Thursday, December 16, 2010

იმიგრანტი ჩემია


ამერიკელლებს ორი თეთრი,  ბაკენბარდებიანი პრეზიდენტი ჰყავდათ ჯექსონი, მაგრამ ეს გვარი ყველაზე მეტად მაინც ზანგი მაიკლ ჯექსონით არის ცნობილი. მაიკლის წინაპრებმა გვარი ალბათ ჯექსონების მონობის გამო აირჩიეს, პრეზიდენტ ჯექსონებს ეს გვარი კი საუკუნებით მოსდგამდათ, ჯერ კოდევ ოკეანის გადმოღმა მყოფნი ამაყობდნენ თავისი გვარით, იღწვოდნენ, მსოფლიო ცნობადობა კი მათ გვარს პლანტაციებში მომუშავე გამწლიკული ჰარის, ბილის თუ თომასის შთამომავლებმა მოუტანეს. 


ობამას გაპრეზიდენტებითი არცერთი ძირძველი ანგლოსაქსი გვარი არ არის ხეირში, მისი წინაპარი ამერიკაში არც კი ცხოვრობდა, ის მონათა მონადირეებს მოხერხებულად დაუსხლტა და თვითონ ერქვა ყოჩაღი მონადირე თავის სოფელში. 

ქართველი მონადგაყიდულებს მაშინ მეტად უმართლებდათ, ისინი ხომ მდიდარი ქვეყნის, ოსმალეთის მიწაზე აგრძელებდნენ მონობას და არა აშშ-ს  დაუსახლებელ ჯუნგლებსა და პრერიებში. შთამომავლები კი ზანგები უფრო უღბლიანები აღმოჩნდნენ, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ ორივეს (ქართველ და აფრიკელ მონებს) ერთი აქვთ საერთო, მათი სიყოჩაღე მონათმფლობელის შთამომავლებს ასახელებს, მათი შთამომავლები მონათმფლობელის ქვეყანას აშენებს. 
თუკი ზანგის გამორჩევა ექსტერიერით მაინც არის შესაძლებელი, ქართველი მონები უკვალოდ და უსახელოდ აორთქლდნენ საქართველოსთვის, მხოლოდ საქართველოს შიდა მოხმარების ლიტერატურაში "მამლუქში" დატოვეს კვალი. 


დღეს მონათმფლობელობა არ არის, მონას ვერ იყიდი, უბრალოდ... მიმზიდველი ქვეყანა უნდა ააშენო, რათა მონა თვითონ ჩამოვოვიდეს მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან, უბრალოდ მიმზიდველი ქვეყანა.


მაგრამ, მიმზიდველი ქვეყანა თუკი არა გაქვს, შენს მიწაზე მუშად, გლეხად და წვრილმან მოვაჭრედ ჩამოსული ახალაღმომჩენ ჩინელთა დიდი ნაკადი თითებსშუა გაგისრიალდება და მოგზაურობა-გამოკვლევა-მუშაობას სხვა ქვეყანაში განაგრძობს. იქ დაფუძნდება, სადაც დამხვდურებს საკმარისი გამჭრიახობა აქვთ, რომ მათში ხეირი დაინახონ და საკმარისი ტოლერანტობა, რომ უცხოტომელი აიტანონ გვერდზე, საკუთარ მიწაზე. 
აი მართლა მონად რომ მოგვდიოდნენ ეგ ხალხი, არავის გაახსენდებოდა დემოგრაფია და წინაპრების მიერ დაღვრილი სისხლი, მივიღებდით 5 მილიონი 10 მილიონს და არავინ ვიფიქრებდით, რომ 3 თაობის შემდეგ ყველანი ერთი ქვეყნის თანაბარუფლებიანი მოქალაქეები უნდა გავმხდარიყავით, როგორც ეს ამერიკასა და ევროპაში მოხდა. 
ასე იყო თუ ისე, სიხარბით ( და არა ტოლერანტობით) გაღებული კარით დასავლურმა ცივილიზაციამ გვარიანად იხეირა, თვალით დაინახა ეგ ხეირი და ... ტოლერანტობა დააკანონა, თვითონ გახდა მიმზიდველი სწორედ რომ პოტენციური იმიგრანტისთვის, რომელიც დღესაც ბედნიერი იქნება თუკი ამ ქვეყნებში მონად (ოფიციალურად დაქირავებულად) ეღირსა მუშაობა. 
ჩვენ ეს ისტორიული გამოცდილება არ გვაქვს, პორიქით, აცრილი ვართ უცხოტომელის წინააღმდეგ, ძალიან მწარედ მოგვიბრუნდა არაქართველთა კომპაქტური დასახლებული ტერიტორიები ჩვენს მიწაზე და ტკივილით გონებადაბინდულებს, აღარ გვინდა ხეირი დავინახოთ იმიგრაციაში. 
არადა ცოტა გვაკლია სასარგებლო ჯაჭვის დატრიალებამდე: 

შემოუშვი უცხოტომელი,
ამუშავე შენი ქვეყნის სასარგებლოდ,
გახადე ქვეყანა მიმზიდველი,
შეუმცირე შიში შენი ქსენოფობიით შეშინებულ ისტორიული ეროვნული უმცირესობებს,
 მოიწვიე მეტი შორქვეყნელი,
 ამსახურე მიწაზე, ბიუჯეტზე და ჯარში,
გახადე ქვეყანა მიმზიდველი,
შემოირიგე მანამდე აღრენილი სეპარატისტი,
აწარმოე უფრო მეტი საჭმელი და ნივთი, აითვისე ხრიოკი,
გამდიდრდი და აძლიე შენს ძველებს და ახლებს ღირსეული პენსია,
მოიწვიე ტურისტები და იმიგრანტები და ა. შ. 



და ამ ხრონგი ჯაჭვის დასაძრავად  და ასამუშავებლად დღეს მხოლოდ ერთი რგოლი გვაკლია - მიიღე უცხოქვეყნელი შენს გვერდით, შენს მიწაზე. მიიღე, ის თვითონ მოვა და იმსახურე. 

ადრე ამ ხეირისთვის ევროპელებმა ისტორიული ცოდვა აიკიდეს, დაატყვევეს და მონებად წაასხეს ზანგები. დღეს იმავე სარგებლისთვის საკმარისია მოსახლეობის ტოლერანტობა. ოღონდ ტოლერანტობა წესიერების თანხლებით. 
არცერთი  უცხოქვეყნელი ჩაგვითვლის კეთითილგანწყობად თუნდაც მათთვის გამართულ  მათი ფოლკლორის ფესტივალს, თუკი ქუჩაში დაინახავენ, რომ მძღოლები საკუთარ ქვეითებს ცხვარივით დენიან.   

6 comments:

Anonymous said...

Hello, i believe that i noticed you visited my web site thus i came to go back
the prefer?.I am trying to find issues to enhance my website!
I assume its ok to make use of a few of your ideas!!
My weblog ; football news epl

Anonymous said...

Hello, the whole thing is going nicely here and ofcourse
every one is sharing information, that's really good, keep up writing.
Also visit my web blog ... manchester city transfer rumours transfer news

Anonymous said...

Incredible quest there. What occurred after? Thanks!
Feel free to visit my blog post : manchester united transfer news today

Anonymous said...

I am actually happy to read this web site posts which includes lots of helpful information,
thanks for providing such information.
Stop by my web-site ; transfer news chelsea now

Anonymous said...

Hi there, just became aware of your blog through Google, and found
that it is truly informative. I am gonna watch out for brussels.
I'll appreciate if you continue this in future. Numerous people will be benefited from your writing. Cheers!
Feel free to visit my website pizza games at y8

Anonymous said...

I was suggested this blog by my cousin. I'm not sure whether this post is written by him as no one else know such detailed about my trouble. You are wonderful! Thanks!

My weblog; Play Batman Games