ჩიკაგოში ერთი უბანია, რომელსაც ამერიკის სოკოს დედაქალაქს უწოდებენ, აქ აშშში წარმოებული სოკოს 40 % იწარმოება.
რატომ აქ და არა სხვაგან, ვერც ვერავინ აგიხსნით. ეს არც კლიმატმა განაპირობა და არც განსაკუთრებულმა მოთხოვნამ სოკოზე, უბრალოდ ასე მოხდა, ჩიკაგოს ამ უბნის მრავალსართულიანი სახლების ბნელი სარდაფები მთლიანად სოკოს სტელაჟებს აქვს დაკავებულკ. აქ სოკოს მოყვანა სხვებზე კარგად იციან, ტენიანობასა და ტემპერატურას კომპიუტერით არეგულირებენ და საჭიროებისას ნისლის ინგალაციებსაც უწყობენ თავის სოკოებს.
ტასმანია ცალკე სახელმწიფო არ არის ახალი ზელანდიისავით. ის ავსტრალიის შემადგენლობაშია, მაგრამ მის შესახებ ყველა გემთმშენებელმა იცის.
ამ პატარა კუნძულზე მსოფლიპში ყველაზე დიდი კატამარანები შენდება.
ყველაზე დიდები, ლამაზები და სანდოები, ერთი სიტყვით, ტასმანია მსოფლიო კატამარანთმშენებლობის დედაქალაქია.
სანამ სამხრეთ კორეელი, გერმანელი, ამერიკელი თუ რუსი გემთმშენებელი კატამარანის აგებას გადაწყვეტს, უნდა დაადგინოს, მის მიერ ასაგები კატამარანი უკვე გუშინდელი დღე ხომ არ არის ტასმანიელი გემთმშენებლებისათვის.
ჩიკაგოელ მესოკოებსა და ტასმანიელ კატამარანთმშენებლებს ერთადერთი უპირატესობა აქვთ კონკურენტებთან შედარებით, ცოდნა.
და კიდევ ერთი, მონდომება.
რა უნდა მოვინდომოთ და რა უნდა ვისწავლოთ ისე, რომ რამეში გვაღიარონ დედაქალაქად?
სვანური ქუდების კერვასა და ჩურჩხელების კეთებაში უკვე ვართ, მაგრამ არავინ გვაღიარებს.
რაღაც სხვა უნდა ავირჩიოთ სხვასაც რომ გამოადგეს ისეთი.
მაგალითად ...
Thursday, November 25, 2010
Posted by cartwheel at 2:34 PM
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment