მაშინ თურქეთის ოტომანთა იმპერიას სულთანი მუჰმედ VI ვაჰდედინი მართავდა, სულთანი იყო მისი წოდება.
დამოუკიდებლობა საშიშროებას შეიცავდა, თურქეთში იგივე ჩალმიანი ფეოდალიზმი ყვაოდა, რაც მანამდე საუკუნეების განმავლობაში.
თურქეთს აჭარა ისევე ჰქონდა ჩაბღუჯული, როგორც დღეს სამაჩაბლო რუსეთს. არც აქეთ დაუშლიდა ვინმე, სამცხე ჯავახეთში.
მთლად თბილისს ვეღარ აიღებდა, ერთა ლიგა უკვე არსებობდა.
მაგრამ მოინდომებდა კია.
1921 წელს ქართველთა დუნე წინააღმდეგობა იყო შედეგი არჩევანისა ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტების სასარგებლოდ.
დღეს საქართველოს არ აქვს ისეთივე მწვავე დილემა , ან ჩალმიანი ან ხიშტიან მაუზერიანი.
დღეს არშევანი არის ასეთი, ან რუსეთი თავისი "კუთვილი" იმპერიით, ან ნატო - აგრესიული და ძლიერი რუსეთის საპირწონედ განვითარებული ქვეყნების მიერ შექმნილი ხელშეკრულებით გაფორმებული სამეგობრო.
რუსეთს უნდა შეგითრიოს, ნატოში კი უნდა მოინდომო, იწვალო, ითმინო და იქნებ დაიმსახურო მიღება.
ნატო არ დაგვიპყრობს
და არ გადაგვარჩენს რუსეთის აგრესიისგან ისე როგორც რუსეთმა დაგვიპყრო და გვიხსნს სულეიმან ფაშას თურქეთის აგრესიისგან.
რუსეთს ჩვენს ვირაჟებიან ისტორიაში ნებსით თუ უნებლიედ ხშირად მოუწია დადებითი როლის თამაში, ყოველ შემთხვევაში უარესზე უკეთესი ვარიანტი იყო.
დღეს რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე დესტრუქციულია თავის ისტორიაში.
მას მხოლოდ ცუდი უნდა და ცდილობს. ადრე ცუდის კეთების პარალელურად უარესის ალტერნატივა მაინც იყო, დღეს ის ყველაზე უარესი ვარიანტია. იმდენად ცუდი, რომ არც გაღიარებს ქვეყნად საქართველოს ფარგლებში. სსრკს დროინდელ, ერთა ლიგის დროინდელზე შეკვეცილ საზღვრებშიც არ გაღიარებს.
საქართველოსთვის დღევანდელი რუსეთი ყველაზე უარესია დროში და სივრცეში
ჩვენ ვბრაზობთ ერეკლეზე, რომელიც რუსეთთან საეჭვო დათმობაზე წავიდა
ვბრაზობთ ჟორდანიაზე, რომელმაც რუსებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია
ვბრაზობთ ორჯონიკიძეზე, რომელიც რუსებს შემოუძღვა.
არადა, ყველა მათგანს ჰქონდა საქართველოსთვის სასიკეთო არგუმენტები, თვით სერგო ირჯონიკიძესაც.
ის ხალხი, რომელიც დღეს ცდილობს რუსეთის გახარებას ყველა ჩამოთვლილზე უარესია.
პ.ს. მათ კი, ვინც თვლის, რომ რუსეთს სიყვერული უნდა ანახო და ის სიკეთეს დაგანახებს, ვეტყვი.
რუსეთი ჩვენს სიყვარულს კარგად შეირგებს, მაგრამ არაფერს მოგვცემს.
ერთადერთი შანსი, საქართველო რუსეთს ოდესმე რამეს გამორჩეს, ეს პატივისცემაა.
ანუ, რუსეთი საქართველოს გაერთიანებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსადმი პატივისცემა იგრძნო.
როგორ უნდა ვაგრძნობინოთ რუსეთს პატივისცემა საქართველოს მიმართ?
Monday, November 28, 2011
1921 წელს საქართველომ არ იბრძოლა დამოუკიდებლობისათვის
Posted by cartwheel at 10:51 PM 1 comments
Labels: რუსეთი
44-ე მარშრუტკა და მე-6 კლასის ფიზიკა
#44
მიწევს ამ მარშრუტით მგზავრობა.
მას შემდეგ რაც 19 წლის ომეგა პატიოსნად მოვკალი* და დაშლილებში ჩავაბარე, 44- ე მარშრუტკით ვმგზავრობ ხოლმე. უცვლელია რიტუალური თითქმის ტრადიციულის ის წინადადება, რომელიც გზაზე ამ მარშრუტკის დანახვას მოჰყვება.
აი ეს. აუცილებლად მიჩნდება ეს წინადადება. მოგიტყანთ ფიზიკის მასწავლებელი.
სანამ გამოჩენის შემდეგ ეს ნეტარხსენებული ავტო ჩემამდე მოსვენდება ამ წინადადებას ალბათ სამჯერ ვიმეორებ გუნებაში.
რატომ?
იმიტომ რომ ამ ხაზის მძღოლებს შიდა განაწესი აქვთ - ლუბლიანას ქუჩა, რომელიც მათი მგზავრების მთავარ უბანს წარმოადგენს, არაუმეტეს 15 კმ/ სთ სიჩქარით გაიარონ. მიაღწევენ დიღმის ბაზარს და მერე "აწეწავენ".
წვალობენ ამ ზოზინით და გვაწვალებენ მგზავრებს. ერთიოეჯერ მარტო როცა აღმოვჩნდი მძღოლთან, შევეცადე ამეხსნა რომ ეს სრულიად ფუჭია, პირიქით, ე. წ. კონტრპროდუქციულია. იმით რომ ფაკულტატური მგზავრები მათ აღარ წყალობენ ამ ზოზინის გამო და სხვა მარშრუტს არჩევენ.
უშედეგოდ.
მეტ ცდას აღარ ვაპირებ, მაინც ვერ შევვლი მათ მაზოხისტურ სადისტურ გადაწყვეტიკებას.
ვერ შევცვლი იმიტომ რომ მათ ცუდი ფიზიკის მასწავლებლები ჰყავდათ მეექვსე კლასში.
საიდან ვიცი?
იმიტომ რომ ეს ამოცანა მათთვის დაუძლეველია:
მარშრუტკა დადის A დან C მდე მარშრუტზე.
ვინაიდან ცუდ დროს1996 წლამდე ამ ქვეყანაში არავითარი წესი, მათ შორის მცირე კორპორაციული სოლიდარულობის წესი არ მოქმედებდა, განსაკუთრებით ხარბი მძღოლები A დან B პუნქტამდე მონაკვეთს, სადაც კლიენტათა მთავარი კონცენტრაციაა, ძალიან ნელა გადიოდა, რათა მეტი მგზავრი აეყვანა. B დან C მდე მონაკვეთს კი კისრისტეხით გარბოდა. შედეგად ამ ხარბი მძღოლის უკანა მანქანა რჩებოდა კლიენტისა და ფულის გარეშე. არაერთი ურთიერთ ჩხუბისა და დედის გენება დაგინების შემდეგ მიიღეს წესად, ყველა თანაბრად უწესოდ მოვიქცეთ, რათა ჩვენს შორის უწესოს უფრო უწესოდ მოქცევის საშუალება აღარ ჰქონდეს (აბა 15 კმ/ სთ ზე ნაკლები სიჩქარით ხომ არ ივლის, ვეღარ ივლის)
ეს ბრძნული ევოლუციური წინსვლა-წესი ამ მარშრუტზე ალბათ უკვე 10 წელია მუშაობს.
საქართველო აღარაა ისევ ის საყოფაცხოვრებო დონეზე გაუტანელ მოღალატეთა ხროვა, რალხი წესს მეტ პატივს სცემს, ღვედებიც კი შეიკრეს მანქანებში, ეს 44-ე მარშრუტის მძღოლთა "წესი" კი ისევ ძალაშია.
რომ კითხო ასე უფრო მეტ კლიენტს აგროვებენ.
მაშ ასე, სიუტაციური ამოცანა ABC მარშრუტზე.
შენი მიზანია მეტი მვზავრის აყვანა,
წარმოადგენ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც ასევე ეს მიზანი აქვთ - მეტი მგზავრის აყვანა. და ვინაიდან ჯგუფი ხართ და არა ხროვა, ცდილობთ რომ ერთმანეთის მიმართ სამართლიანი წესი შემოიღოთ.
ABC მარშრუტზე მგზავრი ძირითადად AB მონაკნეთზე ამოდის, AB მონაკვეთი 1 კმ სიგრძისაა BC კი 15.
ერთმა "ჭკვიანმა" თქვენში თქვა, ვიაროთ ყველამ 15 კმ/ სთ სიჩქარით AB მონაკვეთზე, ასე მეტ მგზავრს მოვაგროვებთ.
ყველა დაეთანხმა და სრულდება ეს წესი მეათე წელია.
შენ რომ იქ ყოფილიყავი დაეთანხმებოდი თუ შეეწინააღმდეგებოდი და ააცილებდი ნერვების ფხრეწვას 500 მგზავრს დღეში ათი წლის განმავლობაში?
და თუ შეეწინააღმდეგებოდი რა არგუმენტებით (ფიზიკა მაქვს მხედველობაში და არა მორალი)
იმედია გადაარწმუნებდი.
მიხვდით ალბათ, რომ B წერტილიდან მიკროავტობუსები ერთიდაიგივე ინტერვალით გადიან, შესაბამისად უკან მომავალ მიკროავტობუსს ის მგზავრები, რომლებიც მას უნდა დახვედროდა წინა ავტობუსს სწრაფად რომ ეარა და შესაბამისა ამ მგზავრების გამოსვლამდე უნდა ჩაევლო, აღარ დახვდება. შესაბამისა, ვინაიდან მეორე მანქანა ნელა მიდის, ის აიყვანს იმ მგზავრებს, რომლებიც მისი სწრაფად ჩავლის შემთხვევაში მესამე მანქანას უნდა დახვედროდა.
ანუ სწრაფად ივლიან თუ ნელა, მგზავრები მაინც იგივე ეყოლება თითოეულს.
ოღონდ პრინციპი უნდა იქნას დაცული, ან ყველა სწრაფად (ვთქვათ, ნორმალური სიჩქარით) უნდა დადიოდეს, ან ყველა ნელა.
თუ ყველა ნორმალური სიჩქარით ივლის მაშინ 44-ე მარშრუტს მოუბრუნდება იმ მგზავრთა ნაწილი, რომელიც ამ მარშრუტში სწორედ ამ ზოზინა წუთების გამო აღარ ჯდება .
მაგრამ 44 ელები ისევ ვერ ენდობიან ერთმანეთს, ურჩევნიათ დარწმუნებულები იყონ, რომ მათი ჯგუფელი ერთერთი ჭკვიანი ფეხს არ აითრევს და შემდეგ მანქანას ცარიელს არ დატოვებს .
ამიტომაც ამ მარშრუტის პოტენციური მგზავრები სხვა ტრანსპორტს ნახულობენ.
სხვა მარშრუტები კი (არადა ეს ადგილი 4-5 მარშრუტის ბოლო წერტილია) ერთმანეთს ენდობიან და ნორმალური სიჩქარით დადიან,
მათ ბონუსად ემატება 44-ეს გამოქცეული მგზავრები.
19 წლის ომეგა პატიოსნად მოვკალი*- და დაშლილებში ჩავაბარე. ხო, მაშინ პრინციპულ საკითხად მივიჩნიე, რომ საქართველოში იმ მანქანას აღარ უნდა ევლო თუ ებობღა.
მუხრუჭები აღარ ჰქონდა, ელიტიპოლის მატარებელივით ხრჩოლავდა და ერთი ორჯერ მომიცურდა. მოკლედ ხიფათი იქნებოდა მფლობელისთვის და ჩვენთვის არამფლობელთათვის ავტონაკადთა ასეთი თანამონაწილე.
Tuesday, November 22, 2011
პოლუსები: მუხრანი – ნოდარი
მუხრან მაჭავარიანი ყოველთვის ზექართველი მეგონა და ვეთაყვანებოდი, ვოცნებობდი მუხრანმაჭავარიანის საქართველოზე.
ნოდარ დუმბაძე ნიჭიერი, ძალიან ნიჭიერი მწერალი მაგრამ მერკანტილი ადამიანი მეგონა. ნოდარდუმბაძის საქართველო გვღუპავს მეთქი ვფიქრობდი (ნუ, გამიფიქრია მაინც). დღეს ამ პოლუსებში (მუხრანი - ნოდარი) დავცურავ. დიდი სიჩქარით ნოდარისკენ და რაც მთავარია მუხრანისგან შორს.
მუხრანი ჩემთვის ასოციაციებში ეწეპება გუბაზ და ლევან სანიკიძეებს.
არ მინდა მათი საქართველო. ნოდარისა მირჩევნია.
ჯერ არ ვართ ნოდარის საქართველოში, მისაღწევია ეგ.
ფორუმზე საინტერესო პოლემიკაა ამ თემაზე.
დააწკაპე სათაურს.
Posted by cartwheel at 10:55 AM 2 comments
Labels: forum.ge, ადამიანები, საზოგადოება
Thursday, November 10, 2011
კარგი ადამიანები vs კარგი ადამიანები
პიკის ყოფილმა დირექტორმა, ბატონმა პარსონსმა დასკვნით ინტერვიუში ("ლიბერალში") დაგვისვა დიაგნოზი:
თქვენი მასმედია არ ვარგა, ძალიან პოლარიზებულია და რეალობას ვერცერთი მხარე გამოხატავს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თვითონ საზოგადოებაა პოლარიზებულიო.
ახალი პრინციპში არაფერი უთქვამს, ოღონდ კარგია, რომ ერთი ავტორიტეტული პირის მიერ ითქვა ორივე მხარის არაობიექტურობის შესახებ.
ერთ მხარეს მეორე მხარე ცუდი ადამიანების საკრებულოდ მიაჩნია, მეორეს კი პირველი. ანუ ჩვენ "კარგები ისინი ცუდები" მარტივი, იაფი და იორღა თეზა ძალაშია მოსახლეობის ძირითად მასაში.
ფორუმი კიდევ უფრო პოლარიზებულია, ვიდრე მოსახლეობა, და ეს კარგია, ბევრი ბუზღუნ–ჯაჯღანი რომ შეგვძლებოდა 91–ში, იქნებ აღარ აგვეყირავებინა ქვეყანა.
პარსონსმა თქვა, ორივე მხარე (მასმედია ჰქონდა მხედველობაში) ცუდიაო .
მოსახლეობაზე რომ გადავიტანოთ ეს ფრაზა, გამოვა რომ ორივე მხარეს ცუდები ვართ.
მაგრამ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ კარგები ვართ, უნდა შევძლოთ დავინახოთ, რომ მეორე მხარეც კარგია. ან სხვანაირად რომ ვთქვათ, რამდენადაც კარგები ვართ ჩვენ, იმდენად კარგები არიან ისინი.
და რადგან დღეს არსებული საზოგადოების პოლარიზება რეალობაა, ესეიგი ჩვენ ერთმანეთის სიკარგეს ვერ ვხედავთ.
არადა სამყარო ჭრელია, საქართველო განსაკუთრებით, დღევანდელი საქართველო კიდევ უფრო მეტად. ჩვენ ვართ კულტურათა, ფორმაციათა, ეპოქათა, გეოპოლიტიკურ ბანაკთა, კონტინენტთა, მენტალიტეტთა, რელიგიათა, მოლოდინთა, ნავთობ და ელექტროსადენთა გზაჯვარედინზე.
ეს გზაჯვარედინი ჭკუას გვირევს, ჩვენი რაკურსი ცვალებადია, ჩვენი მხედველობა ვერ ასწრებს ფოკუსირებას, იმდენად სწრაფად იცველება ინტერესის ობიექტი, ჩვენს გარშემო ცვლილებათა მასშტაბები ძნელი აღასაქმელია, წვრილმანი დიდი გვგონია, დიდი კი უმნიშვნელო, ბუნებრივი მოპოვებული გვგონია, ძნელად მიღწეული კი ისედაც კუთვნილი.
და რაღა გასაკვირია, რომ ჭრელია ჩვენი აზრებიც, პოზიციებიც, ორიენტირებიც.
ვცდილობთ გავიმარტივოთ, გარემო, მარტივ სქემაში ჩავსვათ და ზედმეტი დავივიწყოთ, მტრის ბანაკში მოთავსებით მისდამი თანაგრძნობა მაინც მოვაკლოთ ჩვენს მრავალნატანჯ ტვინებს.
არადა ეს გამარტივება რეალობას გვშორებს.
უნდა
დავინახოთ
ერთმანეთში კარგი. პოლარიზება მუდმივად ბორბლებში ჯოხით მთავრდება, არადა ამ ველოსიპედს ბორბალში კი არ უნდა ჯოხი, არამედ საჭეს, მუხრუჭს, წონასწორობის ცენტრს ჭირდება მუდმივი ყურადღება და სწორი რეაგირება, წონასწორობის დასაცავად და სვლის გასაგრძელებლად.
დღეს ფორუმზე ვხსნი თემას, სადაც ფორუმელებს მხოლოდ მოწინააღმდეგის (ნუ, მოპაექრის) კარგის დანახვა და დაწერა ჩაეთვლება სიყოჩაღედ.
მაგალითად ასეთის:
მე როგორც "მიშისტი" დავწერ:
ის კაცი კარგია, ვინც იბრძვის, საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემის ნაკლოვანების წინააღმდეგ – პროკურორი უგებს ადვოკატს ანგარიშით 98:2 რაც ამ ქვეყანაში პროკურატურის არაობიექტური აღმატებულობის უტყუარი ნიშანია.
კარგო კაცო, იბრძოლე, რათა ჩემს ქვეყანაში ეს სიმახინჯე აღმოიფხვრას.
მან, ოპოზიციონერმა უნდა დამიწეროს, (მაგალითად) შენ მახსოვრობა მოკლე არ გაქვს, გახსოვს წონასწორობის დარღვევა და მისი შედეგები და ცდილობ ეს ქვეყანა სტაბილური განვითარების გზით ატარო, ამიტომ კარგი კაცი ხარ.
მოვნახოთ ერთმანეთში კარგი.
გაიმარჯვებს ის, ვინც მეტოქის მეტ ქებას შეძლებს.
ირონია არ ჩაითველება, გამეორება იქნება. აქ ახალი აზრები უნდა დაწეროთ.
ვნახოთ თუ გამოვა რამე (თემა მაქვს მხედველობაში).
Posted by cartwheel at 11:50 AM 0 comments
Tuesday, November 8, 2011
რაკურსი
იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება რაკურსი ობიექტთან მიმართებაში, იცვლება თვით ობიექტის გამოსახულება.
ზედა რაკურსით მსხალი ვაშლია, თევზი თითისტარაა, ცხვარი მუთაქაა, ქვედა რაკურსით მანქანა ტალახია, ადამიანი უზრდელია. რაკეტა ცეცხლოვანი ბურთია.
გვერდითა რაკურსი ყველაზე ობიექტურ სურათს იძლევა. გვერდიდან ადვილად შეაფასებ ზომას, ფორმას და მიმართულებას. გვერდიდან სფინქსი სფინქსია და ეიფელის კოშკი ეიფელის კოშკია, ჟირაფი ჟირაფია და მსხალი მსხალი.
;თუმცა აქაც არის რაკურსის წერტილები, რომელიც ობიექტის არასწორი დანახვის ალბათობას ტოვებს. თუ ობიექტი რთულია ყოველთვის რჩება ასეთი თეთრი ზონები. მაგალითად მარტივი ( თუნდაც გენიალური) ეიფელის კოშკი ყველა წერტილიდან ეიფელის კოშკია, ხოლო სფინქსი ( ასევე გენიალური, ოღონდ რთული) ზურგიდან შეიძლება ლომი იყოს, ან კატა ან სულაც კვერცხი ან ბორცვი.
ბათუმის პიონერთა პარკის შესასვლელში მდგომი ავიატორი ქალის და მისი შვილის ძეგლი ახლო რაკურსით შვილის საცემრად გაქაჩულ ქალს და თავზარდაცემულ, თავდასაცავად ხელაღმართულ შვილს ჰგავს.
ერთი მოვლენა და ერთი პიროვნება თუ ერთი მხრიდან განმანთავისუფლებელი ბრძოლა და ეროვნული სიამაყეა, ფრონტის მეორე მხრიდან მტერი და მტერთაგან ყველაზე ბოროტი ადამიანია.
რაც ერთისთვის დემოკრატიის ნიშანია, მეორეთათვის აღვირახსნილობაა, რაც მაღლისათვის დაბალია, ის დაბლისათვის შეიძლება მაღალი იყოს.
რაც ერთისთვის პრინციპულობაა, მეორისთვის სიჯიუტეა, ასე გადაიქცევა სიკეთე სიბრიყვედ, ლმობიერება ლობიოობად, შრომა ვირობად და თავდადება პატივმოყვარეობად. თავმოყვარეობა ფანფარონობად და სისულელე გულწრფელობად.
გააჩნია რაკურსს.
ერთ ინტერვიუში ასანიძემ მოყვა კურიოზი, ერთხელ ბილიარდის თამაშისას კიებს ვარჩევდი და ერთზე ვთქვი ძალიან მძიმეა მეთქი, და გაეცინა ხალხსო. თუმცა ეს უკვე რაკურსზე აღარაა, ეს შეფასებათა კრიტერიუმთაგან სხვა პარამეტრია - შედარება, ამაზე სხვა დროს.
ისევ რაკურსზე, ანუ ხედვის წერტილზე.
სომხეთი მსოფლიოს უყურებს იმ რაკურსით, რომელშიც უნდა დაინახოს -" მთიან კარაბახს დამოუკიდებელი არსებობის უფლება აქვს, იმიტომ რომ ანკლავების მიერ თავისი დე ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვება დე იურე დამოუკიდებლობად გარდაქმნა მსოფლიოში მიღებული კანონზომიერი პრაქტიკაა". ოფიციალურ სომხეთს საკუთარი რაკურსი- ხედვის წერტილი არ მისცემს საშუალებას მხარი დაუჭიროს საქართველოში აფხაზეთის იძულებით რეინტწგრაციას.
ნოვოდვორსკაია და ბარავოი მსოფლიოს იმ რაკურსში ხედავენ, სადაც პუტინის ციკლურობის მანევრი - პრეზიდენტი- პრემიერი- პრეზიდენტი ყველაზე დიდი საფრთხეა. მათ ყველაზე მეტად ის არ უნდათ დაინახონ, რომ ეს ციკლურობა რაღაც კანონზომიერებას ეყრდნობოდეს და არა ერთი კაცის დიქტატურას.
ნოვოდვორსკაიას და ბარავოის საკუთარი რაკურსი არ მისცემთ საშუალებას მოიწონონ სააკაშვილის მმართველიბის გახანგრძლივება, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიშა კენედია და პუტინი სტალინი. ამ შემთხვევაში მათ მიშასადმი გულშემატკივრობას აჭარბებს იმ ღერძის ძალა, რომელიც ამბობს -ხელისუფალი, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს თუნდაც კანონის ფარგლების დაურღვევად, ცუდია და გადმოყირავებას იმსახურებს.
არადა რუსეთში პუტინი პრემიერად და პუტინი ისევ პრეზიდენტად რუსი ხალხის მიერ სრულიად გააზრებულად არის არჩეული. პუტინმა რუსებისგან, ანუ განვითარებული, განათლებული ევროპული ერისგან უზარმაზარი მანდატი მიიღო, არაორაზროვანი მანდატი - ასე განაგრძეო. რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები ისევ წინაა, მაგრამ შედეგი წინასწარაა ცნობილი. არა იმიტომ რომ არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდება, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რეიტინგი ცის ტატნობთანაა აწეული მის შესაძლო კონკურწნტებთან შედარებით. რეიტინგი კი რუსი ხალხის სურვილს, შეფასებას, იმედს, ნდობას გამოხატავს. რუსები თვლიან, რომ მთავარია მათი პრეზიდენტი გავლენიანი იყოს მსოფლიოში, მათი გეოპოლიტიკური ნელცეცხლიანი ომი წარმატებით გაგრძელდეს გარშემო 1991 წლუს შემდეგ წამოყელყელავებული ბასტიონების თანდათანობითი და განუხრელი დაცემით, და პენსიები, კორუფცია, დემოკრატია , ეს ხუინაა. ვეძ ნავთობდოლარები ყოველთვის იდენს, არაყიც მექნება, კალბასიც, ბანანიც და გაგრაც დასასვენებლად.
რუსი ხალხის აქცენტი გამარჯვებაზე, პუტინის მეშვეობით გადადის რუსეთის რეალურ გამარჯვებებში და ეს კანონზომიერია. შეკვეთა არის ერთმნიშვნელოვანი და ომახიანი, პუტინი რუსეთის მსახურია. ერთადერთი სურვილი, რაც ამ გზაზე შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, ესაა საკმარისი დიპლომატიისა და პოლიტიკოსობის უნარი, რათა ეს საქმე ( რუსეთის გავლენის განუხრელი ზრდა) ფაფხურის, ემოციების, სისხლის და მსოფლიოსგან ნეგატივიზმის გარეშე გაგრძელდეს. ანუ რუსეთის ზეასვლა იყოს ღირსეული და ძლევამოსილი და არა სისხლიანი და ისტორიაში დასაფიქსირებელი კომპრომატებით. პუტინი ამას გააკეთებს, გ7 შიც ღირსეულად იდგება და გ20-შიც, არიფი არ არის, სიტყვა არ შეეშლება. მართალია საქართველოსთან მთლად სუფთად არ გამოუვიდა 2008- ში, კომპრომატებიც საკმაოდ დატოვა, მაგრამ საქართველოსთან მთავარი სარმა ჯერ კიდევ წინაა. უკრაინაა მშვიდად გართხმული პუტინის ქვეშ და საქართველოც აღძრულია ჩუმად და რბილად დასაცემ პოზას თვითონ ღებულობს
ასეთ დროს პუტინი აუცილებელია. არა იმიტომ, რომ სხვა ამას ვერ გააკეთებს, არამედ იმიტომ, რომ სარმა სუფთად ( ისევე როგორც უკრაინაში) დასრულდეს საქართველოს მიერ თავისი შეცდომის აღიარებით ჯერ კიდევ პუტინის მმართველობაში, რათა სამომავლო ისტორიაში დღევანდელი კომპრომატები გაბათილდეს. რუსეთი არ უნდა ჩანდეს როგორც ცალკეული პრეზიდენტი, რუსეთი უნდა ჩანდეს როგორც დერჟავა და მისი კანონზომიერი უფლებები, ხოლო საქართველო უნდა ჩანდეს, როგორც კერძო შემთხვევა, სოროსის და ბუშის დასმული სააკაშვილი.
ეს სცენარი ისევეა მოსალოდნელი, როგორც მოძრავი მატარებლის ტრაექტორია თანხვდება რელსების ტრაექტორიას.
საქართველოს განსაკუთრებული კონსოლიდირებისა და პატრიოტიზმის გამონახვით შეუძლია მხოლოდ კურსი უცვალოს ამ მატარებელს . მას არ შეუძლია მატარებლის გაჩერება ან მართი კუთხით გახვევინება. საქართველოს შეუძლია მოასწროს და ააშენოს გადასახვევი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გრადუდით, შემდეგ კიდევ რამდენიმე გრადუსით, შემდეგ კიდევ რამდენიმე გრადუსით და შემდეგ კიდევ რამდენიმე გრადუსით შეცვლის რუსი ხალხის გეგმას.
რა მაქვს მხედველობაში?
საპარლამენტო არჩევნები!
ამ არჩევნებზე საქართველომ, ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც რუსეთში რუსი ხალხი აირჩევს პუტინს, ანუ ცერს ქვემოთ უჩვენებს თავის გლადიატორს ,მოკალი ეგ ქართველიო.
ქართველმა ხალხმაც უნდა აჩვენოს ტრიბუნებს რომ თავის წაფორხილებულ გლადიატორს არენაზე გასვლას შეცდომად არ უთვლის, ბრძოლის გაგრძელებას და არა დანებებას უბრძანებს.
მეორე ვარიანტია საქართველო მოწყენილი გაჩუმდეს ტრიბუნაზე და ისმინოს გვერდიდან რუსების გამარჯვებული ყიჟინა სანამ მათი გლადიატორი ჩვენს მიტოვებულ ჩვენს მიერვე პარალიზებულ გლადიატორს კი არ კლავს, არამედ თავზე აფსამს. კოშმარულია ეს სცენარი.
რას შეუკვეთავს ქართველი ხალხი?
საპარლამენტო არჩევნები იტყვის ქართველი ერის ვერდიქტს: ვინ არის მტყუანი რუსეთთან, მიშა თუ საქართველო.
და თუ საქართველომ აიღო თავის თავზე საქართველოს გაერთიანების შეკვეთა, მაშინ რუსეთის მოწინააღმდეგე არა სააკაშვილი, არამედ საქართველო გამოდის, რუსეთის ტანკები საქართველოში 080808- მდე კი, რუსეთის დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ.
ნუ გავიფუჭებთ ისტორიას, ისტორია გავუფუჭოთ რუსეთს. ვინც ვერ გაიგეთ რომ მართალი ვარ, თავიდან ნუღარ წაიკითხავთ, მაინც ვერ გაიგებთ.
მიშა აღარ გვეყოლება პრეზიდენტად ერთ წელიწადში და საერთაშორისო ნორმები და ჩვენი კონსტიტუცია მშვენიერ შანნს გვაძლევს, რომ ბრძოლა "რუსეთ- სააკაშვილის ბრძოლიდან" ( როგორც ამას რუსეთში ნათლავენ, თუმცა საქართველოშიც ითქვა 200 ჯურნალისტის წინ) რუსეთ საქართველოს ომად, პრონციპული პოზიცოების ჭიდილად ვაქციოთ, თუნდაც თვით რუსი ხალხის თვალში.
ეს მოხდება თუ სააკაშვილი არაორაზროვანი უპირატესობით გაიმარჯვებს მის ერთადერთ დარჩენილ არჩევნებს- საპარლამენტო არჩევნებს.
ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ამ გამარჯვებას არც ალტერნატივა ჰქონდა, არც საფრთხე და ... არც ფასი.
ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ყველა ხმა, სააკაშვილისათვის მიცემული პოზიცია იქნება და არა დინების მიყოლა.
რუსებმა იციან რა დაავალონ თავის სახელმწიფოს. რას დავავალებთ ჩვენ ქართველები ჩვენს სახელმწიფოს?
მსოფლიო გვიყურებს დიდი თვალებით მათი რაკურსი უცვლელია, ღირსეულ საქართველოს, რომელმაც იბრძოლა, გვერდში დაიყენებენ, უღირს საქართველოს, რომელსაც ექსცენტრიკი მართავდა დროებით, დაივიწყებენ. მსაჯული ჩვენ ვართ, ტრიბუნა მსოფლიოა.
საპრეზიდენტოზე ხმა ვისაც გინდათ მიეცით, მსოფლიოს თავის შეკითხვაზე პასუხი უკვე ექნება.
Posted by cartwheel at 3:37 PM 4 comments
Sunday, November 6, 2011
მიშისტებს და სხვებს.
32 ათასი წლის წინ (ქრისტეშობამდე 30 ათასი წლით ადრე) ადამიანს ბევრი საშიში მტერი ჰყავდა, ყველაზე ბევრი და ახლოსმყოფი, შესაბამისად ყველაზე საშიშიც, მგელი. თუკი გიგანტური დათვები და ხმალკბილა ვეფხვები იშვიათად ესხმოდნენ თავს ადამიანს, იქიდან გმომდინარე, რომ ეს მტაცებლები ინდივიდუალურად ნადირობდნენ და ადამიანების ჯგუფური ჭყვილისა და ნასროლი ქვებისათვის თავი არ უნდა აეტკივათ, (იქვე არ ჰყავდათ გემრიელი სარდელები, გოჭები და ხბოები? ),აი მგელი კი თვითონ ნადირობდა ჯგუფურად და ადამიანზეც ხშირადაც იწეოდა. თან მგლები ბევრნი იყვნენ და იმიტომაც გადაურჩნენ კატაკლიზმებს ხმაკლბილა ვეფხვისა და გიგანტური დათვისგან განსხვავებით. ანუ ადამიანის მთავარი შიში მგელი იყო. შიში შეიქმს სიყვარულსაო და ადამიანმაც ისისაა დაარსებულ პანთეონში ერთერთ პირველ ღმერთად მგელი გამოაცხადა ( მგელი ღმერთი ქართველების წინაპრებში დადასტურებული ტოტემია). მგლები უსაფრდებოდნენ ადამიანს გამოქვაბულთან და უჭამდნენ შვილებს. მგლებს ნანადირევთან ერთად ადამიანების ნასუფრალიც იზიდავდა, მწვადის სუნი მათთვის დაუძლეველი ცდუნება იყო და ადამიანის კოცონთან მორჩენილ ძვლებსაც დიდი სიამოვნებით გეახლებოდნენ. მგლებმა ადრევე იგუმანეს, რომ ადამიანთან შორიახლოს ყოფნა მათთვის ხეირი იყო. ადამიანებმა მხოლოდ 28 ათასი წლის წინ (ქრისტეშობამდე 26 საუკუნით ადრე) , ანუ მგლების მათ შემოგარენში სუნსულის დაწყებიდან 4 ათასი წლის შემდეგ შეძლეს დაეძლიათ მგლებისადმი მტრობა. მათი დამოკიდებულება მგლებისადმი რთული გახდა, მტრობა და მეგობრობა, კვლა და კვება, ლეკვების ბუნაგში შემოშვება და მცირე აგრესიის შემთხვევაში სასტიკი დასჯა. თუმცა კვლა ყველა სხვანაირის კვლა ადამიანისთვის უცხო არ იყო, ახალი იყო შეგუება, ატანა, მოთმენა, აღზრდა, მადლის გაცემა შემდეგში მადლიერების დაბრუნების იმედით. ადამიანმა ძაღლი მოაშინაურა., ბოდიში, ადამიანმა მგელი მოაშინაურა. მგელთათვის მადლიერების სწავლება შეძლო. მგელი– ძაღლი მადლიერი აღმოჩნდა. არცერთ ადამიანის მიერ მოშინაურებულ სახეობას არ აქვს მადლიერება ადამიანის მიმართ, იქნებ ცოტათი ცხენს (თუ აქვს ამის ინტელექტი) თუმცა ინტელექტი უფრო მტაცებლების მახასიათებელია და არა ბალახისმჭამელების. კატა? კატაც მტაცებელია, ოღონდ კატა ადამიანს არ მოუშინაურებია, კატა ადამიანს უბრალოდ... იყენებს. ჩემი სათქმელი სხვაა, 28 ათასი წლის წინ ადამიანებმა შეძლეს გადაელახათ 4 ათასწლიანი ტაბუ, მათ მტერს ლუკმა გაუყვეს, მოეფერნენ, შვილები გამოუკვებეს, ნატკენი თათი მოურჩინეს და .... დაიმსახურეს დედამიწის ისტორიაში ყველაზე გულწრფელი მადლიერება. დღეს რა გვჭირს, რატომ ვერ ავმაღლებუვართ 28 ათასწლეულის წინანდელ ადამიანამდე, რა გახდა ეს მტერი, მტერის ძახილი და თანაგრძნობის არარსებობა? ბოროტებით თვალზე ლიბრის გადაკვრა და სელექციური მხედველობა ( რასაც უნდა ხედავს, რასაც არ უნდა ვერაფრით დაინახავს), არადა სამყარო და დღევანდელი საქართველო განსაკუთრებით ჭრელია, რთულია, ილუზიებითა და პავლოვის რეფლექსებითაა გაჯერებული. თუ მხოლოდ ცუდს ხედავ ძალიანბევრს დაინახავ ცუდს, თუ მხოლოდ კარგს მოძებნი, ასევე ბევრს დაინახავ. ჯობია დავიბრუნოთ ჭრელი საქართველო, ზემო იმერეთში არ ეშლებოდათ რომ ქვეყანა ჭრელი უნდა იყოს (დ. კაკაბაძის "იმერეთი დედაჩემი") , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მათმა ფეოდალმა ახალი სათვალე გაიკეთა, ბრენდი "მაესტროსი" და გადაწყვიტა ჩვენც ეგ სათვალე გაგვიკეთოს, ვისაც არ გვინდა იმათაც. თბილისის ფორუმი - ჭინკების საკრებულო, ბართლომეს ღამის მოწყობის ოცნებაში აღამებს და ათენებს.ოსებს მივუსამძიმროთ მეთქი, ბავშვების ამოხოცვის 3 წლისთავი, დასამალი გახდა ის თემა, იმდენად ფაშისტური აზრები აფრქვიეს, იაპონელებს რაღას ემართლებოდნენ, მიწისძვრის შემდეგ მათი მისასამძიმრებელი თემაც შორსაა დასამალი, მართლმადიდებელი რუსების სახელით დაწყევლეს, კურილიის კუნძულების მოთხოთხოვნისთვის ღმერთის სასჯელად ჩათვალეს. ვერ მოათვინიერებთ თქვენ მგელს კი არა, ძაღლსაც. გაეცით სიყვარული, თუ გინდათ სიკეთე საკუთარი თავისთვის. ეს ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკული პროგრამაა. მოეფერეთ და თანაუგრძენით ყველას, აფხაზს, რუსს, ოსს, მიშისტს, ოპოზიციონერს, გუბაზისტს და ბიძინისტს, ვისაც იმედი აქვს და ვისაც იმედი აღარ აქვს (განსაკუთრებით მათ).
. ჩემი ფორუმზე შესვლის ამოსავალი ესაა, დავიცვა ჩემი პრინციპები ერთი ქვეტექსტით მოპაექრისადმი პატივისცემითა და თანაგრძნობით. ბოლოსდაბოლოს ჩემთვის ყველაზე მიუღებელი პოზიცია შეიძლება ჩემს სისხლა და ხორცს, ნათესავსაც ჰქონედს, იქნებ თქვენზე უფრო რადიკალურიც, ამიტომ თქვენში მე მათ, ჩემიანებს ვხედავ. შპარგალკას გაძლევთ, მოეფერეთ ერთმანეთს, მგელი აღმოჩნდა მადლიერი, უთანაგრძნეთ ყველას, პირველ რიგში მიშას,წარმოიდგინეთ თავი მის ტყავში. მე გაძლევთ კურთხევას უთანაგრძნოთ მიშას, ეს სირცხვილი არ არის, ლეგიტიმურია, კანონზომიერია, ისტორიით გამოცდილია, საეთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, უთანაგრძნეთ საკუთარ პრეზიდენტს. მას ახალი წინააღმდეგობა აქვს დასაძლევი, ჩვენი სახელით და ჩვენთვის, სიყვარულის და მადლიერების სახელით მას გადმოგდებას ამჯერად მტერთან მომბოდიშებელი უპირებს. სულაც არ მინდა მიშა მესამე ვადით, ნეტამც იყოს ოპოზიციურ 99 პარტიაში რომელიმე, რომელიც რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებდეს. მაგრამ არ არის. ჰომო სოვეტიკუსი ჩვენში ტავარნი ვიდს იღებს: ამტყუნებენ საქართველოს, ამართლებენ რუსეთს, პარაჟენცობაა ეგ და ყველაზე მეტად პარაჟენცები რუსებს არ უყვართ, ისინი გამარჯვებული ერი არიან, ისევე როგორც ამერიკელები. ვერ იტანენ ვერცერთი შემგუებლებს და კონფორმისტებს. გულში ქირქილებენ აბა ქართველებო, დროზე ჩაიჯვით სახალხოდ, რას გელოლიავებოდით თურმე აქამდე, ჩმორები ყოფილხართო. ხელებს იფშვნეტენ და გულიც წყდებათ, რომ მათი მოპაექრე უღირსი ყოფილა. უღირსთან გამარჯვება კი რა სასახელოა, სირცხვილიცაა. ნუ ეჩხუბები სულელს, ხალხი თქვენს შორის სხვაობას ვერ დაინახავს, ეს მერფის კანონებიდანაა. პრეზიდენტ ივანიშვილის მობოდიშების შემდეგ (და მობოდიშება უკვე შედგა) რუსეთი შუბლში ხელს მიირტყამს, ამათთვის გავიფუჭე სივიო? 28 ათასი წლის წინ "ჩვენ" ჯგუფში ადამიანმა მგელი მიიღო, დროა 21-ე საუკუნეში "ჩვენ" ჯგუფში მივიღოთ, საქართველოსი მცხოვრები ყველა ადამიანი, პრეზიდენტი, პოლიციელი, პატიმარი, ადვოკატი, აფხაზი, ოსი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, იეღოველი, მუსულმანი, ათეისტი, თხისწვერიანი, გრძელთმიანი, ყვითელგალსტუკიანი, გალსტუკმღეჭველი, მომიტინგე, ქართველი და არაქართველი, და... თანაგრძნობა ყველას საქართველოშ შიგნით. საქართველოს გარეთ? იქაც, ამერიკას, ევროპას, განსაკუთრებით რუსეთს, რუსებს, ვუთანაგრძნოთ და მოვაწონოთ თავი. ნუ ჩავიჯვამთ რაა.Posted by cartwheel at 7:59 PM 1 comments
Labels: forum.ge, ეროვნული უმცირესობა, მერფის კანონები, ოპოზიცია
Friday, November 4, 2011
ორი საქართველო, არა, სამი საქართველო
კიდევ ერთი მცირე ბასტიონის კარები განიხვნა და ივანიშვილი შეუშვა თვისსა შინა.
ეს ბასტიონი არეშიძეა.
ცოტა ხნის წინ ასევე მცირე ბასტიონები, ანუ გარკვეული რეზისტენტობისა და ინდივიდუალიზმის მქონე ფიგურები, რომელთაგანაც ივანიშვილის მეტნაკლებად ობიექტურ შეფასდბას ველოდი, შალვა რამიშვილი და ლევან ბერძენიშვილი, გაბრძოლების ნიშნების გარეშე განერთხვნენ ბიძინას წინაშე და გუნდრუკის დიდი პარტია მოიმარაგეს.
ამ კაცს, არეშიძეს მე ვიცნობ როგორც ანალიტიკური ჭკუის პატრონს, პატრიოტს. მაგრამ იმდენად ბოროტ პრინციპულს არა, რომ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. ერთი გაფიქრება მისთვის მინდოდა ჩემი ხმის დელეგირება, იმდენად ვაფასებ.
მას შემდეგ რაც ივანიშვილმა 080808 მარტივად ახსნა, ჩვენი გიჟის შეცდომით, და ამით საქართველოს სამომავლო ისტორიულ სტრატეგიულ ანკესს, საჭირო ანკესს გადაგდება დაუპირა, განსაკუთრებით დამაინტერესა არეშიძის პოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ამ "აღმოჩენის" შესახებ.
მაესტროზე ვუყურე, ოღონდ არასრულად. არ ვიცი ახსენა თუ არა საერთოდ ივანიშვილის ის პოზიცია, არ ვიცი რა შეფასება მისცა,
მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს მისი აზრი ამ თემაზე, უფრო სწორედ, ნაკლებად მაინტერესებს.
რატომ? ივანიშვილზე ისაუბრა როგორც ხალხში იმედის გამღვიძებელ მშვიდ გაწონასწორებულ პოლიტიკოსზე. აშკარად გადაამატა ქება დიდება, ქარიზმა და სიმშვიდე მოუწონა, ირაციონალურ დონეზე ხალხის დამშვიდების, დაიმედებისა და დაკმაყოფილების უნარი აღმოუჩინა ( ხალხი ამბობს, არ ვიცი რა ილაპარაკა, მაგრამ კაი იყოო).
ხოდა, ეს ივანიშვილის სიმშვიდე უკვე რამოდენიმეჯერ რომ ახსენეს, მაინტერესებს დავიჯერო ამდენად რეალურია?
მე სულაც არ მიმაჩნია მშვიდად კაცი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვას, მითუმეტეს ღია ეთერში, კონტრკითხვებით, თანაც დამადანაშაულებელი კითხვებით და შეფასებებით პასუხობს, რომელიც აცხადებს რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რომელიც მესამე საჯარო გამოჩენას მესამედვე თავისი ზეაღმატებული სასახლიდან აწარმოებს.
არ მიმაჩნია მშვიდად პოლიტიკოსი რომელიც თვლის, რომ "სააკაშვილს რომ დაუჯერო 080808 ომი ჩვენ მოვიგეთ". საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომი ომახიანი რიტორიკის ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაცია ჟურნალისტს ეპატიება, პოლიტიკოსს არა, პრეზიდენტი კი ასეთი პოზიციით წაგებული ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
09 აქციებზე მიშამ თქვა ჩვენ ამ ოპოზიციურ ტალღას ( სიტყვასიტყვით არ მახსოვს) გადავლახავთ ისე, თითქოს რუსეთი საერთოდ არ არსებობდესო.
მინდა რომ საქართველოს სახელმწიფომ ეს ტალღაც ისე დაძლიოს , თითქოს რუსეთი საერთოდ არ არესებობს.
ანუ არ მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს კრემლის აგენტი და პროექტი ეძახონ. ხალხი დაიჯერებს და კრემლს ჩაბარდება, მობეზრდათ 20 წლის დამოუკიდებლობანა, ძნელია რუსეთისგან ქების გარეშე ყოფნა, რუსეთი ხომ სამყაროა ჩვენთვის.
და პრინციპულადაც, მინდა რომ პოლიტიკოსის ნათქვამ სიტყვას პოლიტიკოსის ნათქვამი სიტყვა დაუპირისპირდეს და მსაჯული ხალხი იყოს. როგორც იყო აქამდე.
ადრე მიშა ( და ზოგადად პრეზიდენტი, როგორც თანამდებობა)
პრარაბს, გიდს, სტრატეგიის გეიმერს, მასწავლებელს და ობობას შევადარე,
მიშას ობობად ყოფნა კარგად გამოსდის, თუმცა ივანიშვილის ამოფრქვევამდე კაი ხანი პრარაბი იყო. ახლა ისევ ობობაა, ფაქტიურად მიზერული მოძრაობები გააკეთა, არავითარი შეფასება, არავითარი შეპასუხება, მხოლოდ ის, რისი უფლებაც კანონით ჰქონდა - ჩამოართვა მის მიერვე მიცემული მოქალაქეობა კანონის შესაბამისად, შეუზღუდა ფულის მოძრაობა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე და ავტომატური იარაღი ჩამოართვა მის დაცვას. ძალიან გამიკვირდებოდა ამ შემთხვევებში სხვა რეაგირება რომ ყოფილიყო.
პოლიტიკა და მითუმეტეს რუსეთთან წაგებული ქვეყნის პოლიტიკა სპორტი არ არის, არც ქუჩური გარჩევაა, იანგულივით ცალი ხელი რომ შეიკრა და ისე ეჩხუბო, მითუმეტეს შენზე უფრო მდიდარს ( სეუ გავლენიანს, ძლიერს) პოლიტიკა ომების შემდეგ გაჩნდა დედამიწაზე და ომების საწინააღმდეგოდ შექმნეს ადამიანებმა.
მტერო, არ გაბედო არის პოლიტიკის მთავარი ღერძი.
არ გაბედო ომი ჩემს წინააღმდეგ, მე დასაცავი მაქვს საქართველოს ღირსება, რომლესაც ემუქრები, ამიტომ შეგებრძოლები, არ დაგითმობ.
ეს თავიდანვე უნდა იცოდეს ოპოზიციამ ( ოპოზიციამ მინუს დავითაიამ და პადოშამ, რომლებიც რუსეთისთვის პირის მობანვას არ აპირებენ)
აი, არეშიძე მეიმედებოდა, რომ მეტ პრონციპულობას გამოიჩენდა, მაგრამ რას ვერჩი, ისიც ივანიშვილის ხიბლშია ჩავარდნილი. ხიბლი ლიბრად ქცევია და ვერ ამჩნევს რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან ომზე ბოდიშის მოხდა. და პირიქით, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს პრინციპული პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში.
ოპოზიციის მიერ ამოტივტივებული ტერმინით რომ ვისარგებლო, წყალგამყოფი აქაა, ესაა წყალგამყოფი.
და აი რაა ეს წყალგამყოფი.
საქართველოს მოსახლეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ისინი ვინც თვლის რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, რომ ეს შესაძლებელია და ისინი ვინც საქართველოს გაერთიანებას ფუჭ ოცნებად თვლიან.
ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება პრინციპულია.
პირველნი თვლიან რომ საქართველოს ჭირდება დიდი წარმატება და არა წარმატება, ჭირდება მისი მონაწილეობა არამილიტარულ გაძლიერებაში (ექსტერიერის, ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი, სტატისტიკა, ასფალტი და კონცერტი მისთვის მნიშვნელოვანია) . ისინი თვლიან რომ ქვეყნის ღირსება ქვეყნის და მისი მოქალაქეების გლობალური სახეა.
მეორე ნაწილი თვლის რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებს მას, თუ იქნება მდიდარი, სამართლიანი, კეთილი, დემოკრატიული, ხელისუფლება იქნება რბილი, კრიმინალები არ დაიბადებიან, კორუფცია თავს არ წამოყოფს, პოლიცია ძალას არ გადაამეტებს, პრეზიდენტი იქნება ილია ჭავჭავაძე, ოღონდ 70 წლის, 50 წლამდე ილია ჭავჭავაძეს ისინი ვერ აიტანენ.
ღირსება მათთვის ქვეყნის საზღვრებს არ ცდება და პიროვნებათა სახეა და არა ქვეყნის.
არსებობს კიდევ მესამე ჯგუფი იქნებ ამ ორივეზე უფრო ხალხმრავალი, რომელსაც მხოლოდ ერთი დღით თუ გაუბედავ გლობალური არხების (ევრონიუსი, დისქავერი, ნიკელოდეონი, ნეშენელ ჯეოგრაჯიკი) მაუწყებლობის ინგლისურად გაშვებას და რუსულის თარგმნის დაბლოკვას, და ის დღე უნდა იყოს რუსეთ საქართველოს ომის ერთი წლისთავი, ერთი დღით (080809), მეტი ვერა.
ეგ ხალხი ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობს, საბჭოთა რუსეთში. ერთი ცოდვის პატიების გარანტია საკმარისია, რომ დაივიწყონ ისტორია, დაივიწყონ ბოლო 20 წელი და მიუბრუნდნენ რუსეთთან ქება- მოფერების რეჟიმს, სულერთია რა ფასად.
მაგალითად წინასწარ კასტრირებული ლტოლვილთა 5 %–ის დაბრუნებაც იკმარებს ინდულგენციად.
ღირსება მათთვის სამდიდრეში, სიმშვიდეში ზომიერ ლაგამში, "კუთვნილი" ბედნიერების ფლობაში ტრანსფორმირებული ამორფული მცნებაა.
რომელ ჯგუფშია ივანიშვილი?
რომელი ჯგუფის ორგანიზებას და წინამძღოლობას აპირებს?
უკვე ვიცი რომ პირველის არა.
Posted by cartwheel at 6:13 PM 2 comments
Labels: ადამიანები, პატარკაციშვილი, ხალხი
Wednesday, November 2, 2011
ჰაერში მყოფი შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს
გუშინ ივანიშვილის მასიური პრესკონფერენცია იყო შუშის ყველაზე გაუმჭვირვალე ვერტპლაშჩადკიდან.მინდა თუ არა, ეს კაცი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება მინიმუმ რამოდენიმე წელი.ჩემი ყურადღება ეკუთვნის, მაგრამ ვერ ვნახე პირდაპირ ეთერში, მორიგე ვიყავი მიშასთან. მასაც არ უნახავს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ არ უნახავს მინიმუმ ღამის თორმეტ საათამდე, ვინაიდან მანამდე სტუმარი ჰყავდა ანაკლიასა და განმუხურში, იმგზავრა ვერტმფრენით და ბათუმიდან თვითმფრინავით, გზაში კი "ქეთო და კოტედან" ნანი ბრეგვაძის და პაატა ბურჭულაძის მონაკვეთებს უსმენდა/უყურებდა თვითმფრინავში.დღეს ინტერნეტში ვუყურე, ალბათ მიშამაც ინტერნეტში, ან ჩაუწერდნენ წინასწარ. პატარა ამბავია, საქართველოს ბიუჯეტის ოდენობის ფული თავისუფლად საქნევი, შიგნითვე გიპირისპირდება, თანაც სიყვარულის და იმედის ჰოროლით.ვუყურე.
და რა მერე?შეკითხვები ბევრი მქონდა, მათგან უმეტესობა ისევ პასუხგაუცემელი დამრჩა.კაი, გეთანხმებით, რომ ეს კაცი დებილი არ არის, და შალვა ნათელაშვილზე უკეთესი პოლიტიკოსი შეიძლება დადგეს.საიდან ასეთი დასკვნა?იქიდან რომ ელემენტარულ თამაშის წესებში გაერკვა:სწორედ წესების დაცვით განაცხადა რომ:–რომ ააშენებს დემოკრატიას.–გაათავისუფლებს მედიას სახელმწიფო ზეწოლისგან.–მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.–რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს.–პატივს სცემს რუსი ხალხის არჩევანს (პუტინს).–საქართველოს არაქართველ მოსახლეობას, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს განიხილავს საქართველოს სრულუფლობიან მოქალაქეებად.–შექმნის კანონიერების და სამართლიანობის დამცველ სახელმწიფოს.–არ გააბრაზებს რუსეთის ხელმძღვანელობას..–ითანამშრომლებს ნატოსთან და ამერიკასთან.–ითანამშრომლებს ჭკვიან ხალხთან, ჭკუას დაეკითხება მათ.–უყვარს საქართელო.
ეს მინიმალური ნაკრებია, რაც უნდა ეთქვა პოლიტიკოსობასა და ხალხის მმართველობაზე ამბიციის მქონე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამავე დროს უმაღლესი განათლების დიპლომი უდევს და სახლში ტელევიზორი აქვს.ამათგან თუნდაც ერთერთი რომ შეშლოდა, ვიტყოდი, რომ ნათელაშვილის ან დიმიტრი ლორთქიფანიძის დონისაა. მაგრამ არ შეშლია, სწორად თქვა, და ამიტომაც ვაღიარებ პოლიტიკოსად (დიდი უკანდახევა ჩემგან). ნუ, საქართველოს მასშტაბით მაინც პოლიტიკოსია.მაგრამ, გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსია, მე რას მიქადის მისი პოლიტიკოსობა + გავლენიაობა/წონიანობა?როგორც გითხარით მისდამი შეკითხვები კვლავ უპასუხოდ მრჩებადა ვინაიდან 200 ჟურნალისტის 20 შეკითხვა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ჩემს მარტივ შეკითხვებზეც გამეგო პასუხი, აქ შევეცდები შეკითხვები უკვე ჩემი სიტყვებით ჩამოვწერო.–აქვს თუ არა ქვეყანას (ქვეყნებს ზოგადად) ღირსება?–რა შემთხვევაში უნდა დაიცვას ქვეყანამ ღირსება თუნდაც სისხლით?–სააკაშვილის პერსონალური შეცდომით 080808–ის ახსნა, ხომ არ არის საქართველოს ღირსების ისტორიული დაკარგვა/ ომის სამომავლო ბონუსების განულება?–სააკაშვილის ომის გაჩაღებაში დადანაშაულების შემდეგ თქვენი გაპრეზიდენტების ფაქტი აღიქმება თუ არა რუსეთის (ხალხისა და პოლიტიკოსების, მასმედიის მიერ) მიერ დადასტურებად, რომ 080808 ისინი სწორი მიზნებისთვის იბრძოდნენ?–მისი მმართველობაში მოსვლა ლოიალური პოზიცით რუსეთის მიმართ, იქნება თუ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის რუსეთის გარშემო ინტეგრაციის ახალი ტალღის მაპროვოცირებელი?–გაუგია თუ არა მას ფრაზა "ცხრაჯერ მწარედ რომ დამარტყან, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ" და რატომ არ შეესბამება ეგ ფრაზა საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომ ომახიან პათეტიკას?–გაუგია თუ არა მას ძველი ქრისტიანული შეგონება " წარსდექ მშიერი , არა შიშველი" და თუ ეთანხმება, რითი არ შეესაბამება ამ პრინციპს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ქვეყნის გასუფთავების, შეღებვის, გზების მსენებლობისა და პრეზენტატიული ექსტერიერის მიცემის აქცენტით?– რამდენად პრინციპულია მისთვის ევროპის გაზსადენის დივერსიფიკაციის გასაღების ფლობა საქართველოს მიერ?–იცნობს თუ არა ის 080808–მდე საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს გასერთიანებლად მიმართულ სამშვიდობო პოლიტიკას, კონკრეტულ ღონისძიებებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ხარისხს ამ საქმეში?– მისი განმარტება, რომ 080808 სააკაშვილს უნდა ჩაერთო საერთაშორისო საზოგადოება და დაეფიქსირებინა ერთობლივი აღშფოთება–შეშფოთება, და ასე უნდა ეპასუხა სხვა სამომავლო სისხლიან ინტერვენციებზეც, იქნებოდა თუ არა საქართველოსთვის საუკეთესო პერსპექტივის მქონე სტრატეგიული პოლიტიკა?–მისი დაპირება, რომ დაამარცხებს ელიტარულ კორუფციას რა მეთოდებით შესრულდება? პატრონების შეცვლით ზოგადი უნარების ტესტებში გამარჯვებული კანდიდატებით თუ როგორც თვითონ ახსენა ერთგული თანამოაზრეების გუნდისთვის გადაბარებით?–მისი ფრაზაა, რომ სააკაშვილი მთელ საქართველოს ციხეში ჩასმას უპირებს, რომ ციხეები გადატენილია. მისი ვარაუდით რამდენი ათასი ადამიანი იქნება მისი მმართველობის დროს ციხეში?–2008 წლის იანვარში სააკაშვილმა მოიგო თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები?–2003–20011 წლებში საქართველო არამარტო სააკაშვილმა აშენა, არამედ სრულიად საქართველომაც.მისი შეფასებით რა დადებითი ანუ რა შესანარჩუნებელი ცვლილებები მოხდა საქართველოში და როგორ აპირებთ თქვენ იმ მიღწევების შენარჩუნებას?–როგორ მოიქცევა, თუკი მის გეგმას გადაეღობება ხალხის გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკოსთა სეგმენტი, მასმედია, ერთი ადამიანი?
Posted by cartwheel at 3:30 PM 0 comments
Labels: ადამიანები, მძიმე კითხვები, ოპოზიცია, პრეზიდენტი, ძირს პათეტიკა