Monday, March 24, 2008

სალამურა




წინა წლებში დიდი დისკუსია გაჩაღდა საქართველოს კინემატოგრაფიის მომავალზე. ითქვა ისიც რომ დროა საქართველოს სახელმწიფომ სახელმწიფო ფულითა და ნიჭიერ ხელოვანთა მონაწილეობით გადაიღოს ფილმი კოლოსი თუ ფილმი ბლოკბასტერი დავით აღმაშენებლის შესახებ.

არა, ცუდი ამაში არაფერია თუ არ ჩავთვლით საქართველოს ფინანსური რესურსებისა და დროის შეზღუდულობას.
დროის შეზღუდულობაში მხედველობაში მაქვს იმ დროის სიმცირე რაც დღეს საქართველოს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ბრენდს აქვს ამ ეტაპზე, საქართველოსადმი გლობალური ინტერესის ეტაპზე.

შუასაუკუნეების ბრძოლებისა და ლეგენდარული ლიდერების მამაცობის შესახებ მსოფლიო უკვე 70 წელია იღებს ისტორიულ ფილმებს. ასეთი ფილმების ბუმი თუ არ ვცდები XX საუკუნის 80-იან წლებზე მოვიდა. შეიქმნა ბევრი დიდ ბიუჯეტიანი, საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით გადაღებული ფილმი. შემდეგ ამ ჟანრის მიმართ ინტერესი განელდა და მას შემდეგ ეპიზოდური წარმატებებ მხოლოდ უუზარმაზარ ბიუჯეტიან და გლობალური მასშტაბის ინტერესის მქონე თემაზე გადაღებულმა ფილმებმა - "გლადიატორი", "მაკედონელი", "ქრისტეს ვნებანი", "300" მოიპოვეს.

ყველა ერს ჰყავს ერთი ან რამოდენიმე სათაყვანებელი წარმატებული მეფე. მსოფლიო მზად არ არის თაყვანი სცეს ყველა მათგანს. დღევანდელ შეკუმშულ, ინფორმაციით გაძეძგილ, ნევროზულ მსოფლიოში კინემატოგრაფის მიმართ მოთხოვნები შეიცვალა. მაყურებელი მეტი ინტერესით ნთქავს საბავშვო და თინეიჯერებისათვის განკუთვნილ პროდუქციას. ამის დასტურია ჰარი პოტერისა და სტუდიებში დამზადებული მულტფილმების გლობალური წარმატებები.

ამასთანევე თვალშისაცემია ერთი ახალი კანონზომიერება – თუ არსებობს ეფექტური ფაბულა (მაგალითად ბავშვები ჯადოქრობის სკოლაში, პატარა გობლინები სამყაროს გადამრჩენელები, უმნიშვნელო მოზარდი-სპაიდერმენი ) მასზე ბევრი სცენარისტი მუშაობს, ფაბულას ხორცს ასხამს.

ქართველებს გვაქვს ასეთი ფაბულა – სალამურა.

ბიჭი რომელიც დღე ჭიამაიებს მწყემსავს და ღამე სძინავს, გოგო რომელიც ციცინათელებს მწყემსავს და დღე სძინავს. სალამურა ღამეს ვერ იტანს, ბაია კი დღეს. ისინი შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს შეუყვარდებათ ერთმანეთი, ბაია დაიკარგება მას მოიტაცებს მეფე ქონდარუხი. სალამურა ბაიას გამოსახსნელად უამრავ სიძნელეს შეებმება.

რითი არ არის ძალიან მაგარი ფაბულა?

წარმოიდგინეთ ჰოლივუდის დონეზე გადაღებული თავისი ბევრი ბევრი კარგი წვრილმანებით რომელიც სცენარისტების ჯგუფმა უნდა მოიფიქროს და კარგი ტექნიკით უნდა იქნეს გადაღებული.

აქ თავს მოიყრის როგორც ზრდასრული, ასევე თინეიჯერი მაყურებლის ინტერესები: უთანასწორო ბრძოლა სამართლიანობისთვის, სენტიმენტები, ზღაპარი, ბოროტება და სიკეთე, ტოლერანტები და ქსენოფობები, პრაგმატისტები და იდეალისტები. მოკლედ ბევრი რამის ჩადება შეიძლება მასში. ვიზუალურად ფილმს გაალამაზებს დღისა და ღამის ლამაზი გასაყარები, ციცინათელები და ჭიამაიები.

ეს ფილმი შეიძლება საჩუქარი გახდეს დღევანდელ მოზარდთა მშობლებისათვის მთელ მსოფლიოში, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარ შვილებს მორალურად გამართლებული და შეფარულად დიდაქტიკური ფილმი აჩვენონ.

1 comment:

Dv0rsky said...

BarCamp Caucasus 2008 ორგანიზატორები იწვევენ ბლოგერებს, ჟურნალისტებს, IT სპეციალისტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ბლოგერთა პირველ არაკონფერენციაზე კავკასიაში!


უახლოესი შეხვედრა: სამშაბათს, 25 მარტს, სასტუმრო "ატლანტა"-ს საკონფერენციო დარბაზი (რჩეულიშვილის 13)

დასაწყისი: საღამოს 8:00

მონაწილეები: BarCamp Caucasus-ის ორგანიზატორები, BarCamp Baltics და BlogCamp CIS (კიევი) ორგანიზატორები, ჟურნალისტები, ბლოგერები და BarCamp Caucasus-ის მონაწილეები.


სადისკუსიო თემები:

* რა არის ბარკემპი?
* ბარკემპის საწყისები
* ბარკემპის ორგანიზება


BarCamp - საზოგადოდ განიხილება, როგორც არაკონფერენცია - თავშეყრის სრულიად ახალი ფორმაა, რომელიც ჩაისახა "სილიკონის ველზე" 2005 წელს და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. არაკონფერენცია არაოფიციალური ნაწილია კონფერენციისა, რომელიც ღია დისკუსიების, იდეებისა და მოსაზრებების გაცვლას ემსახურება

ძირითადი თემები:

* ახალი მედია-საშუალებები
* ჟურნალისტიკა
* ვების განვითარება
* სოციალური ქსელები
* ღია კოდი და ა.შ.

შეკითხვები გაქვს?

დამიკავშირდი


www.barcamp-kavkaz.org