Thursday, February 17, 2011

მეზე ანუ შტრიხები ავტოპორტრეტისთვის

გუშინ კურიერში თუ ქრონიკაში მონათესავე სული ვნახე, არადა ისეთ სხეულში, სულაც რომ ვერ ვიფიქრებდი.

ვიღაც "კეთილი ხელისუფალი" 20 ლარიან ვაუჩერს ჩუქნიდა ერთ 90 წლის ჩაწოლილ ღარიბ მარტოხელა ქალს, ბებოს ჩამოთვლილი მონაცემების მიუხედავად ცოცხალი თვალები ჰქონდა და სიამაყით ყვებოდა რაღაცას. ჟურნალისტმა გვაუწყა, რომ ქალბქტონი (ვთქვათ ჟუჟუნა) წიგნებს წერს, მისი ბოლო წიგნი, რომელზეც ჯერ მუშაობს, მის გარდაცვლილ ქმარს ეძღვნება .


ჰოდა ეს ბებო არის ჩემი მონათესავე სული, ისიც 10 მკითხველისთვის წერს "წიგნებს" რომლებიც რაღათქმაუნდა არასდროს გამოიცემა.
დიდხანს იცოცხლე ბებო, დაე ბოლოსწინა ამოსუნთქვამდე გჯეროდეს, რომ მსოფლიო კლასიკა გაამდიდრე და რომ აღიარება მაინც მოვა.


მას შემდეგ, რაც ბებო გვერდიდან დამანახეს, მომინდა რომ ჩემი თავიც გვერდიდან დამენახა.

და აჰა,
ახლა კი, ბებოს მონათესავე სულზე, ანუ ჩემზე:


მინდოდა უფრო მაღალი გავზრდილიყავი, არ გავმელოტებულიყავი, 40 წლის ასაკში ვყოფილიყავი მილიონერი, მინდოდა მქონოდა ბედნიერი ოჯახი, მშვიდი, უპირობო სიყვარულით.

ყველაზე ახლოს ბედნიერ ოჯახთან ვარ,უფრო სწორედ, ბედნიერი ოჯახი მაქვს, ოღონდ მშვიდი და უპირობო არა.
მშვიდი სიყვარული ალბათ ალბათ თავიდან უნდა ამოვიგდო, ისევე მიუღწეველია, როგორც სიმაღლეში ზრდა, არამელოტობა და მილიონერობა.


ცხოვრებაში ბევრი ბილიკი სხვის მიერ გაკვალული დამხვდა.

მშობლებმა უზრუნველმყვეს; ზრუნვით, სითბოთი, განათლებითა და ინახეს ჩემი ოჯახი სტუდენტობის 5 წლის განმავლობაში.

 
მინდოდა ექიმის საქმე და მაქვს, ახლა 2 შტატზე ვარ, იყო დრო 4 საექიმო ადგილზე ერთდროულად მიმუშავია, ახლა ორიც მიმძიმს.




 

არცერთ საავადმყოფოში ჩაწყობით და ფულით არ მივუღივართ, სუფრაც არ მიკისრია ჩემი შეფებისთვის (ვირი ყველას ჭირდება მეთქი , ამ ფრაზით ვხსნიდი.  მართლაც, ვირი ოღონდ ამავე დროს სანდო რეანიმატოლოგი ყველას ჭირდება, არავის აქვს ორი თავი, რომ რეანიმატოლოგად დებილი მიიღოს და მის მიერ მოკლულ ავადმყოფებზე პასუხი აგოს). 

არ მამგვანებენ ფილ კოლინზს ერთი მიზეზით, ჩემს გარშემო ხალხმა არ იცის ფილ კოლინზი, მე კი ვატყობ, რომ ფილ კოლინზს არა მარტო ვგავარ, არამედ მისი ხმა ჩემს პირად ხმასთან რეზონირდება და ამიტომაც განსაკუთრებულად ვაფასებ მას.
 
სკუtერი კი (გერმანული ტეხნო) ჩემი ხმის, da იქნებ ჰორმონალური სტატუსის სრული ანტიპოდია, ანუ ისაა რაც მე მაკლია, და სკუტერს ამით ვაფასებ. 
აი, ტომ იორკი კი ის არ არის, რაც ჩემ ხმას რეზონანში მომიყვანს (ან რაც მაკლია შემiვსებს), მაგრამ ის ფილ კოლინზის ხმისგან ვანსხვავებით ჩემში ყურების დონეზე კი არა, უფრო მაღლა პოულობს კამერტონს.










ყელში ბურთი ხშირად gaმჩხეირია და ამ დროს ცრემლები მომდის, მიუხედავად იმისა, რომ რეანიმატოლოგი ვარ და წესით გამძლე უნდა ვიყო. 

ვცდილობ ავადმყოფთან პირად კონტაqტში შევიდე, რაც არ უნდა მითიშული იყოს.

ვცდილობ დავეხმარო გარემოში გარკვევაში, და იმაში, რომ თავი ყურადღების ცენტრში, და არა ღმერთისგან დავიწყებულად იგრძნოს. 

არ ვიზარებ ტკივილგასაყუჩებლად ნარკოტიკის გაკეთებას (მაზალო პროცედურაა), თუკი ვთვლი, რომ ჭირდება. 

ვუთანაგრძნობ არამარტო ავადმყოფებს, არამედ სხვა ექიმებსაც.

მჯერა წესის, ზრდილობის, ტაქტის, საზოგადოების, მჯერა განათლების, შრომისმოყვარეობის, პატრიოტიზმის, თანაგრძნობის, დახმარების, სიყვარულის. 


ახლა ცუდები:


-სიტუაციურად ხშირად შემხვედრ პუბლიკას-შორეული მეზობლებს არ ვესალმები, 
მათხოვრებს ფულს არ ვაძლევ,
-ცოლს არ ვაქებ მიუხედავად იმისა რომ იმსახირებს,  
-მოღუნული ვარ,
-ვერ ავაჩხრიალე ჩემი ოქრო, 
-მელოტი ვარ (1/3-ით)და დარჩენილ თმებს არ ვიპარსავ
-კეფაზე ათერომას არ ვიჭრი
-არ ვვარჯიშობ
-ზარმაცი ვარ 
-ერთი სათქმელი წლები დამაქვს უთქმელი
(და ასეთი "ერთი სათქმელი" ბევრია)
-მჯერა, რომ იმ ჭირიდან, რაც ჩვენ 2005 წლამდე გვქონდა, სააკაშვილი. yველაზე დიდ ხეირს გამოადნობს, ოღონდ ეს რწმენა ჩემი მინუსია თუ პლიუსი მხოლოდ შორეულ მომავალში გამოჩნდება
-არ მჯერა ღმერთის, არცერთნაირის, შესაბამისად არ მჯერა რელიგიური რიტუალების
-მეგობრებს ჩემი პასიურობით ვკარგავ
-სიახლეებს ვერიდები
-მეშინია წაგების, ბრძოლას თავს ვარიდებ
-მეშინია უარის და ამიტომ კარგი პროექტები საიდუმლოდ დამაქვს.  


ვბლოგერობ-ვფორუმელობ. ფორუმზე ხშირად ვღებულობ ეპითეტებს; მაზოხისტი, მიშისტი, ლიბერალი, სოროსისტი, სამჯერ მიწოდეს სომეხი, ორჯერ თურქი, ერთხელ აზერბაიჯანელი ერთხელ ოსი, ორჯერ რუსი, ერთხელ მჩხაპნელი-გრაფომანი, ყველას ვერ ვიხსენებ.


დანარჩენში სუპერსტანდარტული ვარ: მიყვარს ოჯახი, ბავშვები, სამშობლო და ა. შ.
პ.ს. თქვენც, ვინც აქამდე მოაღწიეთ.
 

3 comments:

Carrie said...

რა მაგარი პოსტი იყო! რა კარგად წერთ:)

Anonymous said...

I for all time emailed this website post page to all my contacts, since if like to
read it next my contacts will too.
My web-site ... epl transfer news 2010 2011

Anonymous said...

Great goods from you, man. I've understand your stuff previous to and you're just too excellent.
I actually like what you've acquired here, certainly like what you are saying and the way in which you say it. You make it enjoyable and you still take care of to keep it sensible. I cant wait to read far more from you. This is really a wonderful website.
Here is my site - man utd transfer rumours 2008