47%-ით ცარიელი საქართველო
მე არ მივმართავ იმ ადამიანებს ვინც საქართველოსთვის ომში საყაჩაღოდ, სამარადიოროდ და კარიერისთვის იყო წასული.მე მივმართავ იმ ხალხს ვისთვისაც საქართველო საქართველოა და არა ის ვაშლის ნაჭამის ფორმის მიწა რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე რჩება საქართველოსგან.
მე 40 წლის ვარ. ჩემი თაობის მამაკაცებს უმეტესობას ომში იარაღი ეჭირა. თბილისის სამეგრელოს, იმერეთის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ომებში ძირითადად არა რეგულარული ჯარი არამედ მოხალისედ საომრად წასული ბიჭები იბრძოდნენ.
ვერაფრით ვერ გავუგებ იმ ხალხს ვინც სხვისი სისხლი შიდაპოლიტიკური გადანაწილებისათვის დაღვარა,
დასაფასებელია ის ადამიანები ვინც საკუთარი გადაწყვეტილებით იბრძოლეს საქართველოსთვის ომებში. დასაფასებელი ყველაა, მაგრამ ყველა ერთნაირად დასაფასებელი არ არის. აფხაზეთის ომში ყველაზე დიდი შეცდომა იყო პატიმრების ომში გაშვება. მარადიორებმა და ყაჩაღებმა სამუდამო სირცხვილი აჭამეს საქართველოს სახელმწიფოს. იყო მორადიორობა, იყო ყაჩაღობა, დეზერტირობა, უდისციპლინობა და იყვნენ ნაძირალა ადამიანები, რომლებიც ომში საალაფოდ იყვნენ წასულები.
რატომ უშვებს ამერიკა ომში საბრძოლველად თავის ელიტარულ ბატალიონებს. რატომ არის ის პასუხისმგებელი თითოეული ჯარისკაცის მორალურ მდგრადობაზე. რატომ ამხილა ამერიკის სახელმწიფომ თავისივე მებრძოლები რომლებიც აბუგრეიდის ციხეში ტყვეებს აბუჩად იგდებდნენ? იმიტომ რომ იცის თითოეული ჯარისკაცი ამერიკის სახეა ომში. ერთი ასეთი თავხედობა და ასეთი თავხედის დაუსჯელობა მთელი ქვეყნის სახედ დაგაიქცევა მოწინააღმდეგის თვალში.
სიტყვა გამექცა, იმ ადამიანებს მინდა მივუბრუნდე ვინც საქართველოსათვის ომებში იბრძოდა, ვინც მოხალისედ წავიდა ან ძალოვან სტრუქტურებში მსახურისას, შესაძლებლობის მიუხედავად არ ჩააწყო სახლში დარჩენა. განსაკუთრებით მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი ვინც ომში მოხვდა თავისი მშვიდობიანი და არამილიტარისტული პროფესიის მიუხედავად.
მე თქვენი აზრი მაინტერესებს ვისაც ბოღმა გახრჩობდათ როდესაც ქართული ჯარის მეთაურობის უთაურობას, ქართველი ჯარისკაცების მორადიორობას უყურებდით. ვისაც სიკვდილამდე გაჰყვება სინანული, ბოღმა და დარდი ქართული უძლურებისა და წინდაუხედასვობის ხილვისა, როცა საერთო მტრის მაგივრად ქართველები ისევ ქართველებს ებრძოდნენ რამაც შედეგად დღევანდელი დანაწევრებული ქვეყანა დაგვიტოვა. გინდათ დაბრუნება ისეთ საქართველოში რომელსაც ერთი ბულდოზერი არა ჰყავს ჭუბერის უღელტეხილზე დევნილთა გადმოსაყვანად, აკუმულატორი არა აქვს სტრატეგიულ წერტილზე გამაგრებული ტანკისათვის, ომიდან თვითნებურად გამობრუნებულ ჯარისკაცებს ტრაპთან სახელმწიფო მინისტრი ხვდება და თხოვს “ბიჭებო, ავტომატები თქვენია, წაიღეთ ხომ არაფერს გეუბნებით, ეს ლიმონკები მაინც დატოვეთ, თბილისში რად გინდათო”, გინდათ საქართველო სადაც ტრანსპორტში გოგოები ომის დროს ერთმანეთს უყვებოდნენ თუ როგორი, თითქმის უხმარი ხარისხიანი ჩულქები ჩამოუტანა მისმა ბიძაშვილმა სოხუმიდან, გინდათ ისევ საძმოები და პიკეტი-თრომბები ყველა სოფლის შესასვლელთან, გინდათ ქვეყანა სადაც პოლიციელი უცნობ ადამიანებთან იტრაბახებს როგორ დაათრო აეროპორტის კაფეში საქართველოში რუსეთიდან დაბრუნებული უცნობი მგზავრი, ფული ამოაცალა და მძინარე დატოვა. გინდათ საქართველო ისეთი მთავრობის წევრით რომელიც კვიციანის აჯანყების დროს სატელევიზიო სატელეფონო ინტერვიუში თქვა, ეს ჩვენი, ოპოზიციის ბრძოლის ახალი გზაა, მალე მთელ საქართველოს მოედება ეს დაუმორჩილებლობაო. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ვისაც საკუთარი სამხედრო ხელმძღვანელის უცოდინრობითა და უთაობის გამო დაღუპვა გეწერათ და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩით. დღეს რას ფიქრობთ? სახელმწიფოში ცხოვრება გინდათ?
Tuesday, March 11, 2008
სახელმწიფოში გინდათ?
Posted by cartwheel at 1:12 AM
Labels: საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment