Friday, March 14, 2008

ანალოგია - რეანიმაცია





მე როგოორც ექიმ რეანიმატოლოგს ხშირად მიწევს რთული ტრავმის (ავარია, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიმაღლიდან ვარდნა, სისხლდენა..) შედაგად მძიმე შოკში მყოფი ავადმყოფის მკურნალობა. ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანის გადარჩენისათვის რამდენიმე აუცილებელი პირობა უნდა შესრულდეს:

* დახმარება უნდა ჩატარდეს სწრაფად და დაუყოვნებლად.
* მიუხედავად იმისა რომ ამ დროს სახეზეა პოლიორგანული უკმარისობა. უჭირს მთელი სხეულის ქსოვილებს, ყველა ცალკეულ უჯრედს, უჭირს ტვინს, გულს, თირკმელებს, ღვიძლს, გადარჩენის გზა ცალკეული უჟრედის, ქსოვილის ან თუნდაც ორგანოს მკურნალობა კი არ არის, არამედ სისხლის შემცვლელებით სისლძარღვების შევსება და არტერიული წნევის აწევა-დარეგულირებაა. ასეთ დროს სრულიად უსარგებლო და რეალურად აუსრულებელი მიზნებია: ცალკეული ორგანოს ან ორგანოთა სისტემების ფუნქციის გამოსწორება, მით უფრო უსარგებლო და განუხორციელებელია მიზანი – ცალკეული უჯრედებისათვის ენერგიეს მიცემა.

ამ სიტუაციის ანალოგიით მე წარმოვიდგენ 2003 წლის საქართველოს როგორც შოკში მყოფ წაქცეულ ავადმყოფს, რომელსაც პოლიორგანული უკმარისობა აქვს და შესაბამისად მისი ყველა უჯრედი - ადამიანი განიცდის შიმშილს, მაგრამ ამ ავადმყოფის სამკურნალოდ განუხორციელებელი მიზანია – დააპურო ყველა ეს შეწუხებული ადამიანი. შოკში მყოფი ადამიანის მკურნალობის ანალოგიით ასეთ ავადმყოფს მხოლოდ მისი ძირითადი მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების შევსება და არტერიული წნევის აწევა გადაარჩენს.
ანუ მკურნალის/ქვეყნის ხელისუფალის რესურსი უნდა დაიხარჯოს სწორედაც რომ საერთო სტრატეგიულ მიზნებზე (გზები, ჯარი, საბაჟო, პოლიცია, ინვესტიციების მოზიდვა) და არა ადამიანების (უჯრედების) დაპურებაზე (რაც რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ შეზღუდული რესურსების პირობებში არასწორია).

No comments: