Friday, February 11, 2011

 ბოტოქსი კი, ტეტოქსი?

      
ბოტოქსი გსმენიათ ალბათ. ეს არის კოსმეტიკაში გამოსაყენებელი წამალი, რომლის დანიშნულებაა ნაოჭების წარმომქნმელი მიმიკური კუნთების ნაწილობრივი დადამბლავება.

100% თავდაჯერებულ გამოხედვას იძლევა.               


ეს ეფექტი სასიკვდილო დაავადების გამომწვევი - ბოტულინის ბაქტერიის სპეციალურად დასუსტებული ტოქსინის (შხამის) მიმიკურ კუნთებში ინექციით მიიღწევა.
კოსმეტიკური ეფექტი მიიღწევა და ამასთანავე ზოგადად ორგანიზმი არ ზიანდება. ოქროს შუალედია მოძებნილი. 


შეიძლება თუ არა,  რომ მეორე სასიკვდილო დაავადების - ტეტანუსის გამომწვევ ბაქტერიასაც მოვუძებნოთ სასარგებლო გამოყენება? 
მაგალითად ხერხემლის კუნთების გასწვრივ მისგან დამზადებული უსაფრთხო მალამოს შეზელვით (ან ინექციით)  მივაღწიოთ ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას და შედეგად ამაყ კისერს და მედიდურ დგომას. 
იქნებ სქოლიოზის სამკურნალოდ გამოდგეს. იქნებ მოზარდების 80% დროებითი კორექციით სამომავლოდ საბოლოოდ აცდეს ხერხემლის დაავადებებს? 

მაგრამ, არის ერთი მაგრამ. 
ბოტულინი ტოქსინია, რომელიც in vitro გროვდება და ორგანიზმში ბაქტერიების გარეშე შეჰყავთ
ტეტანუსის გამომწვევი კი თავის ტოქსინს in vivo,  ანუ ავადმყოფის ორგანიზმში გამოფყოფს. 
რამდენად შეიძლება ლაბორატორულად ტეტანიის გამომწვდვი სუბსტანციის მიღება ჯერჯერობით უცნობია. 


თუ დამზადდა მას აუცილებლად ტეტოქსს დაარქმევენ ბოტოქსის ანალოგიით და ბოტოქსის წარმატების განმეორების იმედით.

No comments: