩაურის პამიდორი, არამედ კვაზარების ნაკადიც ვყოფილვარ.   
ისევ პოეზია?

Saturday, September 3, 2011

მუშკეტერები და ბლოგერები

რაინდები. ისინი ბოგინობდნენ ევროპაში მუშკეტერების გამოჩენამდე.





მუშკეტერები და ბლოგერები?


რა შუაშიაო მკითხავთ.
მივყვეთ ისტორიულ ქრონოლოგიას.

მუშკეტი პირველი თოფია, პირველი ცეცხლსასროლი იარაღია.


სამყარო მის გამოგონებამდე იყო მკაცრი და მარტივი, იერარქია იყო გვაროვნულ–გენეტიკურად კუთვნილი. ევროპას მართავდნენ რაინდები.

რაინდები ფეოდალები იყვნენ, მათი ვარსკვლავური წამი დგებოდა როცა აბჯარასხმულ ცხენზე აბჯარასხმულ ამხედრებული, ამალით გარშემორტყმული მედიდურად შებიჯებდა ახალ გარემოში.
ახალ გარემოში დამხვდური ერთი თვალის შევლებით უნდა მიმხვდარიყო ვინ იყო გენეტიკური გმირი, მდიდარი უძლეველი ვაჟკაცი, ზეკასტის წარომადგენელი რაინდი. რაინდები მართლაც იყვნენ საჭირონი მთავარ საქმეში, ომში. მათი პიროვნული გამბედაობა შეჯერებული საუკეთესო ძვირ აბჯართან, იარაღთან და ბრძოლის ცოდნასთან, მათ შეუცვლელ ძალად აქცევდა საუკუნეების განმავლობაში.
მათი ხმალი, შუბი, მშვილდისარი, არბალეტი შიშის ზარს სცემდა არა მარტო მტერს, არამედ თანამოქალაქეებსაც, რომელთაც არანაირი შანსი არ ჰქონდათ ოდესმე მიეღწიათ ისეთივე სამოქალაქო უფლებებისათვის, როგორიც ჰქონდათ ზეკაცთა ზეკასტას – რაინდებს. უბრალო მოსახლეები, უბრალო მეომრებიც ბევრნი იყვნენ, რაინდები კი ცოტანი, მაგრამ კრატია მათი იყო, ცოტას მმართველობა – ოლიგოკრატია. უბრალო მეომარს სიკვდილითაც კი არ შეეძლო გმირის სახელის დამსახურება, რაინდთა ბამბა კი ჩხრიალებდა. გმირი გლეხისთვის პატივი იყო, თუკი რაინდი ცხენზე შეჯდომაში მოიხმარებდა, არადა ჭირდებოდა რაინდს მოხმარება, ხშირად ორი კაცისაც.

და ევროპაში გამოიგონეს (სინამდვილეში ჩინური გააუმჯობესეს) მუშკეტი.



მუშკეტი 1350 წელს უკვე გამოგონილი იყო, მაგრამ 1700–მდე იმდენად ვერ გააუმჯობესეს, რომ სოციალური ფენომენი – მუშკეტერები გაჩენილიყვნენ.
ერთი კირკიტა კაცის გამოგონების წყალობით მუშკეტმა სწრაფი გადატენის და შორი სროლის უნარი შეიძინა. მუშკეტზე მოთხოვნა გაჩნდა.მის წარმოებას აზრი მიეცა. მუშკეტის მფლობელებს მუშკეტერები დაერქვთ.
მუშკეტი პირველი თოფია, ის ტყვიებს ისვრის და ადამიანს გაცილებით შორს კლავს ვიდრე ხმალი, შუბი და არბალეტი, მუშკეტის სახმარად არ არის აუციელბელი ცხენზე ამხედრება. ფეხოსანი მუშკეტერი უკეთესი მსროლელია ვიდრე ცხენოსანი.

ფეხზე მდგარ უცნაურ ტკაცუნა ჯოხიან კაცს აუღელვებლად შეეძლო დაეყირავებინა მისკენ მსრბოლი ცხენზე ამხედრებული მტრის რაინდები.

რაინდების საუკუნოვანი ბაქიბუქი და ბრექი ფუჭი გახდა.
სასაცილოც.
ოთხი ძმაკაცი გლეხი მუშკეტერი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა.
რაინდებს ირონიული ირიბი ღიმილები დაძაბული სახეებით შეეცვალათ და ...
ცხენიდან ჩამოქვეითდნენ, მუშკეტები შეიძინეს, მუშკეტერებს მიუჩოჩდნენ.
პარადი უკვე ცოტა ვაჟკაცს კი არა ბევრ ვაჟკაცს მიჰყავდა
პარადის წამყვანობა კი გენეტიკურად კი აღარ მოსდგამდათ, სიზუსტითა და სისხარტით გამომუშავდებოდა.


კაცობრიობის ცივილიზაციამ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი კასტური მმართველობიდან დემოკრატიული მმართველობისაკენ.
მუშკეტის წყალობით ძალა ბევრმა ყოჩაღმა ადამიანმა მიიღო.


21–ე საუკუნეში დემოკრატია იდეალია. უფრო სწორედ, განვითარებული ხალხი მიხვდა, რომ "დემოკრატია საშინელი სისტემაა, მაგრამ კაცობრიობამ მასზე უკეთესი ვერ მოიგონა".
დემოკრატია მიზანია, მიზანია იმიტომ რომ მიღწეული არაა. ჯერ კიდევ ძლიერია ჩვენს გარშემო ფეოდალურ რაინდული კასტური იერარქია.
ფეოდალური რაინდის ჩაჩქან–შუბ, ცხენ–მუზარადი დღეს ფულმა და პოლიტ–კულტურულ–სახელოვნებო–ჟურნალისტურ etc. ელიტისადმი კუთვნილებამ შეცვალა.
მათ უნდა თქვან–ბრძანონ, ჩვენ უნდა ვიყვიროთ–ვიხავლოთ, გაჭრა მაინც მათ სიტყვას აქვს.

მაგრამ 21–ე საუკუნეში გამოჩნდა ახალი მუშკეტი, რომელმაც ოლიგოკრატი რაინდები უნდა დააპირქვავოს. ეს მუშკეტი არის ბლოგი თავისი ამუნიციით – ფეისბუკითა და ფორუმით.
მალე ჩვენ აღარ დაგვჭირდება ყვირილი და ხავილი, ჩვენ ვბრძანებთ.
ელიტას კი მოუწევს თავისი ძველი ჩაჩქან–შუბების გადაყრა, ქედმაღალი ზემდგომობის დათმობა და სიტყვაზე სიტყვით პასუხი, თუ არ უნდათ ისევე სასაცილონი გახდნენ, როგორც შეჯავშნული ცხენოსანი მოუხერხებელი რაინდები მუშკეტერების ეპოქაში, სანამ ჩამოქვეითდებოდნენ.
მალე ჩვენი მუშკეტი გაუმჯობესდება, ძალას მიიღებს.

როგორ?

ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით თუ როგორ, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რომ ბლოგების აუდიტორიის გაზრდით და მათი ურთიერთკოორდინირებულობით.

თავიდან ეს იქნება რაღაც ვოლვოქსის მსგავსი, შემდეგ ევოლუცირდება, ოღონდ ძალიან სწრაფად.

ძალიან არარაციონალური და იდეალისტური რომ არ გეჩვენოთ ჩემი ბოლო სიტყვები, გეტყვით.

დავიწყებთ ერთი ნაბიჯით, რუტინით, მაგალითად ბლოგ–რადიოთი, (შემდეგ რადიო– ტელე ფორუმით, შემდეგ ალტერნეტიული ინტერენეტ მთავრობით) სადაც ბლოგერების უყვირალ სიტყვას მრავალი მსმენელი მისცემს ძალას.

ჩვენი მუშკეტი ჯერ სუსტია, მისი არ ჯერათ, არც ეშინიათ.
ჯერ.

Friday, September 2, 2011

მამაშვილობას

ეს საუკეთესო სიმღერებია მამაშვილურ სიყვარულზე, მამაჩემი მას ვერ გაიგებს, გერმანულნოვანია, როგორც ომის დროს დაბადებული გსსრ–ს მოქალაქეების უმეტესობა.

ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა
გური გილოცავ!

რემილოცვა ჩემგან
2009 წლის, ფერადი სურათებით.




ეს კი მწარეს პოსტია თავის მამაზე, მომეწონა.