გაფეტიშება ყველაფერს აფუჭებს, ამდენი ყველაზე, ყველაზეს ხასიათზე სულ ვერ ვიქნები, მაგრამ.. შევხედოთ თავიდან - "ვარდების რევოლუციამ" საქართველოს მართლაც უკეთესი ცხოვრების ღირსი ქვეყნის სახელი მოუტანა. შევირგეთ?
აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიიანთა ქცევას ერის ბედსა და მსოფლიოში ადგილზე?ჩეჩნებმა დამოუკიდებლობის 4 წლის განმავლობაში 300 უცხოელი მოიტაცეს და ორმოში დაამწყვდიეს გამოსასყიდის მიღებამდე, 100 ადამიანი შარიათის კანონით ქუჩაში, ხალხის დასანახად დახვრიტეს, ჰყავდათ მთავრობაში კაცი რომელმაც მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.ასეთი საქციელით მათ პრინციპულად უარი თქვეს მსოფლიო საზოგადოების დახმარებაზე. მიიღეს გლობალური მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი ჟლეტა და დამარცხდნენ ისე რომ მხოლოდ ცალყბა თანაგრძნობა მიიღეს მსოფლიოსაგან.
დღეს ვენესუელასა და ბოლივიის პრეზიდენტები ტელეკამერების წინ ღეჭავენ კოკას ფოთლებს და სიამაყით აცხადებენ რომ კოკას როგორც ისტორიულ ეროვნულ საუნჯეს ისე გაუფრთხილდებიანდა მის მოყვანას ხელს შეუწყობენ. ხალხი ბედნიერ კარნავალებს აწყობს კოკას საპატივცემულოდ. იმოქმედებს თუ არა ეს ამბავი ამ ხალხის მომავალზე? დაველოდოთ.
ავღანელებს არ მოუწყვიათ 9/11 მაგრამ ააფეთქეს კლდეში ნაკვეთი ბუდას ქანდაკებები და შეიფარეს ტერორისტების მამა ბინ ლადინი. და დაიმსახურეს ომი. დამახცხდნენ. მათ ქვეყანას ისევე როგორც ერაყს ახლა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები აკონტროლებენ. ეს ქვეყნები თავის ჯარებს ავღანეთსა და ერაყში საოკუპაციო ჯარს (და არა განმანთავისუფლებელს როგორც სსრკ ეძახდა თავის ჯარს ავღანეთში) ეძახის და აცხადებს რომ მხოლოდ მაშინ დატოვებს ამ ქვეყნებს, როცა იქ დემოკრატიული განვითარების ის ბაზა იქნება, რომელიც მომავალში შიდა და გარე სახელმწიფო ტერორიზმს გამორიცხავს. მე თუ მკითხავ განმანთავისუფლებლები სწორედაც რომ ისინი - ამერიკელები და ბრიტანელები ყოფილან. ვთვლი რომ ამ ისტორიულ პროცესში საქართველოს მონაწილეობა, ქართველი სამხედროების მონაწილეობა გამართლებულია და სასახელოცაა.
ჩვენ, არასამხედროები, როგორ ვიქცევით უკეთესი მომავალის დასამსახურებლად?
Tuesday, March 4, 2008
შევირგეთ?
Posted by cartwheel at 1:00 PM
Labels: 7 ნოემბერი, ოპოზიცია, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment