senqsgivingis dRea.
me madlobas giZRvniT Tqven, inglisuris ucxoelo maswavleblebo. me baTumis Seratonis vestibulidan vpostav, Tqven soflebis talaxs zelT da....
gvaswavliT moswavleebs da sxvebs.
madloba Tqven madlobis gadaxdis sufTa amerikul dResaswaulze.
გუშინ ტვ არხ "ინგლიშ ქლაბს" ვუყურებდი სახლში.
იცით ეს არხი?
გენიალურია, ძალიან ეფექტიანი და სასიამოვნოდ აღსაქმელი გადაცემებია,
24 საათიანი ინგლისურის სასწავლო რუსულ ინგლისური გადაცემები.
ეს არხი სადღაც ბოლოში აღმოვაჩინე და მე-7 ზე გადმოვიტანე .
ასე უფრო ხშირად ვუყურებ და შვილებსაც ვურჩევ.
გუშინ ვუყურებდი და ჩემთან სტუმრად მყოფ მამაჩემთან შევაქე, ნახე რუსებმა რა მაგარი ინგლისურის სასწავლი არხი გააკეთეს მეთქი.
ჰო, აბა ჩვენებს ხომ არ გვანან გეები რომ ჩამოიყვანესო, მიპასუხა.
რუსული ინგლიშ ქლაბი კარგი არხია, წამყვანად ისგლისურენოვანი ადამიანები ჰყავთ მოწვეული, პროფესიონალი ინგლისელ- ამერიკელ-ავსტრალიელი პედაგოგები საავტორო გადაცემებს აკეთებენ და ძალიან კარგი გამოსდით.
არ ვიცი ურევია თუ არა მათ გეი ან ლესბოსელი. ან რაში მაინტერესებს.
აი საქართველოში ჩამოყვანილ ინგლისურენოვან ინგლისურის მასწავლებლებში გეი რომ აღმოჩნდა, ეს სიახლე დიდი ენთუზიაზმით იქნა გავრცელებული ოპოზიციური არხებისა და ქართული პრესის ( რომელიც ფაქტიურად მთლიანადაა ოპოზიციური) მიერ.
ეს ისტორია მე ინტერნეტიდან ვიცი, გულდასმით გაკეთებული " სკანდალური" სუიჟეტები, სადაც გეი მასწავლებელი ფოტოფაქტებითაა მხილებული.
მე ვუშვებ იმ ალბათობას, რომ ეს ფოტოები ამ ბიჭს მაიმუნობისას გადაუღეს, ანუ შეიძლება გეი სულაც არ იყოს. მის მორალურ მდგრადობაზე მე თავს არ დავდებ, მაგრამ არც მისი გეობაა დადასტურებული ფაქტი ჩემთვის.
ამასთან მიმაჩნია, რომ ბავშვს არ უნდა უტარდებოდეს არატრადიციული სექსის პროპაგანგა ან თუნდაც შეფარული პროპაგანდა, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ადამიანის, თუნდაც პედაგოგის პროფესიული ვარგისიანობის შეფასებისთვის იმის გამორკვევისა არის თუ არა ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის.
ასევე აღვნიშნავ, რომ მაღიზიანებს ზოგიერთი უმცირესობის ( იეღოველები, გეები) ვითომ მესიანისტური ენთუაზიაზმი საკუთარი " განსაკუთრებულობის" გასავრცელებლად.
მართალია სექს უმცირესობებისადმი ტოლერანტობა ერთ მხრივ ტოლერანტული და განვითარებული საზოგადოების უზუსტეს მარკერად მიმაჩნია
მაგრამ, თუ თუნდაც მასწავლებელს თავისი სექსუალური თავგადასავლებისთვის კუთვნილი, ანუ მხოლოდ პიროვნული ბიოგრაფიული ადგილი აქვს მიჩენილი, მის პროფესიულ შესაძლებლობებს მე ვერ ჩავთვლი არასრულფასოვნად.
დღევანდელი ჩემი პოსტის სათქმელი მაინც სხვაა.
გული მწყდება, რომ პროექტი, რომელსაც მე იმედით ვუყურებ "ისწავლე და ასწავლე საქართველოში" მამაჩემისნაირი წესიერი მოქალაქეების თვალში ასე მარტივად გადაიქცა ფულის უაზრო ყრად, იქნებ სულაც მოსახლეობის, ბავშვების გარყვნად.
დღეს საქართველოს არაფრით გამორჩეულ სოფლებსა და ქალაქებში უამრავი ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი ახალგაზრდა იდეალისტი ადამიანი ცხოვრობს და ასწავლის.
არ ვიცი რას სწავლობენ ისინი ჩვენგან, მაგრამ ისინი არამარო ბავშვებს ასწავლიან და არამარტო ინგლისურს.
იმედია, რომ ის მოსწავლე არამარო ბავშვებიც ისწავლიან და ისწავლიან არამარო ინგლისურს.
ისწავლიან საკუთარი თავის უცხოელის, თანაც განვითარებულქვეყნელის თვალით შეფასებას, ისწავლიან წესიერების უკომპრომისობას საქმესა და ქუჩაში.
ჩვენც, ვისაც მათთან პირადი ურთიერთობა არ გვაქვს, შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან იგივე.
ისინი ხომ ძალიან გახსნილი, გულწრფელი ადამიანები არიან და სადღაც ნახარებაოს ოდაში შეყუჟულები წვიმის ხმის აკომპანიმენტით აჩხაკუნებენ თავიანთ ლეპტოპებს და თავიანთ განცდებს მსოფლიოს უყოფენ - ბლოგებს წერენ.
მათი ბლოგების ჩამონათვალი დოდკას საიტზე ვნახე.
ნახეთ თქვენც.
დარწმუნდებით, რომ ეს ხალხი ენერგიული, ოპტიმისტი , იდეალისტი და ჩვენდამი კეთილგანწყობილი მოლოდინების მქონე განათლებული ხალხია.
ისინი ჩვენ გამჭრიახი მზერით გვაკვირდებიან, წვრილმანში ამჩნებენ დიდს, უხარიათ კეთილგანწყობა და შემეცნების სურვილი ან თუნდაც მისი მხოლოდ ნიშნის აღმოჩენა ჩვენში. იმედოვნებენ, რომ ჩვენი ფეოდალური ეკლები უკვე გამხმარია და მალე ჩამოცვივდება.
მაგრამ ... მათ მამაჩემი ვერ დაინახავს, და თუ დაინახავს, ალიას, ასავალდასავალისა და მაესტროს სტატიები და სიუჟეტები გაახსენდება და არა ამ ბლოგების პოსტები.
პ. ს.
თუ ინგლისურ კითხვაში პრაქტიკა გინდათ, საუკეთესო მასალაა ეს ბლოგები: ჩვენზეა, ახალია, დოკუმენტურია და .. საინტერესოცაა როგორც გვერდხედი, როგორც სარკე. ნახეთ.
magaliTad es
an es
an es
an es
an es
Friday, November 26, 2010
madloba ინგლისურის ucxoel მასწავლებლებs
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment