
ბოდი ლენგვიჯ ანუ სხეულის ენა იციან ფსიქოლოგებმა და მსახიობებმა, ფაუნის წარმომადგენლებმა დანარჩენნი კი, ადამიანები, არამსახიობები ვინც თეორიულ ცოდნას არ ფლობს, ბოდი ლენგვიჯს ბუნებრივად, ინსტინქტურად ვიყენებთ.
ამბობენ რომ ბოდი ლენგვიჯი უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები სქესთაშორის ურთიერთობაში და ასევე... კონფლიქტისა და კონკურენციის ასპარეზზეც.
ბოდი ლენგვიჯი პირველყოფილ საზოგადოებაში გაცილებით ხშირად გამოიყენებოდა და შეიზღუდა მეტყველების განვითარების შედეგად.
თუმცა ის დღესაც არის და მუდმივად იქნება. მოდით ბოდი ლენგვიჯი ამჯერად მანქანების მიმართ გამოვიყენოთ.
ბოდი ლენგვიჯი მანქანების უეთიერთობის ენაა, გარდა სტანდარტულ ხაზოვანი მოძრაობისა არის მომენტები, როდესაც ავტომობილთა მოძრაობის თანმიმდევრობასა და ტრაექტორიას მანქანების ბოდილელგვიჯი განსაზღვრავს.
სწრაფად შემოფეთებული ჯიპი ამბობს ჯერ მე, მერე შენ, შუქნიშნის გაყვითლებისთანავე ქვეითის წვივზე შემდგარი აბღუებული მანქანა ამბობს აცე, აცე ვირებო!!
თუმცა ევროპელი მძღოლები ავტობოდილენგვიჯით სულ სხვა განწყობას გიტოვებენ - მიბრძანდით, ჯერ თქვენ, ნუ გეშინიათ მე გაცლით გზის გადასვლას...
ანუ ბოდი ლენგვიჯს არა მხოლოდ აგრესიის არამედ თავაზიანობის გამომხატველი სიტყვებიც აქვს ლექსიკონში.
მოდით ამ სუბიექტურ სენსიტიურ, ჩვენ შემთხვევაში აგრესიულ სიტყვებს პრაგმატული სუტყვებიც მივუმატოთ.
მოდით ვასწავლოთ საკუთარ მანქანებს საქმიანი სიტყვები, სიტყვები რომელთაც სხვა მანქანები გაიგებენ და შესაბამისად იმოქმედებენ.
ანუ მოდი ვისწავლოთ საავტომობილო მოძრაობაში ჩართული სხვა მანქანების მართვა. ვმართოთ ისინი საკუთარი მანქანის ბოდილენგვიჯით ნათქვამი სიტყვებით.
ადვილია, სასარგებლოა, მეტად უსაფრთხოა.
როგორ?
გზჯვარედინზე თუკი შენი გზა არ არის ნუ გახვალ შუა გზაზე, დაეტიე შენს ხაზთან. ამით უპირატეს გზაზე მოძრავ ნაკადს ეტყვი, მე არ შემოგივარდები და მუხრუჭს არ დაგარტყმევინებ, თამამად გაიარე სწრაფად.
ის სწრაფად გაივლის და შედეგად შენი გზა მალე გათავისუფლდება.
ტრასაზე გასწრებისას მანევრის დაიწყებისას მანქანა მთელი კორპუსით გადადი მოწინააღმდეგე გზაზე. ამით არამარტო გზის დიდ მონაკვეთს დაინახავ, არამედ უპრობლემოდ დაბრუნდები საკუთარ გზაზე თუ გზა დაკავებულია, არამედ შორს მყოფ მანქანას ბოდილენგვიჯით ეტყვი - შეანელე, მე დრო მჭირდება მანევრის დასასრულებლად. თუკი მანევრს ფარების ანთება- ჩაქრობას დაუმატებთ, ამით მეტი ალბათობით შეანელებინებთ მოძრაობას საპირისპირო გზაზე მოძრავ მანქანას, ეს კი გასწრების მშვიდად დასრულების საშუალებას მოგცემთ.
თუკი წინმიმავალი მანქანის გასწრება გადაწყვიტეთ და ჯერ საპირისპირო მხრიდან მოძრავი მანქანა გყავთ გამოსატარებელი, ნუ ამოუდგებით წინა მანქანას ნახევრად გამსწრებისპოზიციაში და მითუმეტეს მარცხენა მაშუქ ჩართული. მაშუქი და გადასული პოზიცია აფიქრებინებს შემხვედრ მანქანას, რომ მანევრს იწყებ, და შენამდე გზას ნელა, ფრთხილად გამოივლის, შესაბამისად შენი გზა გვიან გათავისუფლდება.
ნუ შეაშინებ ქვეითს, ამისათვის საკმარისია არ შეიყვანო მანქანა მის პერსონალურ სივრცეში. რომელიც დაახლოებით 5 მეტრია მის გარშემო.
ანუ იმ სიტყვებს, რომელიც დღეს აგრესიული ტონით ითქმება ავტობოდილენგვიჯით ( გაიყინე ადგილზე, ჯერ მე!, გაეთრიე იქით, მოკურცხლე ახლავე, აცე! აცე!) და რომელთა გამოყენებისაგან ჩვენ უარს ვამბობთ (დარწმუნებული ვარ, ვინც აქამდე კითხულობთ ნამდვილად არ "ამბობთ" ამ სიტყვებს მანქანის მართვისას), ჩვენ შევამატოთ მტკიცედ და მშვიდად სათქმელი სიტყვები: მიბრძანდი, ჯერ შენ, გაიარე მშვიდად, შეანელე, მანევრის დასასრულებლად დრო მჭირდება, დამითმე, ფრთხილად , წინ საფრთხეა!
თუ ეს ენა ავითვისეთ მივხვდებით რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავთმობთ ადგილსა და დროს, საბოლოო ჯამში დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ თუნდაც სისწრაფეში.
Sunday, October 10, 2010
ავტობოდილენგვიჯი
Posted by
cartwheel
at
12:08 AM
3
comments
Labels: ვინიგრეტი, სასარგებლო, ქუჩა
Saturday, October 9, 2010
სხვა იუბილეები
რატომაც არ უნდა გვქონდეს ის იუბილეები, რომლებიც რაღაც საკრალური მნიშვნელობის თარიღებს შეიძლება მიეძღვნათ, მაშინ როდესაც აგერ უკვე 25-ე წელია აღვნიშნავთ თბილისის დინამო კარლცეისის მატჩის მორიგ წლისთავს?
მაგალითა, რატომ არ უნდა ვიზეიმოთ საკუთარი
ჩასახვის დღე ანუ დღე შენი დაბადებისდღე მინუს 9 თვე?
ან რატომ არ უნდა გვახსოვდეს
ერთი უღელი ქორწილი, ანუ თარიღი,
როცა ქალი აღწევს ასაკს, როცა ქმართან უფრო მეტი აქვს ნაცხოვრები, ვიდრე გათხოვებამდე უცხოვრია.
ორუღელა ქორწილი როცა კაცი აღწევს ასაკს, როცა ცოლთან ერთად უფრო მეტი აქვს გატარებული, ვიდრე ქორწინებამდე
უნდა დაემთხვეს ქორწილის დღეს
და ოჯახს უნდა ჰქონდეს 2.
მოიფიქრეთ თქვენც.
ოჯახურიც და ქვეყნის მასშტაბისაც.
p.s. მცხეთობას გილოცავთ, ქრისტეშობამდელი ქალაქის ქალაქობას.
Posted by
cartwheel
at
2:10 PM
1 comments
Labels: ვინიგრეტი, ჯერარდაბადებული საქართველო
Wednesday, October 6, 2010
გრუნტის გზა- ასფალტიანი გზა-დანგრეულასფალტიანი გრუნტის გზა.



ყველას გვივლია სოფლის გაფუჭებულ ასფალტიან გზაზე, სადაც ხრეშნარევი გრუნტის გვერდიგვერდ მკაცრი აისბერგებივით ცურავენ ასფალტის შემორჩენილი ფრაგმენტები.
ასეთ გზაზე მანქანის მართვა ყველაზე უფრო მოუხერხებელი და ხარჯიანია:
ასფალტის კუნძულებს შორის სლალომი, ასფალტის ავიამზიდებზე აბობღება- ჩამობობღება გაცილებით ნელია, მეტ დროს, ნერვებს მოითხოვს და ავტომობილსაც მეტად აზიანებს, ვიდრე მხოლოდ გრუნტის გზა.
გრუნტის გზა უფრო თანაბარი და მშვიდი სასიარულოა, ვიდრე გაფუჭებულასფალტიანი.
რანჟირებაში ყველა დამეთანხმება, ყველაზე კარგია მოასფალტებული გზა, მას ჩამოუვარდება დაზიანებულ ასფალტიანი გზა, მასზე უარესია გრუნტის გზა და ყველაზე უარესია დანგრეულ ასფალტიანი, ნახევრად გრუნტის გზა.
საქართველო დანგრეულასფალტიან ნახევრადგრუნტის გზას მაგონებს. მასზე შემდგარი მძღოლები, გზის პარალელურად დამოუკიდებლად კვალავენ გრუნტის პრეისტორიულ გზებს, რათა არასრულმა ცივილიზაციამ (ასფალტის ავიამზიდებმა) მათი ძრავა და ბორბლები არ შეიწირონ.
განვითარებული საზოგადოება, ისევე როგორც კარგი დაგებული და მოვლილი გზა მოითხოვს რთულ იერარქიულ, დეტერმინირებულ და დისციპლინირებულ, კონსენსუსით გაერთიანებულ სხეულს, სტრუქტურას.
ანუ, როგორც კარგი საავტომობილო მოასფალტებული გზა მოითხოვს ინფრასტრუქტურას, შეთანხმებულობას, რესურსებსა და ადამიანთი საკმარისად დიდი ჯგუფის ნებას, ასევე განვითარებული საზოგადოება მოითხოვს განათლებული, წესიერი, პატრიოტი, გონიერი ადანიენების საკმარისად დიდი ჯგუფის არსებობას.
ჯგუფისა, რომელიც მოდუსს დააყენებს.
ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ცდილობს საქართველო მოასფალტებულ გზაზე გადაიყვანოს, ცოტაა და სუსტი. მართალია მათ მოახერხეს თავისი კაცის გათრევა პრეზიდენტად, მაგრამ პრეზიდენტის სტატუსიც კი არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად.
როგორც დანგრეულ ასფალტიან გზას მძღოლი გრუნტის გზას ამჯობინებს,ასევე ამჯობინებს საქართველოს დღევანდელი ჭრელი და მრავალპლასტიანი მოსახლეობა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რეგრესს, შეჩვეულ ჭირს, კაცობრიობის ისტორიის მიერ განვლილ ეტაპს, შუასაუკუნეებს,"უქარქაშო ხმლებს", სსრკ-ს, ზვიადიზმს, იქნებ 2003 წლამდელ ცხოვრებას.
მათ ურჩევნიათ არ შეეჯახონ განვითარებული საზოგადოების აისბერგებს (პროფესიონალიზმს, საყოფაცხოვრებო საქალაქო წესიერებას,ტოლერანტობას (რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი,სოციალური და ა. შ.)) და გამალებულები იბრძვიან გრუნტის გზაზე სიარულის უფლებისთვის.
გზის მშენებლობა კი გრძელდება.
მაგრამ ჯერ ჩვენი საზოგადოების განვითარების დანგრეულასფალტიანი გზა ჯერ იმდენად შეკეთებული არაა, რომ ხალხი გრუნტის გზიდან ასფალტიანს დაუბრუნდეს.
ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ გასავლელი გზა უცაბედად გრუნტის ორმოთი არ დამთავრდება. ორმოთი, რომელიც ზეთს გაასხმევინებს და დისკს დაუღუნავს, იქნებ შუბლიდან სისხლიც ადინოს.
მაგრამ, გზის შეკეთების სამუშაოები თუ გაგრძელდა, მძღოლები აუცილებლად მიატოვებენ გრუნტის გზას და დაუბრუნდებიან ასფალტს,
მაშინ უკვე აღარავინ მოუსმენს ტრადიციონალისტებს, კონსერვატორებსა, ქრისტიანპოლიტიკოსებსა და ზვიადისტებს ხალხი პროგრესს ირწმუნებს, პარალელურ გრუნტის გზებზე კი კვლავ ბალახი აბიბინდება.
დღეს გზაზე წინააღმდეგობა ძველი ასფალტის მეჩეჩებია და გრუნტზე გადასვლა ჯობია.
მომავალში, როცა გზა დაიგება წინააღმდეგობა გრუნტის ორმოები იქნება.
ეს ორმოები კი (ქსენოფობია, ზოოლოგიური ოპტიმიზმი, რელიგიური შეზღუდულობა, შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტი, უწესობა, კორუფცია..) მაშინ ოპერატიულად იქნება ამოსავსები, თორემ ცხვირს წავიმტვრევთ.
დღეს კი, დღეს მათი დროა, ჯერ.
Posted by
cartwheel
at
6:34 PM
2
comments
Labels: ვინიგრეტი, სააკაშვილი, საზოგადოება, ქუჩა
Tuesday, October 5, 2010
10.10.10. 10:10
დღეს ხუთია, 10-ში ჯადოსნური თარიღია.
თერთმეტის 10 წუთზე თარიღი იქნება...
10.10.10 10:10
დარცი-ათიანში,
მშვილდოსნობა-ათიანში,
მესტენდურობა-ათიანში,
გამოთქმა - ათიანში!
ათი თითი,
ათობითი თვლა,
10-პირველი მრგვალი რისხვი,
ათი მილიმეტრი-სანტიმეტრი,
ათი წელი -დეკადა,
ათთვიანი ხარი-დეკეული
დაციმაცია?
ბევრი - ათასობით, ათიათასობით,
ათასერთი ღამე,
დათო ყიფიანი,
მარადონა,
პელე.
და თუკი რომელიმე პლანეტაზე ჭკვიან არსებებს 7-7 თითი აქვთ, იქნება თუ არა მათთვის მრგვალი რიცხვი 14 და შემდეგ 28, 32.
ექნება თუ არა მათს სახაზავს 14 დანაყოფი?
არა!
ისინიც კი იძულებულნი გახდებიან აღიარონ ათობითი სისტემის უპირატესობა და 10-იანის ჯადოსნური ძალა.
decimal system [Lat.,=of tenths], numeration system based on powers of 10. A number is written as a row of digits, with each position in the row corresponding to a certain power of 10. A decimal point in the row divides it into those powers of 10 equal to or greater than 0 and those less than 0, i.e., negative powers of 10. Positions farther to the left of the decimal point correspond to increasing positive powers of 10 and those farther to the right to increasing negative powers, i.e., to division by higher positive powers of 10. For example, 4,309=(4×103)+(3x102)+(0×101)+(9×100)=4,000+300+0+9, and 4.309=(4×100)+(3×10−1)+(0×10−2)+(9×10−3)=4+3/10+0/100+9/1000. It is believed that the decimal system is based on 10 because humans have 10 fingers and so became used to counting by 10s early in the course of civilization. The decimal system was introduced into Europe c.1300. It greatly simplified arithmetic and was a much-needed improvement over the Roman numerals, which did not use a positional system. A number written in the decimal system is called a decimal, although sometimes this term is used to refer only to a proper fraction written in this system and not to a mixed number. Decimals are added and subtracted in the same way as are integers (whole numbers) except that when these operations are written in columnar form the decimal points in the column entries and in the answer must all be placed one under another. In multiplying two decimals the operation is the same as for integers except that the number of decimal places in the product, i.e., digits to the right of the decimal point, is equal to the sum of the decimal places in the factors; e.g., the factor 7.24 to two decimal places and the factor 6.3 to one decimal place have the product 45.612 to three decimal places. In division, e.g., 4.32 12.8 where there is a decimal point in the divisor (4.32), the point is shifted to the extreme right (i.e., to 432.) and the decimal point in the dividend (12.8) is shifted the same number of places to the right (to 1280), with one or more zeros added before the decimal to make this possible. The decimal point in the quotient is then placed above that in the dividend, i.e., 432 1280.0 zeros are added to the right of the decimal point in the dividend as needed, and the division proceeds the same as for integers. The decimal system is widely used in various systems employing numbers. The metric system of weights and measures, used in most of the world, is based on the decimal system, as are most systems of national currency.
დღეს ხუთია, 10-ში ჯადოსნური თარიღია.
თერთმეტის 10 წუთზე თარიღი იქნება -
10.10.10 10:10
მოვიფიქროთ რამე?
ვიზეიმოთ!
დავარქვათ ყველა ცოცხლის ზეიმი.
მომავალ წელს კიდევ იქნება ბედნიერი თარიღი - 11.11.11. 11:11.
მოდი მივაყოლით მთელ ათწლეულში, 12.12.12. 12:12,
მერე 13.13.13.13.13, 14.134.14.14.14, და ა. შ.
მოიცა მოიცა მოიცა,ბედნიერი თარიღები 12.12.12.12:12-თ თავდება!
13-ე თვე ხომ აღარ არსებობს.
კეცალკოატსაც ეგ თარიღი ხომ არა აქვს?
ჰა?
13.12.2012 მდე კი სამი ბედნიერი თარიღი გვაქვს საზეიმო!
10.10.10. 10:10,
11.11.11. 11:11,
12.12.12. 12:12.
*თუმცა ათიანი ყველასთვის ბედნიერი რიცხვი არ იყო.
დეციმაცია რომაულ არმიაში დისციპლინის დარღვევისათვის დასასჯელი ჯარის დასჯის ფორმა იყო, როცა მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცების გადათვლით ყოველი მეათე სიკვდილით ისჯებოდა, მას მეცხრე კლავდა.
ყველა ცოცხლის ზეიმიყველა ცოცხლის ზეიმიყველა ცოცხლის ზეიმიყველა ცოცხლის ზეიმიყველა ცოცხლის ზეიმი...
Posted by
cartwheel
at
6:08 PM
4
comments
Labels: ვინიგრეტი
Sunday, October 3, 2010
+2 უწესობა

აგერ მარჯვნივ სვეტში თემებია, მათში უწესობები, რომელშიც დღემდე 19 წერილი იყო. მოდი ოცი იყოს.
აბასთუმანში სტუმრობისას ორი ისტორია შევიტყე.
1992 წელს,მოგეხსენებათ იმ დროს იარაღი ათამდე ორგანიზებულ და 100-მდე ნაკლებორგანიზებულ ჯგუფს ეჭირა ხელში, და ყველა მათგანი ერთმანეთს უმისამართო სროლაში ეჯიბრებოდა, თან რატომღაც პიკით ღამის 3-5 საათზე, ძილში მაინც რომ არ დაგსიზმრებოდა თავი მშვიდ ქვეყანაში.
ხოდა იმ დროს ვიღაც იარაღიან პატრიოტს არ დაზარებია და აბასთუმნის მაღლობზე მდგომი შოთა რუსთაველი სამიზნედ მიუჩნევია და არაერთი ცდის შემდეგ ქვედა ყბაში მოურტყამს, ძეგლი დაიშალა. მოგვიანებით კი მადლიერმა შთამომავლობამ საგოზავით შეაწება და დღესაც დგას აბასთუმნის შესასვლელში რუსთაველის ყველაზე უშნო ძეგლი-კარიკატურა.
1994 წელს კი ადგილობრივმა გამგებელმა, ბავშვებზე ზრუნვით, არ შესცივდეთ სკოლებშიო, ის ხე მოუჭრია, რომელიც აკაკი წერეთელს დაურგია და აბასთუმნის ერთერთ (და აბასთუმნისთვის უიშვიათეს ქართულ) ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.
აბასთუმნის გარშემო კი უსიერი ტყეა, ფიჭვნარ-ნაძვნარი. აკაკის ხის კუთვნილი ადგილი კი სკოლის ფეჩში ყოფილა.
Posted by
cartwheel
at
3:00 PM
5
comments
Saturday, October 2, 2010
ჩარლზ დარვინი

1836 წელს, როცა საქართველოში ...
1836 წელს ინგლისს გემი ბიგლით ჩარლზ დარვინი დაუბრუნდა.
ის ნატურალისტურ ექსპედიციაში 5 წელის განმავლობაში მოგზაურობდა.
სამეცნიერო წრეები მისგან ბევრ სიახლეს ელოდნენ: ახალი ტროპიკულ ეგზოტიკური ცხოველების ჩანახატებს, ფიტულებსა და ჩონჩხებს, უცნაური მცენარეების ჰერბარიუმს, ჩარლის საინტერესო მოთხრობებს თავგადასავლების შესახებ, მაგრამ ....
არავინ ელოდა ნატურალისტური ექსპედიციის ხელმძღვანელის თვალებში ახალ, უცნობ ჭინკებს - ბუნებრივი გადარჩევა, ეს არამხილოდ ნატურალისტიკაა, ან ბიოლოგია, ან ბოტანიკა ან ზოოლოგია, ეს ახალი ნათელი სამყაროა.
ეს კანონია, რომელიც მილიონჯერ უფრო ძველია ვიდრე რელიგია და 10 მილიონჯერ ვიდრე მეცნიერება.
მან შეძლო ცვრის წვეთში მზის დანახვა, ჩიტების ნისკარტები,ცხოველთა თათები, მცენარეთა და მწერთა იერის ნიუანსები
ჩარლზ დარვინისთვის სამყაროს ცოცხალი ბუნების არსებობის კანონის აღმოსაჩენი საშუალება აღმოჩნდა.
მაშინ საქართველოში...
მაშინ საქართველოში შუასასუკუნოვან სიბნელეს საყოველთაო ნიჰილიზმი და კომფორმიზმი კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 და 1812 წლების კახეთის აჯანყებები, 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში წარუმატებლად დასრულდა, 1832 წლის შეთქმულება კი აჯანყებამდე არც მისულა, დაწყებამდე გაცემული იქნა შეთქმული თავადის მიერ. 1832 წელს, იასე ფალავანდიშვილი დილემას რომ ეჭიდებოდა, ებრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, თუ 10 კაცის დაპატიმრებით ეხსნა ხალხი, წინასწარ მარცხისთვის განწირულ ომში სიკვდილისაგან, მაშინ ჩარლზ დარვინი უკვე თავის ისტორიულ ექსპედიციაში ტალღებს მიაპობდა გალაპაგოსის კუნძულებისკენ.
Posted by
cartwheel
at
1:23 PM
0
comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
