ვაკელი მუსიკოსები ყინულის ტყვეობაში
თურქეთის მთები ბათუმში დაჯდომამდე. 2008 წლის ზამთარი
გუშინ "დისქავერის" გადაცემის ყურების შემდეგ ერთ, ჩემთვის საინტერესო საკითხზე წარმოდგენა შემეცვალა.
ადრე მეგონა პაპუა ახალი გვინეის ხალხი იმიტომ დარჩნენ ველურები, არ აცვიათ, არ მწყემსავენ, არ აშენებენ, რომ მუდმივი ზაფხულის კლიმატის პირობებში ცხოვრობენ და ყველა მიმართულებით ხელის გაწვდენაზე ან ბანანი ხვდებათ, ან ავოკადო ან კივი და ან დაბნეული ტახის გოჭი ებლანდებათ ფეხებში. ეს ვერსია ზედმეტად რომანტიკული აღმოჩნდა.
ვამბობდი პროგრესის სათავე გაჭირვებაშია და სოციუმი, რომ განვითარდეს პრობლემის დაძლევის აუცილებლობა უნდა ჰქონდეს მეთქი. გუშინდელი დისქავერიდან შევიტყვე რომ, პაპუასები ვერ განვითარდნენ არა ზედმეტი უზრუნველობის არამედ ზედმეტი შრომისა და თავისუფალი დროის უქონლობის გამო. თურმე ეს ადამიანები მუდმივ შემგროვებლობაში და ხის გუთნით ხარის გარეშე ხვნა-თესვაში არიან და შრომის შეწყვეტა უცილობელ შიმშილს იწვევს. ტომის ყველა წევრი თავჩარგული მოიპოვებს საკვებს და არავის რჩება თავისუფალი დრო ცხოვრების უკეთ დაგეგმვისათვის.
ასე რომ ჩემო კარგებო, გავასწროთ გვინეელებს, გადმოვხტეთ წყეული ციყვის ბორბლიდან და დავუთმოთ ჩვენს თავს მეტი დრო (მაგალითად დავალაგოთ აზრები ბლოგებში, ვესტუმროთ კარგ ადამიანებს, ბალახის ამოსვლა ავღნიშნოთ ზედაზენზე და ა. შ.) გილოცავთ გაზაფხულს !
No comments:
Post a Comment