( კონოფესტივალები თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება
პრიზები პროფესიული ნიშნით ადამიანებს ეძლევათ თითქმის ყველა ქვეყანაში
თითქმის ყველა სფეროში დაჯილდეობები (აღიარების ან წახალისების მიზნით) ხდება გრადაციების მიხედვით - კინოფესტივალის გვერდით არის ახალგაზრდა რეჟისორთა კინოფესტივალი, არაკომერციული ფილმების კინოფესტივალი, მეცნიერთა დაჯილდოვების გვერდზე არის ახალგაზრდული სამეცნიერო უნივერსიადები და ა. შ.
ცნობილ ოსკარს თან ახლავს ოქროს გლობუსი.
მაგრამ )
არის ერთი გლობალური დაჯილდოება, რომელსაც არ მიჰყვება სხვა დაჯილდოება ქვედა დონეზე. ეს არის ნობელის პრიზი, მას არ ახლავს თავისი სატელიტი "ოქროს გლობუსი".
მხედველობაში ის მაქვს, რომ მეცნიერთა, კონსტრუქტორთა, გამომგონებელთა დიდი ნაწილი, რომლებიც რეალურად ქმნიან ხელშესახებ პროგრესს კაცობრიობისაგან სათანადო მადლიერებას ვერ ღებულობენ.
მათი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი შეიძლება შორს იყოს ურთულეს ფიზიკასა და გენეტიკასთან, მაგრამ კაცობრიობის პროგრესს უზარმაზარი ნაბიჯებით აჩქარებდეს.
კაცობრიობამ არ უთხრა სათანადო მადლობა ამ ადამიანებს- ჩვენს თანამედროვეებს:
ბურთულიანი პასტის, ცელოფნის, დეზოდორის, მობილური ტელეფონის, თვითმფრინავის აპრეხილი ფრთების, ჰიბრიდული მოტორის, ქსეროქსის, ლსდ მონიტორის, ბეტონის გზის დამგების, ქაფბეტონის, ერთჯერადი შპრიცების, ტუალეტის რულონების, სერვერების, ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის, ბეტონის პომპის, თაჩსქრინის და ათასი სხვა უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე გამოგონებათა ავტორებს.
თანამგზავრის ტელე რეტლანსლატორის,
უნდა დაარსდეს გლობალური ყოველწლიური დაჯილდოვების კონკურსი
თბილისში
სიმბოლურია, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის მომხმარებელი ქვეყანაა, ისევე როგორც ქვეყანათა 80%.
საქართველოს მიერ ამ პრიზების გაცემა იქნება;
- განვითარებადი ქვეყნების არაფორმალური, მაგრამ სამართლიანი მადლობა პროგრესული ქვეყნების მიმართ.
- წახალისება არაელიტარული ქვეყნების მეცნიერთათვის, რომელთათვისაც ნობელის პრემია მხოლოდ ზეგანვითარებული ქვეყნების ექსკლუზიური კლუბური ტრადიციაა.
-მსოფლიოს მოსახლეობა, მასა გაიცნობს უამრავ კარგ ადამიანს და იქნება მათი მადლიერი, მადლიერება კი მასა აამაღლებს, გახდის უფრო მეტად სოციალურად აქტიურს კაცობრიობის პროგრესის მიმართულებით.
- პროგრეს ევორდი იმდენად საინტერესო იქნება თავისი შინაარსით, რომ დაიმსახურებს გლობალური მასმედიის ყურადღებას. ეს თავის მხრივ საქართველოს პრომოცია იქნება.
პირველ ხანებში შეიძლება პრიზი იყოს ვთქვათ ბინა ბათუმში, შემდეგ ლაზიკაში.
შემდეგ ეტაპებზე ლაზიკას მშენებლობა და პროგრეს ევორდი შეიძლება მჭიდროდაც დაუკავშირდეს ერთმანეთს.
ორმხრივი სარგებელი.
ნომინაციები:
ეკოლოგია და ეკონომიურობა
კომუნიკაცია
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
ჯანმრთელობა
მატერიალური რესურსი
უსაფრთხოება
დემოკრატიის ხელშემწყობი გამოგონება
მომავალზე ორიენტირებული
ეკო ეფექტური არქიტექტურა
წარმატებული ნგო
საკვების პროდუქცია (აგრო, მელიორაცია, თევზჭერა,კონსერვაცია).
სოციალური
ჟიური:
გლობალური ავტორიტეტები
ჰოკინგსი
ტეტრაპაკის ოჯახი
კემერონი რეჟისორი
მადლენ ოლბრაიტი
კოელიო
მურაკამი
პამუკი
ბუტროს ბუტროს
მანდელა
სანდრა
ალიევა
ლიტვის ექსპრეზიდენტი ქალი
ბრიჯიტ ბარდო
კარლა ბრუნი
+ ინტერნეტ გამოკითხვის სტატისტიკა.
ეტქ.
ბიუჯეტი
არანაკლებ 10 მლნ ლარი. ყოველწლიურად.
სარგებელი კონკრეტულად ძნელი დასათვლელია მაგრამ უდავოდ გადააჭარბებს ხარჯს.
სარგებელში იგულისხმება როგორც ფინანსური სარგებელი ( ტურიზმი, ინვესტიციები) ასევე არამატერიალური სარგებელი - ქვეყნის რენომეს მატება, ქვეყნის მიმზიდველობის ზრდა, აგრესიული, არასტაბილური, უწესო ქვეყნის იმიჯი შეიცვლება ნოვატორი, რეფორმატორი, ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯით.
პროგრეს ჯილდოს იმსახურებენ ჩემი შეფასებით
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი
ინტერნეტ გლობალური ქსელი
მპ3
ტაჩსკრინი
ბეტონის პამპი
ბურჯ ხალიფა
კომპ მულტფილმის
ეტქ. პიონერები.
ჰა. განვავრცოთ?
forum.ge
Monday, January 23, 2012
გლობალ პროგრეს aword
Posted by cartwheel at 11:00 AM
Labels: forum.ge, გეოცენტრიზმი, ვინიგრეტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
მათი წარმოებული ინტელექტუალური პროდუქტი შეიძლება შორს იყოს ურთულეს ფიზიკასა და გენეტიკასთან, მაგრამ კაცობრიობის პროგრესს უზარმაზარი ნაბიჯებით აჩქარებდეს.
stitching services in lahore
bulk shirt stitching cost
Post a Comment