Wednesday, March 19, 2008

"საშუალო არითმეტიკული" ქართველი




გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით ქართველები ფიცხი, თავმოყვარე და ამაყი ხალხი ვართ, ძნელად ვემორჩილებით უღელს მტრის მიერ იქნება ის დადგმული თუ კანონის მიერ.

ასეა თუ არა?
ვხედავ ქუჩაში მანქანების მოძრაობის ქართულ თავისებურებებს: უადგილო ადგილზე გაჩერება, მოპირდაპირე მოძრაობის ხაზზე გადასვლა და ამ ხაზის გადაკეტვა "საცობის" დროს, ურიგოდ გაძრომა 3-5 კაციან რიგშიც კი, სახლიდან ნაგავს გადაყრა, ნაგვიანი ცოცხისა თუ ხალიჩის გადაფერთხვა და მგონია რომ პირიქითაა. "საშუალო არითმეტიკული" ქართველი ფიცხი კი არა, პირიქით ყველანაირი შეურაცხყოფის ამტანი უთავმოყვარო და გაუბედავია.

საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა ვერ მოიპოვა:
გზაჯვარედინზე გზის გადასვლისას გადასვლის დასრულების უფლება, შუქნიშნიდან მოძრაობის დაწყებისას დაძვრისათვის 2 წამის დახარჯვის უფლება, რიგში დგომისას პერსონალური სივრცის ხელშეუხებლობის უფლება, ქალაქში ფერფლისა და ხალიჩის მტვრის თავზე დაუბერტყავად გადაადგილების უფლება.

საშუალო სტატისტიკური ქართველი ქვეითად გზის გადასვლისას მუდარით უყურებს შუქნიშანზე გაჩერებული მანქანების მძღოლებს იმის გასაგებად ყვითელი შუქის ანთებისას გზისდასრულების საშუალებას მიიღებს თუ ახლავე უნდა გაიქცეს რათა თავი გადაირჩინოს, საშუალო სტატისტიკური ქართველი მძღოლი იმავე შუქნიშანზე დგომისას უკანა მანქანის მძღოლისაგან შუქნიშნის გაყვითლებისთანავე აუცილებლად მიირებს წკლიპურტს (პ!), წკეპლას (პპ!) ან მათრახს (პპპ!).
საშუალო სტატისტიკური ქართველი ხანგრძლივი საავტომობილი საცობისაგან თავის დაღწევისას, რომ დაინახავს, ეს მთელი ვნებათარელვა ერთი მხართეძოზე წამოწოლილი მანქანის გამოა და მისი მძღოლი კი ესკალატორის პატიოსანი მგზავრივით აყოლებს თვალს მის მიერ დრო და ნერვებმოჭმულ მძღოლებს, ვერ გაბედავს შეაგინოს ასეთ თავხედს.
საშუალი სტატისტიკური ქართველმა ვერ მოიპოვა უფლება ბანკში ფულის გამოტანისას უცნობმა ცხვირი არ ჩაუყოს ქაღალდებში. რიგში დგომისას სხვა ადამიანებისაგან 30სმ დისტანცია მაინც დაიკავოს (ვიღაც თავხედი წინ ჩაუდგება და ამიტომ წინ მდგომს ეხუტება).
საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა ვერ მოიპოვაუფლება მანქანით გადაადგილებისას წინა მანქანისგან 3მ. დისტანციით იაროს თავის ხაზზე დრამატული მუხრუჭების გარეშე (სხვა მანქანები აუცილებლად მიაწვებიან ორივე მხრიდან და გააძევებენ).

მოკლედ საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა წესიერი ადამიანის ღირსეული ყოფის უფლება ვერ მოიპოვა თავხედი უმცირესობის წინაშე.

5 comments:

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Unknown said...

e2t80x7j07 r8j43j2o55 u1w50k4b21 m3r83w0o52 q6t74y0f39 m0i52h0d25