Friday, March 14, 2008

ეროვნებათშორისი ურთიერთობები




თითქმის ყველა პრობლემა, რაც საქართველოს თავს დაატყდა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში საფუძველს იღებს საქართველოს შიგნით მცხოვრები ქართველ და არაქართველ მოსახლეობას შორის მოუწესრიგებელი ურთიერთობებისგან.

*მხედრიონი აფხაზების წინააღმდეგ შეიქმნა და მთელი საქართველოს კიბოდ იქცა.


*კოსტავას საზოგადოება ოსების საწინააღმდეგოდ შეიქმნა და რუსთაველი დაანგრია.

*ერგნეთის ბაზრობა (ზოგადად კონტრაბანდა) ოსების შემოსარიგებლად ამუშავდა და მთელი საქართველოს ეკონომიკა გააკოტრა.

*გალისა და ოჩამჩირის რაიონებში მოქმედი «პარტიზანები» სამეგრელოსა და აფხაზეთის ქართველობისათვის უფრო საზიანო აღმოჩნდა.


*ირაკლი ოქრუაშვილი, თავდაცვის მინისტრი რომელმაც მოახერხა წინააღმდეგობის მიუხედავად 6 საათით დაეკავებინა რომელიღაცა ბორცვი სამხრეთ ოსეთში, გამარჯვებას დანატრებულმა ხალხმა ისეთი სწორუპოვარი მხედართმთავრის სახელით შემოსა და იმდენჯერ მოიხსენიეს ქორწილების სუფრებზე საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, რომ თვითონაც დაიჯერა და უსასტიკესი ფეოდალური ღალატით შეძლო ქვეყნის უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ჩაგდება.


როგორ იქცევა ძლიერი, მდიდარი, ცივილიზებული ქვეყანა ეროვნულ უმცირესობასთან მიმართებაში?

No comments: