Sunday, March 2, 2008

წინაპრების შთამომავალი

ლევან მურღვაისძე არდოტელი 1849-1930.


სოფელ არდოტის სასაფლო (ძვალთშესალაგი. აქ კლდე არ იჭრება).

სასაფლაოს მრავალჯერადი საკაცე (ალპურ ზონაში შეშა არ არის).



ადამიანი სოციალური არსებაა. სოციუმი, ხალხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მას აღარ უწევს ძირხვენების შგროვება და თაგვების ჭამა მას შემდეგ რაც სხვა ადამიანებმა მშვილდისარი გამოიგონეს და გააკეთეს. მას აღარ უწევს ყოველდღიური ნადირობა მას შემდეგ რაც სხვა ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ თხა და ძროხა მშინაურეს. მას აღარ უწევს გუთნით ხვნა და ხელით თესვა მას შემდეგ რაც სხვა ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ კომბაინი გამოიგონეს, სხვა ადამიანებმა კი საწვავი მოიპოვეს.






უკვე დიდი ხანია ადამიანი გათავისუფლდა ნატურალური მეურნეობისაგან. ის აძლევს საზოგადოებას რაც შეუძლია (ექიმობა, მასწავლებლობა, აგრონომობა, ბანკირობა, მოსამართლეობა, მძღოლობა, ოსტატობა, მომღერლობა და ა. შ.) საზოგადოება ყიდულობს მის მუშაობას, ზოგისას ძვირად, ზოგისას იაფად. ადამიანი გამოიმუშავებს ფულს, რომლითაც შეუძლია იყიდოს ცოდნა, ჯანმრთელობა, დასვენება და რაც მთავარია საკვები.






გარდა ამ ორმხრივ სასარგებლო აღებმიცემობისა ადამიანსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა წესრიგდება დაწერილი კანონებითა და დაუწერელი წესებით. კანონები და წესები შესაძლებელს ხდიან მშვიდ ცხოვრებას და მშვიდ განვითარებას იმ პირობებში, როცა მრავალი ცალკეული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს კვეთს.






თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლება. განვმარტოთ: ვთქვათ მე მინდა სიმღერა, ყვირილი, სირბილი, ხტუნვა და ა. შ. მე შემიძლია საწადელი ავისრულო თუ ჩემი ხმაურითა და მოძრაობით სხვას არ ვუშლი ხელს ასევე ბუნებრივი სურვილების ასრულებაში (ძილი, სიმშვიდე, თავისი მარშრუტით მშვიდად სიარული). მე მინდა მთავრობა დააკომპლექტოს იმ პარტიამ, რომელიც მე მომწონს. მე შემიძლია ვიზრუნო იმაზე რომ, ჩემმა რჩეულმა პარტიამ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს, მაგრამ სანამ ჩემი პარტია უმცირესობაშია, მე არ შემიძლია მოვითხოვო ისეთი პოლიტიკა რომელსაც არ ეთანხმება ამჟამად არჩეული, მთავრობის დამაკომპლექტებელი პარტია და მისი ამომრჩეველი.






მარტივი გადაწყვეტილებით თვითმფრინავის სალონი დაყოფილია მწეველთა და არამწეველთა ნაწილებად, მარტივი გადაწყვეტილებით გზაჯვარედინზე გზას ის ავტომობილი თმობს, რომლის ტრაექტორია სხვა ავტომობილის მძღოლს ეჯახება. მარტივი გადაწყვეტილებით ლიფტის კაბინა ჯერ გამომსვლელმა უნდა დატოვოს და შემსვლელი კი მერე შევიდეს. მარტივი გადაწყვეტილებით შუქნიშანზე ყვითელზე მოძრაობის დასრულების პრიორიტეტი მწვანიდან გაყვითლებულ მარშრუტზე მოძრავ ავტომობილს აქვს, წითლიდან გაყვითლების დროს დაძვრის მსურველი მანქანა ასეთ დროს გზას ნაკადის დასრულებას უნდა დაელოდოს.






ადამიანს ეს სამყარო ქვეყნებად დაყოფილი გახვდა.

მისი ქვეყანა მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა მისთვის და მისი წინაპრებისათვის სიცოცხლის უფლების, შთამომავლობის დატოვების უფლების, მიწის ქონების, მორალის, წესისა და კანონის დამცველის ფუნქციას. დღეს ცოცხალი კაცობრიობა, კონკრეტული ადამიანები დაიბადნენ იმიტომ რომ მათმა სახელმწიფომ მოახერხა მისი კონკრეტული წინაპრების გადარჩენა მინიმუმ შეუღლებამდე და შთამომავლის დატოვებამდე.






სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა - ადამიანების სიცოცხლისა და გამრავლების პირობის შექმნა.


როგორ მოახერხა სახელმწიფომ თავისი მოსახლეობის გადარჩენა იმ პირობებში, როცა ისტორიის განმავლობაში ხან ერთი მეზობელი იყო ძლიერი და სუსტს ართმევდა მიწასა და სიცოცხლეს, ხან მეორე მეზობელი მოძლიერდებოდა და პირველს ართმევდა მიწასა და სიცოცხლეს.

როგორ და - სამხედრო სიძლიერითა და პარიტეტის მიღწევით.


ცივილიზაციის მწარე გაკვეთილებმა ასწავლა ქვეყნებს და მოსახლეობას სამხედრო სიძლიერეზე ზრუნვის აუცილებლობა. გამოთქმა "ვისაც არ უნდა საკუთარი ჯარის გამოკვება მას სხვისი ჯარის გამოკვება მოუწევს" ამის დასტურია. თუ კი სოციუმმა განაცხადა ჩვენ ვგმობთ ჯარს, ომს, მილიტარიზაციას, ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ საერთო ენას მოწინააღმდეგე მხარესთან ასეთი სოციუმი აუცილებლად დაპყრობილი, დახოცილი ან ასიმიირებული იქნება მომხვდურის მიერ. ისტორიაში არის კორტესის ბრძოლა როცა 300-მა კარგად შეიარაღებულმა ესპანელმა კონკისტადორმა სძლია ინკების? 5000-იან არმიას რომლის მხედართმთავარმა და მეფემ გადაწყვიტა მომხვდურს კი არ შებრძოლებოდა, არამედ საკუთარი სიმდიდრით, ჯარის სიმრავლით და მახვილსიტყვაობით დაეთრგუნა. არ გამოუვიდა, ის ალყაში მყოფმა ესპანელებმა დაატყვევეს, უამრავი ჯარისკაცი დაუხოცეს და არამრტო ბრძოლა, არამედ ომიც მოიგეს და ქვეყანა დაიმონეს.






"SI VIS PACEM? - PARABELUM! სი ვის პაცემ? - პარა ბელუმ!" - გინდა მშვიდობა?- ემზადე ომისათვის!

საქართველოდან 400 კილომეტრსა და ამერიკიდან არანაკლებ 9000 კილომეტრში მდებარე ქვეყანა ერაყში 4000(?)- მა ჯანღონით სავსე, მაღალმა პროფესიონალმა ამერიკელმა სამხედრომ სიცოცხლე შესწირა თავისი ქვეყნის ინტერესებს უსაფრთხოებასა და რენომეს.http://usliberals.about.com/od/homelandsecurit1/a/IraqNumbers.htm






მათ გასწირეს თავისი ამერიკული სიცოცხლე ამერიკული ხელფასით, ამერიკული სიბერის პერსპექტივით. რატომ? იმიტომ რომ ის 4000 უდანაშაულო ადამიანი,რომელიც ტვინსებში 9/11 ჩაიმარხა არ მოკვდებოდნენ ეს ერაყელი და ავღანელი მტრები მანამდე რომ ყოფილიყვნენ დღევანდელ მდგომარეობაში.

No comments: