Wednesday, March 26, 2008

ევოლუციის დასასრული.The End Of Evolution

ევოლუციის დასასრული.The End Of Evolution





ევოლუციის დასასრული.

ბევრ ასპარეზზე ადამიანმა თავისი თავისი პოტენციალის მაქსიმუმს უკვე მიაღწია.

მაგალითად:

ქანდაკება მიქელანჯელოს დროის იტალიაში
კლასიკური მხატვრობა ჰოლანდიური სკოლა
კლასიკური მუსიკა ბეთჰოვენის დროინდელ ევროპაში
ოქრომჭედლობა რკინის, ხის, სპილოსძვლის, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობები.
ხიდების მშენებლობა ჩრდილოეთის ზღვაში
ფოტოგრაფია (მას შემდეგ რაც ტელესკოპი ჰაბლით 70 სინთლის წელიწადის სიგრძის ნისლეული გადაიღეს.
საბოლოო ფორმა მიიღო მამაკაცის კოსტუმმა, ფეხსაცმელმა,
გემმა, იახტამ, გლისერმა, სკუტერმა.

უკვე 10 წელია მსუბუქი ავტომობილების ფორმაც უნიფიცირებული და ოპტიმალური გახდა. თუ მანამდე სულუეტით გაარჩევდი მანქანის მოდელს (გაიხსენეთ 20-30 წლის წინანდელი მერსედესი, სიტროენი, როლსროისი ფორდი), ახლა მათი კონტურები თითქმის იდენტურია. და მხოლოდ დიზაინერული ნიუანსებით ინარჩუნებენ ცნობადობას.
თვითმფრინავების მოდელები კი უფრო ადრიდან, დაახლოებით 50 წელია არ შეცვლილა.

რკინის გემების ფორმა თავიდანვე თითქმის ოპტიმალური იყო ისევე როგორც ესკალატორისა და ლიფტის.

ავტოკალამი ე. წ. პასტა 30 წლისაა, უნიტაზი 200წლის, გაზქურა 200წლის.
ტელევიზორი ლსდ ეკრანით თითქმის იდეალურია უკვე 5 წელია.
ციფრული ფოტოაპარატი ფაქტიურად იდეალურია 3-4 წელია.
ინდივიდუალურ კომპიუტერს აქვთ განვითარების პერსპექტივები, მაგრამ თავის საქმეს ანუ მომხმარებლის დახმარებას რეალური სამუშაოს შესრულებაში თითქმის უნაკლოდ (ვორდი- ექსელი 100%, არქიტექტურულ, დიზაინერულ, საბუღალტრო, საწარმოო, ფერმერული და სხვა მრავალი პროგრამა 90%-ით) ასრულებს.

აგერ ჩვენს თვალწინ დაიბადა და გაიზარდა მობილური ტელეფონი. სულ რაღაც 5 წელიწადში შეიძინა უამრავი დამატებითი ფუნქცია. ლამაზი ნივთი რომელიც ჯიბეში გიდევს, ხელში ადვილად მოგყვება და რომელიც გაკავშირებს ნებისმიერ ადგილზე მყოფ ადამიანს ნებისმიერი ადგილიდან აუდიო-ვიდეო ფორმატში, არის ამავე დროს ფოტო-ვიდეო აპარატი, გაჩვენებს ინტერნეტ საიტებსა და ტელეარხებს. მობილურით სამსახურიდან დაბრუნებისას შეგიძლია შეუკვეთო შენს მიკროტალღოვან ღუმელს საჭმელი გაცხელებული დაგახვედროს, მობილური ტელეფონით შეგიძლია აკონტროლო საკუთარი უძრავ მოძრავი ქონების დაცულობა. აწარმოო შენი ბლოგასაითი.

200 წლის შემდეგ, 500 წლის შემდეგ რა შეიცვლება?
ხელმისაწვდომობა უფრო.. შემცირდება ვიდრე დღეს.
არავითარი ინდივიდუალური მფრინავი მანქანები, ენერგო შეზღუდულობის გამო ალბათ თვითმფრინავებით მხოლოდ პრეზიდენტები იფრენენ, ავტომობილები თალხნად და ნელა იმოძრავებენ მზის თუ რაღაც სხვა ბატარიებზე.


ქანდაკება
მხატვრობა
მუსიკა
ოქრომჭედლობა რკინის, ხის, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობები.
ხიდები
ფოტოგრაფია
მამაკაცის კოსტუმი, ფეხსაცმელი, გემი, იახტა, გლისერი, სკუტერი.
მსუბუქი ავტომობილი
თვითმფრინავი გემი ესკალატორისა და ლიფტი
ავტოკალამი, უნიტაზი, გაზქურა, ტელევიზორი , ციფრული ფოტოაპარატი , ინდივიდუალურ კომპიუტერი, მობილური ტელეფონი მე მგონი, რომ უმნიშვნელოდ შეიცვლება

ha ras ityvi?

The end of evolution EOE
mosula?

3 comments:

Anonymous said...

ძალიან სასიამოვნოდ და საინტერესო პოსტი იყო, რაც შეეხება შეკითხვას 200–500 წლის შემდეგ ჩემი აზრით უბრალოდ აღარ იარსებებს დედამიწა, რა 200 წელი ამ საუკუნის ბოლომდე თ მივაღწიეთ ეგეც მიღწევა იქნება, გამოიფიტა დედამიწა ცოტა ხანში აღარც წყალი იქნება(ევროპაში 1 პატარა ბოთლი წყალი 10 ევროზე ნაკლებად არსად იშოვება) აღარც ნავთობი, აღარც გაზი, აღარც ხეები, მოკლედ აპოკალიფსი გვიახლოვდება.

Anonymous said...

Yesterday, while I was at work, my sister stole my iphone and
tested to see if it can survive a twenty five foot drop, just so she can be a
youtube sensation. My apple ipad is now broken and she has 83 views.
I know this is totally off topic but I had to share it with someone!
My web page - transfer news about arsenal football club

Anonymous said...

Hello, after reading this remarkable piece of
writing i am too cheerful to share my knowledge here with friends.
Feel free to surf my website : pizza games el paso