ჩემს ბავშვობაში ფილმებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, შაბათ საღამოს ნახავდი. გადაცემას "ილუზიონი" ერქვა და ოთარ სეფიაშვილს მიჰყავდა.
მადლობა მას.
მხოლოდ 19 წლის ასაკში, საბჭოთა ჯარში მყოფმა აღმოვაჩინე, რომ შეიძლება გახდე სრულწლოვანი და არაფერი იცოდე მსოფლიო კინო შედევრებზე.
იქ, ჯარში ბევრს შევხვდი, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამერიკისა და საფრანგეთის შესახებ, კინოშიც კი არ ჰქონდათ ნანახი.
მე მათ ზემოდან ქვემოთ ვუყურებდი, მათი სამყარო სსრკ-ს საზღვრებთან მთავრდებოდა, მე კი ვიცოდი, რომ ამ ქვეყნად არსებობს ჰოლივიდი, ჩარლი ჩაპლინი, რედფორდი, პიერ რიშარი, ფანტომასი და როკოს ძმები.
ჩემი მაშინდელი შეფასებით, მე ბევრი ქვეყნის ცხოვრება მენახა (მერე რა, რომ ეკრანზე).
დღეს კვირაში ერთ კი არა ერთ დღეში 3-4 ფილმს ვხედავთ, თუ მოვინდომებთ, 24 სთ-ს გავატარებთ ფილმების ყურებაში, და რა, ვისწავლეთ როგორია ცხოვრება იქ?
ჰა?
მე მგონი რომ ვერა, ეს ფილმოთეკა საბოლოო ჯამში მართლაც ილუზიონი აღმოჩნდა.
ჩვენ ვტყუვდებით.
'
მაგალითად თუკი თუნდაც 20 ფილმში 10 წლის უნახავი მამაშვილი ან დედაშვილი ერთმანეთს არ გადაკოცნის, ეს ამერიკული ცხოვრების თანმხლები სიცივე კი არ არის, არამედ იმ კონკრეტული ორი ადამიანის ურთიერთობის დრამატულობას გვიჩვენებს რეჟისორი ასეთი ფორმით.
თუკი 100 ფილმიდან 80-ში რეჟისორი ცდილობს კრიმინალის თვალით დაგანახოს ცხოვრება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კრიმინალთა ცხოვრება ამერიკული ცხოვრების სტილის მსგავსია, არამედ იმას, რომ რეჟისორი თავისი ფილმის წარმატების საფუძვლად ყოფითი რეალობისაგან მაქსიმალურად განსხვავებულ სიტუაციაში მაყურებელთა მიწვევას თვლის.
ერთხელ ამერიკაში ჩვენთვის ამერიკული ცხოვრების ერთერთი სახეა, სინამდვილეში კი ამერიკისგან ძალიან დაშორებული ისტორიაა.
საქმე იმაშია, რომ ჰოლივუდი ფილმებს იღებს იმ აუდიტორიისათვის, ვინც ამერიკის რეალობა ცხოვრებიდან იცის და რაც უფრო დაშორებულია კინოსიტუაცია რეალურს, მით მეტია მაყურებლის ინტერესი. ეს მხოლოდ ფანტასტიკას არ ეხება, ჩვეულებრივ გარემოშიც ხშირად მიმართავენ ფანტასტიკური სიტუაციის გათამაშებას.
ჩვენ კი, თუკი "მაკულატურა" , "ერთხელ ამერიკაში", და "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრიინა" ამერიკის დასანახად განკუთვნილ ფილმებად ჩავთვალეთ, მოვტყუვდებით.
ცხოვრება ამერიკაში გაცილებით მეტი კარგი ადამიანის (წესიერი, მშრომელი, გულთბილი, ტოლერანტული) გვერდით ყოფნას გულისხმობს, ვიდრე ეს ჰოლივუდის ამერიკაშია.
Wednesday, December 8, 2010
"ილუზიონი"/ ილუზიონი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
My coder is trying to convince me to move to .net from PHP.
I have always disliked the idea because of the costs.
But he's tryiong none the less. I've been using WordPress on a variety of websites for about a year and
am worried about switching to another platform.
I have heard great things about blogengine.net.
Is there a way I can import all my wordpress posts into it?
Any help would be greatly appreciated!
Feel free to surf my blog :: arsenal transfer news 2011
Hey very interesting blog!
Also visit my web blog: Free Batman Games
Post a Comment