Tuesday, November 8, 2011

რაკურსი

რაკურსი არის ხედვის წერტილი.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ იცვლება რაკურსი ობიექტთან მიმართებაში, იცვლება თვით ობიექტის გამოსახულება.
 ზედა რაკურსით მსხალი ვაშლია, თევზი თითისტარაა, ცხვარი მუთაქაა,  ქვედა რაკურსით მანქანა ტალახია, ადამიანი უზრდელია. რაკეტა ცეცხლოვანი  ბურთია.

გვერდითა რაკურსი ყველაზე ობიექტურ სურათს იძლევა. გვერდიდან ადვილად შეაფასებ ზომას, ფორმას და მიმართულებას. გვერდიდან სფინქსი სფინქსია და ეიფელის კოშკი ეიფელის კოშკია, ჟირაფი ჟირაფია და მსხალი მსხალი.
;თუმცა აქაც არის რაკურსის წერტილები, რომელიც ობიექტის არასწორი დანახვის ალბათობას ტოვებს. თუ ობიექტი რთულია ყოველთვის რჩება ასეთი თეთრი ზონები. მაგალითად მარტივი ( თუნდაც გენიალური) ეიფელის კოშკი ყველა წერტილიდან ეიფელის კოშკია, ხოლო სფინქსი ( ასევე გენიალური, ოღონდ რთული) ზურგიდან შეიძლება ლომი იყოს, ან კატა  ან სულაც კვერცხი ან ბორცვი.
ბათუმის პიონერთა პარკის შესასვლელში მდგომი ავიატორი ქალის და მისი შვილის  ძეგლი ახლო რაკურსით შვილის საცემრად გაქაჩულ ქალს და თავზარდაცემულ, თავდასაცავად ხელაღმართულ შვილს  ჰგავს.
ერთი მოვლენა და ერთი პიროვნება თუ ერთი მხრიდან განმანთავისუფლებელი ბრძოლა და ეროვნული სიამაყეა, ფრონტის მეორე მხრიდან მტერი და მტერთაგან ყველაზე ბოროტი ადამიანია.
რაც ერთისთვის დემოკრატიის ნიშანია, მეორეთათვის აღვირახსნილობაა, რაც მაღლისათვის დაბალია, ის დაბლისათვის შეიძლება მაღალი იყოს.
რაც ერთისთვის პრინციპულობაა, მეორისთვის სიჯიუტეა, ასე გადაიქცევა სიკეთე სიბრიყვედ, ლმობიერება ლობიოობად, შრომა ვირობად და თავდადება პატივმოყვარეობად. თავმოყვარეობა ფანფარონობად და სისულელე გულწრფელობად.
გააჩნია რაკურსს.
ერთ ინტერვიუში ასანიძემ მოყვა კურიოზი, ერთხელ ბილიარდის თამაშისას კიებს ვარჩევდი და ერთზე ვთქვი ძალიან მძიმეა მეთქი, და გაეცინა ხალხსო. თუმცა ეს უკვე რაკურსზე აღარაა, ეს შეფასებათა კრიტერიუმთაგან სხვა პარამეტრია - შედარება, ამაზე სხვა დროს.  
ისევ რაკურსზე, ანუ ხედვის წერტილზე.
სომხეთი მსოფლიოს უყურებს იმ რაკურსით, რომელშიც უნდა დაინახოს -" მთიან კარაბახს დამოუკიდებელი არსებობის უფლება აქვს, იმიტომ რომ ანკლავების მიერ  თავისი დე ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვება დე იურე დამოუკიდებლობად გარდაქმნა მსოფლიოში მიღებული კანონზომიერი  პრაქტიკაა". ოფიციალურ სომხეთს საკუთარი რაკურსი- ხედვის წერტილი არ მისცემს საშუალებას მხარი დაუჭიროს საქართველოში აფხაზეთის  იძულებით  რეინტწგრაციას.
ნოვოდვორსკაია და ბარავოი  მსოფლიოს იმ რაკურსში ხედავენ, სადაც პუტინის ციკლურობის მანევრი - პრეზიდენტი- პრემიერი- პრეზიდენტი ყველაზე დიდი საფრთხეა. მათ ყველაზე მეტად ის არ უნდათ დაინახონ, რომ ეს ციკლურობა რაღაც  კანონზომიერებას ეყრდნობოდეს და არა ერთი კაცის დიქტატურას.
ნოვოდვორსკაიას და ბარავოის საკუთარი რაკურსი არ მისცემთ საშუალებას მოიწონონ სააკაშვილის მმართველიბის გახანგრძლივება, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მიშა კენედია და პუტინი სტალინი. ამ შემთხვევაში მათ მიშასადმი გულშემატკივრობას აჭარბებს იმ ღერძის ძალა, რომელიც ამბობს -ხელისუფალი, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს თუნდაც კანონის ფარგლების დაურღვევად, ცუდია და გადმოყირავებას იმსახურებს.
არადა რუსეთში პუტინი პრემიერად და პუტინი ისევ პრეზიდენტად რუსი ხალხის მიერ სრულიად გააზრებულად არის არჩეული. პუტინმა რუსებისგან, ანუ განვითარებული, განათლებული ევროპული ერისგან უზარმაზარი   მანდატი მიიღო, არაორაზროვანი მანდატი - ასე განაგრძეო. რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები ისევ წინაა, მაგრამ შედეგი წინასწარაა ცნობილი. არა იმიტომ რომ არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდება, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რეიტინგი ცის ტატნობთანაა აწეული მის შესაძლო კონკურწნტებთან შედარებით. რეიტინგი კი რუსი ხალხის სურვილს, შეფასებას, იმედს, ნდობას გამოხატავს. რუსები თვლიან, რომ მთავარია მათი პრეზიდენტი გავლენიანი იყოს მსოფლიოში, მათი გეოპოლიტიკური ნელცეცხლიანი ომი წარმატებით გაგრძელდეს გარშემო 1991 წლუს შემდეგ წამოყელყელავებული ბასტიონების თანდათანობითი და განუხრელი დაცემით, და პენსიები, კორუფცია, დემოკრატია   ,  ეს ხუინაა. ვეძ ნავთობდოლარები ყოველთვის იდენს, არაყიც მექნება, კალბასიც, ბანანიც და გაგრაც დასასვენებლად.
რუსი ხალხის აქცენტი გამარჯვებაზე, პუტინის მეშვეობით გადადის რუსეთის რეალურ გამარჯვებებში და ეს კანონზომიერია. შეკვეთა არის ერთმნიშვნელოვანი და ომახიანი, პუტინი რუსეთის მსახურია. ერთადერთი სურვილი, რაც ამ გზაზე შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, ესაა საკმარისი დიპლომატიისა და პოლიტიკოსობის უნარი, რათა ეს საქმე ( რუსეთის გავლენის განუხრელი ზრდა) ფაფხურის, ემოციების, სისხლის და მსოფლიოსგან ნეგატივიზმის გარეშე გაგრძელდეს. ანუ რუსეთის ზეასვლა იყოს ღირსეული და ძლევამოსილი და არა სისხლიანი და ისტორიაში დასაფიქსირებელი კომპრომატებით. პუტინი ამას გააკეთებს, გ7 შიც ღირსეულად იდგება და გ20-შიც, არიფი არ არის, სიტყვა არ შეეშლება. მართალია საქართველოსთან მთლად სუფთად არ გამოუვიდა 2008- ში, კომპრომატებიც საკმაოდ დატოვა, მაგრამ საქართველოსთან მთავარი სარმა ჯერ კიდევ წინაა. უკრაინაა მშვიდად გართხმული პუტინის ქვეშ და საქართველოც აღძრულია ჩუმად და რბილად დასაცემ პოზას თვითონ ღებულობს
ასეთ დროს პუტინი აუცილებელია. არა იმიტომ, რომ სხვა ამას ვერ გააკეთებს, არამედ იმიტომ, რომ სარმა სუფთად ( ისევე როგორც უკრაინაში) დასრულდეს საქართველოს მიერ თავისი შეცდომის აღიარებით ჯერ კიდევ პუტინის მმართველობაში, რათა  სამომავლო ისტორიაში დღევანდელი კომპრომატები გაბათილდეს. რუსეთი არ უნდა ჩანდეს როგორც ცალკეული პრეზიდენტი, რუსეთი უნდა ჩანდეს როგორც დერჟავა და მისი კანონზომიერი უფლებები, ხოლო საქართველო უნდა ჩანდეს, როგორც კერძო შემთხვევა, სოროსის და ბუშის დასმული სააკაშვილი.
ეს სცენარი ისევეა მოსალოდნელი, როგორც მოძრავი მატარებლის ტრაექტორია თანხვდება  რელსების  ტრაექტორიას.
საქართველოს განსაკუთრებული კონსოლიდირებისა და პატრიოტიზმის გამონახვით შეუძლია მხოლოდ კურსი უცვალოს ამ მატარებელს . მას არ შეუძლია  მატარებლის გაჩერება ან მართი კუთხით გახვევინება. საქართველოს შეუძლია მოასწროს და ააშენოს გადასახვევი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე გრადუდით, შემდეგ კიდევ რამდენიმე გრადუსით, შემდეგ კიდევ რამდენიმე გრადუსით და შემდეგ კიდევ რამდენიმე გრადუსით შეცვლის რუსი ხალხის გეგმას.
რა მაქვს მხედველობაში?
საპარლამენტო არჩევნები!
ამ არჩევნებზე საქართველომ, ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც რუსეთში რუსი ხალხი  აირჩევს პუტინს, ანუ ცერს ქვემოთ უჩვენებს თავის გლადიატორს ,მოკალი ეგ ქართველიო.
ქართველმა ხალხმაც უნდა აჩვენოს ტრიბუნებს რომ თავის წაფორხილებულ გლადიატორს არენაზე გასვლას შეცდომად არ უთვლის,  ბრძოლის გაგრძელებას და არა დანებებას უბრძანებს.
მეორე ვარიანტია საქართველო მოწყენილი გაჩუმდეს ტრიბუნაზე და ისმინოს გვერდიდან რუსების გამარჯვებული ყიჟინა სანამ მათი გლადიატორი  ჩვენს მიტოვებულ ჩვენს მიერვე პარალიზებულ გლადიატორს კი არ კლავს, არამედ თავზე აფსამს. კოშმარულია ეს სცენარი.

 რას შეუკვეთავს ქართველი ხალხი?
საპარლამენტო არჩევნები იტყვის ქართველი ერის ვერდიქტს: ვინ არის მტყუანი რუსეთთან, მიშა თუ საქართველო.
და თუ საქართველომ აიღო თავის თავზე საქართველოს გაერთიანების შეკვეთა, მაშინ რუსეთის მოწინააღმდეგე არა სააკაშვილი, არამედ საქართველო გამოდის, რუსეთის ტანკები საქართველოში 080808- მდე კი,  რუსეთის დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ.
ნუ გავიფუჭებთ ისტორიას, ისტორია გავუფუჭოთ რუსეთს. ვინც ვერ გაიგეთ რომ  მართალი ვარ, თავიდან ნუღარ წაიკითხავთ, მაინც ვერ გაიგებთ.

მიშა აღარ გვეყოლება პრეზიდენტად  ერთ წელიწადში და საერთაშორისო ნორმები და ჩვენი კონსტიტუცია მშვენიერ შანნს გვაძლევს, რომ ბრძოლა "რუსეთ- სააკაშვილის ბრძოლიდან" ( როგორც ამას რუსეთში ნათლავენ, თუმცა საქართველოშიც ითქვა 200 ჯურნალისტის წინ) რუსეთ საქართველოს  ომად, პრონციპული პოზიცოების ჭიდილად ვაქციოთ, თუნდაც თვით რუსი ხალხის თვალში.
ეს მოხდება თუ სააკაშვილი არაორაზროვანი უპირატესობით გაიმარჯვებს მის ერთადერთ დარჩენილ არჩევნებს- საპარლამენტო არჩევნებს.

ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე ამ გამარჯვებას არც ალტერნატივა ჰქონდა, არც საფრთხე და ... არც ფასი.
ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ყველა ხმა, სააკაშვილისათვის მიცემული პოზიცია იქნება და არა დინების მიყოლა.
რუსებმა იციან რა დაავალონ თავის სახელმწიფოს. რას დავავალებთ ჩვენ ქართველები ჩვენს სახელმწიფოს?
მსოფლიო გვიყურებს დიდი თვალებით მათი რაკურსი უცვლელია, ღირსეულ საქართველოს, რომელმაც იბრძოლა, გვერდში დაიყენებენ, უღირს საქართველოს, რომელსაც ექსცენტრიკი მართავდა დროებით, დაივიწყებენ. მსაჯული ჩვენ ვართ, ტრიბუნა მსოფლიოა.
საპრეზიდენტოზე ხმა  ვისაც გინდათ მიეცით, მსოფლიოს თავის შეკითხვაზე პასუხი უკვე ექნება.

4 comments:

Anonymous said...

saxlSi ician rom wer?? vai Sens patrons ubedurs demagogo

cartwheel said...

ამ კომპლიმენტს შევინახავ.

Anonymous said...

I used to be able to find good information from your
blog articles.
Here is my web page ... transfer news chelsea fc

Anonymous said...

What i do not understood is actually how you are now not really a lot more well-appreciated than you may be now.
You are so intelligent. You recognize thus considerably in terms of this subject, made me for my part consider it from numerous various angles.
Its like women and men are not interested except
it's one thing to accomplish with Girl gaga! Your own stuffs outstanding. At all times deal with it up!
Also see my web page :: latest transfer news for arsenal 2011