Monday, January 17, 2011

მე რომ პატრიარქი ვიყო





ჩემს ბავშვობაში გაზეთში მუდმივი რუბრიკა იყო - მე რომ რაიკომის მდივანი ვიყო, სადაც გსსრ-ს კომუნისტი და არაკომუნისტი მოქალაქეები თავის მიგნებებს წერდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა მათ რაიკომის მდივანს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

მე როგორც მტკიცე ათეისტს, არ მაქვს აღებული პასუხისმგებლობა უპირობო შეფოფინებით ვუყურო საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსს. მე მას როგორც მოქალაქეს სრულიად არაოაზროვანი დიდი პატივისცემით ვეპყრობი, მინდა დიდხანს იცოცხლოს და უკეთეს საქართველოს მოესწროს. 
მიმაჩნია რომ მას არათუ მხოლოდ დიდი გავლენა აქვს საქადთველოს სოციალ- პოლიტიკურ- კულტურულ და სულიერ ცხოვრებაზე, არამედ ის ერთპიროვნულად იყო  რამდენიმე საბედისწერო გზაჯვარედინზე საქართველოსთვის მიმართულების ამრჩევი.

თუმცა ახლა, ამ წერილის თემა მის პოლიტიკურ პოზიციას კი არ ეხება, არამედ მისი ე. წ. ბალანსისა  და კალთის ქვეშ მყოფ უძრავ ქონებას - ეკლესიებს. ეკლესიებს, რომლებიც ჩემიცაა (ახლების გარდა) ვინაიდან ჩემი წინაპრების შემოქმედების, შრომისმოყვარეობის, კულტურულობის, სულიერების ძეგლებს წარმოადგენენ. 
ჩემი ბიოგრაფიის ბოლო ათ-თხუთმეტწლეულის ტელევიზია ხშირად გვთავაზობდა მონაწილეობას სხვადასხვა ეკლესიის მშენებლობაში. მხოლოდ ბოლო ერთი წელია, რაც ვხედავთ მოწოდებებს მონაწილეობა მივიღოთ ისტორიული დაზიანებული ძეგლის აღდგენაში, და ეს მე ძალიან მახარებს. 
ეს არათუ საჭირო და სასწრაფო საქმეა, არამედ სამართლიანიც. 
ჩემთვის, როგორც პატრიოტი მატერიალისტისთვის ათჯერ მეტი მადლია ძველი ტაძრის აღდგენა, ვიდრე ახლის ჩამოსხმა.
მე რომ პატრიარქი ვიყო:
 
1. დროებითი დეკრეტით შევწყვეტდი ახალი ეკლესიების მშენებლობას, რათა ხალხის ისედაც მწირი, შეზღუდული რესურსი უფრო საშური და მადლიანი საქმისათვის დახარჯულიყო. 
დავასწრებდი გრავიტაციას, ეროზიას, წვიმას, ქარს და აღმართულებს შევინარჩუნებდი ისტორიულ ტაძრებს, მეცნიერული ცოდნის მოშველიებით ჩავუტარებდი კონსერვაცია-გამაგრების სამუშაოებს.

2. ეკლესიის  რესურსის დიდ ნაწილს მივმართავდი ტაო კლარჯეთის ტაძრების რესტავრაციაზე. 
მსმენია, რომ თურქულ მხარეს ტაოკლარჯეთის ძეგლების აღდგენის წინაპირობად ბათუმში მუსულმანური კულტურული ცენტრის- მუზეუმის აგების უფლება უთხოვიათ და უარი მიუღიათ საქართველოს პატრიარქისაგან. 
მე რომ პატრიარქი ვიყო ამ პირობაზე დღესვე დავთანხმდებოდი და უცილობელი ჩამოქცევისგან გამოვიხსნიდი ჯერ კიდევ მდგარ ქართულ ბუმბერაზ ეკლესიებს. 
მუსულმანობა ქართველობის მტერი არ არის, ის მისი ერთერთი სახეა, არ მიმაჩნია, რომ მუსულმანური კულტურის ცენტრი ბათუმში საქართველოს ხიფათს მოუტანს, პირიქით ჩვენვე, ქართველებმა უნდა ავაშენოთ ასეთი დაწესებულება, არათუ საჩუქრად მივიღოთ. 

3. ავკრძალავდი კუბოს სამჯერ დატრიალებას და კარებზე მიჯახუნებას.

4. გავანთავისუფლებდი მორწმუნე მგზავრებსა და მძღოლებს ვალდებულებისგან პირჯვარი გადაიწერონ ყოველი ეკლესიის გვერდზე  ჩავლისას. ნებას დავრთავდი პირჯვარის გადაწერისა მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გულში მაიც ღმერთს სიტყვიერად  მიმართავენ ან ლოცულობენ. მძღოლებს კი ავუკრძალავდი მანქანის ცალი ხელით მართვისას მეორე ხელით პირჯვარის გადაწერას. 

5. თბილისში საჭოჭმანო მფლობელობის ეკლესიებს, რომლებიც ქართველებსა და სომხებს ვერ გაგვიყვია, მივაკუთვნებდი სომხებს, თბილისის გარეთ იგივე საკითხს გადავჭრიდი ისტორიული რეალობის სკრუპულოზური გამოძიების შედეგების გათვალისწინებით. 

6. უკან მეჩეთში დავაბრუნებდი ზარზმელი ბერების მიერ მეჩეთის ნამსხვრევებიდან ზარზმის ტაძარში ატანილ ქვებს

7. ტაო კლარჯეთის იმ სოფლების თურქი მოსახლეობისათვის სადაც ქართული ეკლესიებია, სისტემატიური ურთიერთობის, მეგობრობის, სტუმრობა- მოპატიჟების, ეკლესიების მოვლისათვის ფინანსური დაინტერესების რეჟიმს შევქმნიდი (ამასთანავე ყოველგვარი მისიონერული ზრახვების გარეშე). 

8. შევქნმიდი საქართველოსა და ტაო კლარჯეთის ყველა ეკლესიის ფრესკების მაღალი რეზოლუციის ახლო ახლო რაკურსით ფოტო-ვიდეო უნიფიცირებულ, სტანდარტიზირებულ არქივს. 
 
9.ეკლესიებში დავრთავდი ნებას ამ ეკლესიის ფრესკებისა და ეკლესიის ისტორიიის LCD ეკრანზე ჩვენებისა (იხილე პუნქტი #8). 

10. დავუშვებდი კრემაციას იმ მკვდართათვის, ვინც ამაზე სიცოცხლეში წინასწარ, თანხმობა განაცხადა.

11. დავუშვებდი პანაშვიდებს სპეციალური სარიტუალო შენობიდან, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია და ამით შევამცირებდი აუცილებლობას, საავადმყოფოში გარდაცვლილი ადამიანი საკუთარ ბინაში აასვენ-ჩამოასვენოს მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებელმა მგლოვიარე ოჯახმა. 

12. ნებას დავრთავდი და წავახალისებდი სიკვდილისშემდგომ ორგანოთა დონორობას.





და დამერწმუნეთ, ვფიცავარ, თავს ვდებ, თავს ჩამოვდივარ, წყალი არ გაუვა, ჩემი მეგარეფორმების შედეგად საქართველოში მართლმადიდებლობა გაძლიერდება, საქართველოც.

ღმერთმა გვიცოცხლოს პატრიარქი, როგორიც არის. იყოს უკეთ,იყოს კარგად. 
მე ჩემ წილ საქართველოს ვერ ავუდივარ, წავალ მივხედავ.                
 

6 comments:

მიშო said...

"მე, როგორც მტკიცე ათეისტს, არ

მაქვს აღებული პასუხისმგებლობა

უპირობო შეფოფინებით ვუყურო
-------
საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსს."


შენ წარმოიდგინე, არც მე მაქვს.


1.+

2.+
3. პირველად მესმის.

4. არასოდეს გამიკეთებია,ისე კი პირველად მესმის, რომ ეს ქმედება პატრიარქს უკავშირდება. ცოდვაა ის ადამიანი ,რომელიც პატრიარქის მოთხოვნით გადაიწერს ან აკრძალავს პირჯვრის წერას.ან გაიხდის ან ჩაიცმევს სამგლოვიარო სამოსს.

5.+

6.+

7. +

8.+

9.+

10.+

11.--

12.+ ერთ-ერთი პირველი მე დავთანხმდებოდი.


თუმცა არ ვარ ათეისტი.

Anonymous said...

ჩვენს ათეისტ ქართველს უპირობოდ აქვს ერთი უკიდურესად მხოლოდ ქართული თვისება - ხელგაშლილობა და გულუხვობა, არადა ათეისტურ-კაპიტალისტური მსოფლიოს ზედნაშენები ეყრდნობა ამგვარ ბაზისს: 1.ადამიანი ადამიანისთვის მგელია; 2.გვამებზე გადაიარე და მიაღწიე! 3.დავაგროვო,დავაბანდო; 4.ყველაფერი მე! 5.ყველაფერი ჩემია! 6.ყველაფერი მემეტება მხოლოდ ჩემთვის!!! ქართველ ათეისტებს რომელი სატანა გაგიწყრათ, რომ მაგრე გაბრიყვებულხართ? :D

Anonymous said...

I am curious to find out what blog platform you are utilizing?
I'm having some small security issues with my latest site and I'd like to find something more safeguarded.
Do you have any recommendations?
Review my web site ; latest liverpool transfer news

Anonymous said...

This page truly has all the info I wanted concerning this
subject and didn't know who to ask.
Feel free to visit my web blog : manchester united transfer news james rodriguez

Anonymous said...

Hi there! This is my first visit to your blog! We are a team of
volunteers and starting a new project in a community in the same niche.
Your blog provided us beneficial information to work on.
You have done a wonderful job!
Feel free to surf my blog post :: live transfer news football

Anonymous said...

I was curious if you ever thought of changing the layout of your website?
Its very well written; I love what youve got to say.
But maybe you could a little more in the way of content so
people could connect with it better. Youve got an awful lot of text for
only having 1 or 2 pictures. Maybe you could space it
out better?
Here is my homepage ; pizza games now