Wednesday, December 8, 2010

Sinead O'Connor

ნასინგ ქომფეარს? არა.
ამჯერად არა.





ადამიანს, როგორც სახეობას გადარჩენისთვის ჭირდება, რომ მის პოპულაციაში ბუებიც იყვნენ და ტოროლებიც, რათა გამოქვაბული ყოველთვის დაცული იყოს, კაცობრიობას სულიერი სიმდიდრისთვის ჭირდება ადამიანები, რომლებთაგან ზოგი უზრუნველ, გადამდებ მხიარულებას შეძლებს და ზოგი კი ღრმა სევდისა და თანაგრძნობის გამოწვევას და ამით ადამიანის სულიერ დიაპაზონს გააფართოვებს.

კაცობრიობას დაგვჭირდა შინეიდ ო კონორი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია ორივე, უფრო სწორედ, კი არ შეუძლია, არამედ ჭირს. ის ავადაა მენტალური დაავადებით, ე. წ. ბიპოლარული დარღვევით, რომელიც გულისხმობს ხანმოკლე აღმაფრენასა და xანგრძლივ დეპრესიას.
ეს მსხვერპლი ჩვენ მოვთხოვეთ მას, ასეთი სიმღერების მისაღებად.

No comments: