1836 წელს, როცა საქართველოში ...
1836 წელს ინგლისს გემი ბიგლით ჩარლზ დარვინი დაუბრუნდა.
ის ნატურალისტურ ექსპედიციაში 5 წელის განმავლობაში მოგზაურობდა.
სამეცნიერო წრეები მისგან ბევრ სიახლეს ელოდნენ: ახალი ტროპიკულ ეგზოტიკური ცხოველების ჩანახატებს, ფიტულებსა და ჩონჩხებს, უცნაური მცენარეების ჰერბარიუმს, ჩარლის საინტერესო მოთხრობებს თავგადასავლების შესახებ, მაგრამ ....
არავინ ელოდა ნატურალისტური ექსპედიციის ხელმძღვანელის თვალებში ახალ, უცნობ ჭინკებს - ბუნებრივი გადარჩევა, ეს არამხილოდ ნატურალისტიკაა, ან ბიოლოგია, ან ბოტანიკა ან ზოოლოგია, ეს ახალი ნათელი სამყაროა.
ეს კანონია, რომელიც მილიონჯერ უფრო ძველია ვიდრე რელიგია და 10 მილიონჯერ ვიდრე მეცნიერება.
მან შეძლო ცვრის წვეთში მზის დანახვა, ჩიტების ნისკარტები,ცხოველთა თათები, მცენარეთა და მწერთა იერის ნიუანსები ჩარლზ დარვინისთვის სამყაროს ცოცხალი ბუნების არსებობის კანონის აღმოსაჩენი საშუალება აღმოჩნდა.
მაშინ საქართველოში...
მაშინ საქართველოში შუასასუკუნოვან სიბნელეს საყოველთაო ნიჰილიზმი და კომფორმიზმი კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა. რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, 1804 და 1812 წლების კახეთის აჯანყებები, 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთსა და გურიაში წარუმატებლად დასრულდა, 1832 წლის შეთქმულება კი აჯანყებამდე არც მისულა, დაწყებამდე გაცემული იქნა შეთქმული თავადის მიერ. 1832 წელს, იასე ფალავანდიშვილი დილემას რომ ეჭიდებოდა, ებრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, თუ 10 კაცის დაპატიმრებით ეხსნა ხალხი, წინასწარ მარცხისთვის განწირულ ომში სიკვდილისაგან, მაშინ ჩარლზ დარვინი უკვე თავის ისტორიულ ექსპედიციაში ტალღებს მიაპობდა გალაპაგოსის კუნძულებისკენ.
Saturday, October 2, 2010
ჩარლზ დარვინი
Posted by cartwheel at 1:23 PM
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment