ოპოზიციამ ისევ მიტინგები და შიმშილობა გამოაცხადა, ისევ ომახიანი, ძალად იმედიანი ლოზუნგები ისმის. ახალი უკმაყოფილების მიზეზი არის ახალი წესი, რითიც მაჟორიტართა წილი პარლამენტში გაიზარდა.
ოპოზიცია განგაშს ტეხს, ეს სააკაშვილის მოგონილი ხრიკია რითაც ის ცდილობს უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტშიო, მაჟორიტარები ყოველთვის ხელისუფლების მხარს იჭერენო და ა.შ.
მოდი ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ: პირველ რიგში ვიკითხოთ არა ახლანდელი მაჟორიტარების პოზიცია, არამედ ვიკითხოთ იმ ხალხის პოზიცია ვინც მომავალი მაჟორიტარები უნდა აირჩიოს. ვის აირჩევენ ისინი ხელისუფლების მომხრეს თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგეს?
და თუ ძვირფასი ოპოზიცია წინასწარ აღიარებს რომ რეგიონები ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებსს აირჩევენ, ხომ არ ნიშნავს ეს იმის აღიარებასაც რომ, საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციამ წააგო ყველა რეგიონში, (საქართველოს კონტროლირებული ტერიტორიის 90%-ზე) და ეს მათ არათუ უბრალოდ იციან, არამედ დარწმუნებულები არიან რომ შემდეგ არჩევნებშიც ის ხალხი ისევ სახელისუფლო კანდიდატს აირჩევს.სწორი იქნებოდა ამ ისტერიის ნაცვლად ეწვალათ, ემუშავათ რეგიონების ხმების დასამსახურებლად. მაგრამ, რატომ უნდა იწვალოს დღევანდელმა ოპოზიციონერმა რთული და პატიოსანი გზით? არსებობს მარტივი გზა - რადიკალიზაცია რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ამართლებს.
Thursday, March 6, 2008
არსებობს მარტივი გზა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment