Sunday, November 6, 2011

მიშისტებს და სხვებს.

32 ათასი წლის წინ (ქრისტეშობამდე 30 ათასი წლით ადრე) ადამიანს ბევრი საშიში მტერი ჰყავდა, ყველაზე ბევრი და ახლოსმყოფი, შესაბამისად ყველაზე საშიშიც, მგელი.  თუკი გიგანტური დათვები და ხმალკბილა ვეფხვები იშვიათად ესხმოდნენ თავს ადამიანს, იქიდან გმომდინარე, რომ ეს მტაცებლები ინდივიდუალურად ნადირობდნენ და ადამიანების ჯგუფური ჭყვილისა და ნასროლი ქვებისათვის  თავი არ უნდა აეტკივათ, (იქვე არ ჰყავდათ გემრიელი სარდელები, გოჭები და ხბოები? ),აი მგელი კი თვითონ ნადირობდა ჯგუფურად და ადამიანზეც ხშირადაც იწეოდა. თან მგლები ბევრნი იყვნენ და იმიტომაც გადაურჩნენ კატაკლიზმებს ხმაკლბილა ვეფხვისა და გიგანტური დათვისგან განსხვავებით.  ანუ ადამიანის მთავარი შიში მგელი იყო.  შიში შეიქმს სიყვარულსაო და ადამიანმაც ისისაა დაარსებულ პანთეონში ერთერთ პირველ ღმერთად მგელი გამოაცხადა ( მგელი ღმერთი  ქართველების წინაპრებში დადასტურებული ტოტემია).  მგლები უსაფრდებოდნენ ადამიანს გამოქვაბულთან და უჭამდნენ შვილებს.    მგლებს ნანადირევთან ერთად ადამიანების ნასუფრალიც იზიდავდა, მწვადის სუნი მათთვის დაუძლეველი ცდუნება იყო და ადამიანის კოცონთან მორჩენილ ძვლებსაც დიდი სიამოვნებით გეახლებოდნენ. მგლებმა ადრევე იგუმანეს, რომ ადამიანთან შორიახლოს ყოფნა მათთვის ხეირი იყო. ადამიანებმა მხოლოდ 28 ათასი წლის წინ (ქრისტეშობამდე 26 საუკუნით ადრე) , ანუ მგლების მათ შემოგარენში სუნსულის დაწყებიდან 4 ათასი წლის შემდეგ შეძლეს დაეძლიათ მგლებისადმი მტრობა. მათი დამოკიდებულება მგლებისადმი რთული გახდა, მტრობა და მეგობრობა, კვლა და კვება, ლეკვების ბუნაგში შემოშვება და მცირე აგრესიის შემთხვევაში სასტიკი დასჯა. თუმცა კვლა ყველა სხვანაირის კვლა ადამიანისთვის უცხო არ იყო, ახალი იყო შეგუება, ატანა, მოთმენა, აღზრდა, მადლის გაცემა შემდეგში მადლიერების დაბრუნების იმედით. ადამიანმა ძაღლი მოაშინაურა., ბოდიში, ადამიანმა მგელი მოაშინაურა. მგელთათვის მადლიერების სწავლება შეძლო. მგელი– ძაღლი მადლიერი აღმოჩნდა. არცერთ ადამიანის მიერ მოშინაურებულ სახეობას არ აქვს მადლიერება ადამიანის მიმართ, იქნებ ცოტათი ცხენს (თუ აქვს ამის ინტელექტი) თუმცა ინტელექტი უფრო მტაცებლების მახასიათებელია და არა ბალახისმჭამელების. კატა? კატაც მტაცებელია, ოღონდ კატა ადამიანს არ მოუშინაურებია, კატა ადამიანს უბრალოდ... იყენებს. ჩემი სათქმელი სხვაა, 28 ათასი წლის წინ ადამიანებმა შეძლეს გადაელახათ 4 ათასწლიანი ტაბუ, მათ მტერს ლუკმა გაუყვეს, მოეფერნენ, შვილები გამოუკვებეს, ნატკენი თათი მოურჩინეს და .... დაიმსახურეს დედამიწის ისტორიაში ყველაზე გულწრფელი მადლიერება. დღეს რა გვჭირს, რატომ ვერ ავმაღლებუვართ 28 ათასწლეულის წინანდელ ადამიანამდე, რა გახდა ეს მტერი, მტერის ძახილი და თანაგრძნობის არარსებობა? ბოროტებით თვალზე ლიბრის გადაკვრა და სელექციური მხედველობა ( რასაც უნდა ხედავს, რასაც არ უნდა ვერაფრით დაინახავს), არადა სამყარო და დღევანდელი საქართველო განსაკუთრებით ჭრელია, რთულია, ილუზიებითა და პავლოვის რეფლექსებითაა გაჯერებული. თუ მხოლოდ ცუდს ხედავ ძალიანბევრს დაინახავ ცუდს, თუ მხოლოდ კარგს მოძებნი, ასევე ბევრს დაინახავ. ჯობია დავიბრუნოთ ჭრელი საქართველო, ზემო იმერეთში არ ეშლებოდათ რომ ქვეყანა ჭრელი უნდა იყოს (დ. კაკაბაძის "იმერეთი დედაჩემი") , მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მათმა ფეოდალმა ახალი სათვალე გაიკეთა, ბრენდი "მაესტროსი" და გადაწყვიტა ჩვენც ეგ სათვალე გაგვიკეთოს, ვისაც არ გვინდა იმათაც. თბილისის ფორუმი - ჭინკების საკრებულო, ბართლომეს ღამის მოწყობის ოცნებაში აღამებს და ათენებს.ოსებს მივუსამძიმროთ მეთქი, ბავშვების ამოხოცვის 3 წლისთავი, დასამალი გახდა ის თემა, იმდენად ფაშისტური აზრები აფრქვიეს, იაპონელებს რაღას ემართლებოდნენ, მიწისძვრის შემდეგ მათი მისასამძიმრებელი თემაც შორსაა დასამალი, მართლმადიდებელი რუსების სახელით დაწყევლეს, კურილიის კუნძულების მოთხოთხოვნისთვის ღმერთის სასჯელად ჩათვალეს. ვერ მოათვინიერებთ თქვენ მგელს კი არა, ძაღლსაც. გაეცით სიყვარული, თუ გინდათ სიკეთე საკუთარი თავისთვის. ეს ყველაზე პრაგმატული, პრაქტიკული პროგრამაა. მოეფერეთ და თანაუგრძენით ყველას, აფხაზს, რუსს, ოსს, მიშისტს, ოპოზიციონერს, გუბაზისტს და ბიძინისტს, ვისაც იმედი აქვს და ვისაც იმედი აღარ აქვს (განსაკუთრებით მათ).

. ჩემი ფორუმზე შესვლის ამოსავალი ესაა, დავიცვა ჩემი პრინციპები ერთი ქვეტექსტით მოპაექრისადმი პატივისცემითა და თანაგრძნობით. ბოლოსდაბოლოს ჩემთვის ყველაზე მიუღებელი პოზიცია შეიძლება ჩემს სისხლა და ხორცს, ნათესავსაც ჰქონედს, იქნებ თქვენზე უფრო რადიკალურიც, ამიტომ თქვენში მე მათ, ჩემიანებს ვხედავ. შპარგალკას გაძლევთ, მოეფერეთ ერთმანეთს, მგელი აღმოჩნდა მადლიერი, უთანაგრძნეთ ყველას, პირველ რიგში მიშას,წარმოიდგინეთ თავი მის ტყავში. მე გაძლევთ კურთხევას უთანაგრძნოთ მიშას, ეს სირცხვილი არ არის, ლეგიტიმურია, კანონზომიერია, ისტორიით გამოცდილია, საეთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, უთანაგრძნეთ საკუთარ პრეზიდენტს. მას ახალი წინააღმდეგობა აქვს დასაძლევი, ჩვენი სახელით და ჩვენთვის, სიყვარულის და მადლიერების სახელით მას გადმოგდებას ამჯერად მტერთან მომბოდიშებელი უპირებს. სულაც არ მინდა მიშა მესამე ვადით, ნეტამც იყოს ოპოზიციურ 99 პარტიაში რომელიმე, რომელიც რუსეთისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებდეს. მაგრამ არ არის. ჰომო სოვეტიკუსი ჩვენში ტავარნი ვიდს იღებს: ამტყუნებენ საქართველოს, ამართლებენ რუსეთს, პარაჟენცობაა ეგ და ყველაზე მეტად პარაჟენცები რუსებს არ უყვართ, ისინი გამარჯვებული ერი არიან, ისევე როგორც ამერიკელები. ვერ იტანენ ვერცერთი შემგუებლებს და კონფორმისტებს. გულში ქირქილებენ აბა ქართველებო, დროზე ჩაიჯვით სახალხოდ, რას გელოლიავებოდით თურმე აქამდე, ჩმორები ყოფილხართო. ხელებს იფშვნეტენ და გულიც წყდებათ, რომ მათი მოპაექრე უღირსი ყოფილა. უღირსთან გამარჯვება კი რა სასახელოა, სირცხვილიცაა. ნუ ეჩხუბები სულელს, ხალხი თქვენს შორის სხვაობას ვერ დაინახავს, ეს მერფის კანონებიდანაა. პრეზიდენტ ივანიშვილის მობოდიშების შემდეგ (და მობოდიშება უკვე შედგა) რუსეთი შუბლში ხელს მიირტყამს, ამათთვის გავიფუჭე სივიო? 28 ათასი წლის წინ "ჩვენ" ჯგუფში ადამიანმა მგელი მიიღო, დროა 21-ე საუკუნეში "ჩვენ" ჯგუფში მივიღოთ, საქართველოსი მცხოვრები ყველა ადამიანი, პრეზიდენტი, პოლიციელი, პატიმარი, ადვოკატი, აფხაზი, ოსი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, იეღოველი, მუსულმანი, ათეისტი, თხისწვერიანი, გრძელთმიანი, ყვითელგალსტუკიანი, გალსტუკმღეჭველი, მომიტინგე, ქართველი და არაქართველი, და... თანაგრძნობა ყველას საქართველოშ შიგნით. საქართველოს გარეთ? იქაც, ამერიკას, ევროპას, განსაკუთრებით რუსეთს, რუსებს, ვუთანაგრძნოთ და მოვაწონოთ თავი. ნუ ჩავიჯვამთ რაა.

1 comment:

Arsen said...

ბრავო!