Wednesday, February 16, 2011

დავეწიოთ და გავუსწროთ... წინაპრებს







მომავლის საოცნებო თბილისი ამიერკავკასიის მიზიდულობის ცენტრი იქნება, მასში საქორწინო მოგზაურობა საამაყო მოგონებად დარჩება სომეხს, აზერბაიჯანელს, ოსს და აფხაზს. 
ყველა სტუმარს სახლში წაყვება სიამაყე იმის გამო, რომ ისინი თბილისში მნიშვნელოვანნი იყვნენ და თბილისელები მათ ძალიან კეთილგანწყობილად და გულისხმიერად ექცეოდნენ.

თბილისელი სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, აფხაზების, ჩინელების, ინდოელებისა და აფრიკელების წარმატებები მათთვის საბუთი იქნება, რომ თბილისი ... პატარა მეგაპოლისია, ყველასთვის უხვი და ყველას სამშობლო. 

სანატრელ თბილისში ყველაზე ძნელი, მაგრამ ყველაზე იაფი სხვაობა დღევანდელ თბილისთან შედარებით იქნება არა ესტაკადები და ცათამბრჯენები, არამედ ხალხის წესიერება და კეთილგანწყობა და შემწყნარებლობა.   

თბილისი უკვე ყოფილა გაცილებით მრავალეროვანი, ტოლერანტული და ჭრელი, ვიდრე მას ჩვენ ვხედავთ. 
დღევანდელი საქართველო ამაყობს თბილისის ცენტრში ერთ მვადრატულ კილომეტრზე 4 კონფესიის ტაძრების თანაარსებობით, მაგრამ გვაქვს კი დღეს იმდენივე შემწყნარებლობა რაც ჰქონდათ თბილისელებს იმ საუკუნეებში, როცა ეს ტაძრები იგებოდა? 
მგონია რომ არა. 
როგორ ხვდდბა თბილისური საზოგადოება ბათუმში მუსულმანური მუზეუმის აშენების ცნობას? 
უთმობს თუ არა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სომხებს იმ ეკლესიას, რომელიც 90% იანი ალბათობით სომხურია?

დააშენა თუ არა ქართული ბაზილიკა დღევანდელმა ქართველმა ვატიკანის საელჩოს თბილისში? 
 
როგორ შეხვდება თბილისი დღეს თბილისის ცენტრში კათოლიკური, მაჰმადიანური, სომხური, რუსული, აზერბაიჯანული ან სხვა უმცირესობის მიერ საკუთარი ტაძრის აშენებას? 
ადვილი მისახვერდრია, რომ ტრაკით კაკალს დაამტვრევს და ნაკერავზე გაიხევა. 


და თუ მათი არგუმენტი იქნება, რომ თბილისში უცხოთა ტაძრები იგებოდა იმ დროს, როცა საქართველო ოკუპირებული იყო, მაშინ რაღა გვაქვს საამაყო? 
ნუღა ვიამაყებთ ისტორიული ტოლერანტობით, ვიამაყოთ რაც მართლა საამაყო გვაქვს,  3 საუკუნეში ერთხელ მოგებული ომებით, ეკლესიებით, ჩუქურთმებით, ჩონგურით, ჩოხით, ხორუმით  და ურმულით, ისტორიულ ტოლერანტობას შევეშვათ. 
ტოლერანტობა, თუკი ის იყო ქართველების საქართველოში, ჩვენ საფუძვლიანად გვაქვს დავიწყებული. 
ჩვენ გვახსოვს სსრკ-ს თანმდევი გაღიზიანება, რომელიც ამ ფრაზით გამოითქმებოდა: ნურას უკავრაბად, არ ვართ ჩვენ იგივე, რაც ჩუქჩები და ნივხები, ჩვენ სხვა დონის ხალხი ვართ, ნიჭიერები, ჭკვიანები, ვაჟკაცები, განათლებულები. რკინის ფარდა გვმალავს, თორემ მთელმა მსოფლიომ ტაში უნდა გვიკრას, ჩვენ კი უნდა ვიცეკვოთ, ვიმღეროთ, კინოები ვიღოთ სპექტაკლები ვდგათ, ვიბურთაოთ სტადიონებზე და ვიჭიდაოთ ტატამებზე. 


არ ყოფილა ასე მარტივად საქმე, 
ის რაც ჩვენ კოზირად მიგვაჩნდა ტუზი კი ყოფილა, მაგრამ კოზირის არა. 

ტუზი კოზირი კი, არ გვაქვს
არც კაროლ კოზირი. 

ტუზი კოზირი საყოფაცხოვრებო-საყოველთაო სოციალური წესიერებაა.

კაროლ კოზირი კი შემწყნარებლობა, რომელშიც ჯერ წინაპრებს უნდა დავეწიოთ.


ტალღის ქიმზე ვართ თუ ტალღის ფსკერზე? 
ალბათ თითქმის ფსკერზე, ცოოოტა ზემოთ.


არ გჯერათ? 
დასტური გინდათ? 
იხილეთ ფორუმ.გე
გახსენით თემა სადაც სიტყვა სომხები იქნება ნახსენები, მაგალითად 
"ნორაშენის ეკლესია სომხებს!". 
ან 
"არის თუ არა რელიგიური ფანატიზმი როცა.."
"აღვადგინოთ ანანურის სომხური ეკლესია" 
"ილია ჭავჭავაძეს და ივანე მაჩაბელს სომეხი დედები ჰყოლიათ"

"დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს დედები ოსები ჰყოლიათ"
"ბაგრატ მეოთხე აფხაზურ იავნანაზე გაიზარდა"
"მივუსამძიმროთ ოსებს ბესლანის ტრაგედიის წლისთავი"
"პირველი ქართველი წმინდანი სომეხია"

მეორე გვერდზევე დარწმუნდებით, რომ ჩვენში ტოლერანტობა სხვანაირად ესმით, თუ არ კლავ, ესეიგი ტოლერანტული ხარ.

2 comments:

Anonymous said...

You could definitely see your enthusiasm within the work
you write. The sector hopes for more passionate writers like you who are not afraid to say how they believe.
Always go after your heart.
Here is my weblog - transfer news for arsenal football club

Anonymous said...

I was recommended this web site by my cousin.
I am not sure whether this post is written by him as no one
else know such detailed about my difficulty.
You are wonderful! Thanks!
my web site > transfer news man utd now