Wednesday, December 15, 2010

 რას მოგვითხრობენ სერიალები? 


ევროპული კულტურის განშტოებებია სამხრეთამერიკილი და ჩრდილოეთამერიკული ცივილიზაციები. 
სამხრეთამერიკული კინემატოგრაფი მსოფლიოშ სერიალების 90%_ის მომწოდებელია, ჩრდილოეთიამერიკა  ( აშშ- ჰოლივუდი) კი ფილმების 90%_ის.

სამხრეთ, იგივე ლათინურამერიკული კულტურა ესპანურ, იტალიური და პორტუგალური კულტურების შვილობილია, 
ჩრდილოეთამერიკული კინემატოგრაფი კი ჩრდილოეთევროპული კულტურის გაგრძელებაა. 

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკული კულტურები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

განსხვავებულია აგრეთვე ესპანური და ბრიტანული კულტურები, მაგრამ ჰოლივუდი და ლათინური ოპერები ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ. 


რამდენ ხანს შეგიძლია ღეჭო გემოგასული კევი? 

ლათინები თითქმის ერთიდაიგივე სცენარით დაწერილ უამრავ სერიალს ნთქავენ და არ ბეზრდებათ, ჰოლივუდური სერიალები უფრო მეტ სიახლეს აძლევს მაყურებელს და ზოგიერთი  სერია ცალკე ფილმადაც საინტერესოა. 
ვბრაზდები ლათინურების მაყურებელზე, როგორ შეუძლიათ მეორმოცეჯერ უგულშემატკივრონ ისტორიას ნაცნობი დასასრულით, 
აი ინდოელებზე კი არ ვბრაზდები, მე მათი უბრალოდ არ მესმის. ისინი ჩემთვის სხვაპლანეტელები არიან, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში ალბათ ერთი სცენარით გადაღებულ 40000 ფილმს ნახულობენ გულწრფელი ინტერესით. 



დავუბრუნდეთ ისევ ამერიკებს, რა ტრადიცია თუ წარმატებული მაგალითი გახდა ერთი მხრივ ჰოლივუდის, მეორე მხრივ კი ლათინური საპნის ოპერების წინაპირობა? 

მარკესის მარტოობის ასი წელიწადი ხომ არ არის დამნაშავე? 
მარკესი ხომ საერთოსამხრეთამერიკული კოლოსი მუმირია. 

ჩრდილოეთით მოკლე, ლაკონური სიტუაციები რატომ ამჯობინეს, ო ჰენრი?
ჯეკ ლონდონი? 






იქნებ პირიქითაა, შექსპირის მცოდნეს ლათინური სერიალი უკვე აღარ ართობს, მწუხარე სახის რაინდის ქერქქვეშა ლაბირინთების წამკითხავს კი ფსიქოდელია მოზარდობიდან მიაჩნია განვლილ სევდიან პერიოდად.



ასეა თუ ისე, მოთხოვნამ შექმნა მიწოდება თუ მიწოდებამ შექმნა აუდიტორია, სერიალები ერთ რამეს  ამბობს- ჩრდილოელებს უფრო მეტი ინფორმაცია ჭირდებათ, სამხრეთელებს ცოტაც აკმაყოფილებთ. 
საპნის ოპერები ზოგჯერ  შინაარსის ვერბალურ გადმოცემას არც მოითხოვენ, თვალების ბრიალი, პათოსი, აკანკალებული- თავზარდაცემული ხმა და ბერძნულ-ჩინური  ტრაგედიების  ნიღბები საკმარისია მთელი სათქმელის გადმოსაცემად.     
ლათინურ სერიალებს გადაუთარგნმელად ან სულაც ხმადამუტებულს რომ უყურო ბევრი  არაფერი გამოგეპარება, 
ჰოლივუდურს კი, ხშირად ერთი წინადადებაც რომ გამოგრჩეს, მთელ ფილმს ვერ გაიგებ.  


ირეკლება თუ არა ტელე-კინომატოგრფიჯლ კულტურაში სხვაობა ამ ქვეყნების ზოგადი განვითარების დონეებში. 
კი, და ერთმნიშვნელოვნად ჩრდილოეთის სასარგებლოდ. 
არის კიდევ ერთი მარკერი კულტურული ცხოვრებიდან, რომელიც ჩრდილოელთა უპირატესობას თვალსაჩინოს ხდის, ეს სიმღერების ტექსტებია. 
ჩრდილოეთამერიკი როკის ტექსტები იმდენადვე და უფრო მეტადაც აღემატება სირთულით  სამხრეთამერიკულ კანსიონებს, რამდენადაც აშშ აღემატება ვენესუელას. 
ჩრდილოეთში ერთი სიმღერა კლიპის გარეშეც ერთი ფილმია, სამხრეთში კი ასი სიმღერაა ერთი ფილმის ერთი ეპიზოდის ფონი.


ეს მთელი ტირადა კი იმის სათქმელად დავწერე, რასაც ახლა ვიტყვი. ჩვენში გავრცელებული კლიშეს მიხედვით სამხრეთამერიკული ტელეკინოკულტურა უგემოვნო და პრიმიტიულია, ხელოვნებასთან და კულტურასთან ფეხი არ ჩაუვა და ჩვენს დონეზეც ვერ ამოვა. 
აი აქ ვცდებით. სად არის ჩვენი დონე? 

გარემო ლათინურ სერიალებში აშშ-ამერიკული ჩანს; სუფთა ქუჩები, მშვენიერი არქიტექტურა და დიზაინი, კარგი ავტოპარკი, სუფთა საავადმყოფოები, პოდიუმები, ოფისები და გოლფის მოედნები, მოვლილი ხალხი ( შორი დამემკვიდრების წყალობით ძალიან ლამაზი ხალხი),მოვლილი ეზოები. 

ესპანურ- იტალიური ცივილიზაციების გაგრძელება. 

რითი უნდა აღვემატებოდეთ ჩვენ მათ?
ევროპასთან უფრო ახლოს ყოფნით? 
ილუზორული უპირატესობაა, ლათინოამერიკელები ევროპულ ენოვანები და ევროპულგენიანები არიან. 
უცნაური მათი ევროპასთან შედარებით დაბალი კულტურული და ეკონომიკური განვითარებაა. რატომ ვერ მოახერხეს მათ მამა ( თუ დედა) ერებზე, ესპანელებზე  და პორტუგალიელებზე უკეთესი ქვეყნების შექმნა, როგორც ეს ინგლისელების შთამომავლებმა შეძლეს ჩრდილოეთ ამერიკაში? 

რამ აამაღლა აშშ ინგლისთან შედარებით და რამ შეუშალა ხელი არგენტინასა და მექსიკას იყვნენ  ესპანეთის დონის მაინც? 

რატომ პროგრესირდნენ ემიგრირებული  ბრიტანელები და რატომ დეგრადირდნენ ემიგრირებული ესპანელები? 


  ჩემი ვერსიაა

ემიგრირებულმა ესპანელებმა შეძლეს ესპანური მმართველობის, ტრადიციების, შეფასების კრიტერიუმების, ეროვნული განსაკუთრებულობის, პრიორიტეტულობის,  გვარიშვილობის, გვარის წოდებების- ბატონ- სინიორობის, პრიორიტეტული რელიგიის შენარჩუნება. 
და შედეგად შინაარსით დარჩნენ ესპანეთის კოლონიად ქვეყნის დასალიერში. ისინი კვლავ იქ არიან, მეორეხარისხოვან ესპანეთში, სინიორ- სინიოტიტებში, გამდიდრებულები არდადეგებზე ესპანეთსა და იტალიას სტუმრობენ, ღარიბებს კი მათი მექა- ევროპის მონახულება საოცნებოდ რჩებათ. 



ბრიტანელებმა ვერ შეძლეს ჩრდილოეთში მმართველობის, ტრადიციების, პრიორიტეტულობის, სხვაზე  დომინირების, პრიორიტეტული რელიგიის შენარჩუნება. ფრანგული,  გერმანული   
და ებრაული თემი მათ გვერდზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სამხრეთ ამერიკაში. 
შედეგად შეიქმნა კომუნა, რომელშიც პრიორიტეტულობის სტატუსი ყველა დონეზე ბრძოლით, კონკურენციით უნდა  მოგეპოვებინა და მივიღეთ ძლიერი, სუპერ განვითარებული ქვეყანა. 
ანუ ბრიტანელების მიერ თავისი დომინანტობის დათმობის შედეგად მათი შექმნილი სახელმწიფო სუპერსახელმწიფო გახდა. 

რა მოხდებოდა ბრიტანელებს თავისი უპირატესობა რომ არ დაეთმოთ, ალბათ აშშ იქნებოდა ავსტრალიაზე ცოტათი უკეთესი და ავსტრალიაზე ცოტათი უფრო ძლიერი ქვეყანა, მოწესრიგებული, ევროპული მაგრამ... საშუალო.   

    
"არავინ ჩაგითვლის იმას, რაც შეგეძლო გაგეკეთებინა,   მაგრამ არგააკეთე, სამაგიეროდ ყველას აქვს შენი შეცდომების სრული სია"
მერფის ერთერთი კანონია, კარგი კანონი. 


ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის : 

უარი ვთქვათ ამ მიწაზე დირექტივების გაცემის  გენეტიკურ უფლებაზე. 
რეალურად გავხადოთ თანასწორუფლებიანნი საქართველოს მოქალაქეები ეროვნების მიუხედავად. 
უარი ვთქვათ სახელმწიფოს მიერ ერთერთი რელიგიის პრიორიტეტულობაზე
მოვიწვიოთ აქტიური, ჭკვიანი პიროვნებები ჩვენ ქვეყანაში საცხოვრებლად ( ჩინელები, ზანგები)
დღევანდელი დეკლამაციური გონორი, რომ ეს მიწა წინაპრების დაღვრილი სისხლით გერგო და მასზე დასახლებული არაქართველი მოქალაქეები შენ უნდა მართო, უნდა გადაიყვანო ტაბუდადებულ საიდუმლო მოქმედების პრინციპში, პრინციპში, რომელიც გაიძულებს წესიერების მოდუსის შექმნითა და ამ მოდუსის მოვლით აიძულო არაქართველები პატივი გცენ და მათაც მოუნდეთ იმოქალაქონ წესიერ ქვეყანაში.
თუ ეს მოხდა პატრიოტიზმი წესიერების სინონიმი გახდება და ჩვენც გავხდებით შეურიგებლები მანქანიდან ნაყინის  ჭრაჭუნა შესაფუთის გადმომგდების მიმართ. 
გავბრაზდებით ისე, როგორც ბრაზდება გერმანელი როცა ხედავს ვიღაცა გზას უადგილოდ გადადის, ფრანგი როცა ხედავს ვიღაცა ნაგავს ყრის, ესპანელი როცა მის წინ რიგში ვინმე წინ გაძვრომას შეეცდება, ინგლისელი, როცა ვინმე ავტობუსში სიგარეტს მოუკიდებს. 

ჩვენ ამ სიტუაციაში ვითმენთ. ვითმენთ არა იმიტომ რომ სულერთია, არამედ ეს ჩვენი პირადი პრობლემა გვგონია და არ ვაცნობიერებთ, რომ ამ დაშვებებით ჩვენ ქვეყანას ღირსაბას ვართმევთ.

ქვეყანა, სადაც ერთი კაცი მაინც მდინარის პარაპეტზე ჩამოჯდება და კუჭში გავა, როგორც ეს ინდოეთში ხდება, უღირსი ქვეყანაა, ქვეყანა, რომელშიც ერთ თავხედს მაინც შეეძლება ატაროს მანქანა ასე, უღირსი ქვეყანაა.  
სანამ ერთი ქართველი მაინც შეძლებს (თავისი გენეტიკური უპირატესობის საბაბით) ასე მოიქცეს.
ოდესმე მოვესწრები, რომ პატრიოტიზმი წესიერებით და უწესობის მოუთმენლობით გამოიხატოს? 
მინდა კია, რომ მოვესწრო.              
  

1 comment:

Anonymous said...

Admiring the time and effort you put into your website and detailed
information you offer. It's good to come across a blog every once in a while that isn't the same unwanted rehashed information.
Excellent read! I've bookmarked your site and I'm including your RSS feeds to my Google account.
My web page : transfer news about football