Tuesday, March 11, 2008

გაზაფხული მოვიდა


ტაქტიკა და სტრატეგია

ამაღამ აივნის კარი შეღებული მქონდა, დილით შაშვების ჭიკჭიკმა და სასიამოვნო ბრიზმა გამაღვიძა.
"გაზაფხული მოვიდა ჭიავ დას მატლო, ბუნება იღვიძაბს და შენც გაიღვიძე" ამომიტივტივდა ამ მომენტისთვის ტრადიციული ფრაზა.

მაგრამ ვინ გაცალა ნოსტალგია და იმედები. გუშინდელი "პრაიმტაიმი" გამახსენდა. ეტყობა მეც ფიზიოლოგიური- ზოოლოგიური ოპტიმიზმი მქონდა, მეგონა მასამ კრიტიკული აზროვნების უნარი დაიბრუნა მეთქი, მაგრამ სადა ხარ! რიარია ძველი აქტორებით და რაც მთავარია იგივე უკრიტიკო მოქოქილი ხალხით ისევ გრძელდება.
ვიღას ახსოვს რუსეთი დას აფხაზეთი, ვიღას ახსოვს საქართველოს (ყველასი ერთად) კრებითი სახე და ის თუ რას გამოხატავს ეს სახე სხვისი, მტრებისა და მოყვარეების თვალში. მე მგონი საქართველოს მტრები დიდკალიბრიან ოყნას უკეთებენ, ის კი სარკეში იყურება და იმაზე ჭოჭმანობს თმები ჩამოივარცხნოს თუ პრიგოლკით აიწიოს.
მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც ეს უკვე ითქვა: გაზაფხული მოვიდა, კოსოვო აღიარეს, რუსეთში პუტინმა მეფობა გაიპრავა, სეპარატისტები და რუსეთი ახალი ძალით უტევს საქართველოს, მსოფლოი მედიას საქართველოსთვის არ ცალია, ამერიკა თავის წინასაარჩევნო სერიალის ყურებაშია გატრუნული. და ეს ყველაფერი იმ გაზაფხულზე რომელსაც პლიუს საქართველოს შიდა საპარლამენტო არჩევნები მაინც უნდა მოკლებოდა თურმე, პრეზიდენტისთვის რომ დაეჯერებინათ. გაზაფხულზე არჩევნების არჩატარება იქნებიოდა ტაქტიკური ნაბიჯი საქართველოს სტრატეგიული ბრძოლის გზაზე.
მაგრამ რატომ უნდა დაუჯერო პრეზიდენტს როცა არსებობენ უფრო ჭკვიანი პოლიტიკოსები, სტრატეგები და ტაქტიკოსები? ეროვნული საბჭო, რესპუბლიკური პარტია?

ტყუილად გადავწვდი ამ გულწრფელ ადამიანებს, ისინი ხომ ამ შარმანკას უკვე 3 წელია ატრიალებენ. მე გულწრფელად მაწუხებს მათი მხარდამჭერების, წესიერი ადამიანების სიმრავლე. გაზაფხული მოვიდა ჩემო კარგებო ვის ებრძვით, რას ებრძვით, რა მიტინგი და სადიეტო შიმშილობა. ვის უნდა შეაკვდეთ და თავი შეაკლათ, რომც მოკვდეთ მაგ სიჯიუტით მაინც ვერ გახდებით მართლები.
არის ასეთი აღმოსავლური გამოთქმა " დამნაშავეს უნდა უსმინო და ის დღეში ათჯერ იტყვის თავის დანაშაულს" უსმინეთ მათ სიტყვებს, მე მგონი დემოკრატიის ერთერთი ხიბლი ეს არის რომ შარავანდედის ქვეშ ვერავინ ვერ იმალება, უსმინეთ ამ ადამიანებს და წარმოიდგინეთ ეს ტექსტი ჟირინოვსკის პირიდან, გაგიკვირდებათ?

No comments: