Tuesday, February 21, 2012

16 მეტრი ვიპოვე

ღირს ახალ პოსტად. ვიპოვე, ევრიკა! 16 მეტრი ვიპოვე. ანუ ვიპოვე ის სიტუაცია, რომელიც ადვილად დაგვანახებს იმას, თუ რამდენია 16 მეტრი.

რაში მჭირდება?
აი ამ ცოდვილობის დასასრულებლად, თანაც წარმატებით.

ნახე, თუკი სამყაროს იმდენად შევამცირებთ, რომ დედამიწა კალათბურთის ბურთის ხელა გახდბა, მაშინ დედამიწა 3 მმ დიამეტრის მქონე ბურთულად იქცევა, დისტანცია მათ შორის (დედამიწასა და მზეს შორის რეალური მანძილი 150 მილიონი კილომეტრია) კი 16 მეტრი.

ბურთს და ნამცეცს ადვილად წარმოვიდგენთ, მაგრამ უფრო ძნელი წარმოსადგენია მანძილი მათ შორის ანუ ორბიტის ნახევარის ერთობლივ მასშტაბებში წარმოდგენა.
და ვიპოვე.
როდესაც კალათბურთის ბურთი კალათბურთის მოედნის ზუსტად ცენტრში დევს, ნამცეცი დედამიწა მის გარშემო იმ ორბიტაზე იმოძრავებს, რომელიც გაივლის მოედნის კუთხეებზე, წიბოებზე. კალათბურთის მოედნის ცენტრსა და კუთხეებს შორის მანძილი 16 მეტრია.

ანუ, ჩემი შეფასებით მზესა და ჩვენს შორის უზარმაზარი ცარიელი სივრცეა და მადლობა გრავიტაციას, რომ მზეს არ ვეკარგებით.
მადლობა დედამიწის ქროლვის სიჩქარეს, რომლითაც ჩვენ მზის გრავიტაციას წარმატებით ვაწონასწორებთ და არც მზეზე ვვარდებით.


დატკბით ვირტუოზი გიგანტებით და ამ დროს წარმოიდგინეთ, რომ ღმერთმა არ ქნას და რომელიმე მათგანმა ფეხი არ დაადგას მათთვის უჩინარ ბუზზე პატარა ბურთულას, რომელიც იმ წრეზე მოძრაობს სრულ უკუნში.
მოძრაობს წრეზე რომელშიც ეგ მოედანი სრულად ჩაეტევა. მოედნის ცენტრში კი ის მზე წარმოიდგინეთ, რომელიც ამ ბურთის ხელაა.

კიდევ ერთი მადლობა არაცოცხალ და უნივერსალურ ფიზიკას.

No comments: