Monday, November 28, 2011

44-ე მარშრუტკა და მე-6 კლასის  ფიზიკა


#44

მიწევს ამ მარშრუტით მგზავრობა. 
მას შემდეგ რაც 19 წლის ომეგა პატიოსნად მოვკალი* და დაშლილებში ჩავაბარე, 44- ე მარშრუტკით ვმგზავრობ ხოლმე. უცვლელია რიტუალური თითქმის ტრადიციულის ის წინადადება, რომელიც გზაზე ამ მარშრუტკის დანახვას მოჰყვება. 
აი ეს.  აუცილებლად მიჩნდება ეს წინადადება. მოგიტყანთ ფიზიკის მასწავლებელი. 
სანამ გამოჩენის შემდეგ ეს ნეტარხსენებული ავტო ჩემამდე მოსვენდება ამ წინადადებას ალბათ სამჯერ ვიმეორებ გუნებაში. 

რატომ? 

იმიტომ რომ ამ ხაზის მძღოლებს შიდა განაწესი აქვთ - ლუბლიანას ქუჩა, რომელიც    მათი მგზავრების მთავარ უბანს წარმოადგენს, არაუმეტეს 15 კმ/ სთ სიჩქარით გაიარონ. მიაღწევენ დიღმის ბაზარს და მერე "აწეწავენ". 

წვალობენ ამ ზოზინით და გვაწვალებენ მგზავრებს. ერთიოეჯერ მარტო როცა აღმოვჩნდი მძღოლთან, შევეცადე ამეხსნა რომ ეს სრულიად ფუჭია, პირიქით, ე. წ. კონტრპროდუქციულია. იმით რომ  ფაკულტატური მგზავრები მათ აღარ წყალობენ ამ ზოზინის გამო და სხვა  მარშრუტს არჩევენ. 

უშედეგოდ. 

მეტ ცდას აღარ ვაპირებ, მაინც ვერ შევვლი მათ მაზოხისტურ სადისტურ  გადაწყვეტიკებას. 
ვერ შევცვლი იმიტომ რომ მათ ცუდი ფიზიკის მასწავლებლები ჰყავდათ მეექვსე კლასში. 

საიდან ვიცი? 

იმიტომ რომ ეს ამოცანა მათთვის დაუძლეველია: 


მარშრუტკა დადის A დან C მდე მარშრუტზე.
ვინაიდან ცუდ დროს1996 წლამდე ამ ქვეყანაში არავითარი წესი, მათ შორის მცირე კორპორაციული სოლიდარულობის წესი არ მოქმედებდა,  განსაკუთრებით ხარბი მძღოლები A დან B პუნქტამდე მონაკვეთს, სადაც კლიენტათა მთავარი კონცენტრაციაა, ძალიან ნელა გადიოდა, რათა მეტი მგზავრი აეყვანა. B დან C მდე მონაკვეთს კი კისრისტეხით გარბოდა. შედეგად ამ ხარბი მძღოლის უკანა მანქანა რჩებოდა კლიენტისა და ფულის გარეშე.  არაერთი ურთიერთ ჩხუბისა და დედის გენება დაგინების შემდეგ მიიღეს წესად, ყველა თანაბრად უწესოდ მოვიქცეთ, რათა ჩვენს შორის უწესოს უფრო უწესოდ მოქცევის საშუალება აღარ ჰქონდეს (აბა 15 კმ/ სთ ზე ნაკლები სიჩქარით ხომ არ ივლის, ვეღარ ივლის)
ეს ბრძნული ევოლუციური წინსვლა-წესი ამ მარშრუტზე ალბათ უკვე 10 წელია მუშაობს.

საქართველო აღარაა ისევ ის საყოფაცხოვრებო დონეზე გაუტანელ მოღალატეთა ხროვა, რალხი წესს მეტ პატივს სცემს, ღვედებიც კი შეიკრეს მანქანებში, ეს 44-ე  მარშრუტის მძღოლთა "წესი" კი ისევ ძალაშია.   
რომ კითხო ასე უფრო მეტ კლიენტს აგროვებენ. 

მაშ ასე, სიუტაციური ამოცანა ABC მარშრუტზე. 

შენი მიზანია მეტი მვზავრის აყვანა, 
წარმოადგენ ადამიანთა  ჯგუფს, რომელთაც ასევე ეს მიზანი აქვთ - მეტი მგზავრის აყვანა. და ვინაიდან ჯგუფი ხართ და არა ხროვა, ცდილობთ რომ ერთმანეთის მიმართ სამართლიანი წესი შემოიღოთ. 
ABC მარშრუტზე მგზავრი ძირითადად AB მონაკნეთზე ამოდის, AB მონაკვეთი 1 კმ სიგრძისაა BC კი 15. 

ერთმა "ჭკვიანმა" თქვენში თქვა, ვიაროთ ყველამ 15 კმ/ სთ სიჩქარით AB მონაკვეთზე, ასე მეტ მგზავრს მოვაგროვებთ. 

ყველა დაეთანხმა და სრულდება ეს წესი მეათე წელია.
 
შენ რომ იქ ყოფილიყავი დაეთანხმებოდი თუ შეეწინააღმდეგებოდი და ააცილებდი  ნერვების ფხრეწვას 500 მგზავრს დღეში ათი წლის განმავლობაში? 

და თუ შეეწინააღმდეგებოდი რა არგუმენტებით (ფიზიკა მაქვს მხედველობაში და არა მორალი)

იმედია გადაარწმუნებდი.



მიხვდით ალბათ, რომ B წერტილიდან მიკროავტობუსები ერთიდაიგივე ინტერვალით გადიან, შესაბამისად უკან მომავალ მიკროავტობუსს ის მგზავრები, რომლებიც მას უნდა დახვედროდა წინა ავტობუსს სწრაფად რომ ეარა და შესაბამისა ამ მგზავრების გამოსვლამდე უნდა ჩაევლო, აღარ დახვდება. შესაბამისა, ვინაიდან მეორე მანქანა ნელა მიდის, ის აიყვანს იმ მგზავრებს, რომლებიც მისი სწრაფად ჩავლის შემთხვევაში მესამე მანქანას უნდა დახვედროდა.

ანუ სწრაფად ივლიან თუ ნელა, მგზავრები მაინც იგივე ეყოლება თითოეულს. 

ოღონდ პრინციპი უნდა იქნას დაცული, ან ყველა სწრაფად (ვთქვათ, ნორმალური სიჩქარით) უნდა დადიოდეს, ან ყველა ნელა. 

თუ ყველა ნორმალური სიჩქარით ივლის მაშინ 44-ე მარშრუტს მოუბრუნდება იმ მგზავრთა ნაწილი, რომელიც ამ მარშრუტში სწორედ ამ ზოზინა წუთების გამო აღარ ჯდება  . 

მაგრამ 44 ელები ისევ ვერ ენდობიან ერთმანეთს, ურჩევნიათ დარწმუნებულები იყონ, რომ მათი ჯგუფელი ერთერთი ჭკვიანი ფეხს არ აითრევს და შემდეგ მანქანას ცარიელს არ დატოვებს  . 

ამიტომაც ამ მარშრუტის პოტენციური მგზავრები სხვა ტრანსპორტს ნახულობენ. 
სხვა მარშრუტები კი (არადა ეს ადგილი 4-5 მარშრუტის ბოლო წერტილია) ერთმანეთს ენდობიან და ნორმალური სიჩქარით დადიან, 
მათ ბონუსად ემატება 44-ეს გამოქცეული მგზავრები. 




19 წლის ომეგა პატიოსნად მოვკალი*- და დაშლილებში ჩავაბარე. ხო, მაშინ პრინციპულ საკითხად მივიჩნიე, რომ საქართველოში იმ მანქანას აღარ უნდა ევლო თუ ებობღა. 
მუხრუჭები აღარ ჰქონდა, ელიტიპოლის მატარებელივით ხრჩოლავდა და ერთი ორჯერ მომიცურდა. მოკლედ ხიფათი იქნებოდა მფლობელისთვის და ჩვენთვის არამფლობელთათვის ავტონაკადთა ასეთი თანამონაწილე. 

4 comments:

Anonymous said...

Link exchange is nothing else except it is simply placing
the other person's web site link on your page at suitable place and other person will also do same in favor of you.
My web page : transfer news fussball

Anonymous said...

There is certainly a great deal to find out about this
subject. I like all of the points you have made.
My site: transfer news epl results

Anonymous said...

I really like it whenever people come together and share views.
Great site, continue the good work!
Take a look at my blog post :: pizza games papa

Anonymous said...

It is rеally a nіce and uѕeful piece of
info. Ι am glad that yоu shared this useful infoгmation with uѕ.
Please keep us informed like this. Thank you foг sharing.



Take a look at my weblog :: tantric massage in London firm